TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae NT
Part No. 210
Previous part

Book: 2.Jo.  
მეორე კათოლიკე ეპისტოლე იოვანჱსი

Chapter: 1  
თავი 1


Verse: 1   Link to kba1 Link to kbb Link to kbg Link to kbd Link to gnt   Page of ms. P: 227V   მოხუცებული რჩეულსა დედოფალსა და შვილთა მისთა, რომელნი მიყუარან ჭეშმარიტებით, არა ხოლო მე, არამედ ყოველთა. რომელთა შეიყუარეს ჭეშმარიტებაჲ
Verse: 2   Link to kba1 Link to kbb Link to kbg Link to kbd Link to gnt   
ჭეშმარიტებითა მით, რომელი დამკჳდრებულ არს ჩუენ შორის და ჩუენ თანა იყო[ს] უკუნისამდე.
Verse: 3   Link to kba1 Link to kbb Link to kbg Link to kbd Link to gnt   
იყავნ ჩუენ თანა მადლი, მშჳდობაჲ, წყალობაჲ ღმრთისა მიერ მამისა და ქრისტე იესუს მიერ, ძისა მისისა, ჭეშმარიტებითა და სიყუარულითა.
Verse: 4   Link to kba1 Link to kbb Link to kbg Link to kbd Link to gnt   
განვიხარე ფრიად, რამეთუ ვპოვე შვილთაგან შენთა, რომელნი ვლენან ჭეშმარიტებით, ვითარცა-ეგე მცნებაჲ მოვიღეთ მამისაგან.
Verse: 5   Link to kba1 Link to kbb Link to kbg Link to kbd Link to gnt   
აწ გიკითხავ შენ, დედოფალო, არა ვითარ მცნებასა ახალსა მივსწერ შენდა, არამედ რომელი მაქუნდა დასაბამითგან, რაჲთა ვიყუარებოდით ურთიერთას.
Verse: 6   Link to kba1 Link to kbb Link to kbg Link to kbd Link to gnt   
და ესე არს სიყუარული, რაჲთა ვიდოდით მცნებათაებრ მისთა Page of ms. P: 228R   და ესე არს მცნებაჲ მისი, რაჲთა, ვითარცა-იგი გესმა დასაბამითგან, მას შინა ხჳდოდით {1}
Verse: 8   Link to kba1 Link to kbb Link to kbg Link to kbd Link to gnt   
Page of ms. P: 229R   ეკრძალენით თავთა თქუენთა, რაჲთა არა წარსწყმიდოთ, რაჲ-იგი ჰქმენით, არამედ სასყიდელი სავსებით მოიღოთ.
Verse: 9   Link to kba1 Link to kbb Link to kbg Link to kbd Link to gnt   
ყოველი წინამძღუარი, რომელი არა ეგოს მოძღურებასა ზედა ქრისტჱსსა, Page of ms. P: 229V   მის თანა ღმერთი არა არს, ხოლო რომელი ეგოს მოძღურებასა ზედა ქრისტჱსსა, მის თანა ძჱცა და მამაჲცა არს.
Verse: 10   Link to kba1 Link to kbb Link to kbg Link to kbd Link to gnt   
რომელი მოვიდოდის თქუენდა და ესე მოძღურებაჲ არა აქუნდეს, ნუ შეიწყნარებთ მას სახიდ და ნუცა მოიკითხავთ.
Verse: 11   Link to kba1 Link to kbb Link to kbg Link to kbd Link to gnt   
რომელმან მოიკითხოს იგი, ეზიაროს საქმეთა მისთა ბოროტთა.
Verse: 12   Link to kba1 Link to kbb Link to kbg Link to kbd Link to gnt   
მრავალი მეგულვა მიწერად თქუენდა, არამედ არა ვინებე ქარტითა და მელნითა, რამეთუ ვესავ მოსლვად თქუენდა პირისპირ სიტყუად, რაჲთა სიხარული იგი ჩუენი იყოს სავსებით.
Verse: 13   Link to kba1 Link to kbb Link to kbg Link to kbd Link to gnt   
გიკითხვენ შენ შვილნი დისა შენისა რჩეულისანი.



Next part



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae NT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.