TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 303
Previous part

Chapter: 54  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   იხარებდ ბერწი ეგე, რომელი არა ჰშობდ, წიოდე, და ღაღადებდ და ჴმობდ, რომელსა ეგე არა გელმოდა, რამეთუ მრავალ არიან შვილნი ოჴრისანი მის, უფროჲს ვიდრე არა მას, რომელსა ესუა ქმარი: და თქუა უფალმან:

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
განავრცე ადგილი კარვისა შენისაჲ, და ეზოთა შენთაჲ აღჰმართე. ნუ ერიდები: განაგრძელენ საბელნი შენნი, და მანანი შენნი განაძლიერენ.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
უფროჲს მარჯუნ და მარცხნ განჰმარტე იგი, და ნათესავმან შენმან წარმართნი დაიმკჳდრნეს, და ქალაქნი მოოჴრებულნი დაიმკჳდრნე.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
ნუ გეშინინ რამეთუ გრცხუენა, ნუცა გეკდიმებინ, რამეთუ იყუედრე. რამეთუ სირცხჳლი საუკუნოჲ დაივიწყო, და ყუედრებაჲ ქურიობისა შენისაჲ არღარა მოიჴსენო.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
რამეთუ უფალმან რომელმან შეგქმნა შენ, უფალ ყოვლისა-მპყრობელ არს სახელი მისი, და რომელმან გიჴსნა შენ, ღმერთმან ისრაჱლისამან, იგი თავადი ღმერთ ითქუას ყოველსა ქუეყანასა ზედა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
არა ვითარცა დედაკაცსა დატევებულსა და სულ-მოკლესა გიწოდა შენ უფალმან: ვითარცა დედაკაცი სიჭაბუკითგან მოძულებული, თქუა უფალმან.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
წუთ რაჲ მე, მცირედ, ჟამ ერთ, დაგიტევე შენ. და წყალობითა დიდითა შეგიწყალო შენ,

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
გულის-წყრომითა მცირედ გარე-მივიქციე პირი ჩემი შენგან, და წყალობითა საუკუნოჲთა შეგიწყალო შენ, იტყჳს მჴსნელი შენი უფალი.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
წყლით-რღუნითგან ნოვესით ესე არს ჩემდა. რამეთუ ვეფუცე მას, მას ჟამსა შინა ქუეყანასა არღარა განრისხებად მერმე,

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და არცაღა თქუმითა ჩემითა მთანი მისნი გარდავცვალნე, და არცაღა ბორცუნი მისნი შეირყინენ, ეგრევე არცაღა ჩემ მიერ შენ წყალობაჲ ჩემი მოგაკლდეს, და არცა აღთქუმაჲ მშჳდობისა შენისაჲ განგეშოვროს, თქუა უფალმან. ლხინება იყავნ შენდა. Page of ms. J: A88r 

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
დამდაბლებულო და განუსუენებე/ლო, ვიდრემდე ნუგეშინის-გეცეს შენ. აჰა ესერა მე განგიმზადო შენ ანთრაკი, და კარქიდონი ქვად შენდა, და საფუძველნი შენნი საფირონისანი აღვჰმართნე,

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და აღვაშჱნნე ზღუდენი შენნი თუალითა პატიოსანთა, და აღვჰმართნე ბჭენი შენნი ფიცრულითა კურასტანითა, და მოვზღუდნე ზღუდენი შენნი რჩეულითა ანთრაკითა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და ყოველნი ძენი შენნი ღმრთით სწავლულნი, და მრავლითა მშჳდობითა იყვნენ შვილნი შენნი,

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და სიმართლითა აღეშჱნო: განეშოვრე სიცრუვისაგან, და არა გეშინოდის, და ზარი არა შეგეხოს შენ.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა მწირნი მოგიჴდენ შენ ჩემთჳს, და დაგიმკჳდრონ შენ, და შენდა მოივლტოდიან.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა მე დაგბადე შენ, არა ვითარ იგი მჭედელი ჰბერავნ ცეცხლისა ნაკუერცხალთა, და გამოიღებნ ჭურჭელსა საქმედ. ხოლო მე დაგბადე შენ არა წარსაწყმედელად და განსარყუნელად.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
ყოველსა ჭურჭელსა განხრწნადსა შენდა მიმართ არა წარემართოს, და ყოველი ჴმაჲ, რომელი აღდგეს შენ ზედა საშჯელად: ყოველთა მათ სძლო შენ, ხოლო თანა-მდებნი იგინი იყვნენ მწუხარებასა შინა. არს სამკჳდრებელი მსახურთა უფლისათაჲ, და თქუენ იყვნეთ ჩემდა მართალ, თქუა უფალმან.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.