TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT
Part No. 184
Previous part

Chapter: 10  
თავი 10


Verse: 24   Link to oskijer Link to mcat Link to sept   Page of ms. P: 320v   ამისთჳს ამას იტყჳს უფალი საბაოთ: ნუ გეშინინ, ერო ჩემო, რომელნი დამკჳდრებულ ხართ სიონს, ასურასტნელთათჳს, რამეთუ კუერთხითა გცე შენ; და გუემაჲ მოვაწიო შენ ზედა, Page of ms. P: 321r   ხილვად გზაჲ ეგჳპტისაჲ.
Verse: 25   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მერმეთა მცირედ დასცხრეს რისხვაჲ ჩემი შენთჳს, რამეთუ გულისწყრომაჲ ჩემი რისხვასა მათსა.
Verse: 26   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აღადგინოს ღმერთმან მათ ზედა ტანჯვაჲ წყლულებისა მისებრ მადიამისა ადგილსა ჭირისასა, ხოლო გულისწყრომაჲ მისი გზასა მას ზღჳთკერძოსა ეგჳპტით მიმართ.
Verse: 27   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყოს, მას დღესა შინა მოგეღოს უღელი მისი ქედისაგან შენისა და შიში მისი შენგან, და განირყუნეს უღელი მისი მჴართაგან შენთა,
Verse: 28   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ მოიწიოს ქალაქად ანგედ და თანაწარვლოს მაგედონი და მაქმასს დადვას საჭურველი თჳსი.
Verse: 29   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და წარვლოს ჴელი იგი და მიიწიოს გაბაონდ და იქცეოდის; შიშმან შეიპყრას ქალაქი საულისი.
Verse: 30   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ივლტოდის ასული გალიმისი, ესმეს ლაიზს, ესმეს ანათოთს,
Verse: 31   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
განჰკრთეს მედებაჲ და მკჳდრნი მისნი,
Verse: 32   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ჰლოცვიდენ დღისი, გზასა დადგრომად ევედრებოდიან ჴელითა ასულისა სიონისაჲთა [მთანი] და ბორცუნი, რომელნი იყვნენ იერუსალჱმს.
Verse: 33   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და, აჰა, ესერა, უფალი საბაოთ შეაძრწუნებს დაბადებულთა ძრიელებითურთ, და მაღალნი იგი გინებით შეიმუსრნენ, და განსაცხრომელნი იგი დამდაბლდენ,
Verse: 34   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დაეცნენ მაღალნი იგი მახჳლითა, ხოლო ლიბანი სიმაღლითურთ დაეცეს.



Next part



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.