TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT
Part No. 55
Previous part

Chapter: 34  
თავი 34


Verse: 28   Link to exak Link to mcat Link to sept   Page of ms. L: _   Page of ms. P: 279V   და იყო მუნ მოსე მთასა ზედა წინაშე უფლისა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე, პური არა ჭამა და წყალი არა სუა. და დაწერნა მუნ ფიცართა მათ ზედა ბრძანებანი იგი აღთქუმისანი: ათისა მის მცნებისა შჯულისანი.
Verse: 29   Link to exak Link to mcat Link to sept   
და ვითარცა იყო ჟამი გარდამოსლვისა მოსესი მიერ მთით, და ორნი იგი ფიცარნი ჴელთა შინა მისთა. და ვითარცა გარდამოვიდა იგი მთისა მისგან, არა უწყოდა მოსე, ვითარმედ დიდებულებაჲ გარდამოსრულ იყო და დადგრომილ პირსა მისსა.
Verse: 30   Link to exak Link to mcat Link to sept   
და იხილა აჰრონ Page of ms. P: 280R   და ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა პირი მოსესი, რამეთუ დიდებულ იყო ხატი პირისა მისისაჲ დიდებითა ღმრთისაჲთა. ზარი განჰჴდა, რამეთუ შეეშინა და ივლტოდეს და ვერ მიეახლებოდეს.
Verse: 31   Link to exak Link to mcat Link to sept   
უწოდა მათ მოსე ჴმითა, და მოიქცეს მისა აჰრონ და ყოველნი მთავარნი მის ერისანი. და იწყო სიტყუად მოსე.
Verse: 32   Link to exak Link to mcat Link to sept   
მაშინღა მოეახლებოდეს მას ყოველნი ძენი ისრაჱლისანი. და ამცნებდა მათ ყოველთა ბრძანებათა, რომელთა ეტყოდა მას უფალი მთასა ზედა სინასა.
Verse: 33   Link to exak Link to mcat Link to sept   
და ვითარცა აღასრულა მოსე ბრძანებაჲ იგი მათა მიმართ, დაიბურა საბურველი პირსა მისსა.
Verse: 34   Link to exak Link to mcat Link to sept   
და ვითარცა შევალნ მოსე წინაშე უფლისა, მოეძუარცის საბურველი და ვიდრე გამოსლვადმდე, და რაჟამს გამოვიდის სიტყუად ერისა მის, დაიბურის საბურველი პირსა.
Verse: 35     
რამეთუ ვერ ხედვიდეს ძენი ისრაჱლისანი პირსა მოსესსა, რამეთუ დიდებაჲ უფლისაჲ გარდამოსრულ იყო და დადგრომილ პირსა მისსა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.