TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 792
Previous part

Chapter: 60 
Verse: 1  Link to oskijer Link to sept   განათლდი, განათლდი, იერუსალიმ! რამეთუ მოიწია ნათელი შენი, და დიდებაჲ ღმრთისაჲ შენ ზედა აღმობრწყინდა.

Verse: 2  Link to oskijer Link to sept   
აჰა, ბნელმან დაფაროს ქუეყანაჲ და ნისლი წარმართთა ზედა, ხოლო შენ ზედა გამოჩნდეს უფალი და დიდებაჲ მისი შენ ზედა იხილვოს.

Verse: 3  Link to oskijer Link to sept   
და ვიდოდიან მეფნი ნათელსა შენსა და წარმართნი ბრწყინვალებასა შენსა.

Verse: 4  Link to oskijer Link to sept   
აღიხილენ, აღიხუენ გარემოს თვალნი შენნი, და იხილენ შეკრებულნი შვილნი შენნი. მოვიდნენ ძენი შენნი შორით, და ასულნი შენნი მჴართა ზედა აღებულ იქმნენ.

Verse: 5  Link to oskijer Link to sept   
მაშინ იხილო და გიხაროდის, და განჰკრთე გულითა, რამეთუ გარდამოცვალოს შენდამი სიმდიდრე ზღჳსა, და წარმართთა და ერთა.

Verse: 6  Link to oskijer Link to sept   
და მოვიდეს შენდა კოლტები აქლემთა, და დაგფარონ შენ აქლემთა მადიამისათა და გეფარისათა, ყოველნი საბაჲთ მოვიდენ, მომღებელნი ოქროჲსა, და გუნდრუკსა შესწირვიდენ შენდა და ქვასა პატიოსანსა და მაცხოვარებითა უფლისაჲთა ხარებულ იყვნენ.

Verse: 7  Link to oskijer Link to sept   
და ყოველნი ცხოვარნი კედარისანი შემოკრბენ შენდა, და ვერძნი ნაბეოთისნი მოვიდენ შენდა, და შეიწირნენ შეწყნარებულნი მსხუერპლისაცავსა ზედა ჩემსა, და სახლი სალოცველისა ჩემისა იდიდოს.

Verse: 8  Link to oskijer Link to sept   
ვინ არიან ესენი, რომელნი, ვითარცა ღრუბელნი, ფრინვენ და, ვითარცა ტრედნი, მართუეთა თანა ჩემდა მომართ არს სიონ.

Verse: 9  Link to oskijer Link to sept   
მე ჭალაკნი მელოდეს, და ნავნი თარშისანი პირველთა შორის მოყვანებად შვილთა შენთა შორით, და ოქროსა და ვეცხლსა მათსა მათ თანა სახელისათჳს უფლისა წმიდისათჳს ისრაილისა დიდებულ-ყოფად,

Verse: 10  Link to oskijer Link to sept   
და აღაშენნენ უცხოტომთა ზღუდენი შენნი, და მეფენი მათნი წარმოგიდგენ შენ, რამეთუ რისხვითა ჩემითა დაგეც, და წყალობითა ჩემითა შეგიყუარენ შენ.

Verse: 11  Link to oskijer Link to sept   
და განეხუნენ ბჭენი შენნი სამარადისოდ დღე და ღამე, არა დაეჴშნენ, შემოღებად შენდა ძალსა ნათესავთასა და მეფეთა მოგურილთა,

Verse: 12  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ ნათესავი და მვფენი, რომელნი შენ არა გმსახურებდენ, წარწყმდენ, და ნათესავნი მოოჴრებით მოოჴრდენ.

Verse: 13  Link to oskijer Link to sept   
და დიდებაჲ ლიბანისა შენდა მოვიდეს საროჲსსა მიერ და ფიჭჳსა და ნაძჳსა ერთბამად დიდებად ადგილი წმიდაჲ ჩემი, და ადგილი ფერჴთა ჩემთა ვადიდო.

Verse: 14  Link to oskijer Link to sept   
და მოვიდოდიან შენდამი ძენი დამამდაბლებელთა შენთანი და განმაძჳნებელთა შენთანი შეშინებულნი, თაყუანის-სცემენ კუალთა ფერჴთა შენთასა ყოველნი, რომელნი გაჭირვებდენ შენ, და გეწოდოს ქალაქ უფლისა, სიონ, წმიდისა ისრაილისა,

Verse: 15  Link to oskijer Link to sept   
ქმნისათჳს შენისა დატევებულ და მოძულებულ, და არა იყო შემწე, და დაგდვა შორის სიხარულ საუკუნო მხიარულება ნათესავთასა,

Verse: 16  Link to oskijer Link to sept   
და სწოვდე სძესა წარმართთასა და სიმდიდრესა მეფეთასა შჭამდე შენ, და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი მაცხოვნებელი შენი და გამომჴსნელი შენი, ღმერთი ისრაილისა.

Verse: 17  Link to oskijer Link to sept   
და რვალისა წილ მოგართვან შენ ოქროჲ, ხოლო რკინისა წილ მოგართუან ვეცხლი, და ძელისა წილ მოგართვან რვალი, ხოლო ქვისა წილ რკინაჲ და მივსცნე მთავარნი შენნი მშჳდობით და ზედამხედველნი შენნი სიმართლით.

Verse: 18  Link to oskijer Link to sept   
და არა ისმეს ქუეყანასა შინა შენსა უსამართლოებაჲ, არცა შემუსრვაჲ, არცა საარებაჲ საზღუართა შორის შენთა, არამედ ეწოდოს მაცხოვარება ზღუდეთა შენთა და ბჭეთა შენთა წახნაგებულ.

Verse: 19  Link to oskijer Link to sept   
და არა იყოს შენდა მზე ნათლად დღისა, არცა აღმოსავალი მთოვარისაჲ განგინათლებდეს შენ ღამესა, არამედ იყოს შენდა უფალი-ნათელ საუკუნე და ღმერთი - დიდება შენდა,

Verse: 20  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ არა დაჰჴდეს მზე შენი, და მთოვარე შენი არა მოაკლდეს; რამეთუ იყოს შენდა უფალი ნათელ საუკუნე, და აღესრულნენ დღენი გლოისა შენისანი.

Verse: 21  Link to oskijer Link to sept   
და ერი შენი ყოველი მართალ და დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ საუკუნოდ, და მცველი ნერგსა საქმესა ჴელთა მისთასა სადიდებელად.

Verse: 22  Link to oskijer Link to sept   
შემცირებული იყოს ათასეულად და კნინი ნათესავად დიდად. მე, უფალმან, ჟამად-ჟამად შევკრიბნე იგინი.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.