TITUS
Nevm.dzlisp.
Part No. 7
Previous part

Canon: g-g  
Ode: ug.  
Ms. page: 120v  
Page of ed.: 603 
ძლისპირნი და ღმრთისმშობლისანი
უგალობდითსა ჴმაჲ გ̃ი


Hymn number: 572(1)  
Hymn type: h     უფსკრულთა ზღჳსათა დაანთქა ეტლებითურთ ფარაო შემმუსრველმან ბრძოლათამან ქრისტემან ღმერთმან, მას უგალობდეთ, რამეთუ დიდებულ არს.
Hymn type: t     
შენ ხარ სასოჲ და სიქადული ჩუენი, ღმრთისმშობელო ქალწულო, ვედრებად ნუ დასცხრები ჩუენთჳს, რაჲთა მიჴსნეს ჩუენ ცოდვათა ჩუენთაგან.

Hymn number: 572(2)  
Hymn type: h     
წამისყოფითა, ღმერთო, ბუნებანი მდინარენი ზღუდედ აღამაღლენ და მას შინა განიყვანე ერი ისრაელთაჲ ჴმელა[დ] და გიგალ[ო]ბდეს გალობასა ძლევისასა.
Hymn type: t     
დაჴსნდა წყევაჲ ევაჲსი, პირველისა მის დედისაჲ, რაჟამს უსძლომან შვა უაღრესი ბუნებათაჲ, ხოლო ერი მორწმუნეთაჲ, ვითარცა ღირს არს, Ms. page: 121r   Page of ed.: 605  გალობით ადიდებენ მას.

Hymn number: 574(3)  
Hymn type: h     
რაჲთა უგალობდე დიდებასა შენსა, ქრისტე, გამოუთქუმელითა ქებითა, აღაღე პირი ჩემი შესხმად მცნებათა შენთა და ბაგენი ჩემნი უთხრობდენ მოწყალებათა შენთა.
Hymn type: t     
კლდისაგან გამოუკუეთელისა მოხუედ, ქრისტე, რომელ არს დედაჲ ქალწული უქორწინებელი, სიტყუაჲ დაუსაბამოჲ დაუსაბამოჲსა მამისაჲ ცხორებად სულთა ჩუენთა.

Hymn number: 575(4)  
Hymn type: h     
ღმერთსა, რომელმან დაანთქა მეწამულსა ზღუასა მტერი ფარაო, ძლევისა გალობითა უგალობდეთ, რამეთუ დიდებულ არს.
Hymn type: t     
ქალწულისაგან შობილსა, რომელმან ყო მშობელი ქალწულადვე, უგალობდეთ, რამეთუ [დიდებულ არს].

Hymn number: 576(5)  
Hymn type: h     
წმიდაო ღმერთო, დამბადებელო და გამოუთქუმელო, ძლიერებითა მკლავისა შენისაჲთა იჴსნენ ისრაელნი ჭირისაგან, და გზა-ექმენ მათ სიღრმესა ზღჳსა მის მეწამულისა ოტებულთა ფარაოჲსაგან, გან-რაჲ-ვლინეს ჴმელად. Ms. page: 121v   Page of ed.: 607  გიგალ/ობდეს მხოლოსა ძლიერსა ღმერთსა და მჴსნელსა უფალსა.
Hymn type: ta     
უფალო ღმერთო, სიტყუაო ყოვლისა მპყრობელო, რომელი ჩუენთჳს იშევ ქალწულისაგან, აწ შეიწირე ოხაჲ მისი და მოგჳტევენ ყოველნი ცოდვანი ჩუენნი, რომელნი ღმრთისმშობელად ვხადით და ვითარცა უვაღრესსა ბუნებათა ჩუენთასა შემდგომად შენსა მას ვადიდებთ.
Hymn type: tb     
წინაშე ღმრთისა მდგომი გაბრიელ, მთავარი უჴორცოთაჲ, ბრძანებითა საუფლოჲთა მოავლინა შენდა, ყოლად უბიწო[ო], და ძლერად ჴმა-ყო მიზეზი ჴსნისა ჩუენისაჲ რაჟამს-იგი გეტყოდა შენ: შენ მიუდგე სულითა წმიდითა და შვე მჴსნელი, რომელმან იჴსნეს დაბადებულნი.

Hymn number: 577(6)  
Hymn type: h     
რომელმანცა უფსკრულთა სიღრმე ქუეყანაჲ კაცთა სავალად შეჰმზადა და დაფარა სიღრმესა ფარავო მჴედრებითურთ, უგალობთ მას, რამეთუ დიდებულ არს.
Hymn type: t     
ადგილი სიწმიდისაჲ და ტაძარი ღმრთისა დიდებისაჲ იხილვე, მთაჲ სიონი, ქალაქი მეუფისა მაღლისაჲ, ქრისტეს დედაო, ჩუენ, ყოველნი გნატრით შენ.

Ms. page: 122r  
Page of ed.: 609 
Hymn number: 578(7)  
Hymn type: h     
რომელი შეეწია ღმერთი მოსეს ეგჳპტეს შინა გამოყვანებად ისრაელისა, მას მხოლოსა უგალობთ, რამეთუ დიდებით დიდებულ არს.
Hymn type: t     
რომელმან თანაარსი მამისა და სულისა წმიდისაჲ გჳშევ ჩუენ, ქალწულო ღმრთისმშობელო, მას მხოლოსა უ[გალობთ, რამეთუ დიდებით დიდებულ არს].

Hymn number: 579(8)  
Hymn type: h     
უგალობდეთ უფალსა, რომელმანცა დაანთქა ძლერებაჲ ფარავოჲსი ზღუასა მას მეწამულსა ძლევისა გალობითა, რამეთუ დიდებულ არს.
Hymn type: t     
რომელმან უხრწნელად ჰშევ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და უცვლელად ეგე ქალწულადვე, დედაო იესუჲსო ითხოვე ჩუენთჳს, რაჲთა მოწყალე მექმნეს.

Hymn number: 580(9)  
Hymn type: h     
ღმერთსა, რომელმან ქმნა სასწაული მოსეს მიერ ზღუასა მას მეწამულსა, ძლევისა გალობითა უგალობდეთ, რამეთუ დიდებულ არს.
Hymn type: t     
--

Hymn number: 581(10)  
Hymn type: h     
რომელმან შემუსრნა ბრძოლანი მკლავითა თჳსითა და რჩეული იგი მჴედრებითურთ დაანთქა ზღუასა, უგალობდეთ მხოლოსა ღმერთსა ჩუენსა, რამეთუ დიდებულ არს.
Hymn type: t     
მეუფისა ღმრთისა მშობელო, ამპარტავანთა იგი ძალი დაამჴუ შენ და იჴსენ ბოროტისაგან, რომელი პატივ-გცემს ღმრთისმსახურებით, ქალაქი შენი, დედოფალო.

Ms. page: 122v  
Page of ed.: 611 
Hymn number: 582(11)  
Hymn type: h     
მდევართა მათგან ფარაოჲსთა ოტებული ერი ღმრთისაჲ, რაჟამს ეწყო განსლვად ზღუასა მას მეწამულსა, განიპნეს სიღრმენი მისნი, ხოლო ისრაელი ღაღადებდა ძლიერად: ესე არს ღმერთი შემოქმედი სასწაულთაჲ, რომელმან მიჴსნა ჩუენ ჭირთაგან და შრომათა ეგჳპტისათა.
Hymn type: t     
--



Ode: moix.  
მოიხილესა


Hymn number: 583(1)  
Hymn type: h     
მოიხილე, ცაო, და ვიტყოდით და ვადიდებდეთ ქრისტესა, მაცხოვარსა სოფლისასა, დამბადებელსა ყოველთასა.
Hymn type: t     
შენ, უბიწოვო ქალწულო, თანამოგზაურ ექმენ სულთა ჩუენთა და უცთომელად მიმიძეღუ წინაშე ძისა შენისა.

Hymn number: 584(2)  
Hymn type: h     
მოიხილე, უფალო, მაღლით წმიდით ჩუენ ზედა და მომეც ჩუენ ჯუარი შენი საძლეველად მარადის მბრძოლთა ჩუენთა, მტერთა მათ უხილავთა, რაჲთა დავსცეთ ძალი მათი, ვითარ-იგი მოსე -- ამალეკისაჲ.
Hymn type: t     
დედათა დიდებაო, ქალწულო სიქადულო, ადამის ნათესავთა სამკ[აუ]ლო, ორისა მის ბუნებისა განუყოფლად მშობელო შენ ხარ სასოჲ ჩუენ ყოველთაჲ, მარიამ დედოფალო, მეოხ გუეყავ ჩუენ.

Ms. page: 123r  
Page of ed.: 613 
Hymn number: 585(3)  
Hymn type: h     
განჰკრთა გულითა მოსე ოდეს იხილა უცხოჲ ხილვაჲ: მაყულოვანსა მას შინა ცეცხლი იგი მგზნებარე, რამეთუ ალი ამა[ღ]ლდებოდა, ხოლო მ[ა]ყუალსა მას არა ევნებოდა მისგან, სახედ აჩუენა უფალმან და მოგასწავა, ვითარმედ არა შეწუას შობასა საღმრთომან ცეცხლმან საშოჲ ქალწულისაჲ.
Hymn type: t     
ზეცისა დასნი, გუნდნი უჴ[ო]რცოთა ანგელოზთანი გარე-შეუწერელსა სამებასა ღმერთსა, განუყოფელსა ერთარსებასა დაუცხრომელითა ჴმითა გალობით აქებენ: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს, მამაჲ დაუსაბამოჲ ძით და სულით წმიდითურთ, სამებაჲ ერთარსებით მიუწდომელი.

Hymn number: 586(4)  
Hymn type: h     
სასწაულთა მოქმედებითა მოსე წინაჲსწარმეტყუელმან შეაძრწუნა ღმრთის-მბრძოლნი იგი მეგჳპტელნი, რამეთუ მოიღო მან მაღლით ძალი უძლეველისაგან ღმრთისა უხილავისა, რომლისა ხილვითა განბრწყინდა პირი მისი უბრწყინვალეს ნათელსა მზისასა, რომლისაგან დაიფარვოდეს ძენი ისრაელისანი.
Ms. page: 123v  
Page of ed.: 615 
Hymn type: t     
ცეცხლი ღმრთეებისაჲ იტჳრთე მიუწდომელად, უბიწოვო, საშოსა შენსა და არა შეიწუ მისგან, ვითარცა სინას მაყუალი, რომელი იხ[ი]ლა მოსე სახედ შენდა, ღმრთისმშობელო, რამეთუ გფ[ა]რვიდა ძალი იგი მაღლისაჲ და გაგრილობდა ცუარი ცხორებისაჲ, რომელი ზეცით გარდამოჴდა საწუმისსა მას გედეონისსა.

Hymn number: 587(5)  
Hymn type: h     
რომელმან დასცნა პირმშონი ეგჳპტისანი მოსეს მიერ სასწაულთა საქმითა და ძელეულ ყო ძალი წინააღმდგომთაჲ უძლეველმან ღმერთმან რაჟამს-იგი ეჩუენა მას სახესა მას შინა იგავით გამოსახულსა ქალწულებისასა, რომლისაგან დანჴორციელდა მხოლოდ-შობილი სიტყუაჲ ღმრთისაჲ და შეუწუველად დაიცვა მშობელი თჳსი, მას მხოლოსა უღაღადებდეთ და მივსცეთ დიდებაჲ სახელსა მისსა წმიდასა.
Hymn type: t     
რომელმან დაჰჴსნა პირველ მწუხარებანი და შეცვალა წყევაჲ კურთხევად საუკუნოდ, უბიწოსა ქალწულსა ღმრთისმშობელსა Ms. page: 124r   Page of ed.: 617  ცათა უვრცელესსა მიზეზსა ცხორებისასა, ეტლსა და საყდარსა სიწმიდისასა დედასა მეუფისასა, რომლისაგან განჴორციელდა მხოლოდ-შობილი სიტყუაჲ ღმრთისაჲ და არსებითა დაადგრა უცვალებელად, მას, მხოლოსა მეოხს-ვიყოფდეთ და მისგან შობილსა ქრისტესა თაყუანის-ვსცემდეთ.

Hymn number: 588(6)  
Hymn type: h     
კლდე განაპო ქრისტემან და განაძღო ერი იგი წყურიელი და მანანაჲ უწჳმა, რაჲთამცა გულისჴმა-ყვეს ძლერებაჲ მისი.
Hymn type: t     
მეოხ გუეყავ, ქალწულო, რომელმან ჰშევ ქრისტე, მიჴსენ ცოდვათაგან ჩუენთა აურაცხელთა, რომელნიცა მსძლავრობენ ცოდვილსა სულსა ჩემსა.



Ode: gandzl.  
განძლიერდასა


Hymn number: 589(1)  
Hymn type: h     
შენ, ქრისტე, ღმრთისა ძალო, მიჴსენ მე ჴელთაგან მტერთაჲსა, რომელნი მესრიან მე ისრითა ვნებათაჲთა, რამეთუ ფრიად მოუძლურებულ ვიქმენ, არამედ განმაძლიერე უცვალებელად, რაჲთა გაქებდე მოწყ[ა]ლეო.
Hymn type: t     
აღგიარებთ ყოველნი მორწმუნენი სარწმუნოებით, ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ უფროჲს ბუნებათა იტჳრთე დამბადებელი შენი ღმერთი და მეოხად მიგავლენ[თ] შენ ძისა შენისა, შეწევნად ნუ დაიდუმებ.

Ms. page: 124v  
Page of ed.: 619 
Hymn number: 590(2)  
Hymn type: h     
ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყჳთ დაამყარენ ცანი მაღალნი ყოვლით ძალით მათით და სულითა მით საღმრთოჲთა დამამტკიცენ ჩუენ ერთობით კკლდესა ზედა სარწმუნოებისასა.
Hymn type: t     
მჴსნელო ჩუენო, ვედრებითა მშობელისა შენისაჲთა მშჳდობაჲ სოფელსა მოჰმადლე და ძლევაჲ მტერთაჲ ჯუარითა მოეცი მეფესა ღმრთის-მოყუარესა მტერთა მიმართ ურწმუნოთა და შენდობასა ღირს-ყვენ მორწმუნენი.

Hymn number: 591(3)  
Hymn type: h     
შემიბრკუმა საბრჴითა გულისა ჩემისაჲთა მტერისა მიერ ბოროტისა, დამამტკიცე კლდესა ზედა მცნებათა შენთასა, ძლერო ღმერთო.
Hymn type: t     
მშობელო უბიწოდ დამბადებლისაო და დედაო ძისა ღმრთისაო, დაუცხრომელად გიგალობთ და ვიტყჳთ: გიხაროდენ, სახარულევანო.

Hymn number: 592(4)  
Hymn type: h     
განძლიერდა დღეს სარწმუნოებითა ეკლესიაჲ ქრისტეს მიერ და გალობითა ესრეთ ღაღადებს: წმიდა ხარ უფალო, სულთა ჩუენთა მაცხოარო.
Ms. page: 125r  
Page of ed.: 621 
Hymn type: t     
ქალწული წმიდაჲ შემდგომად შობისა ქალწულ არს, რომელმან გჳშვა ღმერთი ჴორცითა გამოუთქუმელად, ყოველნი მორწმუნენი უგალობდეთ უბიწოსა.



Ode: mort.  
მორთულნი


Hymn number: 593(5)  
Hymn type: h     
შურის-მგებელი მძლავრი მტერი ბელიარ დასითურთ თჳსით მოაუძლურა ქრისტემან ხოლო უძლურსა ბუნებასა, ძლეეულსა და ვნებულსა, შთააცუა ძალი, აღამაღლა დავრდომილი და დასუა ძლიერთა თანა ერისა მისისათა ძლიერმან ღმერთმან.
Hymn type: t     
ევაჲსმიერი გლოვაჲ და მწუხარებაჲ, რომელ მოეგო ყოველთა ნაშობთა მისთა, აწ შენ მიერ, სძალო ღმრთისაო, გარდაცვალა სიხარულად საუკუნოდ, შენგან შობილმან ქორისტემან აჴოცა წყევაჲ და კუალად დაწერა იგივე კურთხევაჲ.

Hymn number: 594(6)  
Hymn type: h     
რომელმან ცანი სიტყჳთა დაამყარენ და ქუეყანაჲ წყალთა ზედა დაჰ/კიდე, Ms. page: 125v   Page of ed.: 623  დაგუამტკიცენ ჩუენცა კლდესა ზედა სარწმუნოვებისასა.
Hymn type: t     
რომელმან სიტყუაჲ ღმრთისაჲ შეიწყნარე და გჳშევ ღმერთი ჴორციელ-ქმნული, მარიამ უბიწოო, ევედრე მას რაჲთა მოსცეს ს[ო]ფელსა მშჳდობაჲ.

Hymn number: 595(7)  
Hymn type: h     
განმტკიცნა გული ჩემი უფლისა მიმართ და ამაღლდა რქაჲ ჩემი ღმრთისა მიერ მაცხოვრისა ჩემისა.
Hymn type: t     
ღმრთისა მაღლისა მთაო, უბიწოო მარიამ, ნუ შეურაცხ-ჰყოფ მვედრებელთა შენთა, არამედ ევედრე ძესა შენსა, რაჲთა დაგუამტკიცნეს ჩუენ სარწმუნოებით უქცეველად.

Hymn number: 596(8)  
Hymn type: h     
რომელმან ცანი სიტყჳთ გარდაართხენ და ქუეყანისა საფუძველნი დაამყარენ წყალთა ზედა მრავალთა, დაამტკიცენ ცნობაჲ ჩემი ნებასა შენსა კაცთ-მოყუარე.
Hymn type: t     
თჳნიერ მამაკაცისა იქმენ დედად და გჳშევ ჩუენ ღმერთი და ეგე ქალწულად / წმიდად, Ms. page: 126r   Page of ed.: 625  რამეთუ ჭეშმარიტად შეიცვალნეს ბუნებანი, ამისთჳს ყოველნი გადიდებთ.

Hymn number: 597(9)  
Hymn type: h     
იხარებდ ბერწი ეგე, რომელი არასადა შობად, ხოლო აწ ესერა განმხიარულდი, რამეთუ ქრისტემან დაგიწინდა თავისა თჳსისა ერად და განამრავლნა შვილნი შენნი სიხარულით მღაღადებელნი სახელსა ძლიერებისა მისისასა.
Hymn type: t     
იხარებდ, ესაია ღმრთის-მეტყუელო, აღესრულა პირველ იგავით ქადაგებული შენი, ესერა ქალწული მიუდგა და გჳშვა ჩუენ ევმანოელ -- ღმერთი ძლიერი და ჴელმწიფე და მშობელი ჰგიეს ქალწულად, ვითარცა პირველ შობასა ყოლად უბიწოჲ.

Hymn number: 598(10)  
Hymn type: h     
კლდესა ზედა რაჲ აღეშენა დიდებული ეკლესიაჲ და განწმინდნა სისხლითა გუერდისა შენისაჲთა, და მას შინა წარმართნი შეკრიბენ მგალობლად შენდამი, კაცთ-მოყუარე.
Hymn type: t     
კაცთა ჴსნისათჳს განკაცნა ღმერთი შენგან, უსძლოვო სძალო, რაჲთა ღმერთ ყოს ბუნებაჲ ჩუენი ურჩებით დაცემული და მამასა წარუდგინოს ცხოველი, მას ევედრე ჴსნად სულთა ჩუენთათჳს.



Ode: upm.  
Ms. page: 126v  
Page of ed.: 627 
მესმასა


Hymn number: 599(1)  
Hymn type: h     
რაჟამს ესმა მოსლვაჲ შენი წინაჲსწარმეტყუელსა, ქრისტე, განკჳრვებით ღაღატ-ყო: მესმა მე სმენაჲ შენი, უფალო, რამეთუ მოხუედ ქუეყანად, რაჲთა აცხოვნე დღეს ცხებულნი შენნი.
Hymn type: t     
ცათა უვრცელეს ხარი შენ, ქერაბინთა უმაღლესო, მშობელო სიტყჳსაო, უბიწო[ო], ქალწულო მარიამ, სიქადულო ჩუენ ყოველთა ქრისტიანეთაო, მეოხ გუეყავ ჩუენ.

Hymn number: 600(2)  
Hymn type: h     
ქრისტე ღმერთო, რომელმან არა დაუტევენ წიაღნი მამულნი ზეცას და გარდამოჰჴედ ქუეყანად, სმენაჲ შენი მესმა მე და ქებით ვადიდებთ ძალსა შენსა.
Hymn type: t     
ჭეშმარიტო ღმრთისა დედაო, ევედრე ძესა შენსა დამბადებელსა, რაჲთა მიმ[ი]ძღუეს ნავთსადგურად მყუდროდ და განმარინნეს დანთქმისაგან ცოდვათა ჩუენთაჲსა.

Hymn number: 601(3)  
Hymn type: h     
მოსლვაჲ შენი საშინელი ჴსნისა ჩუენისათჳს, ღმერთო, იხილა რაჲ დღეს ამბაკუმ ღმრთის-მხილველმან, ღაღად-ყო: ღმერთი სამხრით მოვიდეს, რაჲთა იჴსნეს წარწყმედისაგან ცხებულნი თჳსნი, ვითარცა ღმერთ არს.
Ms. page: 127r  
Page of ed.: 629 
Hymn type: t     
შენ, უბიწო[ო] ქალწულო, ჩუენ ყოველთა სიქადულო, მართლმადიდებელთა შესავედრებელო, ღელვა-გუემულთა ნავთსაყუდელო, რომელმან ჰშევ დამბადებელი, ევედრე მას, რაჲთა მაცხოვნნეს.

Hymn number: 602(4)  
Hymn type: h     
სმენაჲ მესმა ღმრთისა გამოჩინებისაჲ ქუეყანასა მაცხოვრად ჩუენ მორწმუნეთა მისთა და უღაღადებთ: დიდებაჲ ძალსა შენსა.
Hymn type: t     
უბიწოო დედაო ქრისტეს ღმრთისაო, რომელმან ჰშევ ნათელი ბრწყინვალე, დიდებული გამოუთქუმელად, ჩუენთჳსცა მეოხ გუეყავ

Hymn number: 603(5)  
Hymn type: h     
გამოხუედ, ქრისტე, წიაღთაგან საღმრთოთა და სცხე წარმართთა ნათლის-ღებაჲ ერად შენდა, ხოლო შეჰმუსრენ თავნი იგი ძლიერთანი და და[ა]პენ ღაწუნი მათნი, აღძრენ წყალნი მრავალნი ნათესავთა მათ უცხოთა ენანი მაქებელად ძა[ლ]სა შენსა.
Hymn type: t     
სულმან წმიდამან აღაშენა საყდარი ღმრთისა სიტყჳსაჲ სულიერი ქუეყანასა, ცათა მაღალთა უმაღლესი, ქერაბინთა საყდართა უზეშთაესი, ვითარცა მზისა ნათელი. Ms. page: 127v   Page of ed.: 631  მაოტებელი ბნელისაჲ მშობელი კეთილთა მომატყუებელისაჲ.

Hymn number: 604(6)  
Hymn type: h     
დაფარნა ცანი სიბრძნით გამოჩინებამან შენმან, უფალო, და შუენიერებამან შენმან აღავსო სოფელი, კაცთ-მოყუარე.
Hymn type: t     
დამრთველი ცათაჲ იტჳრთე, უბიწოო, და გჳშევ ჩუენ დღეს ევმანოელ -- მთავარი ზეცისა მთავრობათაჲ, მისა მეოხ გუეყავ ჩუენ.

Hymn number: 605(7)  
Hymn type: h     
ჴორციელად მოსლვაჲ შენი, ქრისტე ღმერთო, იხილა წინაჲსწარმეტყუელმან ამბაკუმ და ღაღატ-ყო: დიდებაჲ ძალსა შენსა, უფალო.
Hymn type: t     
შენ ხარ შემწე ჩუენი, ღმრთისა დედაო, რომელნი დანთქმულ ვართ სოფლისა ზღუასა, წინამძღუარ გუექმენ მონათა შენთა.

Hymn number: 606(8)  
Hymn type: h     
დაფარნა ცანი, ქრისტე ღმერთო, შუენიერებამან შენმან და განგებულებამან გამოუთქუმელისა სიბრძნისა შენისამან, კაცთ-მოყუარე.
Hymn type: t     
დედაო უქორწინებელო, ღმრთისმშობელო, იხარებდი ძისა შენისა და ღმრთისა აღდგომასა მკუდრეთით, და მეოხ გუეყავ მგალობელთა შენთა.

Hymn number: 607(9)  
Hymn type: h     
დაფარნა ცანი შეუნიერებამან შენმან, უფალო, Ms. page: 128r   Page of ed.: 633  და ქებითა შენითა შემკობილ არს ეკლესიაჲ და შვილთა თანა გიღაღადებს: დიდებაჲ ძალსა შენსა, უფალო.
Hymn type: t     
დაუტევნელი ცათა და ქუეყანისა, სიტყუაჲ უჟამოჲ, საშოსა იტჳრთე და გჳშევ ჟამიერად ყოლად უსძლო[ო] ღმრთისმშობელო, მას ევედრე ხსნად შემსხმელთა შენთა.

Hymn number: 608(10)  
Hymn type: h     
იხილა პირველ წინაჲსწარმეტყუელმან საიდუმლოჲ განგებულებით. მოსლვისა შენისაჲ, ღაღატ-ყო ღმერთი განკაცებული მოსლვად კაცთა ცხორებისათჳს და ვადიდებთ ძალსა მისსა.
Hymn type: t     
იხილა პირველ წინაჲსწარმეტყუელმან საიდუმლოჲ უცხოჲ მუცლად-ღებისა შენისაჲ, ღმრთისმშობელო ქალწულო, და ღაღადებდა: ღმერთი სამხრით მოვიდეს ცხორებად ცხებულთა თჳსთა.



Ode: gham.  
ღამითგანსა


Hymn number: 609(1)  
Hymn type: h     
სული მაცხოვარებისაჲ, უფალო, რომელი-იგი მიუდგა გულსა შინა პირველთა წინაჲსწარმეტყუელთასა და იშვა ქუეყანასა, მან მაუწყა ჩუენ მოსლვაჲ შენი ქუეყანად მორწმუნეთა ცხორებად და აწ განათლებულნი გალობით გადიდებთ.
Ms. page: 128v  
Page of ed.: 635 
Hymn type: t     
ცანი და ქუეყანაჲ განათლდეს შენ მიერ, უქორწინებელო დედაო იესუჲსო, რამეთუ გამოგჳბრწყინვე ჩუენ ნათელი დაუშრეტელი -- ღმრთი ყოველთაჲ, რომელმან ბნელსა შინა შეყენებულნი მიჴსნა და ზეცისა სუფევასა მკჳდრად მიჩინნა.

Hymn number: 610(2)  
Hymn type: h     
უფალო ღმერთო ჩუენო, ღამითგან აღვიმსთობთ და გევედრებით: მოგუმადლე მოტევებაჲ ყოველთა ცოდვათა ჩუენთაჲ და ნათელსა ნებისა შენისასა წარჰმათე სლ[ვ]აჲ ჩუენი -- გევედრებით.
Hymn type: t     
იესეს ძირისაგან აღმოსცენდი მორჩი სიტკბოებისაჲ და გამოიღე ყუავილად ყოველთავე სურნელ-მყოფე[ლ]ი შემოქმედი დაბადებულთაჲ და მჴსნელი ყოველთა მორწმუნეთაჲ.

Hymn number: 611(3)  
Hymn type: h     
ღამე ბნელი ურწმუნოთაჲ, ქრისტე, მორწმუნეთა ნათელს-ჰყოფს სიტყუათა შენთა მაღლითა, ამისთჳს ჩუენცა შენდა აღვიმსთოთ და ღმრთეებასა შენსა ვადიდებთ.
Hymn type: t     
ჰშევ, დედაო უბიწო[ო], ღმერთი ჴორციელად, უთესლოდ ჯერისაებრ ღმრთეებისა, ამისათჳს ჩუენცა, ვითარცა ღირს ხარ, Ms. page: 129r   Page of ed.: 637  დაუცხრ/ომელად ყოველნი გნატრით.

Hymn number: 612(4)  
Hymn type: h     
შენ, რომელმან განანათლე სიბნელე იგი პირველი ნათლითა შენითა და შეკრიბენ განბნეულნი, ჩუენცა განგუანათლენ, ქრისტე.
Hymn type: t     
დიდებულსა, უბიწოსა ქალწულსა, მუცლად-მღებელსა უზეშთაესსა მას ყოველთასა და მშობელსა ქრისტესსა, ყოველნი ვჰნატრით.

Hymn number: 613(5)  
Hymn type: h     
შენდა აღვიმსთობთ და გიღაღადებთ: მოწყალეო უფალო, განანათლე[ნ] სულ[ნ]ი ჩუენნი დაბნელებულ[ნ]ი ნათლითა მცნებათა მათ შენთაჲთა, ღმერთო, და გუაცხოვნენ ჩუენ.
Hymn type: t     
მუცლად-იღე შენ სიტყუაჲ ღმრთისაჲ, ჭეშმარიტად ქალწულო და გჳშევ ჩუენ ჴორცითა გამოუთქუმელი ღმერთი, მას ევედრე, წმიდაო, ცხორებისათჳს სულთა ჩუენთაჲსა.

Hymn number: 614(6)  
Hymn type: h     
მიდგომილებაჲ საღმრთოჲ უბიწოებით ქალწულისაჲ პირველ გიქადა[გა] ღმრთისმეტყუელმან ესაია, ხოლო მართალმან სჳმეონ ახარა ჯოჯოხეთისათა: გიხაროდენ დაშჯილთა წყუდიადსა შინა, მოვიდა განმანათლებე/ლი Ms. page: 129v   Page of ed.: 639  ნათელი თჳთ აღმადგინებელი დაცემულთა და დაბნელებულთა.
Hymn type: t     
არა ხედვენ ნათელსა, რომელთანი დაუბრმნა მტერმან შინაგან გონებისა თუალნი ურწმუნოთანი, ეფეშუებიან ბნელსა, ხოლო გულსა მ[ო]რწმუნეთასა ჰნათობს ნათელი იგი მზისა მის სიმართლისაჲ, რომელმან ჴორცნი შეიმოსნა წარწყმედულთათჳს ადამეანთა და სასოდ მოსცა მშობელი თჳსი.

Hymn number: 615(7)  
Hymn type: h     
ნათლისა მომცემელი ყოველთა ნათელთაჲ შენ ხარ, ქრისტე, შენ გიგალობთ ღამითგან აღმსთობილთა მშჳდობაჲ შენ მომეც მონათა შენთა, კაცთ-მოყუარე.
Hymn type: t     
სასოჲ და სიქადული მორწმუნეთაჲ შენ ხარ, ღმრთისმშობელო, შენ გიგალობთ, ღელვათა[გან] ცოდვისათა დამიფარენ მვედრ[ე]ბელნი შენნი, სძალო უსძლო[ო].

Hymn number: 616(8)  
Hymn type: h     
რომელნი აღვიმსთობთ, სიტყუაო, დიდებად შენდა და ქებად თაყუანის-ვსცემთ დაუცხრომელად ძალსა ჯუარისა / შენისასა, Ms. page: 130r   Page of ed.: 641  რომელი მომეც ჩუენ საჭურველად და შემწედ.
Hymn type: t     
რომელნი აღგიარებთ შენ სამკჳდრებელად ღმრთისა, წმიდა ყვენ სულნი ჩუენნი, ღმრთისმშობელო, და მყვენ ჩუენ ტაძარ სულისა წმიდისა, რაჲთა ღირსად გაქებდეთ.

Hymn number: 617(9)  
Hymn type: h     
განაქარვე ღამე იგი ვნებათაჲ და გამოგჳბრწყინვე ჩუენ ნათელი საცნაური, რომელმან პირველი იგი ბნელი საცთურისაჲ განსდევნე და პირველ დაბადებული ნათელი მოეც სოფელსა, განათლებულნი თაყუანის-გცემთ შენ.
Hymn type: t     
დედათა შორის არავინ გამოჩნდა თჳნიერ შენსა ქალწული შობასა, ქალწულადვე დადგრომილი და დედაჲ არავინ აწოებდა ჩჩჳლსა თჳნიერ მამაკაცისა, ხოლო შენ, უსძლო[ო], შესცვალენ წესნი ბუნებათანი.



Ode: ghagh.  
ღაღატყავსა


Hymn number: 618(1)  
Hymn type: h     
დანთქუმული ღელვათა სოფლისა ამის განსაცდელთა, ნავითა ცოდვისაჲთა შთავრდომილი მიგდებული მჴეცსა სულთა მომსრველსა, გიღაღადებ: ვითარცა იონა დანთქმისაგან და სიკუდილისა მიჴსენ, ქრისტე.
Ms. page: 130v  
Page of ed.: 643 
Hymn type: t     
წინაჲსწარ მოასწავა საიდუმლოჲ შენი, ქალწულო, პირველ კიდობანმან -- შემწყნარებელმან საღმრთოთა წერილთამან, ტაკუკმან ოქროჲსამან, სამკჳდრებელმან მანანაჲსამან და კუერთხმან.

Hymn number: 619(2)  
Hymn type: h     
ღაღატ-[ვ]ყავ ჭირსა ჩემსა შენდა მომართ, ღმერთო, განხრწნისაგან მიჴსენ მე, კაცთ-მოყუარე, ვითარცა ხარ მრავალ-მოწყალე.
Hymn type: t     
დედოფალსა წმიდასა, სასოსა მარადის, რომელსა მოსწრაფებით ადიდებენ, ჩუენ, ყოველნი, თაყუანის-ვსცემდეთ.

Hymn number: 620(3)  
Hymn type: h     
იონაჲსებრ ვეშაპისა მისგან მიჴსენ მე, გევედრები, სახიერო უფალო, რომელსა შთანთქმაჲ ჰნებავს ჩემი უწყალოებითა, განმარინე მე.
Hymn type: t     
ცუარი იგი სულისა წმიდისაჲ, ღრუბელო სულმცირეო, გეტჳრთა წიაღითა, რაჟამს შეხუედ ეგჳპტეს, მოისრნეს ჴელით-ქმნულნი ეგჳპტესანი.

Hymn number: 621(4)  
Hymn type: h     
ზღუაჲ სოფლისაჲ აღძრულ არს ჩემ ზედა და დამთქამს, არამედ შენ, ქრისტე, მაცხოვარო, მოიჴსენე წყალობაჲ შენი და, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი იონა, ღელვათაგან ცოდვათაჲსა მიჴსენ მე.
Ms. page: 131r  
Page of ed.: 645 
Hymn type: t     
ნავთსაყუდელად ჴსნისა გიცნობთ შენ მორწმუნენი, ქალწულო მარიამ, რომელმან ჰშევ მაცხოვარი ჩუენ ყოველთაჲ გამოუთქუმელად, მისა მიმართ მეოხ გუეყავ, რაჲთა მიჴსნეს განსაცდელთაგან.

Hymn number: 622(5)  
Hymn type: h     
ვითარცა-იგი იონა წინაჲსწარმეტყუელი იჴსენ სიღრმეთაგან, ეგრეცა მე სიღრმეთაგან ცოდვათაჲსა აღმომიყვანე, ვითარცა ხარ მრავალ-მოწყალე.
Hymn type: t     
შანთი გამოუკუეთელი შეერთო კაცებასა და იქმენ შენ, უბიწო[ო], სამკჳდრებელ ბუნებათა შეურევნელთა, ამისთჳს ყოველნი გადიდებთ.



Ode: mort.  
მორთულნი


Hymn number: 623(6)  
Hymn type: h     
წინა-აჩუენა სახე სახიერმან ჴსნისა ჩუენისაჲ, მჴეცისა მუცელსა შთასლვითა იონაჲსითა მოასწავა შთასლვაჲ თჳსი მუცელსა ჯოჯოხეთისასა და შევიდა ორითა ბუნებითა, შეწუა ღმრთეებისა ცეცხლითა და იჴსნა მისგან იონაჲ[ს] სახედ დანთქმული ადამ ნათესავითურთ.
Hymn type: t     
ერნი იგი ძლიერნი, უხილავნი, უსხ/ეულონი, Ms. page: 131v   Page of ed.: 647  მარადის მსახურნი სამებისა წმიდისანი, დღეს განმხიარულებულნი კაცთა ღმრთისა დაგებისათჳს, გადიდებენ, მშობელო მაცხოვრისაო, რამეთუ შენ მიერ განქარდა და დაჰჴსნ[დ]ა პირველთაგანი იგი შორის მათსა და ჩუენსა მტერობაჲ.

Hymn number: 624(7)  
Hymn type: h     
იონა მუცლით გამო ჯოჯოხეთისაჲთ ღაღადებდა: უფალო, აღმოიყვანე განხრწნისაგან ცხორებაჲ ჩემი, და შენდამი ვღაღადებთ: ყოლად ძლიერო ღმერთო, დიდებაჲ შენდა.
Hymn type: t     
თანასწორი მამისაჲ და თანაარსი სულისაჲ წმიდისაჲ მუცლად-იღე და გჳშევ ჩუენ, უბიწო[ო], მას ევედრე, სანატრელო, ცხორებად სულთა ჩუენთათჳს.

Hymn number: 625(8)  
Hymn type: h     
უფსკრულთა ცოდვისათა შთავრდომილ [ვარ], სახიერო, და ვითარცა იონა ვეშაპით გამო, გიღაღადებ შენ: აღმოიყვანე განხრწნისაგან ცხორებაჲ ჩემი და მაცხოვნე მე.
Hymn type: t     
ძესა მამისა თანასწორსა, Ms. page: 132r   Page of ed.: 649  დაუსა/ბამოსა, რომელი მაღალთა შინა უდედოდ სიტყუაჲ არს, უჟამოდ დედისაგან, ქუეყანასა ზედა ჴორცით, ღმერთსა და კაცსა თაყუანის-ვსცემთ ჩუენ.



Ode: kurtx.  
კურთხეულარსა


Hymn number: 626(1)  
Hymn type: h     
საჴუმილსა შინა ქალდეველთასა აბრამეანნი ყრმანი წმიდანი გალობასა ანგელოზთა თანა იტყოდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.
Hymn type: t     
სამებასა წმიდასა უგალობთ, განუყოფელსა მას ღმრთეებითა, მორწმუნენი სიხარულით და ვიტყჳთ: [მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ].

Hymn number: 627(2)  
Hymn type: h     
საჴუმილსა რაჲ ცეცხლისასა შეითხინეს სამნი იგი ყრმანი, ცეცხლი ცუარად გარდააქციეს და ძლევად შემოსილთა ესრეთ ღაღატ-ყვეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, საუკუნითგან უკუნისამდე.
Hymn type: t     
ბუნებით განუყოფელსა აღვიარებთ სარწმუნოებით მამასა დაუსაბამოსა, ძესა მიუწდომელსა სულით წმიდითურთ. დაუცხრომელად ვიტყჳთ: მამათა ღმრთო, კურთხეულ ხარ შენ.

Hymn number: 628(3)  
Hymn type: h     
ყრმათა ბაბილონს საჴუმილსა მას შინა ცუარი ეტჳრთა ზეგარდმო, Ms. page: 132v   Page of ed.: 651  ღმრთისა მიერ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ, უფალო, მამათა ჩუენთა ღმერთო, უკუნისამდე.
Hymn type: t     
გიხაროდენ შენ, ასულო ადამისო, გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო, გიხაროდენ, მშობელო მაცხოვრისაო, რომელმან დაიტიე შემოქმედი შენი, მეოხ გუეყავ მარადის.

Hymn number: 629(4)  
Hymn type: h     
აბრაამიანნი პირველად, რაჟამს იყვნეს ბაბილონს, შეურაცხ-ყვეს ბრძანებაჲ მძლავრისაჲ მის სარწმუნოვებით და ღაღატ-ყვეს: კურთხელ ხარ შენ, მჴსნელო და ღმერთო მამათა ჩუენთაო.
Hymn type: t     
თაყუანის-ვსცემთ მორწმუნენი ანგელოზთა თანავე კეთილად მსახურებითა ნათლესა სამებისასა და ვღაღადებთ: კურთხეულ ხარ შენ, მჴ[სნელო და ღმერთო მამათა ჩუენთაო.]

Hymn number: 630(5)  
Hymn type: h     
ქერაბინთა ზედა მჯდომარეო მაცხოვარო, რომელმან ყრმანი იჴსნენ საჴუმილისაგან, კურთხეულ ხარ შენ უკუნისამდე, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.
Hymn type: t     
ვადიდებდეთ მამასა და უგალობდეთ ძესა და სულსა წმიდასა თაყუანის-ვსცემდეთ და ვღაღადებდეთ: კურთხელ ხარ შენ უკუნისამდე, უფალო ღმერთო, მამ[ათა ჩუენთაო].

Hymn number: 631(6)  
Hymn type: h     
მეფეთა მეუფისა ღმრთისა Ms. page: 133r   Page of ed.: 653  მაქებე/ლნი სამნი ყრმანი, შესთხინეს რაჲ უღმრთოთა საჴუმილსა შინა, არა აღედვა მათ ცეცხლი იგი მგზებარე, რამეთუ თჳთ მგზებარე იყვნეს სულისა მიერ წმიდისა საღმრთოჲთა მით შურითა და ვითარცა ერთისა პირითა, უგალობდეს, აკურთხევდეს საკჳრველთ-მოქმედსა ღმერთსა, მაღალსა, ძლიერსა.
Hymn type: ta     
აექუენ ენაჲ სასა[სა] მათსა და დაიყავნ პირი მათი სიცრუით ამოჲსა ძჳრის-მეტყუელი, რომელნი ჰგმობენ ღმრთისმშობელსა მარიამს, უარის-მყოფელნი ქრისტესნი, საძაგელი ჰურიანი, მწვალებელნი, შურითა დაქცეულნი და დანთქმულნი, ვითარცა დათან, რამეთუ განეშორნეს საღმრთოსა ნათელსა სამებისასა.
Hymn type: tb     
მორწმუნენი აღვიარებთ ერთსა ღმერთსა გამოუკულეველსა, სამსა თჳთებასა, ერთსა მთავრობასა, მამასა ძისა თანა სულით წმიდითურთ, ღმრთეებით დაუსაბამოსა, Ms. page: 133v   Page of ed.: 655  ბუნებით მიუწდომელსა ერთარსებით ცნობილსა, მორწმუნენო, მართლაღსარებით ვაკურთხევდეთ, უგალობდეთ აწ და უკუნითი უკუნისამდე.

Hymn number: 632(7)  
Hymn type: h     
საჴუმილი მოტყინარე შეაცურ[ი]ე, მაცხოვარ, და ყრმანი იჴსნენ მგალობელნი, რომელნი შესხმით ესრეთ იტყოდეს: კურთხელ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
Hymn type: t     
შენ ხარ, ღმრთისმშობელო, სასოჲ და მყუდროჲ ნავთსაყუდელი და ზღუდე შეუძვრელი მმოსავთა შენთაჲ, მეოხ გუეყავ ჩუენ, მადიდებელთა შენთა წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა.

Hymn number: 633(8)  
Hymn type: h     
მძლავრსა მას ქალდეველთასა არა დაემორჩილნეს ღირსნი ყრმანი, რამეთუ მოსავ იყვნეს ძალსა მას მაღლისასა, და ცეცხლსა შეითხინეს და ცუარითა სხურებულნი იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, მჴ[ს]ნელო და ღმერთო მამათა ჩუენთაო.
Hymn type: t     
გიხაროდენ, ბჭეო ჭეშმარიტისა ცხორებისაო, რომლისაგან ჩუენ გამოგჳბრწყინდა მზე სიმართლისაჲ -- ქრისტე, გიხაროდენ, წყარო[ო] Ms. page: 134r   Page of ed.: 657  ცხორებისა აღ/მომაცენებელო, გიხაროდენ, ქალაქო სულიერო მეუფისაო.

Hymn number: 634(9)  
Hymn type: h     
იხილვა უცხოჲ და დიდებული სასწაული ბაბილონს საჴუმილსა შინა; რამეთუ ალისაგან ცუარი ეცურია ღმერთ-შემოსილთა მათ ყრმათა, ხოლო ქალდეველნი შეიწუნეს საშინელებით, რაჟამს ყრმათა ღაღატ-ყვეს: კურთხეულ ხარ შენ, მჴსნელო, საუკუნითგან უკუნისამდე.
Hymn type: t     
ვითარცა გუასწავეს წერილთა საღმრთოთა ჭეშმარიტი აღსარებაჲ ვჰმონებთ ჩუენ, მორწმუნენი, სარწმუნოვებით დაუსაბამოსა მამასა მხოლოსა, ძისა მხოლოჲსა მშობელსა და სულსა ჭეშმარტსა სამებასა წმიდასა, ერთარსებით განუყოფელსა.



Ode: akrtx.  
აკურთხევდითსა


Hymn number: 635(1)  
Hymn type: h     
შეუწველმან მაყუალმან სინას აუწყა ღმერთი მოსეს ჴმითა წულილსა, ენამძიმესა, და შურმან საღმრთომან ყრმანი იჴსნა საჴუმილისაგან და გალობით ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა უგალობდით Ms. page: 134v   Page of ed.: 659  და / ამაღლებდით მას უკუნისამდე.
Hymn type: t     
სამთა ყრმათა ბაბილონს საჴუმილსა შინა სამებასა თაყუანის-სცეს და შეურაცხ-ყვეს ხატი იგი ოქროჲსაჲ და ცუარითა სხურებულნი გალობით ღაღადებდეს: [ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე].

Hymn number: 636(2)  
Hymn type: h     
ქრისტესა, რომელიცა ჭეშმარიტად ღმერთ არს და უფალი ყოველთა ბუნებათაჲ, ავამაღლებდეთ მას აწ და უკუნისამდე.
Hymn type: t     
ქალწულო უბიწო[ო], გიხაროდენ, მშობელო ღმრთისაო თჳნიერ ბუნებათა, რომელსა ვაკურთხევთ აწ და [უკუნისამდე].

Hymn number: 637(3)  
Hymn type: h     
არა შეიწუა პირველ მაყუალი აგზებული ცეცხლითა და ყრმათა ღმრთის-მსახურთა საჴუმილი ქალდეველთაჲ ნიავითა შეაცურიეს და ღაღადებით იტყოდეს: საქმენი უფლისანი აკურთხევდით უფალსა.
Hymn type: t     
ბუნებაჲ კაცთაჲ პირველ ცოდვისაგან განხრწნილი განახლდა შენ მიერ, ღმრთისმშობელო, რამეთუ შენ მხოლომან უშევ კაცთა მაცხოვარი ყოველთაჲ და ღაღადებენ: საქმენი [უფლისანი აკურთხევდით უფალსა].



Ode: mort.  
მორთულნი


Ms. page: 135r  
Page of ed.: 661 
Hymn number: 638(4)  
Hymn type: h     
მაღალსა ღმერთსა დამბადებელსა, ანგელოზთა მეუფესა, უხილავთა და ხილულთა შემოქმედსა, მიუწდომელსა და ყოლად გამოუთქუმელსა მამასა, ძესა და სულსა, რომელსა ყრმანი აქებენ, მას ჩუენ უღაღადებდეთ: აკურთხევდით ყოველნი საქმენი, აქებდით, უგალობდით, და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
Hymn type: t     
მოგუემადლა მორწმუნეთა ცნობად მართალი სარწმუნოვებაჲ და აღვიარებთ სამებასა ერთღმრთეებად, მამასა უხილავსა დაუსაბამოსა, ძესა ყოლად მიუწდომელსა და სულსა გამოუთქუმელსა, განუზომელსა ძალსა, უბიწოსა თჳთებასა სრულსა, ყოველთა შემოქმედსა, ავამაღლებდეთ მას აწ და უკუნისამდე.

Hymn number: 639(5)  
Hymn type: h     
ბაბილონს საჴუმილსა მას შინა ცეცხლისაგან არა შეიწუნეს ყრმანი პირველ, არცა ცეცხლმან ღმრთეებისამან შეწუა საშოჲ შენი ქალწულო, Ms. page: 135v   Page of ed.: 663  ამისთ/ჳსცა მორწმუნენი ყრმათა თანა ვღაღადებთ: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.
Hymn type: t     
რომელი ქებულ ხარ ძლიერებით და საშინელ ჴელმწიფებით, რამეთუ აღმატებულ არს ყოველთა უფლებაჲ შენი, სამებაო წმიდაო, დაგჳცვენ მოსავნი შენნი, რომელნი გაკურთხევთ შენ და აგამაღლებთ უკუნისამდე.

Hymn number: 640(6)  
Hymn type: h     
რომელნი ანგელოზთანი დაუდუმებელად მაღალთა შინა იდიდების ღმერთი, ცანი ცათანი, ქუეყანაჲ მთანი და ბორცუნი და სიღრმენი უფსკრულთანი და ნათესავნი კაცთანი, დაუდუმებელად აკურთხევდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
Hymn type: t     
ვითარცა ძუძუთა შენთაგან სძე დის, ღმრთისა დედაო, არა განხრწნილ არს საშოჲ, ღმერთ არს ჴორციელ-ქმნული, რომელი უქცეველად გამოვიდა შენგან უბიწოდ, იგი გამოადინებს აწ ცხორებასა მორწმუნეთათჳს, რამეთუ წყაროჲ არს უკუდავებისაჲ.

Hymn number: 641(7)  
Hymn type: h     
რომელი მხოლოჲ არს Ms. page: 136r   Page of ed.: 665  მეუფე დიდებისაჲ, რომელსა გუ[ნ]დნი ზეცათანი აქებენ და ეშინის ანგელოზთა კრებულსა, მღდელნი აკურთხევდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
Hymn type: t     
უქორწინებელსა ღმრთისმშობელსა ქალწულსა, რომელი ცათა უვრცელესად გამოჩნდა, უგალობენ ზეცისა განწყობილნი და ჩუენცა, მორწმუნენი, მას დაუცხრომელად გალობით ვადიდებთ.



Ode: adid.  
ადიდებდითსა


Hymn number: 642(1)  
Hymn type: h     
მტჳრთველმან გამოუცდელად უხრწნელებისამან სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნებაჲ, მოვედ უბიწო[ო] ქალწულო ღმრთისმშობელო, შენგან შობილსა თანა მასწავე მორწმუნეთა, რაჲთა ღირს ვიქმნეთ ჩუენ დიდებად შენდა.
Hymn type: ta     
ძუელი შჯული მოგასწავებს, ქალწულო წმიდაო, და ახალი აღგიარებს ღმრთისმშობელად, უსძლოვო, და ჩუენ, მორწმუნენი, სარწმუნოვებით ვიტყჳთ: მშობელო სიტყჳსაო, ვედრებად ნუ დასცხრები Ms. page: 136v   Page of ed.: 667  ღმრთისა მიმართ ჩუენ მოსავთა შენთათჳს.
Hymn type: tb     
გიხაროდენ, კუერთხო ყოლად ნაყოფიერო, რომელი აღმჰჴედ ძირთაგან იესესთა, გიხაროდენ, ბჭეო აღმოსავალისაო, რომლისა აღმოჴდა მზე სიმართლისაჲ -- ქრისტე -- მაცხოვრად და მჴსნელად დაბადებულთა.
Hymn type: tg     
შენ, რომელმანცა დაუტევნელი დაიტიე საშოსა, ყოველთა მზრდელსა აწოებდი სძითა, უქორწინებელო ქალწულო, შემწე მეყავ მვედრებელთა შენთა და ძლევის მომნიჭებელ მტერთა მიმართ მეფესა მორწმუნესა.

Hymn number: 643(2)  
Hymn type: h     
შენგან, ქალწულო, უტესლოდ ღმრთეებაჲ იშვა უქცეველად ჴორცითა, ამისთჳს, ღმრთისმშობელო, გალობით გადიდებთ შენ.
Hymn type: ta     
მშობელო გამოუთქუმელად ძისა ღმრთისაო, ზეცისა ძალთა თანა ევედრე ძესა შენსა ჩუენ მოსავთა შენთათჳს.
Hymn type: tb     
შენ ხარ, ქალწულო, ღრუბელი იგი სულმცირე, რომელმან შეიწყნარე მზეჲ იგი სიმართლისაჲ გჳშევ ღმერთი ყოველთაჲ
Ms. page: 137r  
Page of ed.: 669 
Hymn type: tg     
შენ, სამებასა, ღმრთეებით მიუწდომელსა, არსებით უხილავსა, გიგალობთ მოორწმუნენი, არსებით უხილავსა.

Hymn number: 644(3)  
Hymn type: h     
სიტყჳთა მით საღმრთიჲთა, გონებითა წმიდითა ერნო, რომელმან უთესლოდ გჳშვა ერთი სამებისაგანი ქრისტე უფალი, ღმრთისმშობელსა მარიამს გალობით ვადიდებთ.
Hymn type: ta     
შესხმითა მით საღმრთოჲთა უგალობდეთ, მორწმუნენო ცხორებისა მიზეზსა, ეტლსა და საყდარსა სიწმიდისასა, ღმრთისმშობელსა მარიამს გალობით ვადიდებდეთ.
Hymn type: tb     
ეჰა საკჳრველებაჲ, უზეშთაესი ბუნებათაჲ, რამეთუ ერთ არს სამებაჲ და სამებაჲ ღმრთეებით ერთარსებაჲ არს, რომელსა ჩუენ, ყოველნი, დაუცხრომელად ვადიდებთ.

Hymn number: 645(4)  
Hymn type: h     
ყოლად ქებულო ქალწულო, ღმრთისა საყდარო, რომელმან სიტყუაჲ იგი დამბადებელი გჳშევ ჴორცითა გამოუთქუმელად, ამისთჳ[ს] სიხარულით ჩუენ, ყოველნი, დაუცხრომელად გადიდებთ.
Hymn type: ta     
ნუ დ[ა]სცხრები ვედრებასა ჩუენ ყოველთათჳს, Ms. page: 137v   Page of ed.: 671  ქალწულო მისა, რომელი შევ შენ, რაჲთა მიჴსნეს მორწმუნენი ცეცხლისა შემწველისაგან, და სარწმუნოებით ჩუენ გადიდებთ შენ.
Hymn type: tb     
ერთარსებასა სამებისა სიწმიდისასა, გარე-შეუწერელსა და გამოუკულეველსა, მამასა ძით და სულით წმიდითურთ მორწმუნენი სარწმუნოებით, გალობით ვადიდებთ.



Ode: mort.  
მორთულნი


Hymn number: 646(5)  
Hymn type: h     
დიდებითა მით ბუნებათა უაღრესითა ზეგარდმო განათლდა წმიდაჲ დედოფალი, რაჟამს უხილავნი და დაფარულნი ქრისტეს მოსლვისა საიდუმლონი, კაცთა ჴსნისა განგებულებანი მის თანა საცნაურ იქმნეს, შეიყვნეს ბუნებანი შეურევნელნი, არამედ არა-ერთბუნება იქმნეს, რამეთუ არა იცვალნეს ბუნებითისა მისგან ბუნებისა.
Hymn type: ta     
ედემისა ნერგთა ნაყოფმან ედემს შინა დასცა პირველვე ხატად ღმრთისა დაბადებული, რაჟამს არწმუნა ზაკუვით მტერმან: უკეთუ შჭამოთ ხისა მისგანი, არა მოჰკუდეთ, არამედ ღმერთ იქმნეთ. Ms. page: 138r   Page of ed.: 673  და / მით დასაჯა სიკუდილი, ხოლო შენ [მიერ], ღმრთისმშობელო ქალწულო, კულად-ვეგენით მუნვე სამოთხედ ნათესავით მორწმუნით, რომელნი ქრისტესა თაყუანის-სცემენ.
Hymn type: tb     
ერთარსებით მოსწავებულსა, სამგუამოვნებით საცნაურსა ბუნებასა სამებისასა, ერთსა ძალსა, ერთსა ჴელმწიფებასა, განუყოფელსა მეუფებასა უსხეულონი სამსა წმიდასა გალობასა უღაღადებენ: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი, მეუფე უხილავი საბაოთ და დიდებითა მისითა სავე არიან ცანი და ქუეყანაჲ.

Hymn number: 647(6)  
Hymn type: h     
უხრწნელისა შობისა მუცლად-ღებაჲ ვინ კაცთაგანმან გამოთქუას და უთესლოდ ყრმისა შობაჲ ვის არა უკჳრდეს ქუეყანისა ნაშობთა? ამისთჳსცა ყოველნი ტომნი და ენანი ღმრთისმშობელსა ადიდებენ.
Hymn type: t     
ქალწულმან მხოლომან გჳშევ ღმერთი, რომელი არა დაეთესა და ხრწნილებაჲ არა გეუფლა, რამეთუ რომელი შენგან გამოვიდა, არათუ ღმერთი იყო შიშუელი არამედ შემოსილი კაცებითა, ამისთჳს გადიდებთ.

Ms. page: 138v  
Page of ed.: 675 
Hymn number: 648(7)  
Hymn type: h     
შენ, უქორწინებელსა დედასა და ქალწულსა, რომელმან უხრწნელი სიტყუაჲ საშოსა დაიტიე და ჰშევ ღმერთი ჴორცითა, გალობით გადიდებთ.
Hymn type: t     
გიხაროდენ შენ, წმიდაო დედოფალო, სოფლისა მაცხოვარსა ძესა შენსა ევედრე ჴსნად ჩუენდა, რომელნი გალობით გადიდებთ.

Hymn number: 649(8)  
Hymn type: h     
გიხაროდენ, დედოფალო დაბადებულთაო, რომელმან საშოსა იტჳრთე მაცხოვარი და გჳშევ ჩუენ ადამის ხატითა ძე და სტყუაჲ მამისაჲ, ამისთჳსცა გალობით გადიდებთ.
Hymn type: t     
გიხაროდენ, სიქადულო ყოვლისა სოფლისაო, გიხაროდენ, ჴსნაო ადამის ნაშობთაო, რომელმან გჳშევ ღმერთი და კაცი ორითა ბუნებითა, ამისთჳსცა გალობი[თ გადიდებთ].

Hymn number: 650(9)  
Hymn type: h     
გიხაროდენ, ქალწულთა სიქადულო, გიხაროდენ ვენახო რქაშუენიერო, გიხაროდენ, ტევანო, რომლისაგან მოვისთულეთ სიტკბოვებაჲ, გიხაროდენ, ღრუბელო სულმცირეო, Ms. page: 139r   Page of ed.: 677  საღმრთოჲსა მის ცუარისა სოფ/ლად მომყვანებელო, გიხაროდენ, შესავედრებელო ჩუენ მორწმუნეთაო, რომელმან ჰშევ ღმერთი უკუდავი, მოკუდავთათჳს მეოხ გუეყავ
Hymn type: t     
გიხაროდენ, ტაძარო შუენიერო, გიხაროდენ, საყდარო მეუფისაო, გიხაროდენ, საწმისო საღმრთოჲსა მის ცუარისა მტჳრთველო, გიხაროდენ, მაყუალო შეუწუველო, გიხაროდენ, ტაკუკო ოქროჲსა წმიდისაო, გიხაროდენ, ბჭეო დაკრძალულო, განუღებელო, გიხაროდენ, ღმრთისა დედაო, მეოხ გუეყავ შემსხმელთა შენთა.

Hymn number: 651(10)  
Hymn type: h     
ფესუედითა ოქრეანითა შემკობილსა სძალსა და პირად-პირადად განშუენებულსა წმიდასა ქალწულსა, რომელი უმაღლეს ცათა საყდარსა გამოჩნდა და უფალი იგი დიდებისაჲ წიაღთა წმიდათა იტჳრთა, ჩუენ, ყოველნი, გალობით და შესხმოთ ვადიდებთ.
Hymn type: t     
სამოსლითა ოქროქსოვილითა პირად-პირადად Ms. page: 139v   Page of ed.: 679  შემკობილსა... საღმრთოჲთა აღყუავებულსა, წმიდასა მას წმიდთასა, უსძლოსა ქალწულსა, რომელმანცა აღმოგჳცენა ჩუენ ნაყოფი ცხორებისაჲ, ჩუენ, ყოველნი გალობით და შესხმით ვადიდებთ.





Next part



This text is part of the TITUS edition of Nevm.dzlisp..

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.