TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 908
Previous part

Chapter: 47 
Verse: 1  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   და შემიყვანა მე წინა ბჭეთა თანა სახლისათა და, აჰა, წყალი გამოვიდოდა ქუეშე კერძო ურთავსა მას სახლისასა, აღმოსავალთათ კერძო, რამეთუ პირი სახლისაჲ ჰხედვიდა აღმოსავალად და წყალი შთამოვიდოდა კედლისაგან სახლისაჲსა მარჯუენისა, ჩრდილოჲთ საკურთხეველსა ზედა.

Verse: 2  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და განმიყვანა მე გზისაგან ბჭისა ჩრდილოდმიმართისა და მომავლო მე გზასა ზედა ბჭისა გარეშესა, ბჭესა თანა ეზოჲსა, მხედველისასა აღმოსავალთაჲთ კერძო. და, აჰა, წყალი შთამოვიდოდა კედლისაგან მარჯუენისა.

Verse: 3  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და, აჰა, ვითარცა გამოსლვაჲ მამაკაცისაჲ პირისპირისაგან, და საზომი ჴელსა შინა მისსა, და განზომნა ათასნი საზომითა წყრთისაჲთა და განჴდა წყალსა მას შინა წყალი მიტევებისაჲ.

Verse: 4  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და განზომნა ათასნი და, აჰა, განვლო წყლისა შორის წყალი ვიდრე ბარკალსხჳლთამდე, და განზომნა ათასნი, და განვლო წყალი ვიდრე წელამდე.

Verse: 5  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და განზომნა ათასნი და, აჰა, ღუარნი, რომლისაჲ ვერ ეძლო განვლაჲ, რამეთუ გარდადუღდა წყალი, ვითარცა დუღილი ღუარისაჲ, რომელი არ განივლებინ.

Verse: 6  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და თქუა ჩემდამო: უკუეთუ იხილე, ძეო კაცისაო? და წარმიყვანა მე და მომაქცია მე ბაგისა მიმართ მდინარისაჲსა მოქცევასა შინა ჩემსა, და, აჰა, ბაგესა ზედა მდინარისასა ხენი მრავალნი ფრიად ამიერ და იმიერ.

Verse: 8  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და თქუა ჩემდამო: წყალი ესე, გამომავალი გალილეაჲთ აღმოსავალთა მიმართ და შთამავალი დაუმკჳდრებელსა ზედა, დამოვიდოდა ვიდრე ზღვისზედამდე წყალსა თანა წიაღსავლელსა ზღჳსასა და განსწმედს წყალთა.

Verse: 9  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და იყოს ყოველი სული ცხოველთა გარდამდუღართაჲ ყოველთა ზედა, რომელსაცა ზედა მივიდეს მუნ მდინარე, ცხონდეს და იყოს მუნ თევზი მრავალიფრიად, რამეთუ მივიდეს მუნ, წყალი ესე განწმდეს და ცხონდეს ყოველი, რომელსაცა ზედა მივიდეს მდინარე, და ცხონდეს.

Verse: 10  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და დადგენ მათ ზედა მუნ მეთევზურნი მრავალნი ენღღადით ვიდრე აღალიმამდე; საშრობი ბადეთა იყოს, თავით თჳსით იყოს და თევზნი მისნი, ვითარცა თევზნი ზღჳსა დიდისანი, სიმრავლე მრავალი ფრიად.

Verse: 11  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და წიაღსავალივე წყალსა შინა მისსა და მოქცევასა შინა მისსა და ზეშთააღსლვასა შინა მისსა, მწყურნებთა შინა მისთა, არ განიკურნოს, მარილად მიეცეს.

Verse: 12  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ხოლო მდინარესა ზედა აღმოჰჴდეს, ბაგესა თანა მისსა ამიერ და იმიერ, ყოველი ხე საჭამადი, რომელმან არ განიყაროს ფურცელი მისი და არა დაძუელდეს მის ზედა, არცა მოაკლდეს ნაყოფი მისი სიახლისა მისისაჲ თუეთა მისთასა, წინაწარ გამოიღოს მით, რამეთუ წყალნი მათნი წმიდათაგან მათთა გამოვლენ, და იყოს ნაყოფი მათი საჭამადად და აღმოცენებაჲ მათი სიმართლედ.

Verse: 13  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ამათ იტყჳს ადონაი უფალი ღმერთი: ესე საზღვარნი, რომელნი დაიმკჳდრნეთ ქუეყანისანი, ათორმეტთა ტომთა ძეთა ისრაჱლისათასა შეძინება განზომისაჲ.

Verse: 14  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და დაიმკჳდროთ იგი თითოეულმან, ვითარცა ძმამან მისმან, რომლისა მიმართ აღვიღე ჴელი ჩემი მიცემად იგი მამათა მათთა, და დავარდეს ქუეყანაჲ ესე თქუენდა სამკჳდრებელად.

Verse: 15  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ესე საზღვარნი ქუეყანისანი ჩრდილოდ მიმართ ზღჳთგან დიდით, რომელი შთამოვალს და განჰხეთქს შესავალსა ელდამ

Verse: 16  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ემათისსა, მაავთიირას, ეფრემ, ილიამ; საშუალ საზღვართა დამასკისათა და საშუალ საზღვართა იმათისათა ეზონი ავნანისნი, რომელნი არიან შორის საზღვართა ავრანიტოდოჲსათა.

Verse: 17  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ესე საზღვარნი ზღჳთგან ეზოჲთგან ავნანისით, საზღვარნი დამასკისანი ჩრდილოდმიმართთაგან ჩრდილოდ კერძო. და საზღვარნი იმათისანი და საზღვარნი ჩრდილოჲსანი.

Verse: 18  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
პირისპირ აღმოსავალთასა და აღმოსავალთა მიმართ საშუალ ავრანიტიდოჲსა და საშუალ დამასკოჲსა და საშუალ ღალასიტიდოჲსა და საშუალ ქუეყანასა ისრაჱლისასა იორდანე განასაზღვრებს ზღუად მიმართ; აღმოსავალთაჲთ მიმართ ფინიკოანი, ესენი აღმოსავლთაჲთ მიმართ.

Verse: 19  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და სამხრის და სამხრად და ლივად თემანითგან ფინიკოვნისა, ვიდრე წყლამდე მარიმოჲსა, კადეს განვრცომილი ზღჳსა მიმართ დიდისა; ესე საზომი სამხრისა და ლივაჲსაჲ.

Verse: 20  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და საზომი ზღჳსა დიდისა, რომელი განჰსაზღვრებს ვიდრე პირისპირადმდე შესავალსა იმათისასა ვიდრე შესავალამდე მისსა, ესენი არიან ზღჳსა მიმართ იმათისა.

Verse: 21  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და განისაზღვრეთ ქუეყანა ესე თქუენ, ტომთა ისრაჱლისათა.

Verse: 22  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ყავთ ესე წილად თქუენდა და მწირთა მათ, დამკჳდრებულთა საშუალ თქუენსა, რომელთა შვნეს ძენი საშუალ თქუენსა, და იყვნენ თქუენდა, ვითარცა მექუეყანენი ძეთა შორის ისრაჱლისათა: თქუენ თანა იყვნენ მემკჳდრეობასა შინა საშუალ ტომთა ისრაჱლისათა.

Verse: 23  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და იყვნენ ტომსა შორის მწირად, მწირთა შორის მათთანათა, მუნ მის ცეთ სამკჳდრებელი მათ, - იტყჳს ადონაჲ უფალი.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.