TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 304
Previous part

Chapter: 55  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   რომელთა გწყურის, წარვედით წყლად, და რომელთა არა გაქუს ვეცხლი, მივედით და იყიდეთ თჳნიერ ვეცხლისა და სასყიდლისა ღჳნოსა და ცმელსა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
რაჲსათჳს იყიდით ვეცხლითა, და შრომაჲ იგი თქუენი არა მაძღრივ არს.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
ისმინეთ ჩემი და ჭამეთ კეთილი, და იშუებდენ კეთილსა შინა სულნი თქუენნი. და აღგითქუა თქუენ აღთქუმაჲ საუკუნოჲ, წმიდაჲ იგი დავითისი სარწმუნოჲ.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა საწამებელად წარმართთა მივსცე იგი მთავრად და მბრძანებელად ნათესავთა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა ნათესავთა, რომელთა არა გიცოდიან შენ, Page of ms. J: A88v  სახელით გხადოდიან შენ, და ერ/თა, რომელთა არა გიცოდიან შენ, შენ შეგევედრნენ ღმრთისა შენისათჳს, წმიდისა ისრაჱლისა, რამეთუ გადიდა შენ.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
ეძიებდით ღმერთსა, და რაჟამს ჰპოოთ თქუენ იგი, ჰხადოდეთ მას, და ოდეს მოგეახლოს თქუენ.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
დაუტევენინ უღმრთომან გზანი თჳსნი, და კაცმან უშჯულომან ზრახვანი თჳსნი, და მოიქეცინ უფლისა, და შეიწყალოს იგი, და ღმერთმან ჩუენმან მოგჳტევნეს ცოდვანი ჩუენნი მრავალნი.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
რამეთუ არა ეგრე არიან ზრახვანი ჩემნი, ვითარ ეგე ზრახვანი თქუენნი, არცაღა გზანი ჩემნი, ვითარ გზანი თქუენნი, იტყჳს უფალი.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
არამედ ვითარცა განჰშორებიან ცანი ქუეყანით, ეგრეთ განჰშორებიან გზანი ჩემნი გზათაგან თქუენთა, და ზრახვანი ჩემნი ზრახვათაგან თქუენთა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ვითარცა გარდამოჴდის წჳმაჲ გინა თოვლი ზეცით, და არა კუალად იქცის მუნვე, ვიდრემდე განაძღოს ქუეყანაჲ, და გამოშვეს, და აღმოაცენოს, და მოსცეს თესლი მთესვარსა, და პური საზრდელად.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
ეგრეთ იყვნენ სიტყუანი ჩემნი, რომელნი გამოვიდენ პირისაგან ჩემისა, არა კუალად მოიქცეს ჩემდა ცალიერი, ვიდრემდე აღასრულოს ყოველი რომელი ვინებე, და წარვჰმართნე გზანი ჩემნი და ბრძანებანი ჩემნი.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
რამეთუ სიხარულით განხჳდეთ, და მხიარულებით იქცეოდით. რამეთუ მთანი და ბორცუნი ხლდებოდიან, და მოგეგებვოდიან თქუენ სიხარულით, და ყოველთა ხეთა ველისათა დაიტყუელნენ რტოებითა მათითა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ძეძჳსა მის წილ აღმოგიცენდეს შენ საროჲ, და ღჳვისა წილ მურტი, და იყოს უფალი სახელად, და სასწაულად საუკუნოდ, და არა მოაკლდეს.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.