TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 366
Previous part

Chapter: 50  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   სიტყუაჲ, რომელ თქუა უფალმან ბაბილონსა ზედა ქუეყანასა ქალდეველთასა ჴელითა იერემია წინაწარმეტყუელისაჲთა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
მიუთხართ წარმართთა შორის, და სასმენელ ყავთ, და აღიღეთ ნიში, ასმინეთ, ნუ დაჰმალავთ, არქუთ; აღოჴრდა ბაბილონი; ჰრცხუენა ბელს უშიშსა. ფუფუნეული მიეცა მაროდაქ; ჰრცხუენა ქანდაკებულთა მათ მისთა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
რამეთუ აღჴდა მის ზედა ნათესავი ჩრდილოჲთ; მან დადვას ქუეყანაჲ მისი განსარყუნელად, და არა იყოს მკჳდრ მას შინა კაცითგან მი-პირუტყუადმდე. შეირყინეს და წარჴდეს.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
მათ დღეთა შინა, თქუა უფალმან, <და> მას ჟამსა მოვიდენ ძენი ისრაჱლისანი. იგინი და ძენი იუდაჲსნი ერთბამად ვიდოდიან, და ტიროდიან, და წარვიდენ, და ეძიებდენ უფალსა ღმერთსა მათსა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
რამეთუ აქა მოიქცინენ პირნი მათნი, და მოვიდენ, და შეივლტოდიან უფლისა, რამეთუ აღთქუმაჲ საუკუნოჲ არა დაივიწყოს.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
ვითარცა ცხოვარნი წყმედულნი <ეგრე იქმნა> ერი ჩემი; მწყემსთა მათთა Page of ms. J: B39v  განსთხინეს იგინი მთათა ზედა;/ შეაცთუნნეს იგინი, მთათაგან ბორცუთა ზედა ვიდოდეს; დაავიწყდა საყოფელი მათი.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ყოველნი რომელნი ჰპოებდეს მათ აღიცრიდეს მათ. მტერთა მათთა თქუეს, არა ულხინოთ მათ მის წილ, რამეთუ შესცოდეს უფალსა, შჯული სიმართლისაჲ, რომელმან შეკრიბნა მამანი მათნი უფალმან.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
უცხო იქმნენით ბაბილოვნისაგან, და ქუეყანისაგან ქალდეველთაჲსა გამოვედით, და იქმნენით ვითარცა ვეშაჴნი წინაშე პირსა ცხოვართასა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
რამეთუ აჰა ესერა მე აღვადგინნე და მოვიყვანნე ბაბილოვნსა ზედა კრებულნი წარმართთა დიდთანი ქუეყანით ჩრდილოჲთ, და ეწყვნენ მას, და მისგან მოისრნენ იგინი. ისარნი მათნი ვითარცა ისარი მბრძოლისა მეცნიერისაჲ, არა მოიქცის ცუდი.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და იყოს ქალდეაჲ წარსატყუენველად; ყოველთა რომელთა ტყუენონ იგი, განძღენ, თქუა უფალმან.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
რამეთუ იხარებდით და იქადოდეთ მიტაცებასა სამკჳდრებელისა ჩემისასა, და რამეთუ სტრიობდით ვითარცა ზროხანი მწუანესა შინა, და ირქენდით ვითარცა კურონი.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ჰრცხუენა დედასა თქუენსა ფრიად, დაეფლა მშობელი დედაჲ თქუენი კეთილად, და აჰა ესერა აღსასრული წარმართთაჲ ოჴერ და ურწყულ და უგზო.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
რისხვისაგან უფლისაჲსა არა დაეშჱნოს, და იყოს განსარყუნელად; ყოველი რომელი განვიდოდის ბაბილონს შინა დაწუხნეს, და დაისტჳნოს ყოველსა ზედა წყლულებასა მისსა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
განეწყვენით ბაბილონსა ზედა ყოველნი მშჳლდ-გარდაცუმულნი გარემოჲს; ესროდეთ მას; ნუ სწყალობთ ისართა თქუენთა, რამეთუ უფალსა შესცოდა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და მძლე იქმნენით მის ზედა გარემოჲს, და ჰჴსნდეს ჴელნი მისნი, და დაემპუნეს არდაბაგნი მისნი, <და> დაირღუა ზღუდე მისი. რამეთუ შურის-გებაჲ უფლისა მიერ არს, შური იძიეთ მისგან. ვითარცა ყო, უყავთ მას.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
აღჴოცეთ თესლი ბაბილოვნისაჲ მპყრობელი მანგლისაჲ ჟამსა მკისასა პირისაგან მახჳლისა წარმართთაჲსა; კაცად-კაცადი ერად თჳსა უკუნ-იქცეს, <და> კაცად-კაცადი ქუეყანადთჳს მიივლტოდის.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
ცხოვარი ცთომილი არს/ Page of ms. J: B40r  ისრაჱლი, ლომთა განიკრთვეს იგი. პირველად შეჭამა იგი მეფემან ასურასტანისამან, და შემდგომად მეფემან ბაბილოვნისამან ნაბუქოდონოსორ ძუალნი მისნი შეჭამნა.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაჱლისაჲ; აჰა ესერა მე შური ვიძიო მეფესა ზედა ბაბილოვნისასა და ქუეყანასა ზედა მისსა, ვითარცა შური ვიძიე მეფესა ზედა ასურასტანისასა.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და კუალად ვაგო ისრაჱლი საძოვარსა თჳსსა, და ძოვდეს იგი კარმელსა შინა და ბას<ა>ანს და მთასა ეფრემისსა და ქუეყანასა გალაადისასა, და განძღენ სულნი მათნი.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
მათ დღეთა შინა და მათ ჟამთა, თქუა უფალმან, ეძიებდენ უშჯულოებასა ისრაჱლისასა, და არა იყოს, და ცოდვათა იუდაჲსთა, და ვერ პოვნენ, რამეთუ მლხინებელ ვექმნე ნეშტთა მათ ქუეყანასა ზედა, თქუა უფალმან,

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
ქუეყანასა ზედა განმამწარებელთასა მიიწიე განმწარებულად, და მკჳდრთა ზედა მისთა შური იძიე, მახჳლო, და განრყუენ, რამეთუ შემდგომად მათსა ძჳრი, თქუა უფალმან, და იქმოდე ყოველსავე რავდენი გამცნო შენ.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
ჴმაჲ ბრძოლისაჲ და შემუსრვაჲ დიდი ქუეყანასა ქალდეველთასა,

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
ვითარ იგი განტყდა და შეიმუსრა უროჲ ყოვლისა ქუეყანისაჲ, ვითარ იქმნა განსარყუნელ ბაბილონი შორის წარმართთა.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
წინაწარმეტყუელებაჲ იერემიაჲსი. მე გბრძავ შენ, და გეწინენ შენ, და შეგიპყრან, ბაბილონ, და ვერ სცნა, იპოვე და შეიპყარ, რამეთუ უფალსა უჴდებოდე;

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
განაღო უფალმან საფასჱ თჳსი, და გამოიღო ჭურჭერი რისხვისა მისისაჲ, რამეთუ საქმჱ არს უფლისა ღმრთისა ძალთაჲსაჲ ქუეყანასა ქალდეველთასა;

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
რამეთუ მოწევნულ არიან ჟამნი მისნი, განახუენ<ი>თ საუნჯენი მისნი, აღიხილეთ იგი ვითარცა ქუაბი; აღიჴოცეთ იგი; ნუ იყოფინ მისა ნეშტ.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
აღაჴმეთ ყოველი ნაყოფი მისი, და შთავიდედ კლვად; ვაჲ მათა, რამეთუ მოახს დღჱ მათი და ჟამი შურის-გებისა მათისაჲ.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
ჴმაჲ მეოტთაჲ და განრინებულთაჲ ქუეყანისაგან ბაბილოვნელთაჲსა, მითხრობად სიონს შურის-ძიებაჲ უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲ, შურის-ძიებაჲ ტაძრისა მისისაჲ.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
ამცენით ბაბილოვნისა ზედა მრავალთა, ყოველსა გარდამცუმელსა მშჳლდისასა, მოადეგით მას გარემოჲს; Page of ms. J: B40v  ნუ იყოფინ მისი განრინებული, მიაგეთ მას საქმეთა მისთა-ებრ, ყოველი რაოდენი ყო, თქუენ<ცა> უყავთ მას, რამეთუ უფალსა უჴდებოდა ღმერთსა წმიდასა ისრაჱლისასა.

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს დაეცნენ ჭაბუკნი მისნი უბანთა შორის მისთა, და ყოველნი მამანი მისნი მბრძოლნი დაცჳვენ მას დღესა შინა, თქუა უფალმან.

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა მე შენ ზედა, იტყჳს უფალი ძალთაჲ, მაგინებელო; რამეთუ მოვალს დღჱ დაცემისა შენისაჲ, და ჟამი შურის-გებისა შენისაჲ.

Verse: 32   Link to mcat Link to sept   
და მოუძლურდეს გინებაჲ იგი შენი, და დაეცეს, და არა ვინ იყოს აღმმართებელ მისა, და აღვაგზნე ცეცხლი მაღნართა მისთა, და შეჭამოს ყოველი გარემოჲს მისსა.

Verse: 33   Link to mcat Link to sept   
ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ; ჰმძლავრობენ ძეთა ისრაჱლისათა და ძეთა იუდაჲსთა ერთბამად, ყოველნი წარმტყუენველნი მათნი ჰმ<ძლავ>რობენ მათ, რომელთა იგი არა ინებეს განტევებაჲ მათი.

Verse: 34   Link to mcat Link to sept   
და მჴსნელი მათი ძლიერი, უფალ ყოვლისა-მპყრობელ არს სახელი მისი, საშჯელი საჯოს მტერთა მისთა მიმართ, რაჲთა მოისპოს ქუეყანაჲ იგი, და განურისხოს მკჳდრთა ბაბილონისათა.

Verse: 35   Link to mcat Link to sept   
მახჳლი ქალდეველთა ზედა, თქუა უფალმან, და მკჳდრთა ზედა <ბა>ბილოვნისათა და მდიდართა მისთა,

Verse: 36   Link to mcat Link to sept   
მახჳლი გრძნებათა ზედა მისთა, და მოისპნენ, მახჳლი მბრძოლთა ზედა მისთა, და მოუძლურდენ, მახჳლი ჰუნეთა ზედა მისთა და ეტლთა ზედა მისთა;

Verse: 37   Link to mcat Link to sept   
მახჳლი მბრძოლთა ზედა მისთა და შერთულსა შორის მისსა, და იყვნენ იგინი ვითარცა დედანი, მახჳლი საფასეთა ზედა მისთა, და აღსაჭრელ იქმნნენ,

Verse: 38   Link to mcat Link to sept   
მახჳლი წყალსა ზედა მისსა, რომელსა ესვიდა, და განჴმეს.

Verse: 39   Link to mcat Link to sept   
და სირცხჳლეულ იქმნეს გამოქანდაკებულთაგან, და ჭალაკთა მათგან, რომელთაგან იქადოდა, ამისთჳს დაეშჱნნენ ურჩხულნი ჭალაკთა, და დაემკჳდრნენ მუნ ასულნი დედაჭუავთანი, და არღარა აღეშენოს უკუნისამდე, და არა დაიმკჳდრონ იგი თესლითი თესლამდე.

Verse: 40   Link to mcat Link to sept   
ვითარცა დააქცია ღმერთმან სოდომაჲ და გომორაჲ და საზ<ღ>ვარნი მისნი, თქუა უფალმან, არაჲ დაეშჱნოს მუნ კაცი, არცა დაადგრეს მუნ ძჱ კაცისაჲ.

Verse: 41   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა ერი მოვალს ჩრდილოჲთ, და ნათესავი დიდი და მეფენი Page of ms. J: B41r  მრავალნი აღდგენ დასასრულით/ ქუეყანისაჲთ.

Verse: 42   Link to mcat Link to sept   
მშჳლდოსანნი და ლახუროსანნი ურიდ არიან, და არა შეიწყალნენ იგინი, ჴმაჲ მათი ვითარცა ზღუაჲ ოხრიდეს, ჰუნეთა ზედა აღმჴედრნენ, განმზადებულნი ვითარცა ცეცხლნი ბრძოლად შენ ზედა, ასულო ბაბილონისაო.

Verse: 43   Link to mcat Link to sept   
ესმა მეფესა ბაბილოვნისასა სმენაჲ მათი; დასცჳვეს ჴელნი მისნი, ჭირმან შეიპყრა იგი სალმობათა ვითარცა შობადისათა.

Verse: 44   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა ვითარცა ლომი აღმოჴდეს მაღნართაგან იორდანისათა ადგილსა მას ეთამისსა სამკჳდრებელსა მას ზედა პირველსა, რამეთუ მსთუად განვდევნენ იგინი მისგან, და ყოველნი ჭაპუკნი დავადგინნე მას ზედა, რამეთუ ვინ არს ვითარ მე, და ვინ წინა-აღმიდგეს მე, და ვინ არს ესე მწყემსი, რომელი დადგეს წინაშე პირსა ჩემსა.

Verse: 45   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ისმინეთ ზრახვაჲ უფლისაჲ, რომელ უზრახავს ბაბილონსა ზედა, და გულის-ჴმაჲ, რომელ გულის-ჴმა-უყოფიეს მკჳდრთა ზედა ქალდეაჲსათა, ვიდრემდის არა მოისრნენ კრავნი ცხო<ვ>ართა მათთანი, ვიდრემდის არა განირყუნეს მათგან საძოვარი.

Verse: 46   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ჴმითა მოსრვისა ბაბილოვნისაჲთა შეიძრას ქუეყანაჲ, და ღაღადებაჲ მისი შორის ნათესავთა ესმეს.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.