TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae NT
Part No. 140
Previous part

Chapter: 5  
თავი 5


Verse: 1   Link to pavleni Link to gnt   ესე უწყით, უკუეთუ ქუეყანისა ესე ჩუენი სახლი, საყოფელი, დაირღუეს, აღშენებული ღმრთისამიერი მაქუს ჩუენ ჴელითუქმნელი საუკუნჱ ცათა შინა.
Verse: 2   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ ამას შინა ვკუნესით, საყოფელი იგი ჩუენი ზეცით გარდამო გუსურის შემოსად;
Verse: 3   Link to pavleni Link to gnt   
გან-ღათუ-ვიძარცუნეთ, არავე შიშუელ ვიპოვნეთ.
Verse: 4   Link to pavleni Link to gnt   
რომელნი-ესე ვართ საყოფელსა ამას, ვკუნესით და დაგუიმძიმდების, რომელი არა გუნებავს განძარცუად, არამედ შემოსად, რაჲთა დაითქას მოკუდავი იგი ცხორებისაგან.
Verse: 5   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო რომელი შეიქმს ჩუენ თანა, ღმერთი არს, რომელმან მომცა ჩუენ წინდი იგი სულისაჲ.
Verse: 6   Link to pavleni Link to gnt   
ვიკადრებთ უკუე მარადის და უწყოდით, რამეთუ შემოვედით ჴორცთა ამათ და განვედით უფლისა მიერ.
Verse: 7   Link to pavleni Link to gnt   
Page of ms. L: 628R   სარწმუნოვებით ვიქცევით და არა იჭუით.
Verse: 8   Link to pavleni Link to gnt   
ვიკადრებთ და ჯერ-გუიჩს უფროისღა განსლვად ჴორცთაგან და მისლვად უფლისა.
Verse: 9   Link to pavleni Link to gnt   
ამისთუისცა პატივცემულ ვართ, გინა თუ შემოვედით, გინა თუ განვედით, სათნომცა ვართ მისა.
Verse: 10   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ ჩუენ ყოველნი განცხადებად ვართ წინაშე საყდართა ქრისტესთა, რაჲთა მოიღოს კაცად-კაცადმან ჴორცთაგან რაჲცა-იგი ქმნა, გინა თუ კეთილი, გინა თუ ბოროტი.
Verse: 11   Link to pavleni Link to gnt   
Page of ms. L: 568V   აწ უკუე ვიცით შიში უფლისაჲ, კაცთამე ვერწმუნნეთა ანუ ღმერთსა? ხოლო ღმრთისა წინაშე განცხადებულად ვართ; არამედ ვესავ გონებათა თქუენთაცა განცხადებასა სულისა წმიდისა მიერ.
Verse: 12   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ არა კუალად თავთა თჳსთა შეგასწავებ თქუენ, არამედ მიზეზ-გცემ თქუენ სიდაქულისა ჩემდა მომართ, რაჲთა გაქუნდეს მათა მიმართ, რომელნი-იგი პირსა წინაშე ხოლო იქადიან და არა Page of ms. L: 569R   გულითა.
Verse: 13   Link to pavleni Link to gnt   
დაღათუ განუდეგით, _ ღმერთსა, გინა თუ განგაბრძნობთ, _ თქუენ.
Verse: 14   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ სიყუარული იგი ქრისტესი მაწუევს ჩუენ გამორჩევად ამას, რამეთუ: ერთი იგი ყოველთათჳს მოკუდა, ხოლო აწ ყოველნი ნუ მოვწყდეთა?
Verse: 15   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ ყოველთათუის მოკუდა, რაჲთა ცხოელნი იგი არღარა თავით თუისით ცხოელ იყვნენ, არამედ მისთუის, რომელი მათთუის მოკუდა და აღდგა.
Verse: 16   Link to pavleni Link to gnt   
ამიერითგან ჩუენ არღარავინ ვიცით ჴორციელად; [დაღათუ ვიცოდეთ] ქრისტჱ [ჴორციელად, არამედ] აწ არღარა ეგრე ვიცით.
Verse: 17   Link to pavleni Link to gnt   
ამიერითგან რაჲ-იგი არს ქრისტეს მიერ, პირველი იგი წარჴდა, და აწ, ესერა, იქმნა ახალი.
Verse: 18   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო ყოველივე ღმრთისა მიერ, რომელმანცა დამიგნა ჩუენ თავისა თუისისა ერთად ქრისტეს მიერ და მომცა ჩუენ მსახურებაჲ იგი დაგებისაჲ; Page of ms. L: 627V  
Verse: 19   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ ღმერთი იყო ქრისტეს თანა და სოფელი დააგო თავსა თჳსსა და არა შეურაცხნა მათ ცოდვანი მათნი და დადვა სიტყუაჲ იგი დაგებისაჲ.
Verse: 20   Link to pavleni Link to gnt   
ქრისტესთჳს ვციქუთ, ვითარცა ღმერთი გულოცავს ჩუენ, გევედრებით ქრისტესთჳს: დაეგენით ღმერთსა.
Verse: 21   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ რომელმან-იგი არა იცოდა ცოდვაჲ, ჩუენთჳს ქმნა, რაჲთა ჩუენ ვიქმნეთ სიმართლჱ ღმრთისა მას შინა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae NT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.