TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 309
Previous part

Chapter: 60  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   ნათელ-იღე ნათელ-იღე იჱრუსალემ, რამეთუ მოწევნულ არს ნათელი შენი, <და> დიდებაჲ უფლისაჲ შენ ზედა გამობრწყინდეს.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა ბნელმან დაფაროს ქუეყანაჲ, და ნისლი წარმართთა ზედა: ხოლო შენ ზედა გამოცხადნეს უფალი, და დიდებაჲ მისი შენ ზედა გამოჩნდეს.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და ვიდოდიან მეფენი ნათელსა Page of ms. J: A92v  შენსა, და წარმართნი ბრწყინვალებასა აღმოსავალისა შენისასა./

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
აღიხილენ გარემოჲს თუალნი შენნი, და იხილენ ყოველნი შეკრებულნი შვილნი შენნი. რამეთუ მოვლენან ყოველნივე ძენი შენნი შორით, და ასულნი შენნი მჴრითა მათითა მოაქუნდენ.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
მაშინ იხილო შენ, და გიხაროდის, და შეგეშინოს, და დაგიკჳრდეს გულითა. რამეთუ მოაქციოს შენდა სიმდიდრე ზღჳსაჲ, და ნათესავთაჲ, და ერთაჲ, და მოვიდეს შენდა

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
რემაკები აქლემთაჲ, და გფაროს შენ აქლემებმან მადიამისამან, და გეფაჲსამან. მოვიდოდიან ყოველნი საბაჲთ, და მოაქუნდეს ოქროჲ, და გუნდრუკსა შესწირვიდენ შენდა <და> მაცხოვარებითა უფლისაჲთა ხარებულ იყვნენ.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და ყოველივე ცხოვარი კედარისაჲ შენდა მოკრბეს, და ვერძნი იგი ნაბეოთისანი გარე-მოგადგენ შენ, და შეიწირვოდიან სათნოდ საკურთხეველსა ჩემსა ზედა, და ტაძარი იგი სალოცველი ჩემი იდიდებოდის.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
ვინ არიან ესე, რომელნი ვითარცა ღრუბელნი ფრინვენ, და ვითარცა ტრედნი მართუეთა მათთა თანა ჩემდა მომართ, არს სიონი.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
მე ჭალაკნი მომელიან, და ნავთა თარშისათა პირველად მოჰყვანდენ შვილნი შენნი შორით, ოქროჲ იგი, და ვეცხლი მათი მათ თანა, სახელისათჳს უფლისა წმიდისა, და წმიდისათჳს ისრაჱლისა, რაჲთა დიდებულ იყოს.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და აღაშჱნნენ უცხოთესლთა ზღუდენი შენნი. და მეფენი მათნი წარმოგიდგენ შენ, რამეთუ რისხვითა ჩემითა დაგეც შენ, და წყალობითა ჩემითა შეგიყუარე შენ.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და განღებულ იყვნენ ბჭენი შენნი მარადის, დღჱ და ღამჱ, და არა დაეჴშნენ, და შემოიღებდენ შენდა ძალსა წარმართთასა, და მეფენი მათნი მოგგუარნენ შენ,

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ნათესავნი და მეფენი, რომელნი არა გმონებდენ შენ, წარწყმდენ, და წარმართნი მოოჴრებით მოოჴრდენ.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და დიდებაჲ იგი ლიბანისაჲ შენ ზედა მოიწიოს, საროჲთა, და ფიჭჳთა, და ნაძჳთა. ერთბამად იდიდოს Page of ms. J: A93r  ადგილი წმიდაჲ ჩემი./

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და მოვიდოდიან შენდა შიშით ძენი იგი, და მამდაბლებელთა შენთანი, და განმარისხებელთა შენთანი, და გერქუას შენ ქალაქი უფლისაჲ სიონი წმიდისა ისრაჱლისაჲ,

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს რამეთუ იყავ შენ დატევებულ და მოძულებულ, და არა ვინ იყო შემწე შენდა. და გეყო შენ სიხარულ საუკუნო, და მხიარულება თესლითი თესლადმდე.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და სწოვდე შენ სძესა წარმართთასა, და სიმდიდრესა მეფეთასა შჭამდე შენ, და სცნა შენ რამეთუ მე ვარ უფალი მაცხოვარი შენი, და მჴსნელი შენი უფალი წმიდაჲ ისრაჱლისაჲ,

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და რვალისა წილ მოგართუან შენ ოქროჲ, და რკინისა წილ მოგართუან შენ ვეცხლი, და ძელისა წილ მოგართუან შენ რვალი, და ქვისა წილ რკინაჲ. და დავადგინნე მთავარნი იგი შენნი <მშჳდობით, და მოღუაწენი შენნი> სიმართლით.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და არღარა ისმეს ქუეყანასა შენსა სიცრუვჱ, და არცა შემუსრვაჲ და გლახაკებაჲ საზღვართა შენთა, არამედ ერქუას ცხორება ზღუდეთა შენთა, და ბჭეთა შენთა ქანდაკებულ.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და არა თუ მზჱ იყოს ნათლად შენდა დღისი, და არცა აღმოსავალი მთოვარისაჲ გნათობდეს შენ ღამჱ: არამედ იყოს შენდა ღმერთ-1 <ნათელ> საუკუნჱ, და უფალი დიდება შენდა.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
რამეთუ არა დაჰჴდეს მზჱ იგი შენი და მთოვარჱ შენი არა მოგაკლდეს. რამეთუ იყოს შენდა ღმერთი თავადი ნათელ საუკუნჱ, და სრულ იყვნენ დღენი იგი ნათესავისა შენისანი.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და ერი იგი შენი მართალ საუკუნოდ, და დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ, და დაიმარხონ აღმოცენებული იგი ნერგისა ჩემისაჲ ქმ<ნ>ული ჴელთა ჩემთაჲ სადიდებელად.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
მცირედი იგი იყოს ათასეულად, და უმრწემჱსი იგი ნათესავად დიდად. და მე უფალმან ჟამად ჟამად შევკრიბნე იგინი.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.