TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 245
Previous part

Chapter: 47  
თავი : 47


Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   და შემიყვანა მე წინა ბჭეთა თანა სახლისათა და აჰა წყალი გამოვიდოდა ქუეშე კერძო ურთავსა მას სახლისასა, აღმოსავალთაჲთ კერძო, რამეთუ პირი სახლისაჲ ჰხედვიდა აღმოსავალად და წყალი შთამოვიდოდა კედლისაგან სახლისაჲსა მარჯვენისა ჩრდილოჲთ საკურთხეველსა ზედა.

Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და განმიყვანა მე გზისაგან ბჭ\ისა Page of ed. 1709: 214b  ჩრდილოდ მიმართისა და მომავლო მე გზასა ზედა ბჭისა გარეშესა, ბჭესა თანა ეზოჲსა, მხედველისასა აღმოსავალთაჲთ კერძო. და აჰა წყალი შთამოვიდოდა კედლისაგან მარჯუენისა.

Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აჰა, ვითარცა გამოსლვაჲ მამაკაცისაჲ პირისპირისაგან, და საზომი ჴელსა შინა მისსა. და განზომნა ათასნი საზომითა წყრთისაჲთა და განჴდა წყალსა მას შინა წყალი მიტევებისაჲ.

Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და განზომნა ათასნი და აჰა განვლო წყლისა შორის წყალი ვიდრე ბარკალსხჳლთამდე და განზომნა ათასნი და განვლო წყალი ვიდრე წელამდე.

Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და განზომნა ათასნი და აჰა ღუარნი, რომლისაჲ ვერ ეძლო განვლაჲ, რამეთუ გარდადუღდა წყალი, ვითარცა დუღილი ღუარისაჲ, რომელი არ განივლებინ.

Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თქუა ჩემდამო უკუეთუ იხილე, ძეო კაცისაო? და წარმიყვანა მე და მომაქცია მე ბაგისა მიმართ მდინარისაჲსა.

Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მოქცევასა შინა ჩემსა და აჰა ბაგესა ზედა მდინარისასა ხენი მრავალნი ფრიად ამიერ და იმიერ.

Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თქუა ჩემდამო: წყალი ესე, გამომავალი გალილეაჲთ აღმოსავალთა მიმართ და შთამავალი დაუმკჳდრებელსა ზედა, დამოვიდოდა ვიდრე ზღჳს ზედამდე წყალსა თანა წიაღსავლელსა ზღჳსასა და განსწმედს წყალთა.

Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყოს ყოველი სული ცხოველთა გარდამდუღართაჲ ყოველთა ზედა, რომელსაცა ზედა მივიდეს მუნ მდინარე, ცხონდეს და იყოს მუნ თევზი მრავალი ფრიად, რამეთუ მივიდეს მუნ, წყალი ესე განწმდეს და ცხონდეს ყოველი, რომელსაცა ზედა მივიდეს მდინარე, და ცხონდეს.

Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დადგენ მათ ზედა მუნ მეთევზურნი მრავალნი ენღღადით ვიდრე აღალიმამდე; საშრობი ბადეთა იყოს, თავით თჳსით იყოს და თევზნი მისნი, ვითარცა თევზნი ზღჳსა დიდისანი, სიმრავლე მრავალი ფრიად.

Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და წიაღსავალივე წყალსა შინა მისსა და Page of ed. 1709: 215a  მოქცევასა შინა მისსა და ზეშთა აღსლვასა შინა მისსა, მწყურნებთა შინა მისთა, არ განიკურნოს, მარილად მიეცეს.

Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ხოლო მდინარესა ზედა აღმოჰჴდეს, ბაგესა თანა მისსა ამიერ და იმიერ, ყოველი ხე საჭამადი, რომელმან არ განიყაროს ფურცელი მისი და არა დაძუელდეს მის ზედა, არცა მოაკლდეს ნაყოფი მისი სიახლისა მისისაჲ. თუეთა მისთასა წინაწარ გამოიღოს, მით რამეთუ წყალნი მათნი წმიდათაგან მათთა გამოვლენ და იყოს ნაყოფი მათი საჭამადად და აღმოცენებად მათი სიმართლედ.

Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამათ იტყჳს ადონაი უფალი ღმერთი: ესე საზღვარნი, რომელნი დაიმკჳდრნეთ, ქუეყანისანი ათორმეტთა ტომთა ძეთა ისრაჱლისათასა შეიძინებაჲ განზომისაჲ.

Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დაიმკჳდროთ იგი თითოეულმან, ვითარცა ძმამან მისმან, რომლისა მიმართ აღვიღე ჴელი ჩემი მიცემად იგი მამათა მათთა, და დავარდეს ქუეყანაჲ ესე თქუენდა სამკჳდრებელად.

Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ესე საზღვარნი ქუეყანისანი ჩრდილოდ მიმართ ზღჳთგან დიდით, რომელი შთამოვალს და განჰჴეთქს შესავალსა ელდამ ემათისსა,

Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მაავთიირას ეფრემ, ილიამ; საშუალ საზღვართა დამასკისათა და საშუალ საზღვართა იმათისათა ეზონი ავნანისნი, რომელნი არიან შორის საზღვართა ავრანიტოდოჲსათა.

Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ესე საზღვარნი ზღჳთგან ეზოჲთგან ავნანისით, საზღვარნი დამასკისანი ჩრდილოდ მიმართთაგან ჩრდილოდ კერძო. და საზღვარნი იმათისანი და საზღვარნი ჩრდილოჲსანი.

Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
პირისპირ აღმოსავალთასა და აღმოსავალთა მიმართ საშუალ ავრანიტიდოჲსა და საშუალ დამასკოჲსა. და საშუალ ღალასიტიდოჲსა და საშუალ ქუეყანასა ისრაჱლისასა იორდანე განასაზღვრებს ზღუად მიმართ; აღმოსავალთაჲთ მიმართ ფინიკოანი, ესენი აღმოსავალთაჲთ მიმართ.

Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და სა\მხრის Page of ed. 1709: 215b  და სამხრად და ლივად თემანითგან ფინიკოვნისა, ვიდრე წყლამდე მარიმოთისა, კადეს განვრცომილი ზღჳსა მიმართ დიდისა; ესე საზომი სამხრისა და ლივაჲსაჲ.

Verse: 20   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და საზომი ზღჳსა დიდისა, რომელი განჰსაზღვრებს ვიდრე პირისპირადმდე შესავალსა იმათისასა ვიდრე შესავალამდე მისსა, ესენი არიან ზღჳსა მიმართ იმათისა.

Verse: 21   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და განისაზღვრეთ ქუეყანაჲ ესე თქუენ, ტომთა ისრაჱლისათა.

Verse: 22   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ყავთ ესე წილად თქუენდა და მწირთა მათ, დამკჳდრებულთა საშუალ თქუენსა, რომელთა შენეს ძენი საშუალ თქუენსა, და იყვნენ თქუენდა, ვითარცა მექუეყანენი ძეთა შორის ისრაჱლისათა; თქუენ თანა იყვნენ მემკჳდრეობასა შინა საშუალ ტომთა ისრაჱლისათა.

Verse: 23   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყვნენ ტომსა შორის მწირად, მწირთა შორის მათთანათა, მუნ მისცეთ სამკჳდრებელი მათ, იტყჳს ადონაი უფალი.




Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.