შენ შეჰქმენ
გამოსლვასა ისრაჱლისასა:
) შენ
და
Ms. page: P381R და შთაიცუა გულმან ჩემმან შჯული მეცნიერებისაჲ. ვიწყე სიტყუად წინაშე ანგელოზისა მიერ მეცა,
და ვთქუ: უფალო, ყოველთაგან მაღნართა ქუეყანისათა და ხეთაგან გამოირჩიე შენდად ვენაჴი;
და ყოველთაგან ადგილთა სოფლისათა გამოირჩიე შენდად იატაკი ერთი;
და ყოველთაგან უფსკრულთა ქუეყანისათა და ზღუათაგან ადიდე შენდად ერთი Ms. page: P381V და ყოველთაგან ქალაქთა შჱნებულთა ჩინებულ ჰყავ შენდად და წმიდა ჰყავ სიონი.
და ყოველთაგან დაბადებულთა მფრინველთა სახელ-სდებ შენდად ტრედსა ერთსა; და ყოველთაგან დაბადებულთა შენთა სათნო იყავ ცხოვარი ერთი.
და ყოველთაგან შექმნულთა შენთა ერ საზეპურო ჰყავ ერი შენი ისრაჱლი; და ყოველთაგან გამოცდილთა ნათესავთა შჯული მოჰმადლე ერსა, რომელიცა შეიყუარე.
და აწ, უფალო, რად მიგიცემიეს ერთი იგი წინაშე მრავალთა? რამეთუ აგინე ერთი იგი ძირი უფროჲს ყოველთა ძირთა და დააბნიე ერთი იგი შენი მხოლოდ-შობილი ყოველთა თანა.
და დასთრგუნე მცვალებელნი შჯულისა შენისანი ...
უკუეთუ სიძულილით მოიძულე ერი შენი, ჴელთა შინა შენთა ჯერ-არს სწავლაჲ.
მასხურე მე საპკუ{რებელითა}.
მიწყალე მე ღმერთო დი{დითა}:
წელსა მეათხუთმეტესა
Ms. page: P381V წელსა მეათხუთმეტესა ტიბერიის კეისრისასა, მთავრობასა პონტოელისა პილატჱსსა ჰურიასტანს, და მეოთხედ-მთავრობასა გალილეას ჰეროდჱსსა, და ფილიპჱსსა, ძმისა მისისასა, მეოთხედ-მთავრობასა ისტჳრიას და ტრაქონელთა სოფელსა, და ლჳსიანჱსსა მეოთხედ-მთავრობასა აბინერეზსა.
მღდელთ-მოძღურობასა ანაჲსსა და კაიაფაჲსსა იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იოჰანესა მიმართ, ძისა ზაქარიაჲსა, უდაბნოს.
და მოჰვლიდა ყოველსა მას გარემო სოფლებსა იორდანისასა და ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მოსატევებელად ცოდვათა.
ვითარცა წერილ არს წიგნსა მას სიტყჳთა ესაია წინაწარმეტყუელისათა და იტყჳს: ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: განმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი.
ყოველი ჴევნები Ms. page: P360R აღმოივსოს, და ყოველნი მთანი და ბორცუნი დამდაბლდენ; და იყოს გულარძნილი იგი მართლ და ფიცხელი გზად წრფელად.
და იხილოს ყოველმან ჴორციელმან მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ.
და ეტყოდა განმავალსა, მას მისა ერსა ნათლის-ღებად მისგან: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან რისხვისა?
ყავთ უკუე ნაყოფი ღირსი სინანულისაჲ და ნუ იტყჳთ გულთა თქუენთა, ვითარმედ: მამაჲ გჳვის ჩუენ აბრაჰამი. გეტყჳ თქუენ, რამეთუ შემძლებელ არს ღმერთი აღდგინებად ქვათაგან შვილად აბრაამისა.
რამეთუ აწვე ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს: ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას.
და ჰკითხვიდა მას ერი იგი და ეტყოდეს: რაჲ-მე ვყოთ?
მიუგო მათ იოჰანე და ჰრქუა: რომელსა აქუნდეს ორი სამოსელი, მიეცინ, რომელსა არა აქუნდეს; და საზრდელი ეგრევე მსგავსად ყავნ.
მოვიდეს მისა მეზუერენიცა ნათლის-ღებად და ჰრქუეს მას: მოძღუარ, ჩუენ რაჲ ვყოთ?
ხოლო მან ჰრქუა მათ: ნურას უფროჲს განწესებულისა თქუენისა იქმთ.
ჰკითხვიდეს მას ერად განწესებულნიცა იგი და ჰრქუეს: და ჩუენ რაჲ ვყოთ? და მან ჰრქუა მათ: ნუვის აჭირვებთ და კმა გეყავნ როჭიკი თქუენი.
და ვითარცა მოელოდა ერი იგი, და განიზრახვიდეს გულთა იოვანჱსთჳს, ნუუკუე იგი არს ქრისტე.
მიუგო ყოველთა და ეტყოდა: მე ნათელ-გცემ თქუენ [წყლითა]. არამედ მოვალს უძრიელჱსი ჩემსა, რომლისა არა ღირს ვარ ჴამლთა მისთა ტჳრთვად; მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა,
რომლისა ნიჩაბი ჴელთა შინა მისთა, და განწმიდოს კალოჲ მისი და შეკრიბოს იფქლი საუნჯესა, ხოლო ბზჱ იგი დაწუას ცეცხლითა უშრეტითა.
და ფრიად სხუასაცა მრავალსა ჰლოცვიდა და Ms. page: P360V ახარებდა ერსა მას.
უფალო ღაღადყავი და შევიდენ ეკლესიად.
) ქრისტჱს ნათლის ღებასა წ{ყალნი}.
ჴმაჲ უფლისაჲ წყალთა ზედა ღმერთი
ჴმაჲ უფლისაჲ ძრიელებით ჴმაჲ.
Ms. page: P360V განიბანენით, განიწმიდენით, განიშორეთ უკეთურებაჲ სულთაგან თქუენთა წინაშე თუალთა ჩემთა, დასცხერით ბოროტისაგან თქუენისა;
ისწავეთ კეთილისა საქმჱ, გამოიძიეთ სამართალი, იჴსენით დაწუნებული, უსაჯეთ ობოლსა, განამართლეთ ქურივი.
და მოვედით და შევიტყუნეთ, იტყჳს უფალი. და უკუეთუ იყვნენ ცოდვანი თქუენნი ვითარცა ღებილნი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო; და თუ იყვნენ მეწამულნი, ვითარცა მატყლი განვასპეტაკო.
და უკუეთუ გინდეს და ისმინოთ ჩემი, კეთილსა ქუეყანასა სჭამდეთ.
და უკუეთუ არა ისმინოთ ჩემი და არა ინებოთ, მახჳლმან შეგჭამნეს თქუენ, რამეთუ პირი უფლისაჲ იტყოდა ამას.
არა მნებავს
Ms. page: P360V არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, რამეთუ მამანი ჩუენნი ყოველნი ღრუბელსა ქუეშჱ იყვნეს და ყოველნი ზღუასა მას განჴდეს.
და ყოველთა მოსჱს მიერ ნათელ-იღეს ღრუბლითა და ზღჳთა;
და ყოველთა იგივე საზრდელი სულიერი ჭამეს;
და ყოველთა იგივე სასუმელი სუეს; რამეთუ სუმიდის იგინი სულიერისა მისგან კლდისა, რომელსაცა შეუდგეს: ხოლო კლდჱ იგი იყო ქრისტე.
) მოვედით უფლისა მი{მართ}
დასაბამი
Ms. page: P360V დასაბამი სახარებისა იესუ ქრისტჱის[ი], ძისა ღმრთისაჲ.
ვითარცა წერილ არს ესაია წინაწარმეტყუელისა: აჰა ესერა მე წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე შენსა, რომელმან განმზადნეს გზანი ჩემნი წინაშე შენსა.
ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა ზედა: განმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი.
იყო იოჰანე უდაბნოსა, ნათელ-სცემდა და ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა.
და განვიდოდა მისა ყოველი სოფლები ჰურიასტანისაჲ და იერუსალჱმისაჲ და Ms. page: P360V ყოველნი ნათელს-იღებდეს მისგან იორდანესა მდინარესა და აუვარებდეს ცოდვათა მათთა.
და ემოსა იოჰანჱს სამოსელი თმისაგან აქლემისა, და სარტყელი ტყავისაჲ ერტყა წელთა მისთა, და ჭამდა იგი თაფლსა და მკალსა ველურსა;
და ქადაგებდა და იტყოდა: აჰა ესერა მოვალს უძლიერჱსი ჩემსა შემდგომად, რომლისა ვერ ღირს ვარ განჴსნად საბელსა ჴამლთა მისთასა.
მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა, ხოლო მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა.
და იყო, მათ დღეთა შინა მოვიდა იესუ ნაზარეთით გალილეაჲსაჲთ და ნათელ-იღო იოვანჱსგან იორდანესა.
და მეყსეულად აღმოსლვასა მისსა მიერ წყლით იხილნა ცანი განხუმულნი და სული ღმრთისაჲ გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მის ზედა.
და ჴმაჲ იყო ზეცით: შენ ხარ ძჱ ჩემი საყუარელი, შენ სათნო-გიყავ.
) განმანათლებელი {!} ჩუენი
გიხილეს შენ წყ{ალთა}.
) მსგავსად ჴმისა მის რომელი ღაღ{ადებდა}.
მასხურე მე საბკ{ურებელითა}. ვიდრე
მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყა{ლობითა}:
და
Ms. page: P361R და სთქუა შენ მას დღესა შინა: გაკურთხოს შენ უფალმან, რამეთუ მრისხევდ საცხორებელად და გარეწარაქციე გულისწყრომაჲ შენი ჩემგან, მოიქეც და წყალობა-ყავ ჩემთჳს.
აჰა, ესერა, ღმერთი ჩემი, მაცხოვარი ჩემი უფალი, და მე ვიყო მოსავ მისა და განვერე მე მისგან და არღარა მეშინოდის, რამეთუ დიდებაჲ ჩემი არს უფალი და მეყო მე მაცხოვარ.
და მაშინ აღმოივსო შენ წყალი წყაროთაგან სიხარულით ცხოვრებისაჲ.
და ჰრქუა შენ მას დღესა შინა: გაკურთხოს შენ უფალმან; სიქადული აღიღეთ სახელითა მისითა და მიუთხრობდით წარმართთა შორის დიდებულებასა მისსა; მოიჴსენეთ, რამეთუ ამაღლდა სახელი მისი.
უგალობდით სახელსა მისსა, რამეთუ მაღალი Ms. page: P361V დიდებული ქმნა; მიუთხართ ყოველსა ქუეყანასა.
გიხაროდენ და მხიარულ იყვენით მკჳდრნი სიონისანი, რამეთუ ამაღლდა წმიდაჲ იგი ისრაჱლისაჲ შორის მისსა.
ზღუ{ა}მან იხილა:
) და იყო მათ დღეთა
ჟამის წირვისა სახარებასა შინა:
) ოდეს მოივლინა:
შესწირემდით უფლისა.
) დასაბამად ქმნა ღმერთმან
ქრისტე შობად ღამის თევასა.
) იოვანე დგა იორდა{ნესა}.
ვაკურთხოთ უფალი ყოველსა ჟამსა მარადის:
ნათელ-
Ms. page: P361V ნათელ-იღე, ნათელ-იღე, იერუსალჱმ, რამეთუ მოწევნულ არს ნათელი შენი, და დიდებაჲ უფლისაჲ შენ ზედა გამობრწყინდეს.
აჰა, ესერა, ბნელმან დაფაროს ქუეყანაჲ, და ნისლი წარმართთა ზედა; ხოლო შენ ზედა გამოცხადნეს უფალი, და დიდებაჲ უფლისაჲ შენ ზედა გამოჩნდეს.
და ვიდოდიან მეფენი ნათელსა შენსა და წარმართნი _ ბრწყინვალებასა აღმოსავალისა შენისასა.
აღიხილენ გარემოჲს შენსა თუალნი შენნი და იხილენ ყოველნი კრებულნი შვილნი შენნი, რამეთუ მოავლინნა ყოველნივე ძენი შენნი შორით, და ასულთა შენთა მჴრითა მათითა მოაქუნდეს.
მაშინ იხილო შენ და გიხაროდის და შეგეშინოს და გიკჳრდეს გულითა, რამეთუ მოაქციოს შენ ზედა სიმდიდრჱ ზღჳსაჲ, ნათესავთა და ერთაჲ.
და მოვიდეს შენდა რემაკები აქლემთაჲ, და დაგფაროს შენ აქლემებმან მადიამისამან და გეფაჲსამან. მოვიდოდიან საბაჲთ და მოაქუნდეს ოქროჲ და გუნდრუკი და შესწირვიდენ და მაცხოვარებითა უფლისაჲთა ხარებულ იყვნენ.
და ყოველი ცხოვარი კედარისაჲ მოგიკრბეს და ვერძნი იგი ნაბაოთისანი გარემოგადგენ შენ და შეიწი\რვოდიან Ms. page: P362R სათნოდ საკურთხეველსა ჩუენსა ზედა, და ტაძარი იგი სალოცველი ჩუენი იდიდებოდის.
ვინ არიან ესენი, რომელნი ვითარცა ღრუბელნი ფრინვენ და ვითარცა ტრედნი მართუეთა თანა მათთა ჩემდამო, სიონი?
მე ჭალაკნი მელიან; და ნავთა თარშისათა პირველად მოჰყვანდენ შვილნი შენნი შორით; ოქროჲ იგი და ვეცხლი მათი მათ თანა სახელისათჳს უფლისა და წმიდისათჳს ისრაჱლისა.
აღაშჱნნენ უცხოთა ზღუდენი შენნი და მეფენი მათნი წარმოგიდგენ შენ, რამეთუ რისხვითა ჩემითა დაქცე შენ და წყალობითა ჩემითა შეგიყუარო შენ.
და განღებულ იყვნენ ბჭენი შენნი დღე და ღამე და არა დაეჴშნენ, და შემოიღებდენ შენდა ძალსა წარმართთასა, და მეფენი მათნი მოგგუარნე შენ.
რამეთუ ნათესავნი და მეფენი, რომელნი არა გმონებდენ, წარწყმდენ, და წარმართნი მოოჴრებით მოოჴრდენ.
და დიდებაჲ იგი ლიბანისაჲ შენ ზედა მოიწიოს საროჲთა და ფიჭჳთა და ნაძჳთა; ერთბამად იდიდოს სახელი წმიდაჲ ჩემი.
და მოვიდოდიან შენდა ძენი იგი დამამდაბლებელთა შენთანი და გერქუას შენ ქალაქი წმიდაჲ სიონ ისრაჱლისაჲ, და გყო შენ სიხარულ საუკუნე და მხიარულება თესლითი თესლამდე.
ამისთჳს რამეთუ იყავ შენ დატევებულ და მოძულებულ, და არავინ იყო შემწე შენდა; და გყო შენ სიხარულ საუკუნე და მხიარულება თესლითი თესლამდე.
და სწოვდე შენ ძალსა წარმართთასა და სიმდიდრესა მეფეთასა სჭამდე შენ; და სცნა, რამეთუ მე ვარ უფალი მაცხოარი შენი და განმარინებელი შენი ღმერთი ისრაჱლისაჲ.
და რვალისა წილ მოგართუან შენ ოქროჲ, და სპილენძისა წილ მოგართუან შენ ვეცხლი, და ძელისა წილ _ რვალი, და ქვისა წილ _ რკინაჲ. და დავადგინნე მთავარნი შენნი მშჳდობით და მოღუაწენი შენნი სიმართლით.
და არღარა ისმეს სიცრუვე ქუეყანასა შენსა და არცა შემუსრვაჲ და Ms. page: P362V არცა გლახაკებაჲ საზღვართა შენთა, არამედ ერქუას ცხორება ზღუდეთა შენთა და ბჭეთა შენთა ქანდაკებულ.
და არა თუ მზჱ იყოს ნათლად შენდა დღისი და არცა აღმოსავალისაჲთ მთოვარჱ გნათობდეს შენ ღამე, არამედ იყოს ღმერთი ნათელ შენდა საუკუნე და უფალი დიდება შენდა.
რამეთუ არა დაჰჴდეს მზჱ შენი, არცაღა მოაკლდეს მთოვარჱ შენი, არამედ იყოს თავადი ღმერთი შენდა ნათელ საუკუნე, და სრულ იყვნენ დღენი იგი ნათესავისა შენისანი.
და ერი შენი მართალ საუკუნე, და დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ და დაიმარხონ აღმოცენებული ნერგისა ჩემისაჲ სადიდებელად.
რამეთუ მცირედი იგი იყოს ათასეულად და უმრწემჱსი იგი ნათესავად დიდად. რამეთუ მე, უფალმან, ჟამად-ჟამად შევკრიბნე იგინი.
) სიხარული იქმნა დღეს ყ{ოვლისა}.
თქუას ურჩულომან ც{ოდვასა}.
) და ვითარ გამოიყუანა
ქრისტე შობად ღამის თევასა.
) შიშმან შეიპყრა წინა{მორბედი}.
ვითარცა სურინ ირემსა:
Ms. page: P362V მეყვენით მოწამე და მე ვარ მოწამე, იტყვს უფალი ღმერთი, და მონაჲ ჩემი, რომელი გამოვირჩიე, რაჲთა სცნათ და გრწმენეს ჩემი და გულისხმა-ჰყოთ, რამეთუ მე ვარ და უწინარჱს ჩემსა არავინ არს სხუაჲ.
და არავინ არს ჩემსა გარეშე მაცხოვარ.
უთხარ და ვაცხოვნე, ვაყუედრე, და არავინ იყო თქუენ შორის უცხოჲ; მეყვენით მრწამე, და მე ვარ მოწამე, იტყჳს უფალი ღმერთი.
უწინარჱს დასაბამსა მე ვიყავ და არავინ არს, რომელი ჴელთა ჩემთაგან განმერეს. ვყო, და ვინ მოაქციოს იგი?
ამას იტყჳს უფალი, მჴსნელი თქუენი, წმიდაჲ ისრაჱლისაჲ: თქუენთჳს წარვავლინო ბაბილონდ და აღვადგინნე ყოველნი მტერნი, ქალდეველნი, ნავთა შენთა კრულნი.
მე ვარ უფალი, წმიდაჲ თქუენი, რომელმან ვაჩუენე მეუფებაჲ თქუენი.
ესრე იტყჳს უფალი, რომელმან მოსცა გზაჲ ზღუასა და ალაგნი წყალთა ზედა ძრიელთა.
რომელმან გამოიყვანა ცხენები და ეტლები და ერი მრავალი და ძრიელი. არამედ დაიძინეს და Ms. page: P363R არა აღდგეს, დაშრტეს ვითარცა პატრუკნი.
ნუ მოიჴსენებ პირველსა და დასაბამისასა ნუ შეურაცხ-ჰყოფ.
აჰა, ესერა, მე ვქმნე ახალი, რომელი აწ გამობრწყინდეს, და სცნათ იგი; და ვყო უდაბნოსა ზედა გზაჲ და მდინარენი ურწყულსა
სუმად ერისა ჩემისა რჩეულისა,
[ერისა ჩემისა], რომელი მოვიგე, სათნოებათა ჩემთა მიუთხრობდენ.
) მსგავსად ტრედისა იხი{ლა}:
ღმერთი ჩუენი შესავედრებელ ძალ მწ{ე}:
და მოუწოდა
Ms. page: P363R და მოუწოდა ისუ ათორმეტთა მათ კაცთა, მთავართა ძეთა ისრაჱლისათა, ერთსა თითოჲსაგან ნათესავსა.
და ჰრქუა მათ ისუ: წარვედით ჩემ თანა წინაშე უფლისა შორის იორდანესა და გამოირჩიედ კაცად-კაცადმან და აღიღენ ლოდი ერთი მჴართა თჳსთა ზედა მსგავსად რიცხჳსა მის ტომისა ისრაჱლისა,
რაჲთა ისხნენ იგინი თქუენდა საწამებლად საუკუნოდ, რაჲთა, რაჟამს გკითხვიდეს შენ ძჱ შენი ხვალე და გრქუას: რაჲ არიან ლოდნი ესე?
შენ უთხრა ძესა შენსა და ჰრქუა, რამეთუ მოაკლდა იორდანე პირისაგან კიდობნისა შჯულისა უფლისა ყოვლისა ქუეყანისა, რაჟამს წიაღმოვიდეს იგინი მას ზედა; და იყვნენ ლოდნი იგი თქუენდა საჴსენებელად საუკუნოდ ძეთა შორის ისრაჱლისათა.
[და ყვეს ეგრჱთ ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა უბრძანა უფალმან ისუს, და აღიხუნეს ათორმეტნი ლოდნი საშუვალ იორდანესა], ვითარცა უთხრნა უფალმან ისუს დასასრულსა მას წიაღმოსლვისა ძეთა ისრაჱლისათა. და მოიხუნეს მათ თანა ბანაკად და დასხნეს იგინი მუნ.
ხოლო აჰმართნა ისუ სხუანიცა ათორმეტნი ლოდნი მუნვე იორდანესა შინა, რაჟამს წიაღმოვიდოდეს იგინი იორდანესა, რამეთუ მათ ზედა დგეს ფერჴნი მღდელთანი, რომელთა მოაქუნდა კიდობანი იგი შჯულისა უფლისაჲ. და არიან იგინი მუნ ვიდრე დღენდელად დღედმდე.
და დადგეს მღდელნი იგი, რომელთა აქუნდა კიდობანი იგი შჯულისა უფლისაჲ იორდანესა შინა, ვიდრე აღასრულნა ისუ ყოველნი სიტყუანი, რომელ ამცნნა უფალმან ისუს თხრობად ერისა მის, და ისწრაფა ერმან და წიაღმოჴდეს. Ms. page: P363V
[და იყო, ვითარცა] წიაღმოესრულა ერი იგი წიაღმოსლვად (!), წიაღმოჴდა კიდობანი იგი შჯულისა უფლისაჲ, და ლოდნი იგი მოაქუნდეს წინაშე მათსა.
) მამისა მიერ სული
შენ გშუენის გალობაჲ:
ნუ
Ms. page: P363V ნუ გეშინინ, მონაო ჩემო იაკობ, და საყუარელო ჩემო ისრაჱლ, რომელი გამოგირჩიე.
რამეთუ მოვსცე წყალი წყურიელთა და რომელნი ვიდოდიან ურწყულსა; დავდვა სული ჩემი ნათესავსა შენსა ზედა და კურთხევანი ჩემნი შვილთა შენთა ზედა.
და აღმოსცენდენ ვითარცა შორის წყალთა [მწუანვილი], და ვითარცა ძეწნნი თანაწარსადინელსა წყალთასა.
და მან თქუას: "ღმრთისაჲ ვარი მე", და ესე იტყოდის სახელითა იაკობისითა, და სხუამან დაწეროს ჴელითა თჳსითა, ვითარმე: "ღმრთისაჲ ვარი მე", და სახელითა ისრაჱლისაჲთა ღაღადებდეს.
ესრე იტყჳს უფალი მეუფჱ ისრაჱლისაჲ და მჴსნელი ღმერთი ყოვლისა მყრობელი: მე ვარ პირველი და მე ვარ შემდგომი; და არავინ არს ღმერთი, ვითარ მე უფალი.
დადეგინ და უწყოდენ, უთხარ და განემზადენ, მე ვინაჲთგან შევქმენ კაცი საუკუნოდ და მომავალი იგი მოსლვადმდე გითხრა თქუენ.
) ღმერთი განკაცებული
ჴმითა ჩემითა უფლისა მიმართ:
) უჩუენო
მარხვათა: ვ : ორშაბათსა:
) გაქებთ შენ ღმერთსა რომელი
უფალი სუფევს შუენიე{რებაჲ}:
Ms. page: P363V რომელთა გწყურის, წარვედით წყლად, და რომელთა არა გაქუს ვეცხლი, მივედით და იყიდეთ თჳნიერ ვეცხლისა და სასყიდლისა.
ღჳნოსა და ცმელსა რაჲსათჳს იყიდით ვეცხლითა და შრომაჲ ეგე თქუენი არა მაძღრივ არს? ისმინეთ ჩემი და ჭამეთ კეთილი და იშუებდენ კეთილსა შინა სულნი თქუენნი.
და აღგითქუა თქუენ აღთქუმაჲ საუკუნოჲ წმიდაჲ იგი დავითი სარწმუნოჲ.
აჰა, ესერა, საწამებელად წარმართთა Ms. page: P364R მივსცე იგი მთავრად და მბრძანებელად ნათესავთა.
აჰა, ესერა, ნათესავთა, რომელთა არა გიცოდიან, სახელით გხადოდიან ღმრთისა შენისათჳს წმიდისა ისრაჱლისა, რამეთუ გხადა შენ.
ეძიებდით ღმერთსა და რაჟამს ჰპოოთ იგი, ხადოდეთ მას და ოდეს მოგეახლოს,
დაუტევენინ უღმრთომან გზანი მისნი და კაცმან უსჯულომან ზრახვანი თჳსნი, და მოიქეცით უფლისა, და შეიწყალოს იგი ღმრთისა ჩუენისა მიმართ, და ფრიად მიგიტევნენ თქუენ ცოდვანი თქუენნი.
რამეთუ არა ეგრე არიან ზრახვანი ჩემნი, ვითარ-ეგე ზრახვანი თქუენნი, იტყჳს უფალი.
არამედ ვითარ განშორებულ არიან ცანი ქუეყანით, ეგრე განშორებულ არიან ზრახვანი ჩემნი ზრახვათაგან თქუენთა.
რამეთუ ვითარცა გარდამოჴდის წჳმაჲ გინა თოვლი და არა კუალად-იქცის მუნვე, ვიდრემდის განაძღის ქუეყანაჲ და გამოშვის და აღმოსცენდის, მოსცის თესლი მთესვარსა და პური საზრდელად,
ეგრჱთ იყვნენ სიტყუანი ჩემნი, რომელნი გამოვიდოდიან პირისაგან ჩემისა. არა კუალად მოიქცენ ჩემდავე ცარიელნი, ვიდრემდის აღასრულონ ყოველი, რომელი ვინებე, და წარმოვჰმართნე გზანი შენნი და ბრძანებანი ჩემნი.
რამეთუ სიხარულით განხჳდეთ და მხარულებით იქცეოდით. რამეთუ მთანი და ბორცუნი ხლდებოდიან და მოგეგებვოდიან თქუენ სიხარულით, და ყოველთა ხეთა ველისათა დაიტყუელნენ შტოებითა თჳსითა.
რამეთუ ძეძჳსა წილ აღმოგიცენო შენ საროჲ და ღჳნისა წილ მურტი. და იყოს უფალი სახელად და სასწაულად საუკუნოდ და არა მოაკლდეს.
) გარდამოჰჴედ იორ{დანესა}:
უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა
და
Ms. page: P364R და გასხურო თქუენ წყალი წმიდაჲ და განგწმიდნე თქუენ არაწმიდებისაგან თქუენისა და ყოველთაგან კერპთა თქუენთა განგწმიდნე თქუენ.
და Ms. page: P364V მოგცე თქუენ გული ახალი და სული ახალი; და მოგიღო თქუენ გული ქვისაჲ და მოგცე თქუენ გული ჴორცისაჲ
და მოგცე თქუენ ზედა სული ჩემი და ვყო, რაჲთა ბრძანებათა ჩემთა ხჳდოდით და სამართალთა ჩემთა იმარხვიდეთ და ჰყოფდეთ მათ.
და დაემკჳდრნეთ ქუეყანასა მას, რომელი მივსცე მამათა თქუენთა, და იყვნეთ თქუენ ჩემდა ერად, და მე ვიყო თქუენდა ღმრთად.
და განგარინნე თქუენ ყოველთაგან არაწმიდებათა თქუენთა; და მოუწოდი იფქლსა და განვამრავლო იგი და არა მოვავლინო თქუენ ზედა სიყმილი.
... რაჲითა არა მოიღო ყუედრებაჲ წარმართთაგან.
და მოიჴსენენით გზანი თქუენნი ბოროტნი და სლვანი თქუენნი არაკეთილნი და მოიწყინეთ წინაშე პირსა მათსა.
არა თქუენთჳს ვყო, იტყჳს ადონა უფალი; ცხად იყავნ თქუენდა, შეირცხჳნეთ და შეიკდიმეთ გზათაგან თქუენთა, სახლო ისრაჱლისაო.
ამას იტყჳს ადონა უფალი: დღესა მას, რომელსა განგწმიდნე თქუენ ყოველთაგან ურჩულოებათა თქვენთა და აღვაშჱნნე ქალაქნი, და აღეშჱნნენ ოჴერნი.
და ქუეყანაჲ განრყუნილი [მოიქმნვს, რამეთუ იყო იგი, განყუნილ] წინაშე ყოველთა თანა წარმავალთასა.
და თქუან: ქუეყანაჲ განრყუნილი იქმნა ვითარცა მტილი საშუებელისაჲ, და ქალაქნი ოჴერნი და განრყუნილნი და დარღუეულნი და განძჳნებულნი მტკიცედ დაემკჳდრნენ.
და ცნან წარმართთა მათ, რომელნი დაშთომილ იყვნეს გარემოჲს თქუენსა, რამეთუ მე ვარ უფალი, რომელმან აღვაშჱნენ დარღუეულნი და დავჰნერგენ განრყუნილნი, და მე უფალი ვიტყოდე და ვყო.
) მაღლისა მიერ
გამოსლვასა ისრაჱლისასა:
)
ქრისტე შობად ღამის თევასა: 735
ღმერთი უფალი და
აუარებდით უფალსა რაჲმეთუ კეთილ.
ღმერთი არა სადა
Ms. page: P364V ღმერთი არასადა ვინ იხილა, გარნა მხოლოდ-შობილმან [ძემან], რომელი იყო წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა.
და ესე არს წამებაჲ იოვანესი, რომელსა ჟამსა მოავლინნეს იერუსალჱმით Ms. page: P365R ჰურიათა მათ მღდელნი და ლევიტელნი, რაჲთა ჰკითხონ მას: შენ ვინ ხარ?
და მან აღიარა და არა უარ-ყო; აღიარა და თქუა, ვითარმედ: მე არა ქრისტე ვარ.
ჰკითხვიდეს მას და ჰრქუეს: აწ უკუე ვინ ხარ? ჰელია ხარ? და თქუა: არა; და ჰრქუეს: წინაწარმეტყუელი ვინ ხარ? მიუგო და ჰრქუა: არა.
და ჰრქუეს მას: და უკუე ვინ ხარ შენ, მითხარ ჩუენ, რაჲთა მიუგოთ ჩუენცა მომავლინებელთა ჩუენთა, რაჲ სთქუ შენთჳს?
და თქუა: მე -- ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა ზედა; წრფელ ყვენით გზანი უფლისანი, ვითარცა თქუა ესაია წინაწარმეტყუელმან.
და მოციქულნი იგი, რომელ იყვნეს ფარისეველთაგანნი,
ჰკითხვიდეს და ჰრქუეს მას: და უკუე შენ რად ნათელ-სცემ, შენ-ღა არა ქრისტე ხარ, არცა ჰელია ხარ და არცა წინაწარმეტყუელთაგანი, ვინ ხარ?
მიუგო იოჰანე და ჰრქუა: მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა, თქუენსა შორის დგას იგი, რომელი თქუენ არა იცით.
რომელი-იგი ჩემსა შემდგომად მოსლვად არს, მისა არა ღირს ვარ მე, რაჲთა\მცა Ms. page: P365V განუჴსენ ჴამლის საბელი ერთი ფერჴთა მისთაჲ.
ესე ბეთაბრას იყო, წიაღ იორდანესა, სადა-იგი იყო იოჰანე და ნათელ-სცემდა.
) საიდუმლოჲ განგებულე{ბისა}:
ღმერთი უფალი და გამოგჳჩნდა:
აუარებდით უფ{ა}ლსა რაჲმეთუ კეთილ:
და მოვიდა ნემან
Ms. page: P365R და მოვიდა ნემან ეტლებითა და ჰუნებითა და დადგა კართა სახლისა მის ელისჱსთა.
და გამოავლინა მისა ელისე და ჰრქუა: მივედ და იბანე იორდანესა შჳდ-გზის და მოიქცეს სხეული შენი შენადვე და განსწმდე.
და განრისხნა ნემან და წარვიდა და თქუა: მე ვჰგონებდ, ვითარმედ გამოვიდეს ჩემდა და ხადოდის სახელსა უფლისა ღმრთისა თჳსისასა და დამდვას ჴელი მისი კეთროვნებასა ამას, და განვწმიდნე მე კეთროვნებისა ამისგან.
არა უმჯობჱს არიანა აბანა და ფარფარა, მდინარენი იგი დამასკოჲსანი, ვიდრე იორდანე და ყოველთა წყალთა ისრაჱლისათა? Ms. page: P365V რად არა მივიდე და დავიბანო მათ შინა და განვწმდე? და მიიქცა და წარვიდა გულის-წყრომით.
და წარმოუდგეს მონანი მისნი და ეტყოდეს მას: მამაო, დიდი თუმცა გრქუა შენ წინაჲსწარმეტყუელმან, არა-მემცა წეს იყოა ყოფად? აცადე, თუ გრქუა შენ: იბანე და განსწმდე.
და შთაჴდა ნემან და განიბანა იორდანესა შჳდ-გზის მსგავსად სიტყჳსა მისებრელისესისა. და მოიქცეს ჴორცნი მისნი და იქმნნეს ვითარცა ყრმისა ჩჩჳლისანი, და განწმიდნა კეთროვნებისა მისგან.
და მოიქცა ნემან ელისჱსა, იგი თავადი და ყოველივე ბანაკი მისი, და მოვიდა და დადგა წინაშე მისსა და თქუა: აწ უწყი, რამეთუ არა არს ღმერთი ყოველსა ქუეყანასა, გარნა ისრაჱლსა შორის.
{!} ესე
Ms. page: P365V ესე ყოველი წესი ღმრთისა მაღლისაჲ არს მეცნიერებაჲ ჩუენ ზედა,
რჩეული, რომელი ამცნო მოსჱ სამკჳდრებელად ერსა მას იაკობისსა.
რომელმან პირსპირ აღავსო ვითარცა ფისონი სიბრძნჱ და ვითარცა დავღათი (?) დღეთა მათ ზამთრისათა.
რომელმან აღავსის სიბრძნითა ვითარცა ეფრატი და გონიერებითა აღავსის ვითარცა იორდანე დღეთა მკისათა.
რომელმან გამოაცხადის ვითარცა ნათელი სწავლულებაჲ და ვითარცა გეონი დღეთა მათ სთულებისათა.
არა პირველთა მათ და დასაბამსა მეცნიერებისასა შეუძლონ შეწევნად, ვერცა უკუანაჲსკნელთა გამოიძიონ მისი;
რამეთუ ზღჳსაგან განმრავლდა მეცნიერებაჲ მისი და ზრახვანი მისნი უფსკრულთაგან მრავალთა.
და მე ვითარცა ჯურღმული ერთი მდინარისაგან და ვითარცა ნაკადული ერთი მქანრად დინ სამოთხედ მიმართ.
ვთქუ: მოვრწყო მტილი ჩემი და დავათრვო ყუერბები ჩემი.
ესერა მექმნა მე ნაკადული იგი მდინარე დიდ და მდინარჱ ესე ჩემი შემექმნა მე ზღუად.
აწ აღვიმსთო და განვანათლო მო\ძღურებაჲ Ms. page: P366R ესე ჩემი ვითარცა ცისკარი, რაჲთა ბრწყინვიდეს მიშორამდე.
უფროჲს განვჰფინო მოძღურებაჲ ვითარცა წინაჲსწარმეტყუელებაჲ და განუყო იგი ნათესავსა უკუნისადმე.
აიხილეთ, რამეთუ არა ჩუენთჳს ხოლო ვშუერ, არამედ ყოველთათჳს რომელნი ეძიებენ მას.
სამითა ამით ჯერითა შევიმკვე და სამითავე ამით განვშუენდი და აღვდეგ შუენიერი წინაშე ღმრთისა და კაცთა.
Ms. page: P366R აჰა, ესერა, ვითარცა ლომი აღმოვიდს ჴევთაგან იორდანისათა, ადგილსა ჰეთამისასა, რამეთუ ადრე განვდევნნე იგინი მისგან, და ყოველი ჭაბუკი მოვადგინო მას ზედა, რამეთუ ვინ არს, ვითარ მე? ანუ ვინ წინააღმიდგეს მე? ანუ ვინ არს მწყემსი, რომელი დადგეს წინაშე ჩემსა?
ამისთჳს ისმინეთ ზრახვაჲ უფლისაჲ, რომელი უზრახავს ბაბილონსა ზედა, და გულისსიტყუანი მისნი, რომელ განუზრახვან დამკჳდრებულთა ზედა ქალდევისათა: უკუეთუ არა განჰრყუნნეთ კრავნი ცხოვართა მათთანი, უკუეთუ არა განქარდეს მათგან საძოვარი.
რამეთუ ჴმისაგან გარემოცვისა ბაბილონსა შეიძრას ქუეყანაჲ, და ჴმაჲ მისი ისმეს თესლებსა შორის.
Ms. page: P366R და წარმიყვანა მე ბჭეთა მის ტაძრისათა და მუნ ვხედევდ წყალსა გამომავალსა, მდინარესა ქუეშე სართულსა მას ტაძრისასა მის მოსელთ მობაძვისა თანა წარ მზის აღმოსავალით კერძო, რამეთუ პირი მის ტაძრისაჲ ჰმართებდა აღმოსავალსა მას, და წყალი იგი გარდაექანებოდა მარჯვენით კერძო ტაძრისა მის საკურთხეველად მიმართ.
და განმიყვანა მე გზასა მას მათ ბჭეთასა ჩრდილოჲთ კერძო მომავლო მე გზასა მას ბჭეთასა გარეშესა მას ეზოსა, რომელ გაომიყვანეს მზის აღმოსავალით, და ვხედევდ წყალსა მას, რომელ-იგი დამოვიდოდა მარ\ჯუენით Ms. page: P366V კევრძო.
და მუნ ვხედვვდ ვითარცა ხილვასა მამაკაცისა ერთისასა პირსპირ ჩემსა, და ხალი იგი საზომისაჲ ჴელთა მისთა; და იწყო მან ზომად შინაჲთ, გარდაჲთ და მოზომა ათას მით საზომითა და წიაღ-ჴდა წყალსა მას; და ვხედევდ, მო-რაჲ-ადგა წყალი იგი კოჭამდე.
და მერმე ზომა მითვე საზომითა ათას და წიაღ-ჴდა წყალსა მას; და ვხედევდ, ვითარ მოადგა წყალი იგი ვიდრე მუჴლის-თავადმდე. და მერმე ზომა ათას საზომ, და ვხედევდ, აღმო-რაჲ-იწია წყალი იგი სარტყლადმდე.
და მერმე ზომა ათას საზომ და ვხედევდ მდინარესა ერითსა, რამეთუ დუღდა წყალი იგი, კოლტოოდა და ფოფინებდა, რომელი ვერ განსავალ იყო, და იქმნა მდინარე მრავალ.
მერმე იწყო სიტყუად ჩემდა და მრქუა: იხილე შენ, ძემან მაგან კაცისამან? მერმე წამიყვანა და მომავლო კიდჱ მის მდინარისაჲ.
და ქცევასა მას ჩემსა ვხედევდ, იმიერ და ამიერ მდინარესა მას ხჱ მრავალი იყო და ნერგი მრავალი იყო.
და მრქუა მე: წყალი ეგე, რომელ განვალს გალილეაჲთ კერძო აღმოსავალად და დავალს უდაბნოსა და მიაქცევს ზღუად კერძო წყალსა მას ზედა გამოსავალსა, მან განკურნოს ყოველი წყალი.
და იყოს, ყოველივე საშუმინველი ცხოველი, რომელი აღდუღებულად გამონერწყულ და განჩინებულ იყოს და მისწუთეს წყალი იგი მათ ზედა, და განცხოველდენ; და იყოს მუნ თევზი ფრიად, რამეთუ მოიწია წყალი ესე, და განკურნოს იგი და ცხოველ იყოს, და ყოველსა რომელსა მისწუთეს იგი მდინარჱ, ცხონდეს იგი.
Ms. page: P366V რამეთუ გამოჩნდა მადლი იგი ღმრთისაჲ [მაცხოვრად ყოველთა კაცთა],
რაჲთა უარ-ვყოთ უღმრთოებაჲ და გულისთქუმაჲ ამის სოფლისაჲ და სიწმიდით და ღმრთისმსახურებით ვცხონდებოდით Ms. page: P367R სოფელსა ამას
და მოველოდით ნეტარსა მას სასოებასა დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსსა,
რომელმან-იგი მისცა თავი თჳსი ჩუენთჳს, რაჲთა მიჴსნნეს ჩუენ ყოველთაგან ურჩულოებათა ჩუენთა და განმწმიდნეს ჩუენ თავისა თჳსისა ერად მოგებულად კეთილთა საქმეთა.
ამას ეტყოდე და ნუგეშინის-ცემდ და ამხილებდ ყოველთა ბრძანებითა, და ნუმცა ვინ შეურაცხ-გყოს შენ.
გამოსლვასა ისრაჱლისასა ვიდრე: მისა
მათ დღეთა შინა
Ms. page: P367R მათ დღეთა შინა მოვიდა იოჰანე ნათლის-მცემელი, ქადაგებდა უდაბნოსა ჰურიასტანისასა
და იტყოდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაჲ.
რამეთუ ესე არს, რომლისათჳს თქუა ესაია წინაწარმეტყუელმან: ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: განმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი.
ხოლო თავადსა იოვანეს ემოსა სამოსელი თმისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაჲ ერტყა წელთა მისთა: ხოლო საზრდელად მისა იყო მკალი და თაფლი ველური.
მაშინ გამოვიდოდა მისა იურუსალჱმი და ყოველი ჰურიასტანი და გარემო სოფლები ჰურიასტანისაჲ.
და ნათელს-იღებდე მისგან იორდანეს მდინარესა და აუარებდეს ცოდვათა მათთა.
და ვითარცა იხილნა ფარისეველნი და სადაუკეველნი, მომავალნი ნათლის-ღებად მისგან, ჰრქუა მათ: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მომავალისა მისგან რისხვისა?
ყავთ აწ ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ,
და ნუ გნებავნ სიტყუად, ვითარმედ: მამაჲ გჳვის ჩუენ აბრაჰამი. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ შემძლებელ არს ღმერთი აღდგინებად ქვათა ამათგან შვილად აბრაჰამისა.
რამეთუ აწვე ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს. ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას.
ხოლო მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა სინანულად; ხოლო შემდგომად ჩემსა მოვალს უძრიელჱსი ჩემსა, რომლისა არა Ms. page: P367RB ღირს ვარ მე აღკიდებად ჴამლთა მისთა. მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა.
რომლისა ნიჩაბი ჴელთა შინა მისთა, და განწმიდოს კალოჲ თჳსი და შეკრიბოს იფქლი საუნჯესა, ხოლო ბზჱ იგი დაწუას ცეცხლითა.
მაშინ მოვიდა იესუ გალილეაჲთ იორდანედ იოჰანესა ნათლის-ღებად მისგან.
ხოლო იოჰანე აყენებდა მას და ეტყოდა: მე შენგან მიჴმს ნათლის-ღებაჲ, და შენ ჩემდა მოხუალა?
მიუგო იესუ და ჰრქუა მას: აცადე აწ, რამეთუ ესრე ჯერ-არს ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლჱ. მაშინ მიუშუა მას.
და ნათელ-იღო იესუ. და მუნთქუესევე აღმოსლვასა მისსა მიერ წყლით მეყსეულად განეხუნეს ცანი, და იხილა სული ღმრთისაჲ, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მის ზედა.
და აჰა ჴმაჲ იყო ზეცით და თქუა: ესე არს ძჱ ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ.
) დიდი საიდ\უმლოჲ Ms. page: P367VB
) შენ ქრისტე ნათელი მოიღე {!}.
) ოდეს განგეხუნეს შენ ცანი: