TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 426
Previous part

Chapter: 47  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და შემიყვანა მე წინაშე კარსესა მას ტაძრისასა, და აჰა ესერა წყალი გამოვიდოდა ქუეშჱ კერძო უსართულოსა მას მზის-აღმოსავალად კერძო, და წყალი იგი გარდამოვიდოდა კიდით კერძო მარჯუენით სამხრით-მო საკურთხეველად კერძო.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და გამომიყვანა მე გზასა მას ბჭისა მის ჩრდილოჲთ კერძოჲსა, და გარე-მომიყვანა მე გზასა მას გარეშესა ბჭედ ეზოჲსა მის, რომელი ჰხედავს მზის-აღმოსავალად კერძო; და აჰა ესერა წყალნი გარდამოეცემოდეს კიდით კერძო მარჯუენით.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
ვითარცა გამოსავალი მამაკაცისაჲ წინაშე პირის-პირ, და საზომი აქუნდა ჴელსა მისსა, და გა<ნ>ზომა ათასი საზომითა მით, და განჴდა წყალსა მას წყალი მიტევებისაჲ.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და განზომა ათასი, და განვლო წყალი იგი წყალი ვიდრე ბარკალ სხჳლადმდე, და განზომა ათასი, და განვიდა წყალსა მას ვიდრე სარტყლადმდე.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და ვერღარა უძლო წიაღ-მოსლვად, რამეთუ აღქავნებოდა წყალი იგი ვითარცა სიმძაფრჱ ჴევისაჲ, რომელსა ვერ წიაღ-ვიდიან.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და მრქუა მე; იხილეა, ძეო კაცისაო; და მომიყვანა მე კიდესა მას მდინარისასა.

Verse: 7   Link to sept   
მოქცევასა ჩემსა და აჰა კიდესა მის მდინარისასა ხეები მრავალი ფრიად იმიერ და ამიერ.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და მრქუა მე; ესე წყალი, რომელი გამოვალს გალილეად Page of ms. J: B112v  მზის-აღმოსავალად და გარდა/მოვიდოდა არაბიად, და მოვიდოდა ვიდრე ზღუადმდე წყალსა მას წიაღ-სავალისასა, და განაცოცხლებს წყალთა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და იყოს ყოველი სული საცხოვართაჲ, რომელი გამოვიდოდის, რომელსა ზედა მივიდეს მუნ მდინარჱ იგი, ცხომდეს და იყოს მუნ თევზი მრავალი ფრიად, რამეთუ წყალი ესე მოვალს და განჰკურნებს, და ცხოვნდენ ყოველნი რომელთა ზედა მივიდეს მდინარე ესე, და განცოცხლდენ.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და დადგენ მუნ მესათხევლენი ენგადიმითგან საჴმობელ ბადეთა იყოს, და თევზნი ზღჳსა დიდისანი სიმრავლჱ დიდი ფრიად.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და წიაღ-სავალსა მისსა და უფროჲსად აღმალებასა მისსა არა განიკურნნენ, მარილად მიცემულ არიან.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და მდინარესა მას კიდეთა მისთა აღმოსცენდეს იმიერ და ამიერ ყოველი ხჱ საჭმელი, და არა დაძუელდეს მისგანი, არცა მოაკლდეს ნაყოფი მისი, სიახლისა მისისაჲ პირველ გამოიღოს; ამისთჳს რამეთუ წყალნი მათნი წმიდათაგან გამოვლენ, და იყოს ნაყოფი მათი საჭმლად, და აღმოცენებაჲ მათი სიცოცხლედ.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი ღმერთი; ესე საზღვარნი არიან, რომელი დაუმკჳდროთ ქუეყანისაჲ, ათორმეტთა ტოჰმთა ძეთა ისრაჱლისათა შეძინებაჲ განზომისაჲ.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და დაიმკჳდრეთ იგი კაცად-კაცადმან ვითარცა ძმამან მისმან, რომლისათჳს აღვიღე ჴელი ჩემი მიცემად მამათა მათთა, და იყოს ქუეყანაჲ ესე თქუენდა სამკჳდრებელი განწილვით.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
ესე საზღვარნი არიან ქუეყანისანი, ჩრდილოჲთ კერძო, ზღჳთგან დიდით, რომელი გარდამოვალს და განჰყოფს შესავალსა ემათისასა, ელდაამაა,

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
ბეთარს, ებრემს, ელიამს შორის საზღვართა დამასკისათა, და შორის Page of ms. J: B113r  საზღვართა ემათისათა, ეზონი სავნანისანი, რომელნი არიან/ ზემო კერძო საზღვართა აჳრანიტელთასა.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
ესე საზღვარნი ზღჳთგან, ეზოჲთ სავნანისით, საზღვარით დამასკისაჲთ და ჩრდილოდ.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და მზის-აღმოსავალად, შორის აჳრანიტელთასა და შორის დამასკესა, და შორის გალაადელთა და შორის ქუეყანასა ისრაჱლისასა, იორდანე საზღვარ არს ზღუად და მზის-აღმოსავალად კერძო დანაკის-კუდოვნისა, ესე მზის-აღმოსავალად.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და სამხრად კერძო და ჩრდილოდ, თემანითგან და დანაკის-კუდოვნით ვიდრე წყლადმდე არიმოთისა კადესა, მიიწევის ვიდრე ზღუადმდე დიდად.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
ესე ადგილი სამხრით და ჩრდილოჲთ; ესე ადგილნი ზღჳსა დიდისანი ეზღვარვის ვიდრე წინაშემდე შესავალად ემათისა, ვიდრე შესავალადმდე მისა; ესე არს ზღუად კერძო ემათისა.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და განუყავთ მათ ქუეყანაჲ ესე ტოჰმად ტოჰმად ისრაჱლსა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
განუყავთ მათ თქუენ წილით და გარე-მოსრულთა მათ, რომელნი მწირობენ თქუენ შორის, რომელთა ისხნენ შვილნი თქუენ თანა, იყვნედ იგინი თქუენდა ვითარცა თჳთ მპყრობელნი ქუეყანისანი ძეთა შორის ისრაჱლისათა; თქუენ თანა ჭამდენ მკჳდრობით შორის ძეთა ისრაჱლისათა.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და იყვნენ ტოჰმად მწირთა შორის, რომელნი იყვნენ მათ თანა, მუნ მიეცით სამკჳდრებელი მათი, იტყჳს უფალი ღმერთი.,

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.