TITUS
Biblia Iberica: Psalterium et Odae
Part No. 97
Previous part

Chapter: 97 
Verse: 1  Link to mcat Link to sept Link to armat   უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, რამეთუ საკჳრველი ქმნა. აცხოვნა იგი მარჯუენემან მისმან და მკლავმან წმიდამან მისმან.

Verse: 2  Link to mcat Link to sept Link to armat   
აჩუენა უფალმან მაცხოვარებაჲ თჳსი, წინაშე თესლთა განაცხადა სიმართლე მისი.

Verse: 3  Link to mcat Link to sept Link to armat   
მოიჴსენა მოწყალებაჲ მისი იაკობის თანა და ჭეშმარიტებაჲ თჳსი - სახლსა ზედა ისრაელისასა; იხილეს ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა მაცხოვარებაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ.

Verse: 4  Link to mcat Link to sept Link to armat   
ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანაჲ, უგალობდით, იხარებდით და აქებდით.

Verse: 5  Link to mcat Link to sept Link to armat   
უგალობდით ღმერთსა ჩუენსა კურთხევითა, საგალობელითა და ჴმითა ფსალმუნისაჲთა.

Verse: 6  Link to mcat Link to sept Link to armat   
ჴმითა კურთხევისაჲთა, ნესტჳთა ჭედილითა, კურთხევითა და ჴმითა ნესტჳსა რქისაჲთა ღაღადებდით წინაშე მეუფისა უფლისა.

Verse: 7  Link to mcat Link to sept Link to armat   
აღიძარნ ზღუაჲ სავსებითურთ თჳსით, სოფელი და ყოველი, რაჲ არს მას შინა.

Verse: 8  Link to mcat Link to sept Link to armat   
მდინარეთა აღიმაღლეს ჴმაჲ მათი თანად, მთანი იხარებენ წინაშე უფლისა, რამეთუ მოვალს,

Verse: 9  Link to mcat Link to sept Link to armat   
რამეთუ მოვიდეს იგი განკითხვად ქუეყანისა; განიკითხოს სოფელი სიმართლით და ერი - სიწრფროებით.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Iberica: Psalterium et Odae.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.