TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 787
Previous part

Chapter: 55 
Verse: 1  Link to oskijer Link to sept   წყურიელნი წარვედით წყლისა მიმართ და რავდენთა არა გაქუს ვეცხლი, მოარულთა იყიდეთ, და ჭამეთ და ვიდოდეთ და იყიდეთ თჳნიერ ვეცხლისა და ფასისა,

Verse: 2  Link to oskijer Link to sept   
ღჳნოჲ და ცმელი. რაჲსათჳს პატივს-სცემთ ვეცხლსა? შრომა თქუენი არა პურთათჳს არს და რუდენებაჲ თქუენი არა სიმაძღრედ? ისმინეთ ჩემი და ჭამენით კეთილნი და განიშუას კეთილთა შინა სულმან თქუენმან.

Verse: 3  Link to oskijer Link to sept   
ეკრძალენით ყურითა თქუენითა და შეუდეგით გზათა ჩემთა. შეისმინეთ ჩემი და ცხონდეს კეთილთა შინა სული თქუენი და აღგითქუა თქუენ აღთქმაჲ საუკუნო, ღირსნი დავითისნი სარწმუნონი.

Verse: 4  Link to oskijer Link to sept   
აჰა, საწამებელად წარმართთა შორის მივეც იგი მთავრად და მბრძანებელად წარმართთა.

Verse: 5  Link to oskijer Link to sept   
აჰა, წარმართნი, რომელთა არა გიცოდეს შენ, გიწოდდენ შენ და ერნი, რომელნი არა გიცნობდეს შენ, შენდამი მოივლტოდიან, უფლისათჳს ღმრთისა შენისა და წმიდისა ისრაჱლისა, რამეთუ გადიდა შენ.

Verse: 6  Link to oskijer Link to sept   
იძიეთ უფალი და ჰპოოთ, რაჲ მოხადეთ, ხოლო რაჟამს მოგეახლოს თქვენ,

Verse: 7  Link to oskijer Link to sept   
დაუტევენ უთნოომან გზანი მისნი და კაცმან უშჯულომან განზრახვანი მისნი, და მოიქეცინ უფლისა მომართ და შეწყალებულ იქმნეს, რამეთუ ფრიად მიგიტევნეს ცოდვანი თქუენნი.

Verse: 8  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ არა არიან განზრახვანი ჩემნი, ვითარცა განზრახვანი თქუენნი, არცა ვითარცა გზანი თქუენნი, გზანი ჩუენნი, - იტყჳს უფალი,

Verse: 9  Link to oskijer Link to sept   
არამედ ვითარცა განშორებულ არს ცაჲ ქუეყანისაგან, ეგრეთ განშორებულ არს გზაჲ ჩემი გზათაგან თქუენთა და გაგონებანი თქვენნი გაგონებისაგან ჩემისა.

Verse: 10  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ ვითარ-იგი უკუეთუ გარდამოვიდეს წჳმაჲ ანუ თოვლი ცისაგან, და არა მიიქცეს, ვიდრემდის არა დაათროს ქვეყანა და გამოშვას და გამომორჩოს, და მოსცეს თესლი მთესველსა და პური ჭამად.

Verse: 11  Link to oskijer Link to sept   
ეგრეთ იყოს სიტყუა ჩემი, რომელი უკუეთუ გამოვიდეს პირისაგან ჩემისა, არა მოიქცეს ჩემდამო ცალიერი, ვიდრემდის არა აღესრულოს ყოველნი, რაოდენნი ვინებენ. და წარვჰმართნე გზანი შენნი და ბრძანებანი ჩემნი დაიცვნე,

Verse: 12  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ შუებისა მიერ გამოხვიდეთ და სიხარულისა მიერ განისწავლნეთ, რამეთუ მთანი და ბორცუნი ვლდებოდიან, შემწყნარებელნი თქუენნი, სიხარულსა შინა, და ყოველთა ხეთა ველისათა დაიტყუელნენ რტოებითა.

Verse: 13  Link to oskijer Link to sept   
და ტჳვისა წილ აღმოსცენდეს კჳპაროზი და ღჳვისა წილ მურტი. და იყოს უფალი სახელად და სასწაულად საუკუნოდ, და არა მოაკლდეს.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.