TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 293
Previous part

Chapter: 44  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   ხოლო აწ ისმინე <ი>აკობ მონაო ჩემო, და ისრაჱლ რომელი გამოგირჩიე.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ესრე იტყჳს უფალი ღმერთი, რომელმან შეგქმნა შენ, და რომელმან დაგბადა Page of ms. J: A77v  შენ დედის მუცლითგან. მე შეგეწიო შენ./ ნუ გეშინინ მონაო ჩემო იაკობ, და საყუარელო ჩემო ისრაჱლ, რომელი გამოგირჩიე.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
რამეთუ მე მოვსცე წყალი წყურიელსა, მათ რომელნი ვიდოდიან ურწყულსა, და დავდვა სული ჩემი ნათესავსა ზედა შენსა, კურთხევანი ჩემნი შვილთა შენთა ზედა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და აღმოცენდენ ვითარცა შორის წყალთა თივაჲ, და ვითარცა ძეწნი თანა-წარსადინელსა წყალთასა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
ამან თქუას, ღმრთისაჲ ვარი მე, და ესე იტყოდის სახელითა იაკობისითა. და სხუამან დაწეროს ჴელითა თჳსითა, ვითარმედ ღმრთისაჲ ვარი მე, და სახელითა ისრაჱლისაჲთა ღაღადებდეს.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
ესრე იტყჳს უფალი ღმერთი მეუფჱ ისრაჱლისაჲ, რომელმან იჴსნა იგი ღმერთი საუკუნე. მე ვარ დასაბამი, და მე აღსასრული, და ჩემსა გარეშე სხუაჲ არა ვინ არს ღმერთ.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ვინ მე არს სხუაჲ ვითარ მე უფალი: დადეგინ, და უწოდენ, და უთხრან, და განმემზადენ მე, ვინაჲთგან შევქმენ კაცი საუკუნოდ, და მომავალი იგი მოსლვადმდე გითხრედ თქუენ.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
ნუ დამეფარვით, და ნუცა შესცთებით. დასაბამითგან გესმა სამვა. ვერ მითხრათ თქუენ: აწ თქუენ მოწამჱ ხართ ჩემდა. არს მე ვინა ჩემსა გარეშჱ სხუაჲ ღმერთ. და მაშინცა არავე ვინ რაჲ იყვნეს,

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
რომელნი იგი გამოსახვიდეს ცუდთა მათ და გამოჰქანდაკებდეს კერპსა ურგებსა: რამეთუ ყოველნივე რომელნი ამაო არიან ვლენან გულის-თქუმითა გონებისა მათისაჲთა, რომელნი არაჲ სარგებელ ეყვნენ მათ. და თქუენცა მოწამჱ ხართ მათა რომელნი იგი არა ხედვენ, და არცა გულის-ჴმა-ჰყოფენ, რაჲთა ჰრცხუენოდეს,

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
რომელნი იგი გამოსახვენ გამოსახულსა მას, და ქანდაკებულსა და გამოწერილსა ურგებად.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და ყოველნი რომელნი იგი იქმნნეს მისგან განიჴმეს, და ჰრცხუენოდის Page of ms. J: A78r  ყოველთა, რომელნი გამოჰსახვიდეს კერპებსა, და ქანდაკებენ ურგებსა/ მას, და ყოველნი ვინაჲ იგი იყვნეს განჴმენ. დაყრუებულნი კაცთაგან შეკრებდ ყოველნი და შეეტყუებოდედ ერთბამად: ურთიერთას ჰრცხუენოდენ, და კდემულ იყვნედ თანად ყოველნი: რამეთუ ხურონი არიან იგინი, და კაცნი არიან კაცთაგანნი.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
რამეთუ კაცმან ხურომან გამოყარა საქმარი თჳსი, ეჩუჱ (!) აღილესა, და გამოთალა მით. სატეხითა შექმნა, და გამოჭრა იგი, და ძლიერებითა მკლავისა თჳსისაჲთა აღჰმართა იგი. ჰმშიოდის და სწყუროდის და მოუძლურდეს და ვერ სუმიდეს წყალსა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
კაცმან ხურომან გამოარჩია ძელი იგი მაღნარისაგან: ზომით განწონა და გამოსახა იგი მსგავსად სახისა ხატისაჲსა: სატეხითა განგეგმა იგი, და შეამტკიცა წყბოჲთა ხატად კაცისა, აღჰმართა იგი, და ქმნულ კეთილობითა მამაკაცისაჲთა დაამტკიცა იგი სახლსა შინა თჳსსა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
ძელი იგი საროჲ გინა თუ ცაცხჳ, მუხაჲ ანუ თელაჲ, რომელ იგი დაჰნერგა უფალმან, და აღაორძინა უხუებითა წჳმათაჲთა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და განუმზადა კაცთა საგზებელად. იგი მოიღო კაცმან, შეიგზნა და განტფა, და მოიწიფა მითა ჭამადი, და განძღა, და ნეშტი იგი ძელისაჲ მის მოიღო, და შექმნნა კერპნი, აღჰმართნა, და თაყუანის-სცა მათ. აწ უკუჱ იგი რომელი თავით თჳსით კერპად შექმნა დაცემულ არს, და თაყუანის-სცემს მას.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ზოგი იგი მის ძელისაჲ შეწუა საჴუმილმან, და ზოგითა მით ძელითა შექმნა პური, და ზოგითა მის ძელისაჲთა შეიწუა ჴორცი, ჭამა, განძღა, იკუსვოდა, და განტფა და თქუა: ვაშა, რამეთუ განვტფი:

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და ზოგი ნამუსრევისაჲ მის გამოთალა, გამოჭრა, გამოქანდაკა, გამოქმნა კერპი, და სახელი ჰრქუა Page of ms. J: A78v  მას ღმერთ,/ დავრდომილ არს და თაყუანის-სცემს, უგორავს წინაშე, და იტყჳს: განმარინე მე რამეთუ ღმერთი ჩემი შენ ხარ.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
არა გულის-ხმა-ყვეს გონებითა, რამეთუ განუდგეს თუალნი ხილვად, და შესულებულ იყვნეს ზრახვითა გულისა მათისაჲთა.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და არა შეირაცხეს გულითა მათითა, და არა განიგულეს გულის-ხმითა მათითა: და ვერ მოიჴსენეს, რამეთუ ზოგი იგი მის ძელისაჲ დაწუეს ცეცხლითა, და მით პური შეიცხეს, და ზედა ნაკუერცხალთა მისთა ჴორცი შეიწუეს, და შეჭამეს. და ნეშტი იგი მის ძელისაგანი კერპად შექმნეს, და ხატად აღდგეს, და თაყუანის-სცემდ მას, და თქჳან, მიჴსნენ ჩუენ.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
აჰა უწყოდი აწ რამეთუ ნაცარ არს გული მათი. შეცთომილ არიან, და ვერ ვინ განარინნეს მათგანმან სულნი თჳსნი. იგულეთ, ეკრძალენით, ვინ უწყის, სთქუათ ვითარმედ არაჲ არს სიცრუვჱ ჴელთა შინა ჩუენთა.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
მოგეჴსნენ ესე შენ, იაკობსა და ისრაჱლსა, რამეთუ მონაჲ ჩემი ხარი შენ, ჩემდად მოგიგე შენ, მონაჲ ჩემი ხარი შენ. და შენცა ისრაჱლ, ნუ დამივიწყებ მე.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
აჰა ეგერა აღვჴოცენ, ვითარცა ღრუბელნი, ყოველნი უშჯულოებანი შენნი, და ყოველნი ცოდვანი შენნი ვითარცა ნისლნი განგაშოვრენ. მოიქეც ჩემდა და გიჴსნე შენ.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
იხარებდით ცანი, და მხიარულ იყავნ ქუეყანაჲ, რამეთუ შეიწყალა ღმერთმან ისრაჱლი. დაჰბერეთ ნესტუსა საფუძველთა ქუეყანისათა, ყჳროდეთ მთანი, და ბორცუნი, ყოვლითურთ მაღნარით, რამეთუ იჴსნა ღმერთმან იაკობი, და ისრაჱლი იდიდოს.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
ესრეთ იტყჳს უფალი რომელმან გიჴსნა შენ, და დაგბადა დედის მუცლითგან: მე ვარ უფალი, რომელი ვიქმ და განვაგებ ამას ყოველსა. გარდავართხენ ცანი მხოლომან, და დავამტკიცე Page of ms. J: A79r  ქუეყანაჲ.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
ვინ მე უკუჱ სხუამან განაქარვოს იგი:/ მე ვარ რომელმან განვაქარვე სასწაულები იგი მუცლით-მეზღაპრეთაჲ, და მისნობაჲ გულისა გან: გარემოვაქცინე გონიერნი მართლ-უკუნ, და ზრახვანი მათნი განვაცოფნე.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და დავამტკიცო სიტყუაჲ მონისა ჩემისა თანა, და ზრახვანი მოციქულთა მისთანი განვაჭეშმარიტნე. მე ვარ რომელმან ვჰრქუა იჱრუსალემსა ვითარმედ აღეშენე, და ქალაქსა მას ჰურიასტანისასა ვითარმედ დაემკჳდრენით, და ყოველნი ოჴერნი მისნი აღვჰმართნე.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
მე ვარ რომელმან ვჰრქუა უფსკრულსა: მოოჴრდი, და ყოველნი მდინარენი შენნი განვაჴმნე.

Verse: 28   Link to sept   
მე ვარ რომელმან ვჰრქუა კჳროსს, განგრძნდი, და ყოველი ნებაჲ ჩემი აღასრულოს. მე ვარ რომელმან ვჰრქუა იჱრუსალემსა, აღეშჱნე, და ტაძარი იგი სიწმიდისა ჩემისაჲ აღვჰმართო. :

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.