TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 786
Previous part

Chapter: 54 
Verse: 1  Link to oskijer Link to sept   იხარებდ, ბერწი არმშობელი, ღაღადებდ და ჴმობდ, არმლმობელ, რამეთუ მრავალ არიან შვილნი ოჴრისანი უფროს, ვიდრე მქონებელისანი ქმარსა, რამეთუ თქუა უფალმან:

Verse: 2  Link to oskijer Link to sept   
განავრცელე ადგილი კარვისა შენისა და მოსაკიდელნი ეზოთა შენთანი აღჰმართენ, ნუ ჰრიდებ, განაგრძელენ საბელნი შენნი, და მანანი შენნი განაძლიერენ.

Verse: 3  Link to oskijer Link to sept   
მერმეცა მარჯუენით კერძო და მარცხენით კერძო განჰფინენ, და თესლმან შენმან წარმართნი დაიმკჳდრნეს და ქალაქნი მოოჴრებულნი დაიმკჳდრნე.

Verse: 4  Link to oskijer Link to sept   
ნუ გეშინინ, რამეთუ გრცხუენა, ნუცა გეკდიმების, რამეთუ იყუედრე, რამეთუ სირცხჳლი საუკუნოჲ დაივიწყოს და ყუედრებაჲ ქურიობისა შენისა არა მოიჴსენოს მერმე,

Verse: 5  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ უფალი შემოქმედი შენი, უფალი, საბაოთ სახელი მისი, და გამომჴსნელი შენი, თჳთ იგი ღმერთი ისრაილისა, ყოველსა ქუეყანასა იწოდოს.

Verse: 6  Link to oskijer Link to sept   
არა ვითარცა დედაკაცსა დატევებულსა და სულმოკლესა გიწოდა შენ უფალმან, არცა ვითარცა დედაკაცსა სიჭაბუკითგან მოძულებულსა. თქუა ღმერთმან შენმან:

Verse: 7  Link to oskijer Link to sept   
არამცირედსა ჟამსა დაგიტევე შენ და წყალობისა მიერ დიდისა შეგიწყალო შენ.

Verse: 8  Link to oskijer Link to sept   
გულისწყრომისა მიერ მცირისა გარემივიქციე პირი ჩემი შენგან და წყალობისა მიერ საუკუნოსა შეგიწყალო შენ. თქუა მჴსნელმან შენმან უფალმან:

Verse: 9  Link to oskijer Link to sept   
წყლითგან ქმნილით ნოეს ზე ესე არს ჩემდა, ვითარ-იგი ვეფუცე მას ჟამსა მას შინა ქუეყანასა არა განწყრომად შენ ზედა მერმე,

Verse: 10  Link to oskijer Link to sept   
არცა ქადებითა ჩემითა გარდაცვალებად მთათა, არცა ბორცუნი შენნი გარდაიძრნენ ესრეთ, არცა ჩემმიერი წყალობა მოგაკლდეს შენ, არცა აღთქმაჲ მშჳდობისა შენისა გარდაიცვალოს, რამეთუ თქუა მლხინებელმან შენმან უფალმან;

Verse: 11  Link to oskijer Link to sept   
ლხინება იყავ შენდა მდაბალ და დაუწყნარებელ-მყოფად იწოდო, ვიდრე ნუგეშინის-გცეს შენ. აჰა, განგიმზადო შენ ანთრაკი ქვად და საფუძველთა შენთა საპფირონი.

Verse: 12  Link to oskijer Link to sept   
და აღვაშენნე გოდოლი შენი იასპითა და ბჭეთა შენთა ქვანი ბროლისანი და ზღუდენი შენი ქვითა რჩეულითა.

Verse: 13  Link to oskijer Link to sept   
და ყოველნი ძენი შენნი განსწავლულნი ღმრთისანი და მრავალი მშჳდობაჲ შვილთა შენთა.

Verse: 14  Link to oskijer Link to sept   
და სიმართლისა მიერ აღეშენო, განეყენე უსამართლოსაგან, და არ შეგეშინოს, და ძრწოლა არ მიგეახლოს შენ.

Verse: 15  Link to oskijer Link to sept   
აჰა, მწირნი მოვლენ შენდა ჩემ მიერ, და გემსხემნენ შენ, და შენდა მიმართ მოილტოდიან.

Verse: 16  Link to oskijer Link to sept   
აჰა, მე აღგაგე შენ, არა ვითარცა მჭედელმან მბერავმან ცეცხლისა მიერ ნაკუერცხალთამან და გამომღებელმან ჭურჭელსა საქმედ, ხოლო მე აღგაგე შენ არა წარსაწყმედელად ხრწნილებისა.

Verse: 17  Link to oskijer Link to sept   
ყოველსა ჭურჭელსა განხრწნადსა შენდამი არ წარემართოს, და ყოველი ჴმაჲ უკუეთუ აღდგეს შენ ზედა საშჯელად, მათ ყოველთა სძლო. ხოლო თანამდებნი შენნი იყვნენ წუხილსა შინა. არს სამკჳდრებელი აღმაშენებელთა უფლისათა და თქუენ იყვნეთ ჩემდა მართალ, - იტყჳს უფალი.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.