TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae NT
Part No. 212
Previous part

Book: Jud.  
კათოლიკე ეპისტოლე იუდაჲსი

Chapter: 1  
თავი 1


Verse: 1   Link to kba1 Link to kbb Link to kbg Link to kbd Link to gnt   Page of ms. P: 233R   იუდა, იესუ ქრისტჱს მონაჲ ძმაჲ იაკობისი, თქუენ ღმრთისა მიერ დამარხულთა,
Verse: 2   Link to kba1 Link to kbb Link to kbg Link to kbd Link to gnt   
წყალობაჲ თქუენდა, მშჳდობაჲ და სიყუარული განმრავლდინ.
Verse: 3   Link to kba1 Link to kbb Link to kbg Link to kbd Link to gnt   
საყუარელნო, ყოველივე წრაფაჲ ვყავ მიწერად თქუენდა [ზოგადისა მისგან ცხორებისა ჩუენისა. ჯერ-მიჩნდა {1} მიწერად თქუენდა, გლოცავ, იღუწიდით მათ ზედა, რომელი ერთვე მიეცა წმიდათა სარწმუნოებაჲ. Page of ms. P: 233V  
Verse: 4   Link to kba1 Link to kbb Link to kbg Link to kbd Link to gnt   
რამეთუ შემო-ვინმე-ვიდეს, რომელნი მაშინვე პირველ წერილ იყვნეს ამას სასჯელსა, უღმრთონი, რომელნი მადლსა ღმრთისა ჩუენისასა გარდააქცევენ არაწმიდებად და მხოლოსა უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა უარ-ჰყოფენ.
Verse: 5   Link to kba1 Link to kbb Link to kbg Link to kbd Link to gnt   
მოჴსენებაჲ თქუენი მნებავს, დაღაცათუ იცით ყოველი, რამეთუ ღმერთმან ერთ-გზის ერი იგი იჴსნა ეგჳპტით, ხოლო მეორედ ურჩნი იგი წარწყმიდნა.
Verse: 6   Link to kba1 Link to kbb Link to kbg Link to kbd Link to gnt   
ანგელოზნი, რომელთა არა დაიმარხეს სასამთავროჲ იგი თჳსი, არამედ დაუტევეს სამკჳდრებელი თჳსი, სასჯელად დიდისა დღისა საკრველითა მით სამარადისოჲთა წყუდიადსა შინა დაჰმარხნა,
Verse: 7   Link to kba1 Link to kbb Link to kbg Link to kbd Link to gnt   
ვითარცა სოდომაჲ და გომორაჲ და გარემო ქალაქები იგი, ეგრევე სახედ მათსა ისიძვიდეს და მიდევნებულ იყვნეს შედგომად ჴორცსა უცხოსა, წინა სხენან სახედ ცეცხლისა საუკუნისა, სასჯელი მიუღებიეს.
Verse: 8   Link to kba1 Link to kbb Link to kbg Link to kbd Link to gnt   
ეგრევე სახედ ესენი საჩუენებელს იხილვენ, ჴორცთა შეიბილწებენ, უფლებასა შეურაცხ-ჰყოფენ და დიდებასა ჰგმობენ.
Verse: 9   Link to kba1 Link to kbb Link to kbg Link to kbd Link to gnt   
ოდეს-იგი მიქაელ მთავარ-ანგელოზი ეშმაკსა ესჯოდა და ეტყოდა მოსეს ჴორცთათჳს, ვერ იკადრა სასჯელი გმობისაჲ მოწევნად მის ზედა, არამედ ჰრქუა: შეგრისხენინ შენ უფალმან!
Verse: 10   Link to kba1 Link to kbb Link to kbg Link to kbd Link to gnt   
ხოლო ესენი, რომელ-იგი არა იციან, ჰგმობენ, და რომელიგი იციან ბუნებით, ვითარცა პირუტყუთა საცხოართა, {1} მას შინა განიხრწნებიან.
Verse: 11   Link to kba1 Link to kbb Link to kbg Link to kbd Link to gnt   
ვაჲ მათ, რამეთუ გზასა მას კაენისსა ვლენან და საცთურსა მას ბალაამის[სა] {2} სასყიდელსა აღერინეს და ცილობითა მით კორესითა წარწყმდეს.
Verse: 12   Link to kba1 Link to kbb Link to kbg Link to kbd Link to gnt   
ესენი არიან, რომელნი სიყუარულთა თქუენთა შებილწებულნი თანა-\შეგცხრებიან Page of ms. P: 234R   და უშიშრად თავთა თჳსთა მწყსიან. ღრუბელნი ურწყულნი, ქარისაგან მიმოტაცებულნი, ხენი ზამთრისანი უნაყოფონი, ორ-გზის მომწყუდარნი, ძირითურთ მოფხურილნი,
Verse: 13   Link to kba1 Link to kbb Link to kbg Link to kbd Link to gnt   
ღელვანი [ზღჳსანი] განძჳნებულნი, პერად აღმოაფქურევენ თავისა თჳსისა სირცხჳლსა, ვარსკულავნი ცთომილნი, რომელთათჳს წყუდიადი იგი ბნელისაჲ დამარხულ არს.
Verse: 14   Link to kba1 Link to kbb Link to kbg Link to kbd Link to gnt   
წინაწარმეტყუელა მათთჳს მეშჳდემან ადამისთაგან ენუქ და თქუა: აჰა ესერა მოვიდეს უფალი ბევრეულითა წმიდათა ანგელოზთა მისთაჲთა.
Verse: 15   Link to kba1 Link to kbb Link to kbg Link to kbd Link to gnt   
ყოფად სარჩელისა ყოველთათჳს და მხილებად ყოველთა უღმრთოთა ყოველთათჳს საქმეთა უღმრთოებისა მათისათა, რომელითა შესცოდეს, ყოველთა სიტყუათა ფიცხელთა. რომელითა ეტყოდეს მას ცოდვილნი უღმრთონი.
Verse: 16   Link to kba1 Link to kbb Link to kbg Link to kbd Link to gnt   
ესენი არიან მდრტჳნველნი, მაბრალებელნი, გულის-თქუმასა თავისა თჳსისასა მავალნი. და პირი მათი იტყჳს გარდარეულსა, და თუალთ-აღებენ წინაშე პირთა სარგებელისა მიზეზითა.
Verse: 17   Link to kba1 Link to kbb Link to kbg Link to kbd Link to gnt   
ხოლო თქუენ, საყუარელნო. მოიჴსენინით სიტყუანი იგი წინაჲსწარ {3} თქუმულნი მოციქულთა მიერ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსთაჲ;
Verse: 18   Link to kba1 Link to kbb Link to kbg Link to kbd Link to gnt   
რამეთუ გეტყოდეს თქუენ, ვითარმედ უკუანაჲსკნელთა ჟამთა მო-ვინმე-ვიდენ მეკიცხეველნი, მსგავსად გულის-თქუმისა თჳსისა მავალნი უღმრთოებასა.
Verse: 19   Link to kba1 Link to kbb Link to kbg Link to kbd Link to gnt   
ესენი არიან, რომელნი გამოიშორებენ თავთა თჳსთა, მშუმინვიერნი, რომელთა სულ არა აქუს.
Verse: 20   Link to kba1 Link to kbb Link to kbg Link to kbd Link to gnt   
ხოლო თქუენ, საყუარელნო, აღაშჱნებდით თავთა თჳსთა წმიდითა მაგით სარწმუნოებითა თ\ქუენითა Page of ms. P: 234V   და სულითა წმიდითა ილოცევდით,
Verse: 21   Link to kba1 Link to kbb Link to kbg Link to kbd Link to gnt   
თავთა თჳსთა სიყუარული ღმრთისაჲ დაიმარხეთ და მოელოდეთ წყალობასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსსა ცხორებად საუკუნოდ,
Verse: 22   Link to kba1 Link to kbb Link to kbg Link to kbd Link to gnt   
და რომელთამე სწყალობდით შეუორგულებელად.
Verse: 23   Link to kba1 Link to kbb Link to kbg Link to kbd Link to gnt   
და რომელთამე იჴსნიდით და ვითარცა ცეცხლისაგან გამოიტაცებდით, რომელნიმე გეწყალოდენ შიშით. გძულდინ ჴორცთაგან შეგინებული იგი სამოსელი.
Verse: 24   Link to kba1 Link to kbb Link to kbg Link to kbd Link to gnt   
ხოლო რომელი-იგი შემძლებელ არს დამარხვად თქუენდა შეუცოდებელად, დადგინებად წინაშე დიდებისა მისისა უბიწონი სიხარულით,
Verse: 25   Link to kba1 Link to kbb Link to kbg Link to kbd Link to gnt   
მხოლოსა ღმერთსა, მაცხოარსა {1} ჩუენსა, იესუ ქრისტჱს მიერ უფლისა ჩუენისა, დიდებაჲ და სიმდიდრჱ, სიმტკიცჱ და ჴელმწიფებაჲ, უწინარჱს ყოველთა საუკუნეთა, აწ და ყოველთა მიმართ ჟამთა უკუნითი უკუნისამდე, ამენ.



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae NT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.