TITUS
Nevm.dzlisp.
Part No. 8
Previous part

Canon: d-g  
Ode: ug.  
ძლისპირნი და ღმრთისმშობლისანი
უგალობდითსა ჴმაჲ გ̃ი.


Hymn number: 652(1)  
Hymn type: h     ეტლთა მფლობელი ფარავო დაანთქა საკჳრველთ-მოქმედმან კუერთხმან მოსესმან, რომელმან გამოსახა სახე ჯუარისაჲ და განუპო ზღუაჲ მეწამული და ისრაელი იჴსნა განმავალად მეტყუელი გალობასა უფლისასა: რამეთუ დიდებით დიდებულ არს.
Hymn type: t     
დიდებულნი ითქუნეს შენთჳს თესლითი თესლამდე, ქალწულო, რომელმან შეიწყნარე სიტყუაჲ ღმრთისაჲ საშოსა შენსა და დაადგერ ქალწულად, ღმრთისმშობელო მარიამ, ამისთჳს ყოველნი გადიდებთ რომელი შემდგომად ღმრთისა მჴსნელად ჩუენდა იპოვე, რამეთუ დიდებით დიდებულ ხარ.

Ms. page: 140r  
Page of ed.: 681 
Hymn number: 653(2)  
Hymn type: h     
ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ჴმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგჳპტისათა განერა ერი ისრაელთაჲ, ღაღადებდა: მჴსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ.
Hymn type: t     
კრებული ანგელოზთაჲ და კაცთაჲ, დედაო უქორწინებელო, გიგალობენ შენ, რამეთუ დამბადებელი მათი ღმერთი, ვითარცა ყრმაჲ, უშევ დაბადებულთა.

Hymn number: 654(3)  
Hymn type: h     
განუკუეთელი განკუეთა მოკუეთილმან და მზითუალმან იხილა ქუეყანაჲ უხილავი, მჴდომი იგი მტერი დაანთქა ზღუასა ერითურთ, ხოლო ისრაელი განვიდა გზასა მას დაუთრგუნველსა და უგალობდა ღმერთსა მაცხოვარსა დიდებულსა.
Hymn type: t     
მამადმთავართა მიერ აღმოგჳცენდი წყაროჲ დაუწყუედელი, ღმრთისმშობელო ქალწულო, შენ მიერ მოვიღეთ მდინარე უკუდავებისაჲ, რომლისაგან აღვივსენით Ms. page: 140v   Page of ed.: 683  წყუ[რიელნი] მადლისაგან, ამისთჳს გევედრებით: მეოხ გუეყავ ჩუენ მარადის.

Hymn number: 655(4)  
Hymn type: h     
გალობაჲ შევწიროთ, მორწმუნენო, ღმრთისა საკჳრველთ-მოქმედისა, რომელმანცა იჴსნა ისრაელი ეგჳპტით, ძლევისა გალობითა უგალობდეთ და ვიტყოდით: გიგალობთ შენ, ღმერთსა სახიერსა.
Hymn type: t     
გიხაროდენ, უქორწინებელო, მარადის ქალწულო მარიამ, წმიდაო ღმრთისმშობელო, დედათა დიდებაო, სასოვო სოფლისაო, ყოველთა უმეტესო, შენ ხარ საფარველი მორწმუნეთაჲ.

Hymn number: 656(5)  
Hymn type: h     
ისრაელი მონა-ქმნული გამოიჴსენ, უფალო, მკლავითა შენითა მტკიცითა, ამისთჳსცა გიგალობთ, რომელიცა დიდებულ ხარ.
Hymn type: t     
გევედრებით, უბიწოო ღმრთისმშობელო ქალწულო, მეოხ-გუეყავ ძისა და ღმრთისა, რომელი ჰშევ უთესლოდ -- მაცხოვარი სულთა ჩუენთაჲ.

Ms. page: 141r  
Page of ed.: 685 
Hymn number: 657(6)  
Hymn type: h     
უგალობდეთ უფალსა, მორწმუნენო, რომელმან დაანთქა პირველ ფარავო ზღუასა მეწამულსა, ძლევისა გალობითა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს.
Hymn type: t     
უსხეულ[ო]თა ბუნებანი შეძრწუნდეს, რაჟამს ცათა შემოქმედი შენ, უსძლოვო, მუცლად-იღე და შიშით ადიდებდეს შობასა შენსა გამოუკულეველსა.

Hymn number: 658(7)  
Hymn type: h     
უფალსა ღმერთსა უგალობდეთ, ერნო, მოქმედსა საკჳრველებათასა ზღუასა მას მეწამულსა რამეთუ დიდებულ არს.
Hymn type: t     
ქალწულსა დიდებულსა, რომელმანცა შემდგომად შობისა დაიცვა ქალწულებაჲ უბიწოვებით, ყოველნი უგალობდეთ.

Hymn number: 659(8)  
Hymn type: h     
უგალობდეთ უფალსა, რომელმან განიყვანა ერი თჳსი ზღუასა მას მეწამულსა, მას მხოლოსა, რომელიცა დიდებულ არს.
Hymn type: t     
შენ, უქორწინებელო ღმრთისმშობელო, რომელმან გჳშევ სიტყუაჲ დაუსაბამოჲ ჴორცითა უზეშთაეს ბუნებათა, გიგალობთ.

Hymn number: 660(9)  
Hymn type: h     
სიღრმე მეწამულისაჲ Ms. page: 141v   Page of ed.: 687  პირველვე [გან]უპო ისრაელთა ერსა ქრისტემან და მას შინა განიყვანა, ხოლო რაჟამს განკაცნა, ყოველთა მოუწოდა და აღუშენა მათ ეკლესიაჲ მობაძავად ზეცისა ძალთა თანა, ამისთჳსცა უგალობთ დაუცხრომელად, რამეთუ დიდებულ არს.
Hymn type: t     
ღირსად და ჭეშმარიტად შენ მხოლოჲ ქებულ ხარ ყოველთა ნათესავთაგან, ვითარცა სთქუ, ღმრთისმშობელო, რამეთუ შენ მხოლომან, გჳშევ ღმერთი ჴორცითა და ქალწულად ეგე, ამისთჳსცა გიგალობთ შენ: ზეცისა ძალთა თანა ძესა შენსა ევედრე დაუცხრომელად ჩუენ მოსავთა შენთათჳს.



Ode: ucx.  
უცხონი


Hymn number: 661(10)  
Hymn type: h     
რომელმან დაანთქა ზღუასა მეწამულსა მძლავრი ფარავო და ისრაელსა წარუძღუა ჴმელად, უგალობდეთ ქრისტესა ღმერთსა, რამეთუ დიდებულ არს უკუნისამდე.
Hymn type: t     
შენ გნატრის, ქალწულო, Ms. page: 142r   Page of ed.: 689  სიმრავლე ენათაჲ და ღირ[სად] გაქებს, რამეთუ ღმერთი დაუსაბამოჲ უშევ კაცთა, ვითარცა კაცი, მას ევედრე ჴსნად სულთა ჩუენთათჳს.

Hymn number: 662(11)  
Hymn type: h     
გალობით შევასხმიდეთ ღმერთსა, რომელმან ფარავოჲს მონებისაგან იჴსნა ისრაელი და უძღოდა მათ უდაბნოდ სუეტითა ცეცხლისაჲთა და ღრუბლითა მით ნათლისაჲთა, უგალობდეთ მას, რამეთუ დიდებით დიდებულ არს.
Hymn type: t     
გიხაროდენ, ჴსნაო ადამისო, გიხაროდენ, ევაჲს სიქადულო, გიხაროდენ, წმიდაო ღრუბელო ნათლისაო, რომლისაგან გამოგჳბრწყინდა ნათელი დაუღამებელი, ქრისტე ღმერთი ჩუენი, რომელი დიდებულ არს.

Hymn number: 663(12)  
Hymn type: h     
ზღჳსა სიღრმენი განიპნეს ბრძანებითა შენითა, მჴსნელო, და დადგეს ორ-კერძო და იხილნა მზემან საუნჯენი მისნი, და ერი რჩეული განვიდა და ძლიერსა ღმერთსა გალობით გიგალობდეს.
Hymn type: t     
ზეცისა ძალთა მთავარი, ცეცხლის/ფერი Ms. page: 142v   Page of ed.: 691  გაბრიელ მაღლით მოივლინა შენდა, უქორწინებელო დედაო ღმრთისაო, და გეტყოდა: გიხაროდენ შენ -- საყდარო მაღლისაო, უფალი შენ თანა.

Hymn number: 664(13)  
Hymn type: h     
ფარავო მძლავრი ეტლებითურთ დაანთქა მეწამულსა მას ზღუასა ძლიერმან უფალმან, რაჟამს განვიდა, წყალნი იქმნეს ქუეყანა და გზა -- წრფელ განსავალად ერისა ისრაელისა; უგალობდეთ ყოველნი ქრისტესა, რამეთუ დიდებულ არს უკუნისამდე.
Hymn type: t     
ფესუედითა მით ოქრეანითა შემკულ არს ტაძარი ღმრთისაჲ წმიდაჲ -- უბიწოჲ ქალწული, რომელი ცათა მაღალთა უმაღლესად იპოვა და სიტყუაჲ -- პირველ ჟამთა შობილი, გჳშვა ჴორცითა, ვითარცა კაცი, და ქალწულადვე ეგო სამარადისოდ.

Hymn number: 665(14)  
Hymn type: h     
ზღჳსა ღელვანი განძჳნებულ/ნი Ms. page: 143r   Page of ed.: 693  დააცხრვენ, ქრისტე, რაჟამს მოსეს მიერ იჴსნენ ისრაელნი მეგჳპტელთაგან და აჩუენე მათ ძალი ღმრთეებისა შენისაჲ, და აქებდეს სასწაულთა შენთა, უფალო.
Hymn type: t     
ზეცით მოვიდა სიტყუაჲ უჴორცოჲ და იშვა შენგან ჴორცითა, უსძლოო, ვითარცა ყრმაჲ ჩჩჳლი, რომლისათჳსცა ზარ-განჴდილ იქმნეს ზეცისა უჴორცოთა ძალნი და აქებდეს შობასა შენსა, ყოლად წმიდაო.

Hymn number: 666(15)  
Hymn type: h     
საღმრთოჲთა ბრძანებითა და ზეგარდამო შერისხვითა განიპნეს სიღრმენი იგი საშინელთა უფსკრულთაჲ და იხილა უხილავი ქუეყანაჲ საუკუნითგან განსასუენებელი წყალთაჲ, განვიდა ერი რჩეული ისრაელთაჲ Ms. page: 143v   Page of ed.: 695  ფერჴითა დაულ/ტოლველითა ზღუასა მეწამულსა, ხოლო მდევარი ფარავო დაანთქა ერითურთ, ამისთჳსცა უგალობთ ღმრთსა ჩუენსა, ძლიერსა და უძლეველსა, რომელიცა დიდებულ არს.
Hymn type: t     
გარდამოჴდა შენ ზედა მდუმრიად სიტყუაჲ დაბდადებელი, უქორწინებელო სძალო, დაბადებულთა ჴსნისათჳს და სიმდაბლით დაემკჳდრა შენ თანა ცეცხლი ღმრთეებისაჲ მიუახლებელი და არა შეწუა საშოჲ შენი, უსძლო[ო], არამედ დაგიცვა უვნებელად უბიწოჲ, და გამოუბრწყინდა კაცთა ღმერთი ჴორც-შესხმული, ამისთჳს უგალობთ ღმერთსა ჩუენსა ძლიერსა და უძლეველსა, რომელიცა დიდებულ არს.

Hymn number: 667(16)  
Hymn type: h     
საუცართაგან ეგჳპტისათა ფარავო ვერ გულისჴმა-ყო, რამეთუ ძალი ღმრთისაჲ Ms. page: 144   r Page of ed.: 697  ჰბრძოდა / უძლურსა გონებასა თჳსსა, ხოლო რაჟამს შემუსრა ძლიერმან, მან იცნა ძალი თჳსი, ამისთჳსცა უგალობთ ქრისტესა, რომელიცა დიდებულ არს.



Ode: moix.  
მოიხილესა


Hymn number: 668(1)  
Hymn type: h     
იხილეთ, იხილეთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი, მჴსნელი თქუენი, რომელი პირველ საუკუნეთა მამისაგან ვიშევ უდედოდ და აღსასრულსა ჟამთასა განვკაცენ ქალწულისაგან, რაჲთა დავჰჴსნე წყევაჲ პირველი ადამისი, ვითარცა კაცთ-მოყუარე ვარ.
Hymn type: t     
უპირატესო შენ, ყოველთა ბუნებათაო, მხოლოვო და სრულებაო ყოველთა არსთაო, მიზეზო ყოველთა კეთლთაო, სამგუამოვნებით ცნობილო, მამაო ღმერთო მშობელო, ძეო შობილო და სულო განმაცხოველებელო, გუაცხოვნენ მორწმუნენი შენნი.

Hymn number: 669(2)  
Hymn type: h     
სასწაულად იხილვებოდა Ms. page: 144v   Page of ed.: 699  მოსე, / მსახური ღმრთისაჲ, ვინაჲთგან იხილა ღმერთი უხილავი, რომელსა ერნი ისრაელთაჲ ვერ შეუძლებდეს თუალთა შედგმად ხატსა პირისა მისისასა, ვითაცა ნათელსა მზისთუალისასა.
Hymn type: t     
წესნი ბუნებათანი შესცვალენ შობისანი, მარიამ, ვინაჲთგან სიტყუაჲ სიტყჳთა მუცლად-იღე, რომელ არს ღმერთი დაუსაბამოჲ და კაცთა უშევ ჴორც-შესხმული, ნათელი ხარ ქრისტეანობისაჲ და შენ მიერ აღვიარეთ სამებაჲ.

Hymn number: 670(3)  
Hymn type: h     
უცებმან ერმან, ცოფმან, ურჩმან და მაცილობელმან ითხოვნა მოსესგან ღმერთად ჴელით ქმნულნი კერპნი, ხოლო მოსე ითხოვა სასწაული ღმრთისა უხილავისაგან და გაბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე და კრებულსა მას უგულისხმოსა ზარ-სცემდა სასწაულად ხილვაჲ მისი.
Ms. page: 145r  
Page of ed.: 701 
Hymn type: t     
კარავსა მზისა, თჳთ მნათობისა ბუნებისასა, სოფლისა მფარველსა, ღრუბელსა მბრწყინვალესა, ცხორებისა საყდარსა, დედასა და ქალწულსა წმიდასა, მშობელსა ნათლისა სიტყჳსა ღმრთისასა დაუცხრომელად ჩუენ, მორწმუნენი, ვადიდებთ, სასოსა და მეოხსა ჩუენსა.

Hymn number: 671(4)  
Hymn type: h     
ეჩუენა ღმერთი მოსეს მთასა ზედა ჰაეროვანსა უხილავად და მის თანა შჯულსა ზრახჳდა, რაჲთა ამცნოს დამარხვად ერსა უგულისჴმოსა, ურჩსა და მაცილებელსა.
Hymn type: t     
გეჩუენა, უბიწოო, გაბრიელ, მთავარი უჴორცოთაჲ, და გეტყოდა: ყოლად წმიდაო, გიხაროდენ, შენ, ღირსო, შეიწყნარე სიტყუაჲ დაუსაბამოჲ რომელ არს ღმერთი დაბადებულთაჲ.

Hymn number: 672(5)  
Hymn type: h     
მოსე დიდმან წინაჲსწარმეტყუელმან, იხილა რაჲ ღმერთი უხილავი, განბრწყინდა პირი მისი საღმრთოჲთა ნათლითა უსხეულოჲთა, რომლითა შეძრწუნდეს ძენი ისრაელისანი და დაეცნეს მეგჳპტელნი.
Ms. page: 145v  
Page of ed.: 703 
Hymn type: t     
სიბრძნე ბრძენთაჲ და მეტყუელთა სიტყუაჲ მოუძლურდების ქებად შენდა, ყოლად უსძლო[ო] სძალო, რამეთუ სიბრძნე და სიტყუაჲ მამისაჲ უთესლოდ გჳშევ ჩუენ და ქალწულადვე დაადგერ, გჳთხოვე ჩუენ დიდი წყალობაჲ.

Hymn number: 673(6)  
Hymn type: h     
მოსე წინაჲსწარმეტყუელმან განპყრობითა ხელთაჲთა ამალეკი იგი მტერი უკუნ-აქცია, ხოლო ქრისტეს ჯუარითა მორწმუნენი განვძლიერდებით.
Hymn type: t     
მოგასწავებდა, უსძლო[ო], პირველ ესაია წინაჲსწარმეტყუელი ღრუბლად სულმცირედ, ღირსო, რამეთუ შეიწყნარე საშოსა ცუარი ცხორებისაჲ.

Hymn number: 674(7)  
Hymn type: h     
ვითარცა წჳმაჲ, გარდამოჴდა ზეცით სიტყუაჲ ღმრთისაჲ მდუმრიად საწმის[ს]ა ზედა საღმრთოსა საშოსა ქალწულისა, და ვითარცა ცუარი ცხორებისაჲ, ღრუბელმან სულმცირემან შეიწყნარა საიდუმლოდ, რომლითა გუესხურა მორწმუნეთა მადლი გამოჴსნისაჲ.
Hymn type: t     
ვითარცა პირველ ქადაგებდეს წინაჲსწარმეტყუელნი Ms. page: 146r   Page of ed.: 705  და / ფარულთა მათ საიდუმლოთა, აღესრულნეს აწ შენთა, ჭეშმარიტად ღმრთისა დედაო, რამეთუ შენ მხოლომან გჳშევ ჩუენ ღმერთი ჴორცითა და ქალწულად ეგე, მას ევედრე ჴსანად სულთა ჩუენთათჳს.

Hymn number: 675(8)  
Hymn type: h     
ღრუბლითა მით ნათლისაჲთა ეჩუენა ღმერთი მოსეს მთასა ზედა სინასა და ასწავა მას შჯული საღმრთოჲ და განბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე, ხილვითა ღმრთისა უხილავისაჲთა და კრებულსა მას უღმრთოსა და ცოფსა ზარ-სცემდა საშინელი ხილვაჲ მისი.
Hymn type: t     
შორის შენსა დაემკჳდრა, ქალწულო უბიწო[ო], ცეცხლი იგი ღმრთეებისაჲ და არა შეწუა საშოჲ შენი, არამე დაგიცვა უვნებელად, ღირსო, ვითარცა მთასა სინასა მაყუალი, რომელი ეგზებოდა მოტყინარედ და არა შეიწუვებოდა მისგან.

Hymn number: 676(9)  
Hymn type: h     
უდაბნოსა მას სიცხისასა ღრუბელი ნათლისაჲ აგრილობდა ძეთა ისრაელისათა და უძღოდა მათ სუეტი იგი ცეცხლისაჲ, ხოლო Ms. page: 146v   Page of ed.: 707  მოსე შჯულის/მდებელი იგი მათი ბუნებითთა მათ შჯულთა სრბასა დააცადებდა და უზეშთაესსა მას ბუნებათასა საიდუმლოსა მისწუთებოდა, რამეთუ ღრუბელსა მას საღმრთოსა ღირს იქმნა შესლვად და ესმნეს უსმენელნი იგი სიტყუანი ღმრთისა უხილავისანი და მოიხუნა მცნებანი საღმრთოჲსა მის შჯულისანი.
Hymn type: t     
უზეშთაესი ბუნებათაჲ შესაძრწუნებელი საიდუმლოჲ იხილა რაჲ მოსე მაყუალი მოტყინარე ცეცხლითა, განჰკრთა გონებითა და ვერ იკადრებდა განცდად, ხოლო შენ, უსძლო[ო] სძალო მაცხოვრისაო, უნივთოჲ შანთი ღმრთეებისაჲ საშოსა იტჳრთე უთესლოდ, უზეშთაეს ცნობათა და არა შეიწუ მის მიერ, ხოლო ცუარი იგი სულისა წმიდისაჲ გაგრილობდა ზეგარდამო და გფარვიდა, უსძლოო დედაო ძისა ღმრთისაო.

Hymn number: 777(10)  
Hymn type: h     
მოსე რაჟამს იხილა ცეცხლი აღჭურვილი მაყულოვანსა მას და არა შეიწუებოდა, Ms. page: 147r   Page of ed.: 709  მაშინ შეძრწუნებული შიშით იტყოდა: რამეთუ მართალ და წმიდა არს სახელი მისი.
Hymn type: t     
ცათა დაუტევნელი საშოსა დაიტიე, ქალწულო მარიამ, არა შეწუა მუცელი შენი, არამედ განგანათლა სულით და ჴორცით, ამისთჳს ჩუენ, მორწმუნენი, შენ ღმრთისმშობელად აღგიარებთ.

Hymn number: 678(11)  
Hymn type: h     
შჯულისმდებელმან ერსა ისრაელთასა ასწავა სიბრძნე ღმრთისაჲ, რაჟამს სახედ ჯუარისა უდაბნოს ჴელნი განიპყრნა და პირი მის[ი] მზისაებრ განბრწყინდა.
Hymn type: t     
განქარდა ცთომაჲ პირველი შენ მიერ, ქალწულო მარიამ, რაჟამს გჳშევ ღმერთი ჴორცითა სწორი მამისაჲ ღმრთეებითა, მას ევედრე, წმიდაო, ცხორებად სულთა ჩუენთათჳს.

Hymn number: 679(12)  
Hymn type: h     
გალობაჲ და დიდებაჲ მივსცეთ დღეს უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რომელი ჩუენთჳს განჴორციელდა წმიდისაგან ქალწულისა.
Hymn type: t     
--

Hymn number: 680(13)  
Hymn type: h     
იხილეთ, იხილეთ, და მიეცით დიდებაჲ ღმერთსა ერმან ურჩმან, ცოფმან და მაცილობელმან, რომლისაჲ მართალ და წმიდა არს სახელი მისი.
Hymn type: t     
დიდებაჲ, დიდებაჲ, დიდებაჲ შენდა, მამაო, ძეო და სულო წმიდაო, ერთო Ms. page: 147v   Page of ed.: 711  ერთობაო, ერთუფლებაო და ჴელმწიფებაო, რომლისაჲ მართალ და წმიდა არს სახელი მისი.

Hymn number: 681(14)  
Hymn type: h     
ეჩუენა უფალი მოსეს მთასა ზედა სინასა ღრუბლითა ნათლისაჲთა, სუეტითა ცეცხლისაჲთა და ეტყოდა მას: მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომლისა მართალ და წმიდა არს სახელი ჩემი.
Hymn type: t     
--

Hymn number: 682(15)  
Hymn type: h     
იხილეთ, იხილეთ და მიეცით დიდებაჲ სახელსა მისსა წმიდასა ერმან ურჩმან, ცოფმან და მაცილობელმან, რომელი მოვიდა ძიებად წარწყმედულთათჳს, სიტყუაჲ მამისაჲ ზეცით მოსრული მჴსნელად ჩუენდა, მჯდომარე ქერაბინთა ზედა უტჳრთვან მას სამყარონი ცათანი, უხილავთა და ხილულთა შემოქმედი ღმერთი, რომელმან სათნო-იყო ჴორცითა ქალწულისაგან ცხორებად მორწმუნეთა, ამას უგალობდე და მივსცეთ დიდებაჲ სახელსა მისსა.
Hymn type: t     
--

Hymn number: 683(16)  
Hymn type: h     
რომელმან მთასა სინასა გამუცხადე მოსეს საიდუმლოჲ ჴორც-შესხმისაჲ და არქუ მას: მე ვარ უფალი ღმერთი შენი რომელმან ვაცხოვნო ერი ჩემი და ვიჴსნა სოფელი საცთურისაგან, რომელსა მ[ი]ღაღადებდეს ყოველი Ms. page: 148r   Page of ed.: 713  ს/ული სახელსა ჩემსა წმიდასა უკუნისამ[დ]ე.
Hymn type: t     
--

Hymn number: 684(17)  
Hymn type: h     
მოიხილე, ცაო, და ვიტყოდით და უგალობდეთ ღმერთსა ჩუენსა მაღალთა შინა, რომელი დამკჳდრებულ არს საყდართა ზედა სუფევისა მისისათა, რომელმანცა ჯერ-იჩინა გარდამოსლვაჲ ქუეყანად მორწმუნეთა ცხორებად დამჴსნელად პატიჟთა მათ პირველთა.
Hymn type: t     
--

Hymn number: 685(18)  
Hymn type: h     
მართალ და წმიდა არს უფალი, ღმერთი ჩუენი, რომელმან სიკუდილი ცხორებად შეცვალა ვნებითა თჳსითა ჯუარსა ზედა და აღიყვანა ბუნებაჲ ჩუენი სიმაღლედ მიმართ ცისა, ესე არს ღმერთი ჩუენი, ამას მივსცეთ დიდებაჲ უკუნისამდე.
Hymn type: t     
--

Hymn number: 686(19)  
Hymn type: h     
მთასა ზედა სინასა მოსე წინაჲსწარმეტყუელსა თავადი იგი ზრახვიდა უცნაურად ნისლსა შინა, ხოლო რაჟამს იხილა მან ღმრთეებაჲ უხილავი, ზარ-განჴდილ იქმნა იგი, მაყუალსა რაჲ ხედვიდა აღგზებულსა და არა-შემწუველსა, რამეთუ მოასწავა, ვითარმედ: საღმრთომან ცეცხლმან არა შეწუას საშოჲ ქალწულისაჲ, რამეთუ მართალ და წმიდა არს სახელი მისი.
Hymn type: t     
--



Ode: gandzl.  
Ms. page: 148v  
Page of ed.: 715 
განძლიერდასა


Hymn number: 687(1)  
Hymn type: h     
განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო, წყალთა ზედა დამამტკიცე მე, ქრისტე, ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არავინ არს წმიდაჲ შენებრ, კაცთ-მოყუარე.
Hymn type: t     
ყოველთა დამბადებელი მუცლითა იტჳრთე, ქალწულო, და შეუწველად დაიცევ მის მიერ, ვითარცა მთასა სინასა მაყუალი ცეცხლისაგან, რომელი სახე ექმნა შობასა შენსა, ღმრთისმშობელო.

Hymn number: 688(2)  
Hymn type: h     
ძლიერებითა შენითა დაამტკიცე გული ჩემი რაჲთა გიგალობდე შენ, მაცხოვა[რ]სა: არავინ არს წმიდაჲ შენებრ, კაცთ-მოყუარე, რამეთუ შენ ხარ ძალი ჩემი, სიმტკიცე და სიქადული.
Hymn type: t     
ტაკუკი იგი ოქროჲსაჲ სახე გექმნა შენ, ღმრთისმშობელო, რომელი საუნჯე ექმნა მანანასა, ხოლო შენ იტჳრთე ყოველთა მეუფე მიუწდომელად, მისა მიმართ მეოხ გუეყავ მოსავთა შენთა.

Hymn number: 689(3)  
Hymn type: h     
შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, Ms. page: 149r   Page of ed.: 717  და აღმაშენებელო ეკესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლო[ო] კაცთ-მოყუარე.
Hymn type: t     
დაემკჳდრე საშოსა ქალწულისასა, უფალო, და გამოუჩნდი კაცთა ჴორციელად, ვითარცა სათნო-იყავ, და გამოაჩინე იგი ჭეშმარიტად ღმრთისმშობელად და შემწედ ყოველთა მორწმუნეთა, მხოლო[ო] კაცთ-მოყუარე.

Hymn number: 690(4)  
Hymn type: h     
შენ ხარ დამამტკიცებელი მვედრებელთა შენთაჲ, ქრისტე, შენ ხარ ნათელი დაბნელებულთაჲ და გადიდებს სული ჩემი.
Hymn type: t     
ჩუენ, ყოველნი მოგიგებთ შესავედრებელად, ქალწულო, ზღუდე მექმენ ქრისტეანეთა მორწმუნეთა, სძალო ღმრთისაო.

Hymn number: 691(5)  
Hymn type: h     
არავინ არს წმიდაჲ, ვითარ უფალი და არავინ არს მართალ ღმრთისა ჩუენისაებრ, რომელსა უღაღადებთ: არავინ არს წმიდაჲ შენებრ, უფალო.
Hymn type: t     
ჰშევ და ქალწულად ეგე სამარადისოდ Ms. page: 149v   Page of ed.: 719  და უქორწინებელად ღმრთისა დედა იქმენ, სანატრელო მარიამ, რომელსა ევედრე სულთა ჩუენთათჳს.

Hymn number: 692(6)  
Hymn type: h     
განძლიერდა დღეს გონებაჲ ჩემი უფლისა ღმრთისა მიმართ და ამაღლდა რქაჲ ჩემი და განვრცნა პირი ჩემი მტერთა ზედა ჩემთა გონიერთა.
Hymn type: t     
ჭურსა საღმრთოსა ქალწულებისასა, უქორწინებელსა მას მხოლოსა უბიწოსა ღმრთისმშობელსა დღეს ყოველნი მორწმუნენი უგალობდეთ.

Hymn number: 693(7)  
Hymn type: h     
შიში შენი დაჰნერგე გულსა ჩემსა და შემწე ეყავ მორწმუნეთა და განაძლიერენ, რომელნი გევედრებიან ღმრთსა ყოვლისა მპყრობელსა.
Hymn type: t     
მუცლად-იღე უთესლოდ, ღმრთისმშობელო, მაცხოვარი ჩუენ ყოველთაჲ და განმარინენ ჭირისაგან, რომელნი ჭეშმარიტად შემწედ აღგიარებთ შენ.

Hymn number: 694(8)  
Hymn type: h     
რომელმან ცანი სიტყჳთ დაამყარენ და ქუეყანაჲ დაამტკიცე სიბრძნით, უფალო, დაამტკიცენ გულნი ჩუენნი შიშსა და სიყუარულსა შენსა, მხოლო[ო] კაცთ-მოყუარე.
Ms. page: 150r  
Page of ed.: 721 
Hymn type: t     
რომელმან გჳშვა ცათა დაუტევნელი, ქალწულსა მარიამს უგალობდეთ, მორწმუნენი, გიხაროდენ, უბიწო[ო], რომელმან გესლი იგი პირველისა დედისაჲ განაქარვე.

Hymn number: 695(9)  
Hymn type: h     
რომელმან დაამყარენ ცანი სიტყჳთა და ქუეყანაჲ გარდაართხი სიმაღლესა ზედა უფსკრულთასა, დამამტკიცე მე, უფალო, მგალობლად და ქებად შენდა.
Hymn type: t     
უმაღლეს ცათა გამოშჩნდი, უბიწოო ქალწულო, ქუეყანასა, რაჟამს იტჳრთე მეუფე საუკუნოჲ ქრისტე ღმერთი ჩუენი შენ, მზისა უბრწყინვალესო.

Hymn number: 696(10)  
Hymn type: h     
სულითა ღმრთეებისაჲთა დაამტკიცენ ეკლესიანი, ქრისტე ღმერთო, და მას შინა დაჰნერგე ჯუარი შენი, რომლითა გამომიჴსნენ წარმართნი და გიღაღადებთ, რამეთუ არავინ არს წმიდაჲ შენებრ, კაცთ-მოყუარე.
Hymn type: t     
საიდუმლოჲ დიდებული და სასწაული ზეშთა ცნობისა და სიტყჳსა აღესრულა შენ შორის უქცეველად, უბიწოო მშობელო ღმრთისაო, რაჟამს გჳშევ ჩუენ ჴორცითა კრავი ღმრთისაჲ, ამხუმელი ცოდვათა სოფლისათა.

Hymn number: 697(11)  
Hymn type: h     
შჳდგზის მიფენითა ნიჭთაჲთა Ms. page: 150v   Page of ed.: 723  სულისა მიერ წმიდისა აღვსებული მადლითა განძლიერდა ეკლესიაჲ და, რომელსა ბერწ ერქუ[ა], აღივსო ნაშობითა, რამეთუ მას შინა დაიდვა ლოდი მტერთა დაბრკოლებისაჲ, ქრისტე, და სიხარულით ღაღადებს შვილთა თანა: არავინ არს წმიდაჲ შენებრ, კაცთ-მოყუარე.
Hymn type: t     
კუერთხი მორჩთაგან იესესთა აღმოსცენდი, უბიწო[ო], და ნიავი საღმრთოჲსა სურნელებისაჲ შენ მიერ ვიყნოსეთ, რამეთუ შენ ზედა განისუენა სულმან საღმრთომან და გყო შენ ტაძარ დამტევნელ ცათა მეუფისა და საშოჲთ შენით ვიხილეთ ჩუენ ნათელი, რომელ არს ევმანოელ -- ჩუენ თანა ღმერთი.

Hymn number: 698(12)  
Hymn type: h     
შენ, ქრისტე ღმერთო, უძლურთა განმაძლიერებელო და დაცემულთა აღმადგინებელო, მოსავნი შენნი გევედრებით შენ; მოჰმადლე ძლევაჲ მეფესა ჩუენსა მორწმუნესა მტერთა მიმართ ურწმუნოთა, დაიცევ შეუძრველად Ms. page: 151r   Page of ed.: 725  მარ/თლაღსარებითა დამტკიცებული ეკლესიაჲ, რომელი აღეშენა საღმრთოჲსა გუერდისა შენისაგან, ქრისტე და განწმიდნა ყოლად წმიდითა სისხლითა შენითა, აღორძნდეს შვილნი მისნი და ერთობით გა[დი]დებდეს დამამტკიცებელსა და ყოვლისა მპყრობელსა ღმერთსა.
Hymn type: t     
შენ ზედა აღესრულნეს თქმულნი მამადმთავართანი ყოლად უსძლო[ო] სანატრელო სძალო, რაჟამს გჳშევ ღმერთი განკაცებულ, რომელმან მოსცა ადამეანთა ჴელმწიფებაჲ შვილ-მყოფად ღმრთისა მაღლისა, დაჰჴსნდეს ცთ[ო]მანი იგი გულისამიერნი შობითა შენითა, ღმრთისმშობელო ქალწულო, დიდ არს და საშინელ საიდუმლოჲ შობისა შენისაჲ, ამისთჳს ყოველნი ნათესავნი და ენანი სულიერითა ხმითა შენ ღმრთისმშობელად აღგიარებენ და ვითარცა ღირს ხარ, დაუცხრომელად გადიდებენ.



Ode: upm.  
მესმასა


Hymn number: 699(1)  
Hymn type: h     
შენ ხარ, ქრისტე, ღმერთი / ჩემი, Ms. page: 151v   Page of ed.: 727  შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი ჩემი და სიქადული ცხორებისა ჩემისაჲ, რომელმან არა დააცარიელენ წიაღნი მამულნი ზეცას და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთჳსცა წინაჲსწარმეტყუელისა ამბაკუმის თანა ვიტყოდით: ძალსა შენსა დიდებაჲ, კაცთ-მოყუარე.
Hymn type: t     
განაქარვე ყუედრებაჲ დედისა ევაჲსი, რაჟამს ღმერთი, დამბადებელი შენი, მუცლად-იღე უზეშთაეს კაცთა ბუნებისა და გჳშევ ჩუენ გამოუთქუმელად, უბიწო[ო] დედაო ქრისტეს მაცხოვრისაო, მეოხ გუეყავ მოსავთა შენთა.

Hymn number: 700(2)  
Hymn type: h     
მესმა, უფალო, განგებაჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთა, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაჲ შენი.
Hymn type: t     
ღმერთი, რომელი გჳშევ ჩუენ, უბიწო[ო] მარიამ, ვედრებად მისა ნუ დასცხრები ჩუენთჳს, ქალწულო, რაჲთა მოგუანიჭოს ჩუენ დიდი წყალობაჲ.

Hymn number: 701(3)  
Hymn type: h     
აჰმჴედრდი ეტლთა მოციქულთა შენთასა, უფალო, და აღჳრნი მათნი ძლიერად ჴელთ-ისხენ Ms. page: 152r   Page of ed.: 729  და მჴედრობაჲ შენი ცხორებ[ა] არს მორწმუნეთა, რომელნი ღაღადებენ: დიდებაჲ ძალსა შენსა, უფალო.
Hymn type: t     
ენანი კაცთანი მოუძლურდებიან გამოთქუმად საიდუმლოსა შობისა შენისასა, უბიწოვებით უქორწინებელო სძალო, ხოლო სარწმუნოებით აღგიარებენ დედად ნათლისა.

Hymn number: 702(4)  
Hymn type: h     
მესმა მე, ქრისტე, სმენაჲ და შემეშინა, რამეთუ მამისაგან არა დააკლდი და კაცთა შორის გამოშჩნდი ცხორებისათჳს სულთა ჩუენთაჲსა, მრავალ-მოწყალე.
Hymn type: t     
ვერ შემძლებელ ვართ ქებად შემსგავსებულად სიწმიდისა შენისა, ღმრთისა დედაო, რამეთუ ზეშთა იპოვა ცნობათა ჩუენთა დიდებულებაჲ შენი, უსძლოო.

Hymn number: 703(5)  
Hymn type: h     
მესმა სმენაჲ შენი, უფალო, და შემეშინა, განვიცადენ საქმენი შენისა მოსლვისანი და განკჳრვებული შიშით ვღაღადებ: დიდებაჲ ძალსა შენსა, უფალო,
Hymn type: t     
ენაჲ ესე მეტყუელი განცჳბრდების უცხოდ შობასა შენსა, უბიწოო სძალო, უქორწინებელო, არამედ Ms. page: 152v   Page of ed.: 731  ღაღა/დებს სიხარულით დიდებაჲ ძესა შენსა ქ[ალწულო].

Hymn number: 704(6)  
Hymn type: h     
გუამით შენით გამოვიდეს ისარნი ნათლისანი და თავთა მათ წინაჲსწარმეტყუელთა და მოციქულთა ოდეს იხილეს, შეძრწუნდეს და ღაღადებდეს: დიდებაჲ, ძალსა შენსა, უფალო.
Hymn type: t     
ჴორცთა შენთაგან უბიწოთა დამბადებელმან შენმან, სძალო ღმრთისაო, მიიღო განკაცებაჲ და გამოვიდა ღმერთი და კაცი ორითა ბუნებითა სრულითა.

Hymn number: 705(7)  
Hymn type: h     
მესმა პირველად სმენაჲ მოსლვისა შენისაჲ, ძლიერო ღმერთო, განვიცადენ საქმენი შენნი, რამეთუ ორთა მათ ცხოველთა შორის გამოშჩნდი შენ ცხორებისათჳს სულთა ჩუენთაჲსა.
Hymn type: t     
ყოველთა მზრდელსა აწოებდ შენ, უბიწო[ო], ვითარცა ჩჩჳლსა; რომელი ზის ზედა ქერაბინთა, იტჳრთე მკლავთა შენთა ზედა, რამეთუ შენ მხოლოჲ ამას ღირს იქმენ, ყოლად წმიდაო.



Ode: mort.  
მორთულნი


Hymn number: 706(8)  
Hymn type: h     
წინაჲსწარმეტყუელმან შენმან ამბაკუმ მოწევნასა ჟამთასა, Ms. page: 153r   Page of ed.: 733  გიხი/ლა რაჲ უფალი ცეცხლისფერთა საყდართა ზედა მჯდომარე, განკჳრვებულმან ღაღატ-ყო: დაფარნა ცანი შუენიერებამან შენმან, უფალო, და ქებით ღაღადებდა: დიდებაჲ ძალსა შენსა, უფალო.
Hymn type: t     
წინაჲსწარვე ქადაგა ამბაკუმ მიდგომილებაჲ საღმრთოჲ უბიწოჲსა ქალწულისაჲ და მისგან ჴორცითა შობაჲ ყოველთა შემოქმედისაჲ და ღაღადებდა: ღმერთი სამხრით მოვიდეს სიჩრდოჲსა მისგან ქალწულისა საშოჲსა ჴსნისათჳს თჳსთა დაბადებულთა.

Hymn number: 707(9)  
Hymn type: h     
იხილა რაჲ წინაჲსწარმეტყუელმან მთით ჩრდილოჲთ მაღნართაჲთ განჴორციელებაჲ შენი, სიტყუაო მამისაო, განკჳრვებული შიშით ღაღადებდა: მაცხოვრად ერისა შენისა მოხუედ და ჴსნად ცხებულთა, დიდებაჲ ძალსა შენსა.
Hymn type: t     
გიხაროდენ, ცაო სულიერო, გიხაროდენ, ეტლო და საყდარო მაღლისაო, გიხაროდენ, ტაკუკო მტჳრთველო ზეცისა მანანაჲსაო, გიხაროდენ, ადამის ჴსნისა მიზეზო, რომელმან გჳშევ ცხორების მომცემელი.

Ms. page: 153v  
Page of ed.: 735 
Hymn number: 708(10)  
Hymn type: h     
წინაჲსწარმეტყუელმან საიდუმლოჲ პირველ იხილა განჴორციელებისა შენისაჲ ქალწულისაგან და ღმრთისმეცნიერებით ღაღატ-ყო: დიდებაჲ ძალსა შენსა, უფალო.
Hymn type: t     
შჯულსა ბუნებათასა უზეშთაესად გამოშჩნდი, ქალწულო, რამეთუ უფროჲს ბუნებისა სიტყუაჲ ღმრთისაჲ იტჳრთე და გჳშევ ჩუენ, ყოველთა, ღმერთი, მაცხოვარი სულთა ჩუენთაჲ.

Hymn number: 709(11)  
Hymn type: h     
საყდარი ქერაბინთაჲ არა დაუტევე, ქრისტე ღმერთო, ჴსნისა ჩუენისათჳს გარდამოჰჴედ ქუეყანად, იხილა რაჲ წინაჲსწარმეტყუელმან, ღაღატ-ყო: ღმერთი სამხრით მოვიდეს, რაჲთა იჴსნეს წარწყმედისაგან ცხებულნი თჳსნი, რომელნი ღაღადებენ: დიდებაჲ ძალსა შენსა, უფალო.
Hymn type: t     
სათნო-იყავ სიმდაბლით შობაჲ ქალწულისაგან, ქრისტე და მშობელი შენი დაიცევ ქალწულადვე ვითარცა ქადაგა ამბაკუმ ღმრთისმეტყუელმან, ვითარმედ: მზე ამაღლდა და მთოვარე დადგა წესსა ზედა თჳსსა, ქალწული ქალწულებასავე თჳსსა, მის მიერ აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

Ms. page: 154r  
Page of ed.: 737 
Hymn number: 710(12)  
Hymn type: h     
ღმრთისმეტუელმან ამბაკუმ პირველვე მოგუასწავა ჴსნისა ჩუენისა მიზეზი რაჟამს-იგი განცხადებულად ჴმამაღლად ქადაგა ღმრთისა კაცთა მჴსნელად მოსლვაჲ მთით ჩრდილოჲთ და მაღნართაჲთ ქალწულისა საშოჲსაგან გამობრწყინვებად, განუშორებელო ორთა მათ ცხოველთაგან, მამისა და სულისა, რომელმან დადვა სიყუარული მტკიცე შორის ადამეანთა და მოსცა სიხარული ყოველთა მორწმუნეთა, რომელნი ღაღადებენ: დიდებაჲ ძალსა შენსა, ძლიერო ღმერთო.
Hymn type: t     
ღმრთისა საყდრად გამოშჩნდი შენ, ყოველთა კაცთა უზეშთაესო, ღმრთისა დამტევნელო და გამოუთქუმელად მშობელო კაცთა მჴსნელისაო, შენ ზედა სრულ იქმნეს თქმულნი წინაჲსწარმეტყუელთანჲ და ქადაგებანი იგი მამადმთავართანი განცხადნეს ჭეშმარიტად, რამეთუ გჳშევ ღმერთი ღმრთისაგან შობილი გამოუთქუმელად და დაჰჴსენ მწუხარებაჲ და მოეც სიხარული Ms. page: 154v   Page of ed.: 739  ყოლად/მოუკლებელად და განუქარვებელი მშობელთა შენთა შობითა შენითა, ღირსო.



Ode: gham.  
ღამითგანსა


Hymn number: 711(1)  
Hymn type: h     
რაჲსათჳს გამიშორებ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაჲ ჩემი, გევედრები.
Hymn type: t     
კადნიერებაჲ დედობრივი ძისა შენისა თანა მოიგე, ყოლად უბიწო[ო] და შეწევნასა ჩუენსა ნუ დააცადებ მისა მიმართ, გევედრებით, რამეთუ გაქუს შენ მისა მიმართ მეოხებაჲ და მოტევებაჲ ცოდვათა ყოველთა ქრისტეანეთა.

Hymn number: 712(2)  
Hymn type: h     
ბნელისაგან ცოდვათაჲსა აღმომიყვანენ მოსავნი შენნი, სახიერო, და განგუანათლენ სიტყუათა შენთა ნათლითა სულნი, რომელთა აღიმსთუეს შენდამი სიხარულით, რაჲთა ვადიდოთ წყალობაჲ შენი, კაცთ-მოყუარე.
Hymn type: t     
მამისაგან გამოსრული სიტყუაჲ დაუტევნელი დაიტიე, უბიწოო, და უზეშთაეს ბუნებათა გჳშევ / ჩუენ Ms. page: 155r   Page of ed.: 741  ღმერთი ჴორციელ-ქმნული განმანათლებელი სოფლისაჲ, ამისთჳს ჩუენცა ღმრთისმშობლად აღგიარებთ შენ.

Hymn number: 713(3)  
Hymn type: h     
განგუანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა მაღლითა, მორწმუნეთა, მშჳდობაჲ შენი ზეცით მომეც ჩუენ, კაცთ-მოყუარე.
Hymn type: t     
მეოხ გუეყავ ჩუენ ძისა შენისა, ღმრთისმშობელო, რაჲთა გარდამოგჳვლინოს ჩუენ სიმრავლე მოწყალებათაჲ, ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ.

Hymn number: 714(4)  
Hymn type: h     
ღამისაგან წყუდიადისა უგუნურებისა შეცთომილი გზათაგან შენთა ნათლითა შენმიერითა, უფალო, დამამტკიცე მე მშჳდობით, რაჲთა ვიდოდი მცნებათა გზასა.
Hymn type: t     
გამოვიდა შენგან, სძალო, სიბრძნე დამბადებელი და სიმტკიცე მორწმუნეთაჲ, ყოლად წმიდაო მშობელო ღმრთისაო, გჳთხოვე ჩუენ მგალობელთა შენთათჳს აწცა დიდი წყალობაჲ.

Hymn number: 715(5)  
Hymn type: h     
აღმსთობილნი შენ გიგალობთ, უფალო, გუაცხოვნენ ჩუენ, Ms. page: 155v   Page of ed.: 743  ვითარცა სახიერ, რამეთუ სხუაჲ ღმერთი არა ვიცით.
Hymn type: t     
შემდგომად შობისა ქალწულად ჰგიე, უბიწო[ო], შენ, ყოლად სანატრელო, ვითარცა ღმრთისმშობელ ხარ, გადიდებთ.

Hymn number: 716(6)  
Hymn type: h     
რომელმან ღამისაგან უმეცრებისა ღმრთეებისა ცნობითა განანათლე ქუეყანაჲ, განგუანათლე ჩუენ აწცა, უფალო.
Hymn type: t     
ღმრთისმშობელო ქალწულო, უთესლოდ მუცლად-იღე შენ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და შემდგომად შობისა ქალწულად ეგე სამარადისოდ.

Hymn number: 717(7)  
Hymn type: h     
რამეთუ სხუაჲ შენსა გარეშე ღმერთი ჩუენ არა ვიცით, ნათელო თუალთ-შეუდგამო, ღამითგან აღვიმსთობთ ჩუენ და გადიდებთ შენ, კაცთ-მოყუარე.
Hymn type: t     
ჭეშმარიტად, დედათა შორის შენ მხოლოჲ სანატრელ ხარ, უბიწო[ო] ღმრთისმშობელო, რამეთუ შენგან იშვა ცხორებაჲ ყოვლი[სა] სოფლისაჲ.



Ode: mort.  
მორთულნი


Hymn number: 718(8)  
Hymn type: h     
სულთა ჩუენთა არმური განდევნე, ნათლისა მომცემელო ქრისტე, და პირმშოჲ იგი ბნელისაჲ განაშორე ცნობათაგან ჩუენთა, სახიერ, Ms. page: 156r   Page of ed.: 745  რომელნი შენდამი / აღვიმსთობთ, მოგუმადლე ჩუენ ნათელი ბრძანებათა მათ შენთაჲ.
Hymn type: t     
გხედვიდა რაჲ დაშჯილსა ჯუარსა ზედა უბიწოჲ მშობელი შენი, უფალო, და იხილა რაჲ გუერდი შენი განპებული ლახურითა მჴედრისაგან, აღივსო ტკივილითა და ადიდებდა იგი სულგრძელებასა შენსა, სახიერ.

Hymn number: 719(9)  
Hymn type: h     
ნათლითა შენითა განანათლე გონებაჲ ჩემი, ქრისტე, გევედრები შენ, რაჲთა ღამითგან აღვიმსთო შენდამი და უგალობდე დიდსა სახიერებასა შენსა.
Hymn type: t     
ნათლითა საღმრთოჲთა განმანათლენ ჩუენ, მგალობელნი შენნი, ღმრთისა დედაო, რაჲთა ღირსად გადიდებდეთ შენ და უგალობდეთ შენგან შობილსა ქრისტესა ღმერთსა.

Hymn number: 720(10)  
Hymn type: h     
ცოდვისა საცთურთაგან, ვითარცა ღამისაგან წყუდიადისა, მიჴსენ, ქრისტე, აღიმსთობს სული ჩემი შენდამი, გევედრების: წარმიძეღუ მცნებათა შენთა ნათელსა.
Hymn type: t     
კიბედ ცად აღმყვანებელად Ms. page: 156v   Page of ed.: 747  ოდეს/მე იაკობ გიხილა შენ, ქალწულო, რომელსა გარდამოჴდა მჴსნელი ყოველთაჲ ქრისტე, რომელმან განანათლა დაბადებულნი.

Hymn number: 721(11)  
Hymn type: h     
საცთურთაგან სოფლისათა დაბნელებული სული ჩემი განანათლე, ქრისტე -- ნათელო ჭეშმარიტო, და წარჰმართენ ფერჴნი ჩემნი ალაგსა მცნებათა შენთასა, წინამძღუარო მშჳდობისაო.
Hymn type: t     
საცთურთაგან ცოდვისათა დაბნელებული სული ჩემი განანათლე, ნათლისა დაუსაბამოჲსა მშობელო, სძალო ღმრთისაო, რაჲთა ბრწყინვალედ შევამკობდე გამოუთქუმელსა შობასა შენსა.

Hymn number: 722(12)  
Hymn type: h     
სიბნელე ღამისაჲ და საცთური ცოდვისაჲ სოფლისა ამის ბოროტთაჲ ბრწყინვალედ განანათლე, ქრისტე, რაჟამს სერაბინმან ესაიას ნაკუერცხალი შეახო ბაგეთა და ღაღატ-ყო: მშჳდობაჲ შენი მომეც ჩუენ.
Hymn type: t     
უპირატეს ხარ შენ ქერაბინთა, ქალწულო, რამეთუ, რომელი-იგი ესაიას შეახო მარწუხითა შიში ზარ-განჴდილმან Ms. page: 157r   Page of ed.: 749  სერა/ბინმან, შანთი ცეცხლისაჲ, შეუწუველი ჯოჯოხეთისაჲ, შენგან იშვა და ქალწულად დაგიცვა.

Hymn number: 723(13)  
Hymn type: h     
ცეცხლისფერთა ეტლთა ზედა მჯდომარე დიდებითა გარდამოჰჴედ სიტყუაჲ ღმრთისაჲ, შემკრიბენ განბნეულნი მოსვლითა შენითა, კაცთ-მოყუარე.
Hymn type: t     
--

Hymn number: 724(14)  
Hymn type: h     
მიზეზი იგი ბნელისაჲ და ცოდვისა საცთური განიდევნა ღმრთეებისა ნათლითა, რაჟამს წინაჲსწარ ეუწყა ღმრთის მგალობელსა ესაჲას ზეცისა საიდუმლოჲ დაფარული, უბიწოჲსა ქალწულისა მიდგომილებაჲ და განკჳრვებული ესრეთ იტყოდა: აწ იხილეთ ნათელი, მყოფნო ბნელისანო, რამეთუ მოვიდა მზე სიმართლისაჲ დამხსნელად ბნელსა მას კერპთმსახურებისასა და ნათლად დაბნელებულთა.
Hymn type: t     
მაღლით სიმდაბლედ მოვიდა სიტყუაჲ იგი მაღალი, მამისა და სულისა თანაარსი, ჴსნისათჳს მიმძლავრებულთა მტერისა მიერ ბოროტისა Ms. page: 157v   Page of ed.: 751  და სიკუდილად მოცემულთათჳს ადამეანთა და დაემკჳდრა უნივთოჲ შანთი ღმრთეებისაჲ ჴორცთა შინა მიწისაგანთა და მშობელი თჳსი უვაღრეს ყო ქერაბი[ნ]თა და უზეშთაესად სერაბინთა საყდართა გამოაჩინა და მიჰმადლა მას მადლი მეოხებად სულთა ჩუენთა.

Hymn number: 725(15)  
Hymn type: h     
ვნებათა ნისლისაგან მე, ვითარცა ღამისაგან ღრმისა გამოჴსნილი, აღმსთობად შენდა ღირს-ყავ სული ჩემი, გევედრები დღისა ნათელსა ბრძანებათა შენთასა, ქრისტე.
Hymn type: t     
ცად მიწევნულად ოდესმე იაკობ პირველადვე გიხილა კიბედ, რომელი მიზეზ იქმენ ღმრთისა ჩუენდა მოსლვისა, შობისა საიდუმლოსა განიცდიდა.



Ode: ghagh.  
ღაღატყავსა


Hymn number: 726(1)  
Hymn type: h     
მომიტევენ, სახიერ, აურაცხელნი ცოდვანი ჩემნი, რომლისათჳს გიხმობ შენ, მიჴსენ მე ბოროტთაგან, შენდა მომართ ვღაღადებ: ისმინე ჩემი, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.
Hymn type: t     
განვერენით საცთურსა Ms. page: 158r   Page of ed.: 753  ცოდვათა ჩუენ/თასა ვედრებითა შენითა, ღმრთისმშობელო ქალწულო, ძისა შენისა მიმართ, რომელი იშვა შენგან, უზეშთაეს ბუნებათა, ძე ღმრთისაჲ დაუსაბამოჲ.

Hymn number: 727(2)  
Hymn type: h     
ზღჳსა მჴეცისა მუცელსა იყო რაჲ, იონა ჯუარის სახედ ჴელნი განპყრნა და მოასწავა ნებაჲ მჴსნელისაჲ და სამ დღე დაფლვაჲ და გამოაჩინა უზეშთაეს ბუნებისა აღდგომაჲ წარმგდებითა მით ვნებულისა მის ჴორცითა ქრისტეს ღმრთისა, რომელმან აღდგომითა იჴსნა დაბადებულნი.
Hymn type: t     
ძუელი და ახალი შჯული სამართლად აღგიარებენ შენ დედად ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ ესაია ჭეშმარიტად ქადაგა ქალწულად მიდგომილად და მშობელად ევმანოელისა -- ღმრთისა, მთავრისა მშჳდობისა, ხოლო აქა დღეს მორწმუნენი იტყჳან: მშობელო მაცხოვრისაო, ჩუენთჳსცა მეოხ გუეყავ

Hymn number: 728(3)  
Hymn type: h     
ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აუვარებ ბრალთა / ჩემთა მარადის, Ms. page: 158v   Page of ed.: 755  რამეთუ ბოროტითა აივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია და იონაჲსებრ ვღაღადებ: აღმომიყვანე მე, ღმერთო ჩემო.
Hymn type: t     
ნუ დასცხრები ვედრებასა ჩუენთჳს ქალწულო, ყოლად წმიდაო ღმრთისმშობელო მარიამ, რამეთუ სიმტკიცე ხარ ჩუენ მორწმუნეთაჲ და სასოებითა შენითა განვძლიერდებით და სარწმუნოებით შენ და ძესა შენსა გადიდებთ და თაყუანის-გცემთ.

Hymn number: 729(4)  
Hymn type: h     
ღაღატ-ყო ვეშაპისა მუცელსა იონა შენდა მომართ: უფალო, უფალო, განხრწნისაგან იჴსენ ცხორებაჲ ჩემი.
Hymn type: t     
სამკჳდრებელი ღმრთისაჲ ხარი შენ, ქალწულო უბიწო[ო], და ჩუენ, მორწმუნენი, ღმრთისმშობელად აღგიარებთ და მეოხ გიყოფთ.

Hymn number: 730(5)  
Hymn type: h     
წინაჲსწარმეტყუელი იჴსენ სიღრმეთაგან და მჴეცისა, ქრისტე ღმერთო, მიჴსენ მეცა დანთქმული სიღრმესა ცოდვისასა და მაცხოვნე მე, ვითარცა მოწყალე ხარ.
Ms. page: 159r  
Page of ed.: 757 
Hymn type: t     
მჯდომარე მამისა თანა მკლავთა ზედა იტჳრთე, ქალწულო, ღმერთი ჴორციელ-ქმნული, ცათა დაუტევნელი, რომელსა ჩუენ, ყოველნი, თაყუანის-ვსცემთ.

Hymn number: 731(6)  
Hymn type: h     
ვეშაპისა მუცელსა შეაყენე მარტოჲ იონა, უფალო, ხოლო მე, მტერისა ბადეთა შეყენებული, მიჴსენ, ვითარ იგი აცხოვნე განხრწნისაგან.
Hymn type: t     
საშოჲ შენი, ქალწულო უბიწო[ო], ცათა უვრცელეს იპოვა, რამეთუ შემოქმედი ღმერთი შენ თანა დაემკჳდრა უზეშთაეს ბუნებასა კაცთასა.

Hymn number: 732(7)  
Hymn type: h     
შთავრდოომილ ვარ მე სიღრმესა, გულსა მას ზღჳსასა და ვხედავ სასწაულთა შენთა, უფალო.
Hymn type: t     
ქალწულმან გჳშვა მეუფე და ღმერთი ყოველთაჲ და ეგო განუხრწნელად წმიდაჲ ქალწული.

Hymn number: 733(8)  
Hymn type: h     
ღაღატ-[ვ]ყავ დანთქმულმან ცოდვითა შენდამი: უფალო, მაცხოვარო ყოველთაო, მიჴსენ მე ხრწნილებისაგან ვითარცა ხარ მრავალ-მოწყალე.
Ms. page: 159v  
Page of ed.: 759 
Hymn type: t     
უფალი მეუფე, ვითარცა ღრუბლითა სულმცირითა, მოვიდა შენდა, სძალო, რაჲთა დაამჴუნეს ღმრთეებით ჴელით-ქმნულნი ეგჳპტისანი.

Hymn number: 734(9)  
Hymn type: h     
ისაკის მიერ ვნებაჲ გამოსახე და იონაჲსგან დაფლვაჲ მოასწავე და აღდგომაჲ ყოველთა მოგუმადლე, შენ გიღაღადებთ ჩუენ, ყოველნი: ხრწნილებისაგან აღმომიყვანენ, მრავალ-მოწყალე.
Hymn type: t     
ღმრთეებისა ცეცხლმან არა შეწუა საშოჲ შენი, ქალწულო უბიწოო, არამედ ვითარცა იონა, დაცვულ იქმნა მუცელსა შინა მჴეცისასა, რომელმან მოასწავა სახე მკუდრეთით აღდგომისაჲ.

Hymn number: 735(10)8  
Hymn type: h     
სიღრმენი ცოდვათანი და ღელვაჲ მოქცევათაჲ შემაძრწუნებს მე და უფსკრულთა საშინელებანი დამთქმენ და უწყალოდ, არამედ შენ, სახიერ, აღმომიყვანე, ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე, ვითარცა მოწყალე ხარ.
Hymn type: t     
ბუნებათა უვაღრეს Ms. page: 160r   Page of ed.: 761  ჰშევ, ღმრთის/მშობელო კაცთათჳს მშჳდობაჲ და სიღრმისაგან ბნელისა იჴსენ ადამეანნი, ამისთჳს მორწმუნენი სამართლად გადიდებთ, უბიწოო, მეოხო მოსავთა შენთაო.

Hymn number: 736(11)  
Hymn type: h     
თანამდები შემწყნარე, კაცთ-მოყუარე, ბრალთაგან მრავალთა და სოფლისა ღელვათაგან გუემული, ვითარცა იონა და მაცხოვნე მე.
Hymn type: t     
თჳნიერ ქორწილისა ჰშევ, უსძლო[ო] სძალო, ძე და სიტყუაჲ ღმრთისაჲ, პირველ ჟამთა მამისაგან შობილი, მას ევედრე ყოლად უხრწნელო, ჴსნად მოსავთა შენთა.

Hymn number: 737(12)  
Hymn type: h     
წინაჲსაწარმეტყუელი შეყენებული გულსა შინა ზღჳსასა, მუცელსა შინა ვეშაპისასა, სამ დღე ვნებასა შენსა მოასწავებდა და იტყოდა: მიჴსენ მე, ღმერთო ჩემო.
Hymn type: t     
წინაჲსწარმეტყუელთა ქადაგებული აღესრულა შენ ზედა, უსძლო[ო], რამეთუ ქალწულმან ჰშევვ ღმერთი ჴორცითა გამოუთქუმე/ლად; Ms. page: 160v   Page of ed.: 763  მისა მიმართ მეოხ გუეყავ ჩუენ.

Hymn number: 738(13)  
Hymn type: h     
შეყენებული საბრჴეთა ცოდვისათა, ვითარცა იონა მუცელსა ვეშაპისასა, გიღაღადებ: ქრისტე, განწირულთა სასო[ო], იჴსენ ხრწნილებისაგან ცხორებაჲ ჩემი, ვითარცა სახიერ ხარ და მრავალ-მოწყალე.
Hymn type: t     
შენ ხარ, უსძლოო, მყუდროჲ ნავთსაყუდელი სულთა ცხორებისაჲ, შენდა მოვივლტით, ქალწულო, ღელვათაგან ცოდვისათა აღმომიყვანე და მიმიძეღუ პირველთა საშუებელთა მეოხებითა შენითა, ყოლად წმიდაო.

Hymn number: 739(14)  
Hymn type: h     
პირველვე გამოსა[ხა] საიდუმლოჲ წარმართთა ჴსნისაჲ იონა წინაჲსწარმეტყუელმან, გამოუთქუმელი განჴორციელებაჲ მაცხოვრისა ჩუენისაჲ საშოჲსაგან უბიწოჲსა ქალწულისა, შთასლვითა მუცელსა მჴეცისა მის საშინელისასა, რამეთუ უხრწნელად დაიცვა განმხრწნელისაგან, Ms. page: 161r   Page of ed.: 765  ეგრეთვე უვნებელად ეგო ბეჭედი წესთა მათ ქალწულებისათა, შემდგომად შობისა, უსძლოჲსა ქალწულისა, რამეთუ შობილსა მას წმიდად და ძე მაღლისა ეწოდოს სახელი მისი.
Hymn type: t     
პირველთა მათ იგავთა და საღმრთოთა მქადაგებელთა წინაჲსწარ გუაუწყეს გამოუთქუმელად მუცლად-ღებაჲ უსძლოჲსაჲ შენ, მაცხოვრისა ჩუენისაჲ, და უთესლოდ შობაჲ კაცთა ჴსნისათჳს ჴორცითა. აწ უმეტეს განსცხრებიან სიხარულით, რამეთუ სარწმუნო იქმნე თქმულნი მათნი: აჰა, ესერა, განუხრწნელად დაიცვა საშომან ქალწულისამან ცეცხლი ღმრთეებისაჲ და უვნებელად ეგო და დაცვულ იქმნა იგი, ვითარცა იონა მუცელსა შინა ზღჳსა მის მჴეცისასა.

Hymn number: 740(15)  
Hymn type: h     
ივლტოდა იონა პირისაგან მაღლისა და შეაყენა იგი მთამან მუცელსა მჴეცისა Ms. page: 161v   Page of ed.: 767  და უჩუენა ძალი ღმრთეებისა თჳსისაჲ, და ესრეთ იტყოდა: მიჴსენ განხრწნისაგან. და უბრძანა ღმერთმან მჴეცსა მას ზღჳსასა, წარმოაგდო იონა უვნებელად დაცული და მით გამოისახა ქალწულებაჲ ღმრთისა სიტყჳსა მშობელისაჲ და კაცთა ჴსნისა განგებულებისაჲ, რომელი აღიარეს ჭეშმარიტი სამებაჲ.
Hymn type: t     
--



Ode: kurtx.  
კურთხეულარსა


Hymn number: 741(1)  
Hymn type: h     
საღმრთოჲსა შურისაგან ცეცხლმან შეიკდიმა პირველად ბაბილონს, რომელსა სამნი ყრმანი, ვითარცა სამოთხესა შინა, ვიდოდეს და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.
Hymn type: t     
არა დავსცხრებით ქებად შენდა, ქალწულო, მსგავსად ძალისა ჩუენისა, დაღაცათუ არა არს ჩუენ შორის სიტყუაჲ ღირსი სიწმიდეთა, ხოლო მიიღე უღირსთაგან ბაგეთა შესხმაჲ შემსგავსებული უმეცრებათა ჩუენთაჲ.

Ms. page: 162r  
Page of ed.: 769 
Hymn number: 742(2)  
Hymn type: h     
ბრძანებამან მზაკუვარისა მძლავრისამან სიქადულით ღმრთის-[მო]ძულისამან, ზარ-განჴდილ ყო უშჯულოჲ ერი, ხოლო სამნი იგი ყრმანი ვერ შეაძრწუნნა მჴეცებრ მძჳნვარებამან, არცაღა ცეცხლისა ზარმან, არამედ შეცურეულნი ზეგარდამო კადნიერად ესრეთ ღაღადებდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხრ შენ.
Hymn type: t     
სამობით რიცხუნი სამებისა წმიდისა ყრმანი იქმნეს საჴუმილსა შინა უვნებელად დამარხულ და თქუეს: ჩუენ მოსავნი ვართ ღმერთსა მამათასა და არა მეშინის ცეცხლისა მისგან და შეურაცხ-ვჰყოფთ ბრძანებასა მძლავრისა უშჯულოჲსასა და ვიტყჳთ: ყოლად დიდებულო მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

Hymn number: 743(3)  
Hymn type: h     
რომელთა ქალდეველთა აგზბული საჴუმილი ძალითურთ შემწუველი დაშრიტეს ხილვითა ანგელოზებრითა, რომელიცა გარდამოჴდა, Ms. page: 162v   Page of ed.: 771  მისა მიმართ / ყრმანი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ და დიდებულ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.
Hymn type: t     
ნათელსა უფლისასა ვიდოდით, მოვედით, უგალობდეთ ქალაქსა სულიერსა სამეუფოსა, უბიწოსა ქალწულსა, ჭეშმარიტად ღმრთისმშობელსა, ვითარცა არს სასოჲ და მეოხი სულთა ჩუენთა უკუნითი უკუნისამდე.

Hymn number: 744(4)  
Hymn type: h     
ყრმანი ებრაელნი საჴუმილსა შინა ვი[დო]დეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით და შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.
Hymn type: t     
არათუ ბუნებით სამებაჲ არს ერთი ღმრთეებაჲ, არამედ გუამოვნებით იცნობების მამაჲ, ძე და სული წმიდაჲ, რომელი-იგი არს კურთხეულ აწ და უკუნისამდე.

Hymn number: 745(5)  
Hymn type: h     
ქუეყანით იუდაჲსით ბაბილონს წარიტყუენნეს მძლავრისა მიერ ყრმანი, სულითა შემოსილთა ცეცხლი საჴუმილისაჲ მის განაქარვეს და იტყოდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ მარადის.
Ms. page: 163r  
Page of ed.: 773 
Hymn type: t     
თაყუანის-ვსცემთ მამასა, აღვიარებთ ძესა და ვადიდებთ სულსა წმიდასა, სამებასა წმიდასა ერთღმრთეებად აღვიარებთ და ვღაღადებთ: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ მარადის.

Hymn number: 746(6)  
Hymn type: h     
შენ, რომელმან ყრმანი საჴუმილისაგან და ქალწული შემდგომად შობისა ვნებათაგან იჴსენ, კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.
Hymn type: t     
ძისა თანა მამასა ვადიდებდეთ, სულით წმიდითურთ სამებასა უგალობდეთ და ვიტყოდით: კურთხელ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა [ჩუენთაო].

Hymn number: 747(7)  
Hymn type: h     
ველსა დეირისასა მძლავრმან აღაგზნა საჴუმილი პირველად განსალევნელად აღმსარებელთათჳს ღმერთ-შემოსილთა ყრმათა და შე[ი]თხინეს და სამებასა აქებდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.
Hymn type: t     
სამგუამივანსა ღმერთსა, მორწმუნენო, ბუნებით განუყოფელსა, თაყუანის-ვსცემდეთ, [მა]მასა ძით და სულით წმიდითურთ ვაკურთხევდეთ სარწმუნოებით, და ესრეთ ვღაღადებდეთ: მამა[თა] ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

Ms. page: 163v  
Page of ed.: 775 
Hymn number: 748(8)  
Hymn type: h     
ყრმათა ღმრთის-მსახურთა ბაბილონს შინა არა ჰმსახურეს ხატსა ოქროჲსასა და მით საჴუმილსა შეითხინეს და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთა.
Hymn type: t     
მოვედით ყოველნი სარწმუნოვებით, სამებასა დაუსაბამოსა, მამასა ძით და სულით წმიდითურთ განუყოფელად თაყუანის-ვ[ს]ცემდეთ და ვიტყოდით: კურთხეულ ხარ, უფალო [ღმერთო მამათა ჩუენთაო].

Hymn number: 749(9)  
Hymn type: h     
დასაბამსა ქუეყანაჲ დააფუძნე და მაღალნი სიტყჳთ დაამყარენ, გაკურთხებთ შენ უკუნისამდე, უფალო ღმერთო [მა]მათა ჩუენთაო.
Hymn type: t     
ერთი ძალი უვაღრეს ბუნებათა, სამგუამოვნად გუესწავა მორწმუნეთა სამებაჲ და თაყუანის-ვსცემთ უფალსა და ღმერთსა მამათა ჩუენთასა.

Hymn number: 750(10)  
Hymn type: h     
ბრძანებამან მზაკუვარისა მძლავრისამან სიქადულით ღმრთის-მოძულისამან Ms. page: 164r   Page of ed.: 777  ზარ-განჴდილ ყო უშჯ/ულოჲ ერი, ხოლო სამნი იგი ყრმანი ვერ შეაძრწუნნა მხეცებრ მძჳნვარებამან, არცაღა ცეცხლისა ზარმან, არამედ შეცურეულნი ზეგარდამო კადნიერად ესრეთ ღაღადებდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.
Hymn type: t     
--

Hymn number: 751(11)  
Hymn type: h     
ღმრთისა გარდამოსლვასა ოდესმე ბაბილონს ცეცხლი მეოტ იქმნა, რომელ სამნი ყრმანი საჴუმილსა მას შინა, ვითარცა ვარდსა, ფერჴითა სტკებნიდეს და განწყობილნი გალობდეს; მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.
Hymn type: t     
სახე გექმნა, ქალწულო, მაყუალი მგზებარე და არა-შემწუარი, რამეთუ დაიტიე ცეცხლი ღმრთეებისაჲ საშოსა შენსა და არა შეიწუე მისგან, რომელმან დაწუნა მტერისა საცთურნი და მოგუანიჭა ცხორებაჲ საუკუნოჲ.

Hymn number: 752(12)  
Hymn type: h     
არა თაყუანი-სცეს სამთა ყრმათა ხატსა მას ოქროჲსასა ღმერთ-შემოსილთა ძეთა დავითისთა, Ms. page: 164v   Page of ed.: 779  რომელსა / ჰმონებდა მეფე იგი, არამედ აღიარეს ძე -- თანასწორი მამისაჲ და ღაღადებდეს ერთობით: კუ[რ]თხეულ ხარ შენ მჴ[ს]ნელო და ღმერთო, უკუნისამდე.
Hymn type: t     
არსებაჲ სამებისა წმიდისაჲ, სამგუამოვნად ცნობილი, ერთღმრთეებად აღიარეს მორწმუნეთა, და ზეცისა განწყობილთა თანა წმიდაარსობით ვუგალობთ გარე-შეუწერელსა მას და სამთა მათ ყრმათა თანა ჴმა-ვყოთ: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

Hymn number: 753(13)  
Hymn type: h     
მოსავნი მაღლისანი ყრმანი აბრამეანნი სიონით მძლავრებით ბაბილონდ წარიტყუენნეს უღმრთოთა მიერ, ურთიერთას შეყოფილთა სულითა შეურაცხ-ყვნეს ჴმანი ებანთანი და განცხრომანი უღმრთოთანი, რაჟამს ბრძანებასა მძლავრისასა სიმჴნით წინა-აღუდგეს და ხატსა ოქროჲსასა არა თაყუანი-სცეს და საშინელებაჲ / ცეცხლისაჲ Ms. page: 165r   Page of ed.: 781  ახოვნად დაშრიტეს და ძლევა-შემოსილთა ჴმა-ყვეს: ღმერთო და მჴსნელო ჩუენო, მარადის კურთხეულ ხარ.
Hymn type: t     
მოდრიკნა სიბრძნით ცანი მაღალნი და გარდამოჴდა შენ ზედა, სძალო, სიტყუაჲ ღმრთისაჲ დაუსაბამოჲ და დაემკჳდრა მაღალი სიმდაბლით საშოსა შენსა საიდუმლოდ ძალთაგან ზეცისათა და იშვა შენგან ორი ბუნებაჲ -- ღმერთი და კაცი და აღასრულნა პირველ ქადაგებანი ღმერთ-შემოსილთანი და სიხარული საუკუნოჲ განგჳყო ჩუენ ნიჭად მორწმუნეთა მისთა, რომელნი ვიტყჳთ მარადის: ღმერთო და მჴსნელო ჩუენო, მარადის კურთხეულ ხარ.

Hymn number: 754(14)  
Hymn type: h     
შობაჲ თავს-იდევ ქალწულისაგან უცოდველმან ჩუენ ცოდვილთათჳს, რაჲთა აჴოცნეს ცოდვანი ჩუენნი, რომელი არს კურთხეულ დასაბამითგან და უკუნისამდე.
Hymn type: t     
სამებაჲ ღმრთისაჲ გამოისახვოდა, რომლისაგან ძე Ms. page: 165v   Page of ed.: 783  იცნობა ჴორცად-შესხმად წმიდისაგან ქალწულისა, რომელ არს კურთხეულ დასაბამითგან [და უკუნისამდე].

Hymn number: 755(15)  
Hymn type: h     
რომელმან ანგელოზისა მიერ იჴსენ ყრმანი ცეცხლისაგან და საჴუმილი გარდასცვალე ცუარად, კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.
Hymn type: t     
სამთა თჳთებათა ერთბუნებით ვიტყჳთ, მამასა, ძესა და სულსა წმიდასა, აღსარებით: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო [მამათა ჩუენთაო].



Ode: akrtx.  
აკურთხევდითსა


Hymn number: 756(1)  
Hymn type: h     
შჳდწილ აღაგზნა საჴუმილი მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათჳს გულის-წყრომითა, რისხვითა, ძალითა მაღლისაჲთა იხილნა უვნებელად დაცვულნი ცეცხლისაგან განურყუნელად, დამბადებელისა მიმართ და მჴსნელისა ღაღატ-ყო: აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
Ms. page: 166r  
Page of ed.: 785 
Hymn type: t     
ღმრთეებისა სამებ[ასა], ერთარსებასა დიდებულსა, არსებით მიუწდომელსა სამგუამოვნებასა, მამასა უშობელსა და მშობელსა, ძესა შობილსა დაუსაბამოსა და სულსა წმიდასა თანაარსსა სამარადისოსა აკურთხევდით ყრმანი, და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებ[დით მას უკუნისამდე].

Hymn number: 757(2)  
Hymn type: h     
საჴუმილსა რაჲ შეითხინეს სამნი ყრმანი, დაშრიტეს ვედრებითა, და მღჳმესა ლომთასა დანიელ დაცვული იტყოდა: ყოველნი საქმენი აკურთხევდით უფალსა.
Hymn type: t     
გიხაროდენ, ტაკუკო ოქროჲსაო, სავსეო მანანაჲთა, გიხაროდენ, ზღუდეო და ბჭეო ტაძრისა ღმრთისაო რომელმან გჳშევ დამბადებელი ყოველთაჲ.

Hymn number: 758(3)  
Hymn type: h     
მთასა ზედა მოსეს თანამზრახვალმან მაყულოვანი სახედ გამოაჩინა, ქალწულისაგან შობილსა უვნებელად ყოველნი ვაკურთხევთ Ms. page: 166v   Page of ed.: 787  და / ავამაღლებთ მას უკუნისამდე.
Hymn type: t     
რომელმანცა ანგელოზისაგან სიტყუაჲ შეიწყნარე და ღმერთი მხოლოჲ გჳშევ და ნათელი სოფელსა გამოუბრწყინვე, ყოველნი გაკუ[რთხევთ] და [ა]გამაღლებთ შენ უკუნისამდე.

Hymn number: 759(4)  
Hymn type: h     
მეუფესა ცათასა, რომელსა ჰმსახურებენ გუ[ნ]დნი ანგელოზთანი უგალობენ და [ა]მაღლებენ მას უკუნისამდე.
Hymn type: t     
მიუწდომელი ღმრთეებითა დამ[ბა]დებელი და მჴსნელი ჩუენი სიტყუაჲ საღმრთოჲ ჰშევ, ზეცისა სძალო, ამისთჳს ყოველნი გაკურთხევთ.

Hymn number: 760(5)  
Hymn type: h     
სამნი ყრმანი, ღმერთო, შეჭურვილი მაღლისაგან, მძლედ გამოჩნდეს ალსა და მძლავრსა მას შჯულისა დამარხვითა და ღაღადებდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
Hymn type: t     
სამებაჲ გუეცნობა სამთა მიერ ებრაელთა და ერთარსებით ვიცნობთ ბუნებასა Ms. page: 167r   Page of ed.: 789  ღმრთეებისა/სა და ვიტყჳთ: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

Hymn number: 761(6)  
Hymn type: h     
სამნი ყრმანი ღმრთისმეტყუელნი საჴუმილსა მას ცეცხლისასა დასთრგუნვიდეს და კადნიერად ღაღადებდეს: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.
Hymn type: t     
ძით და სულით წმიდითურთ მამასა ვაკურთხევთ ჩუენ, ერთღმრთეებად აღვიარებთ და სარწმუნოვებით უღაღადებთ: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.

Hymn number: 762(7)  
Hymn type: h     
განცხრომაჲ უღმრთოთაჲ ჴორცთათჳს იყო, ხოლო ყრმანი, კეთილად მძლენი სულითა, ღაღადებდეს: აკურთხევდით ღმერთსა საქმენი მისნი უკუნისამდე.
Hymn type: t     
ჰრცხუენოდენ მგმობართა სამებისათა, განმყოფელთა და შემარწყუმელთა, რომელი არა ჯერ-არს ღმრთეებისა სიტრყუად და იხარებენ მართლმადიდებელნი.

Hymn number: 763(8)  
Hymn type: h     
საუცრად განცხრომაჲ უღმრთო/თაჲ მათ Ms. page: 167v   Page of ed.: 791  ერსა მას ურიცხუსა აცთუნებდა ველსა დეირისასა, ხოლო სამნი იგი ყრმანი უფალსა უგალობდეს და უფროჲსად ამაღლებდეს მას უკუნისამდე.
Hymn type: t     
სამებით ცნობილსა ღმერთსა ჩუენსა განუყოფელად აღვიარებთ მას ბუნებით ერთარსებად, სარწმუნოვებით ვიტყჳთ: უფალსა უგალობდით და უ[ფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე].

Hymn number: 764(9)  
Hymn type: h     
ქებით აკურთხევდით, სამებისა რიცხუნო ყრმანო, დამბადებელსა ღმერთსა და მამასა აქებდით და ძესა მხოლოდ-შობილსა, რომელმან დაშრიტა საჴუმილი ცეცხლისაჲ და ამაღლებდით ცხორების მომნიჭებელსა სულსა წმიდასა უკუნისამდე.
Hymn type: t     
ცხორებისა სასოჲ და სიკუდილისა დამჴსნელი, თანასწორი მამისაჲ ძე სულით წმიდითურთ აღვიარეთ მორწმუნეთა და თაყუანის-ვსცემთ მას, სამებით ცნობილსა ერთღმრთეებად ვიტყჳთ და ესრეთ უღაღადებთ: ღმერთო, გაკურთხევთ შენ უკუნისამდე

Ms. page: 168r  
Page of ed.: 793 
Hymn number: 765(10)  
Hymn type: h     
დაუსაბამოსა მას მეუფესა, რომლისაგან ძრწიან ძალნი ცათანი, უგალობდით მღდელნი, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
Hymn type: t     
დაუსაბამოჲსა სამებისა ერთარსებისა გამოუთქუმელი ძალი მართლმადიდებლობით აღვიარეთ ჩუენ, მორწმუნეთა, და ვაკურთხევთ მარადის.

Hymn number: 766(11)  
Hymn type: h     
ცანი და ანგელოზნი საყდართა დიდებისათა მჯდომარესა ღმერთსა დიდებისმეტყუელებით დაუცხრომელად უგალობენ, აკურთხევენ და უფროჲსად აღამაღლებენ მას უკუნისამდე.
Hymn type: t     
მართლმადიდებლობით უჴორცოთა თანა განმხიარულებულნი სარწმუნოებით უგალობენ: სამებასა ვაკურთხევდეთ ყოველნი და უფროჲსად ავამაღლებდეთ მას უკუნისამდე.

Hymn number: 767(12)  
Hymn type: h     
რომელმან დაჰრთენ წყალთა ზედა ზესკნელნი მისნი და შეაყენე ზღუაჲ ქჳშასა და გიპყრიეს ქუეყანაჲ ბრძანებით, Ms. page: 168v   Page of ed.: 795  შენ გიგალობს მზე, შენ გადიდებს მთოვარე, შენდა შესწირვენ დიდებასა ქმნულნი შენნი და აგამაღლებენ შემოქმედსა უკუნისამდე.
Hymn type: t     
სამსახეობით თაყუანის-საცემელო სამებაო წმიდაო, ყოვლისა მპყრობელო მამაო უხილაო, ძეო მხოლოო თანამთავარო, წმიდაო სულო, გიგალობთ მორწმუნენი, ერთა თანა ზეცისათა, გაკურთხევთ შენ და აგამაღლებთ შემოქმედსა უკუნისამდე.

Hymn number: 768(13)  
Hymn type: h     
რომელი გარდამოჴდა ღმრთისა სიტყუაჲ ბაბილონს საჴუმილსა მას შინა ხატითა ბრწყინვალებისაჲთა, მეოთხედ გამოჩნდა სამთა მათ ებრაელთა შორის და საჴუმილისა მის მდუღარებაჲ დაშრიტა და ყრმანი ცუარითა სხურებულ ყვნა უვნეებელად დაცვულნი და მოასწავა მშობელისა თჳსისა ქალწულებაჲ და გამოჴსნაჲ წარმართთა საცთურისაგან, რომელნი იტყჳან: ყოველნი საქმენი უფლისანი დაუდუმებლად უფალსა ღმერთსა ვაკურთხევდეთ უკუნისამდე.
Ms. page: 169r  
Page of ed.: 797 
Hymn type: t     
რომელი მჯდომარე არს საყდართა მათ ზედა ცეცხლისფერთა დიდებით, თანამფლობელი მამისაჲ და სულ[ი]სა წმიდისაჲ, მხოლოდ-შობილი სიტყუაჲ ღმრთისაჲ მკლავთა ზედა იტჳრთე, ქალწულო, და აწოვე[ბ]დ, ვითარცა ჩჩჳლსა, მოწყალებით მზრდელსა დაბადებულთასა, რომელმან არცხჳნა უვარის-მყოფელთა, ბილწთა მწვალებელთა, რომელთაცა უვარ-ყვეს სამობაჲ წმიდაჲ, განუყოფელი და შეურწყმელი და აჩემეს ვნებაჲ უვნებელისა ღმრთეებისა, დაიყავნ პირი მათი ძჳრის-მეტყუელი.

Hymn number: 769(14)  
Hymn type: h     
არა თავს-იდვეს მონებად სამთა ყრმათა ხატსა მას ოქროჲსასა, რომელი აჰმართა მძლავრმან ქალდეველთამან, არამედ ღმერთსა მათს მამათასა ჴმამაღლად ქადაგებდეს და მას თაყუანის-სცემდეს და მით შეითხინეს შჳდწილ აღგზებულსა მას საჴუმილსა, ხოლო საჴუმილმან მან იგინი არა შეიწყნარნა, შეიკდიმა გუამთა მათთაგან Ms. page: 169v   Page of ed.: 799  ღმერთ-შემოსილთა და ბუნებაჲ იგი შემწველობისაჲ დაეფარა, ხოლო სამნი ყრმანი ესრეთ ღაღადებდეს: ყოველი სული და ყოველი დაბადებული აკურთხევდით უფალსა.
Hymn type: t     
--

Hymn number: 770(15)  
Hymn type: h     
განკჳრდა მეფ[ე] იგი ქალდეველთაჲ მათ, იხილნა რაჲ ყრმანი უვნებელად ცეცხლსა შინა მდგომარენი და ალისაგან არა ივნო, რომელნი ესრეთ ღაღადებდეს: ყოველნი დაბადებულნი დამბადებელსა აკურთხევდით უკუნისამდე.
Hymn type: t     
სამთა მიერ ყრმათა ებრაელთა სამებისა გამომსახველთ[ა] გუეცნობა ძალი ღმრთეებისაჲ, განუყოფელი სამებაჲ და სიხარულით ვღაღადებთ: ყოველნი [დაბადებულნი დამბადებელსა აკურთხევდით უკუნისამდე].

Hymn number: 771(16)  
Hymn type: h     
მღდელნი აკურთხევდით ტაძრი[თ] წმიდით დიდებისა მისისაჲთ, ერნი უფროჲსად ამაღლებდით ღმერთსა, რომელი სუფევს სამყაროსა ზედა ცასა ცათასა, რომელმან მოსცა ნათელი დაბადებულთა.
Hymn type: t     
სამებაჲ გამოსახეს სამთა ყრმათა ბაბილონს საჴუმილსა მას, დაუსაბამოჲ სამარადისოჲ ძე სულით წმიდითურთ, რომელი არს კურთხეულ უკუნისამდე, რომელმან მოსცა ნათელი დაბადებულთა.

Hymn number: 772(17)  
Hymn type: h     
მძლავრმან მიმძლავრებულმან Ms. page: 170r   Page of ed.: 801  ბრძანა / მოწოდებაჲ სამთა ყრმათა თაყუანის-ცემად კერპსა მა[ს] ოქროჲსასა, ხოლო მათ ეუწყა ზეგარდამო ღაღადებად: აკურთხევდით ღმერთსა საქმენი მისნი უკუნისამდე.
Hymn type: ta     
აკურთხევდეს ყრმანი ღმრთივ-განბრძნობილნი და აღიარეს ძე, განუყოფელი მამისაგან სულით წმიდითურთ, უგალობდეს, ღაღადებდეს: მღდელნი აკურთხევდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
Hymn type: tb     
სამთა მიერ ყრმათა ე[ბ]რაელთა, სამებისა გამომსახველთა, გუეცნობა ძალი ღმრთეებისაჲ და სიხარულით უღაღადებთ: მღდელ[ნი აკურთხევდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე].

Hymn number: 773(18)  
Hymn type: h     
ყოველთა დამბადებელსა ღმერთსა და მაცხოვარსა სულთა ჩუენთასა მღდელნი აკურთხევდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
Hymn type: t     
ღმრთისმშობელო, სასოო სოფლისაო ძესა შენსა და ღმერთსა ევედრე ჩუენთჳს, რაჲთა მიჴსნეს მტერისა საცთურისაგან.

Hymn number: 774(19)  
Hymn type: h     
აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა, ზეცისა ძალნი და მთავრობანი, ცაჲ და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მას / შინა: Ms. page: 170v   Page of ed.: 803  უფსკრუ[ლ]ნი და მდინარენი, სამყაროჲსა მნათობნი, მთანი და ბორცუნი მაღნართა თანა და ყოველნი ძენი კაცთანი უგალობდით ღმერთსა ჩუენსა და ამაღლებდით მა[ს] უკუნისამდე.
Hymn type: t     
--



Ode: adid.  
ადიდებდითსა


Hymn number: 775(1)  
Hymn type: h     
შეძრწუნდეს დაბადებულნი გარდამოსლვასა ღმრთისა გამ[ო]უთქუმელისასა, ვითარ მაღალი იგი ნეფსით თჳსით განჴორციელებად გარდამოჴდა საშოსა ქალწულისასა და განკაცნა უქცეველად სიმდაბლით, ამისთჳს მორწმუნენი ღმრთისმშობელსა უბიწოსა გალობით ვადიდებთ.
Hymn type: t     
გარდააცუ მშჳლდსა შენსა, ძლიერო, წარემართე და სუფევდ, რომელი იშევ ქალწულისაგან და მტერნი ჩუენნი ურწმუნონი დაუმორჩილენ მეფესა ჩუენ[სა] მორწმუნესა, რომელსა უპყრიეს ჯუარი შენი და აცხოვნე ერი შენი, რომელი სარწმუნოებით გალობით გადიდებენ.

Hymn number: 776(2)  
Hymn type: h     
განკჳრდეს ზესკნელს ცანი და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიე[რ] კაცთა გამოუბრწყინდა Ms. page: 171r   Page of ed.: 805  და საშოჲ შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინე, ამისთჳს, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითა[რ]ცა ღირს ხა[რ], გადიდებენ შენ.
Hymn type: ta     
წინაჲთვე [გ]ქადაგებდეს, უბიწოო, წინაჲსწარმეტყუელნი გამოგსახვიდეს კიდობნად, კუერთხად, ტაკუკად და ბჭედ დაჴშულად, მთად გამოუკუეთელად, კიბედ ზეცისა აღმართებულად, წყაროდ დაბეჭდულად და სულმცირედ ღრუბელად და მშობელად ევმანოელისა.
Hymn type: tb     
განჰკრთეს, ქალწულო სძალო, სასმენელნი ყოველთა დაბადებულთანი, რაჟამს ღმერთი შენგან უქცეველად გამოგჳბრწყინდა, იხილეს რაჲ ზეცისა ძალთა თანა მამით და სულით წმიდითურთ, ადიდებდეს გალობით მათ თანა ჩუენ ყოველნი, ვადიდებთ სამებასა წმიდასა.

Hymn number: 777(3)  
Hymn type: h     
სიკუდილი, რომელი ხისაგან შეიქმნა ძეთა კაცთათჳს, დაამჴუ იგი დღეს ძელისა მიერ, / უფალო, და წყევაჲ იგი პირველისა დედისაჲ აჰჴოცე მუცლად-ღებითა დედისა შენისა უბიწოჲსაჲთა, ამისთჳს ძალთა თანა ზეცისათა მას ვადიდებდეთ.
Hymn type: ta     
შემცვალებელად ბუნებათა იპოვე, Ms. page: 171v   Page of ed.: 807  ქრისტეს დედაო, და უზეშთაეს დაბადებულთა გამოშჩნდი, რაჟამს ქალწულმან მუცლად-იღე უთესლოდ სიტყუაჲ მამისაჲ და გჳშევ ჩუენ უცხოდ ღმერთი ყოველთაჲ, ამი[ს]თჳს მორწმუნენი ზეცისა ძალთა თანა გადიდებთ.
Hymn type: tb     
შენ მამისაგან აღმოსცენდი წინაჲსწარ საუკუნეთა უსხეულოდ სიტყუაჲ თანადაუსაბამოჲ, შენ არა განეშორე სულისაგან წმიდისა, რომელ გამოვალს მამისაგან და შენ, ძისა, თანა განისუენებს, ამისთჳს მორწმუნენი სამებასა ღმერთსა გადიდებთ.

Hymn number: 778(4)  
Hymn type: h     
რომელმან წინაჲსწარ მოასწავა შობაჲ უხრწნელად, მომცემელსა [ს]ჯულისასა მთასა ზედა სინასა ცეცხლითა მაყულოვანსა მას შინა, დაუდუმებელად მას ვადიდებდეთ.
Hymn type: ta     
შენ, ქალწულო, გექმნა სახე მაყუალი აგზებული, რომელი ცეცხლისა მისგან შეუწველად დაიცევ, რამეთუ უხრწნელად დაიტიე ცეცხლი ღმრთეებისაჲ უვნებელად ჰშევ
Hymn type: tb     
მეოხებითა, სახიერ, დედისა შენისაჲთა აჴოცენ ცოდვანი ჩუენნი, შეიწირე ვედრებაჲ ბაგეთა ჩუენთა უნაყოფოთაჲ და ნაყოფიერ ყვენ სულნი ჩუენნი.
Ms. page: 172r  
Page of ed.: 809 
Hymn type: tg     
შენ მიერ, ღმრთისა დედაო, განქარდეს წვალებანი, შენვე ნისტორ, მგმობარი ხატისა მის შენისაჲ ყოვლითურთ შეჩუენებულ ჰყავ, სძალო, აწცა დაამდაბლენ მტერნი სულთა ჩუენთანი.
Hymn type: td     
დაუსაბამოსა ღმერთსა, გარე-შეუწერელსა, რომელსა აქებენ გუნდნი მთავარ-ანგელოზთანი და ჩუენცა მათ თანა თაყუანის-ვსცემთ მამასა, ძესა და წმიდასა სულსა.

Hymn number: 779(5)  
Hymn type: h     
შენ, რომელი უქორწინებელ ხარ, დედაო უსძლო[ო], შენ, რომელმან უზეშთაეს ბუნებასა ჰშევ დაუსაბამოჲ, რომელ არს შემოქმედი, ღმერთი ჭეშმარიტი, გალობითა დაუდუმებელითა გადიდებთ.
Hymn type: t     
შენ, უქორწინებელო და ყოლად წმიდაო ქალწულო, ითხოე მისგან, რომელი ჰშევ, რაჲთა მოსცეს მეფესა ძლევაჲ და ჴსნაჲ ერისა თჳსისაჲ უღლისაგან მტერთაჲსა, რომელნი დაუცხრომელად გადიდებენ.

Hymn number: 780(6)  
Hymn type: h     
შენ, რომელი ცათა უვრცელეს ხარ, ღმრთისმშობელო, და მზისა თვალისა უბრწყინვალე, გალობით გადიდებთ.
Hymn type: ta     
შენ, ყოლად წმიდაო ღმრთისმშობელო, სასო[ო] ჩუენო, ვნებაჲ სულისა ჩუენისაჲ განკურნე, რაჲთა [გალობით გადიდოთ].
Hymn type: tb     
შენ, სამებაო წმიდაო, მვედრებელნი შენნი მოღუაწეთა მიერ გამომიჴსნენ განსაცდელთაგან.

Ms. page: 172v  
Page of ed.: 811 
Hymn number: 781(7)  
Hymn type: h     
თანა-წარჰჴედ შენ საზღვართა მათ ბუნებისათა, ვინაჲთგან უთესლოდ მუცლად-იღე შენ, დაბადებულთა ღმერთი ჴსნა ექმნა სოფელსა, ამისთჳს, ღმრთისმშობელო, დაუდუმებელად გადიდებთ შენ.
Hymn type: t     
შენ თაყუანის-გცემთ, უბიწო[ო] სძალო ღმრთისაო, უთესლოდ მუცლად-მღებელო ქალწულო დიდებულო, რომელმან ახარე ნათესავსა კაცთასა უზეშთაეს შობითა შენითა.

Hymn number: 782(8)  
Hymn type: h     
ქალწულსა მარიამს, მორწმუნენო, ქებით პატივ-ვსცემდეთ რომელმან ცეცხლი ღმრთეებისაჲ უზეშთაეს ბუნებათა იტჳრთა, გალობით მას ვადიდებდეთ.
Hymn type: ta     
ვითარცა ღმრთისმშობელ ხარ, გადიდებთ ქებით მორწმუნენი, რომელმან დაუტევნელი ცათა და ქუეყანისაჲ დაიტიე უზეშთაეს ბუნებათა.
Hymn type: tb     
იხილეს რაჲ გუნდ[თ]ა ზეცისათა შობაჲ შენი, სძალო, გარდამოსლვაჲ ღმრთისაჲ ჩუენდა დღეს საშოჲთ შენით უზეშთაეს ცნობათა, ადიდებდეს მეუფესა.
Hymn type: tg     
შენ, ყოველთა არსთა შემოქმედო, ყოველთა მფლობელო, მამაო, ძეო, სულო წმიდაო, ყოველნი მორწმუნენი გადიდებთ და ერთობით თაყუანის-გცემთ.

Hymn number: 783(9)  
Hymn type: h     
ქალწულისა მუცელსა ღმერთი Ms. page: 173r   Page of ed.: 813  განჰჴორციელდი, ქრისტე, და ჩუენ, ქუეყნი[სანი], ზეცისათა თანა ვიკადრებთ ვედრებასა და, ვითარცა ერთისა პირითა, შენ დაუცხრომელა[დ] გადიდებთ.
Hymn type: t     
გიხაროდენ, მარიამ ღირსო, ბჭეო ზესკნელს ცათაო, გიხაროდენ, მორწმუნეთა ნავთსაყუდელო, რომელმან გჳშევ ქრისტე, ამისთჳს დაუცხრომელად გადიდებთ შენ, ყოლად წმიდაო.

Hymn number: 784(10)  
Hymn type: h     
შეხებითა ნაკუერცხალისაჲთა არა შეიწუა საშოჲ შენი, ქალწულო, გუნდნი ანგელოზთანი განკჳ[რ]დე[ს] და ქერაბინნი შიშით გხედვიდეს, რომელსა სერაბინნი დაუცხრომელად გადიდებენ.
Hymn type: t     
მოუგონებელსა კაცთაგან ღმრთეებისა ნათელსა, რომელსა თუალთა შედგმად ვერ შემძლებელ არიან მთავ[არ]ანგელოზნი, მამასა ძით და სულით წმიდითურთ ჩუენ ვადიდებთ.

Hymn number: 785(11)  
Hymn type: h     
ღმრთისმშობლად აღგიარებთ, რომელნი შენ მიერ ვიჴსნენით, ქალწულო უბიწოო და გუნდთა თანა ზეცისათა შენ დაუცხრომელად გადიდებთ.
Hymn type: ta     
განკჳრდეს ბუნებანი კაცთა მეტყუელთანი მიუწდომელისა შობისა შენისათჳს, უქორწინებელო სძალო, და შემწედ გხადიან.
Hymn type: tb     
სამებით დიდებულსა, ერთარსებით მიუწდომელსა, Ms. page: 173v   Page of ed.: 815  მა/მასა, ძესა და წმიდასა სულსა ძალთა თანა ზეცისათა ვადიდებთ.

Hymn number: 786(12)  
Hymn type: h     
გიხაროდენ, სასანთლ[ე]ო ბრწყინვალეო, ნათე[ლსა] უფლისასა გიხაროდენ, ოქროჲსა წმიდისა სასაკუმევლეო ცეცხლისა მის საღმრთოჲსაო, გიხაროდენ, წმიდაო წმიდათაო, რომლისა მღდელთ-მოძღუარმან განვლნა ცანი, გიხაროდენ, მარიამ, ღმრთისა სამოთხეო.
Hymn type: ta     
აჰა ღირსად გნატრიან, ღმრთისა დედაო, ყოველნი ერნი, ტომნი და ენანი, და ერთობით გაქებენ მეტყელებანი, ნათესავნი ადამისნი, ვითარცა სთქუ, რომელმან გჳშევ ღმერთი ღმრთისაგან შობილი დაუსაბამოჲ, გიხაროდენ, მარიამ, ღმრთისა სამოთხეო.
Hymn type: tb     
გიხაროდენ, საწმისო სიწმიდისაო, შემწყნარებელო საღმრთოჲსა ცუარისაო, კიდობანო ახლისა შჯულისაო, გიხაროდენ, ბჭე-განუღებელო, რომლისაგან გამოვიდა მთავარი ზეცისა მთავრობათაჲ ქრისტე -- სიტყუაჲ ღმრთისაჲ.
Hymn type: tg     
სამებაო სამგუამოვნებაო, ერთარსებით დიდებულო, შენ მიერ ნათელ-ღებულნი ნათელსა შენსა სამარადისოსა დააწესენ აღსარებად და ქებად შენ, მამისა, ძისა და წმიდისა სულისა, ღმრთისა ჩუენისა, უკუნისამდე.

Ms. page: 174r  
Page of ed.: 817 
Hymn number: 787(13)  
Hymn type: h     
უქორწინებელად დედად მეუფისად გამოშჩნდი, ქალწულო, და ჩუენ, ყოველნი, აღგიარებთ ღმრთისმშობელად, უბიწო[ო], და ღირსად გადიდებთ.
Hymn type: ta     
მაღლისა დედა იქმენ, უბიწო[ო], მოგუატყუე სიხარული ჩუენ, მორწმუნეთა მარადის. ვითარცა ხარ მშობელი ნათლისაჲ, გადიდებთ შენ.
Hymn type: tb     
ქალწულთა შუენიერებად და მეფეთა დიდებად გამოშჩნდი, უსძლო[ო], და შენდა მომართ იხარებენ, უბიწო[ო] დედაო, და გადიდებენ შენ.
Hymn type: tg     
შენ, სამებაო წმიდაო, დაგჳცვენ ჩუენ, მოსავნი შენნი, ყოვლისაგან ვნებისა, რაჲთა გადიდებდეთ მამასა, ძესა და წმიდასა სულსა.

Hymn number: 788(14)  
Hymn type: h     
კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისაჲ, რომელმან აღმიგნა ჩუენ რქაჲ ცხორებისაჲ სახლსა მას დავითის მონისა თჳსისასა, რამეთუ გამოგჳბრწინდა ჩუენ მომავალი მაღლით და წარუმართა ფერჴთა ჩუენთა გზასა მშჳდობისასა.
Hymn type: ta     
წინაშე ჯუარსა დგა მშობელი შენი, უფალო, და გხედვიდა შენ, მწყემსსა მაგას კეთილსა, დაშჯილსა უშჯულოთა მიერ ღმრთის-მოძულეთა, ტკივილით ღაღადებდა: რაჲსა გევნების შენ, კარავო ღმრთისა მაღლისაო?
Hymn type: tb     
დიდებაჲ შენდა, სამებაო, ყოლად წმიდაო, ერთარსებით, ბუნებით განუყოფელო მამაო და ძეო Ms. page: 174v   Page of ed.: 819  და სულო / ცხოველო მათ შორის, ნათელო თუალთ-შეუდგამო, მოუკლებელო, გჳჴსნენ ჭირისაგან, რომელნი გალობით გადიდებთ შენ.

Hymn number: 889(15)  
Hymn type: h     
გადიდებთ შენ ყოველნი დედასა ნათლისასა და აღგიარებთ ღმრთისა ჩუენისა მშობელად, ყოლად სანატრელო და შემწედ მოგიგებთ.
Hymn type: ta     
მოჰფინე დღეს ჩუენ ზედა ნათელი დაუღამებელი, რომელიცა ჰშევ შენ, ღმრთისმშობელო ქალწულო, რომელნი მის თანა გალობით გადიდებთ შენ.
Hymn type: tb     
გადიდებთ შენ, სამებით დიდებუ[ლ]სა ღმერთსა, რომელი პირითა წინაჲსწარმეტყუელთაჲთა იქდაგე, და ერთობით ყოველნი თაყუანის-გცემთ.

Hymn number: 790(16)  
Hymn type: h     
ცრემლთა დათხევაჲ და სულ-თქუმაჲ ლმობიერი, მოსავთა შენთაჲ შეიწირე, დედაო ცათა მეუფისაო, უღირსთაგან ბაგეთა ჩუენთა, რამეთუ გამოჴსნილნი ვართ სისხლით ძისა შენისაჲთა, დაიცევ ეკლეს[ი]აჲ შეურყეველად და მეფე მორწმუნე განაძლიერე.
Hymn type: t     
--

Hymn number: 791(17)  
Hymn type: h     
ქებასა შინა ქებათასა პირველვე გიწოდა დედად ნათლისა სოლომონ, ხოლო დავით, მამამან შენმან, აღმკულად ტაძრად სახელ-გდვა შენ, რომელსა შინა დაემკჳდრა მთავარი მშჳდობისაჲ ევმანოელ.
Hymn type: t     
--

Ms. page: 175r  
Page of ed.: 821 
Hymn number: 792(18)  
Hymn type: h     
გიხაროდენ, ღირსო ნეტარებისაო, გიხაროდენ, ცაო სულიერო, გიხაროდენ, საყდარო ღმრთისაო, გიხაროდენ, რომელი ტაძარ ექმენ ძესა ღმრთისასა, მომავალსა სოფლად ნათლად დაბნელებულთა და ჴსნად ადამისა, რომელი მოეკლა მოშურნეთა ზაკუვითა, რაჲთა აცხოვნოს იგი სიკუდილისაგან საუკუნოჲსა.
Hymn type: t     
გიხაროდენ, მაყუალო შეუწუველო, გიხაროდენ, მთაო საცნაურო, გიხაროდენ, ღრუბელო სულმცირეო, გიხაროდენ, საღმრთოჲსა განსუენებისა კიდობანო, რომლისა სიკეთე სათნო-იყო მაღალმან და საშოსა შენსა შეიმოსნა ჴორცნი სიტყუამან მამისამან, ამისთჳს, უბიწო[ო], გადიდებს ყოველი მეტყუელებაჲ.

Hymn number: 793(19)  
Hymn type: h     
ზეცისა ბეჭედსა პატივ-ვსცემდე, მარიამს ღმრთისმშობელსა, უჴორცოთა სიხარულსა, მორწმუნეთა სიქადულსა, და რომლისაგან იშვა უფალი, მას ვადიდებდეთ.
Hymn type: t     
--

Hymn number: 794(20)  
Hymn type: h     
ადიდებს სული ჩემი უფალსა და იხარებდინ სული ჩემი ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა, ღაღატ-ყო ღმრთისმშობელმან, რაჟამს სული წმიდაჲ ზეცით მივიდა მისა Ms. page: 175v   Page of ed.: 823  და / ძალი მაღლისაჲ აგრილობდა და მსგავსად მაყულისა დაიცვა შეუწველად საღმრთომან ცეცხლმან უსხეულომან, რომელი განკაცნა უქცეველად, ამას ყოველნი გალობით ვადიდებდეთ.
Hymn type: t     
აჰა, ესერა, ამიერითგან მნატრიდეს მე ყოველი თესლები, ვითარცა-იგი თჳთ იტყოდე, წმიდაო, შენ, უზეშთაესო დაბადებულთაო, რომელსა ზედა ქრისტემან დაიმკჳდრა, პირველ საუკუნეთა სიტყუაჲ ღმრთისაჲ შენგან იშვა ჴორცითა, ყოლად უსძლო[ო] სძალო, რომელი განკაცნა უქცეველად, რომელსა ჩუენ, ყოველნი გალობით ვადიდებთ.

Hymn number: 795(21)  
Hymn type: h     
საკჳრველ არს ქალწულისაგან შობაჲ და უქორწინებელისაგან ყრმისა წოვნაჲ, არამედ ორივე ესე, ქალწულო, შენ შორის აღესრულა, რამეთუ ჰშევ ღმერთი უცვალებელი ღმრთეებისაგან და დაუკლებელი კაცობრივისაგან ბუნებისა თკნიერ ცოდვისა. ამისთჳსცა, ღმრთისა საყდარო, ჩუენ, ყოველნი, დაუცხრომელად გადიდებთ.
Hymn type: t     
ჰშუენის ქებაჲ ჩუენ ყოველთა მიერ, რომელი არსებით უფლება, ერთმთავრობა არს, შეურევნელი და განუყოფელი, Ms. page: 176r   Page of ed.: 825  მარადის თაყუანის-საცე/მელი, არამედ გუამოვნებით თჳთებით ცნობილ არ[ს] ჩუენგან, მამაჲ დაუსაბამოჲ, ძე მხოლოდ-შობილი და სული ცხოველ-მყოფელი, რომელსა ჩუენ, ყოველნი, დაუცხრომელად ვადიდებთ.

Hymn number: 796(22)  
Hymn type: h     
სიბრძნემან ღმრთისამან იშენა თავისა თჳსისა სახლი ოთხთა მათგან აგებულებათა ნივთიერთა ქცევადთაგან ბუნებათა -- ჴორცნი უბიწოჲსა სძლისანი და დაემკჳდრა მას შინა უნივთოჲ არსებაჲ, პირველ საუკუნეთა მფლობელი სიტყუაჲ; და იშვა უქცეველად გარე შეუწერელი ღმრთეებაჲ ჴორცთა არსებითა, ვითარცა ინება მოწყალებით და გამომიჴსნა ჴელთაგან მტერთა ჩუენთაჲსა. ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა ძლიერმან, რომლისათჳსცა ღირსად აქებენ ყოველნი ნათესავნი, შობილსა და მშობელსა დაუცხრომელად ადიდებენ. საღმრთოთა მათ მქადაგე[ბე]ლთა ქადაგებანი საღმრთონი და იგავნი დაფარულთა საიდუმლოთანი საცნაურ იქმნეს ჭეშმარიტად და აღესრულნეს უქცეველად, Ms. page: 176v   Page of ed.: 827  რამეთუ აჰა, ესერა, ღრუბლისაგან ნათლისა გამოგჳბრწყინდა მზე იგი სიმართლისაჲ, აღმომავალი მაღლით -- ქრისტე ღმერთი ქალწულისა საშოჲსაგან, მსხდომარეთა ბნელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა, რომელმან განმანათლნა უკუდავებისა ნათლითა და მშობელი თჳსი უაღრეს ყო ცასა ცათასა, რომლისთჳსცა ღირსად ჰნატრიან ყოველნი ნათესავნი, ვითარცა თჳთ იტყოდა და სარწმუნოებით ადიდებენ.
Hymn type: t     
--

Hymn number: 797(23)  
Hymn type: h     
ეჰა ქალწულთა სამკაულო, ღმრთისმშობელო სანატრელო, მორწმუნეთა სიქადულო, მიმადლებულო სძალო, რომელი მგალობელთა შენთა შენდობასა მიანიჭებ. მოვედინ დღეს მადლი შენი კრებულსა ამას და შეამკვე დღესასწაული ღმრთისმეტყუელისაჲ, რომლისა თანა დაუცხრომელად გადიდებთ შენ.
Hymn type: t     
--

Hymn number: 798(24)  
Hymn type: h     
პირველ დაწყებისა ჟამთაჲსა და შესაქმედ ქუეყანისა იყავ შენ განსაზღვრებულ მამისა მიერ დაუსაბამოჲსა სამკჳდრებელად ძისა თჳსისა, ქალწულო, და ჟამთა უკუანაჲსკნელთა გამოგარჩია შენ ღმერთმან Ms. page: 177r   Page of ed.: 829  ნერგად აღყუავებულად ძირთაგან იესესთა, და მოვიდა შენ ზედა სული წმიდაჲ წმიდა ყვნა უბიწონი ჴორცნი შენნი, ღმრთისა საყდარო, და აღგაშენა შენ ტაძრად სულიერად, სადგურად მომავალისა მეუფისა და შევიდა შენდა სიწმიდით სიტყუაჲ მამისაჲ და გამოვიდა შენგან ღმრთეებაჲ უხილავი, კაცება-შემოსილი, განცჳბრდების გონებაჲ ვერ შეუძლებს ენაჲ ღირსებით ქებად შენდა, არამედ შეიწირე უძლური შესხმაჲ, ღმრთისა დედაო, და მითხოე ჩუენ ძისა შენისაგან წყალობაჲ.
Hymn type: t     
--

Hymn number: 799(25)  
Hymn type: h     
ვადიდებდეთ მშობელსა, უგალობდეთ შობილსა, შობილსა და მშობელსა განმანათლებელსა სულთა ჩუენთასა.
Hymn type: t     
ბუნებათა უაღრეს ბუნებითა გამოშჩნდი, ბუნებათა უზეშთაეს ბუნებითა გჳშევ ჩუენ ღმერთი, სწორი მამისაჲ.

Hymn number: 800(26)  
Hymn type: h     
გიხაროდენ, ქალწულო უბიწო[ო], გიხაროდენ, ტაკუკო ოქროჲსაო, სავსეო მანანაჲთა, რომელსა გიღაღადებდა ნათან წინაჲსწარმეტყუელი და ქუეყანად პოხილად გიწოდა, გიხაროდენ, სძალო წმიდაო, რომლისაგან მოვიღეთ პირველი იგი ცხორებაჲ.
Hymn type: t     
--

Ms. page: 177v  
Page of ed.: 831 
Hymn number: 801(27)  
Hymn type: h     
ზაკუვითა მტერისაჲთა პირველ-ქმნული სამოთხით საშუე[ბე]ლისაჲთ მეოტ [ი]ქმნა და შევარდა ურჩებით ჴელთა სიკუდილისათა, ყოვლითურთ ნაშობით მისით, ხოლო რაჟამს იხილა უხილავმან შემოქმედმან ქმნული ჴელთა თჳსთაჲ უწყალოდ წარტყუენული, აღიძრა მოწყალებითა და შჳდთა მათ სამყაროთა სიმაღლენი სიბრძნით მოდრიკნა და გარმდამოჴდა სიბრძნე იგი და სიტყუაჲ მამისაჲ ქუეყანად დაემკჳრა სიმდაბლით საშოსა შენსა, ვითარცა ჯერ-იჩინა, იშვა ყოველთა ცხორებაჲ შენგან უთესლოდ, ღმრთისა დედაო, რომელმან აჴოცა წყევაჲ პირველი და მოკლა გუელი მამისა ჩუენისა მკლველი, ამისთჳს ჩუენ, მორწმუნენი, შენ, დედასა, და შენგან შობილსა ძესა ერთობით გადიდებთ.
Hymn type: t     
--

Hymn number: 802(28)  
Hymn type: h     
გიხაროდენ, მარიამ ღირსო, ბჭეო ზესკნელს ცათაო, გიხაროდენ, მორწმუნეთა ნავთსაყუდელო, რომელმან გჳშევ ღმერთი, ამისთჳსცა შენ დაუცხრომელად გადიდებთ.
Hymn type: t     
--

Hymn number: 803(29)  
Hymn type: h     
ყო[ვ]ელი სული ენისა ორღანოჲთა ძალთა თანა ზეცისათა და მგალობელისა დავითის თანა შესხმით ვღაღადებთ: ისმინე, ასულო, და იხილე დიდებაჲ ასულისა მეუფისაჲ წინაჲთვე. Ms. page: 178r   Page of ed.: 833  აჰა დღეს სა/შოჲთ შენით გამ[ო]ბრწყინდა ჴსნაჲ ადამისი.
Hymn type: t     
--

Hymn number: 804(30)  
Hymn type: h     
გიხაროდენ, ქალწულო, მამისა გამორჩეულო, სამკჳდრებელო ძისაო და სადგურო სულისა წმიდისაო, რომელმან კაცთა უშევ მზე სიმართლისაჲ -- ქრისტე, ხარებითა ანგელოზისაჲთა, რომელი გეტყოდა: გიხაროდენ, ქალწულო ყოლად წმიდაო, შენ მიერ იქმნა ჴსნაჲ კაცთა ნათესვისაჲ და გუელი იგი მოშუ[რ]ნე მოიკლა, რამეთუ, რაჟამს ამაღლდა ძე შენი და ღმერთი ჩუენი ჯუარსა ზედა, ჯოჯოხეთი შემუსრა ძლიერებით, სულნი მომწყდარნი განათავისუფლნა, მამადმთავარნი და წინაჲსწარმეტყუელნი, რომელნი პირველ იტყოდეს საიდუმლოსა შენთჳს და ყოველივე აღესრულა, ქალწულო, შენ ხარ მშობელი მეუფისაჲ და მჴსნელი სულთა ჩუენთაჲ.
Hymn type: t     
--

Hymn number: 805(31)  
Hymn type: h     
აჰა ესსერა გნატრიან შენ დაბადებულნი, ყოლად ქებულო ღმრთისმშობელო, ქალწულთა სიქადულო, რომელსა გაბრიელ მოგართუა სიხარული, ღმრთისა შობაჲ შენგან, უსძლო[ო], სიხარულო მოსავთა შენთა ქრისტეანეთაო, უბიწო[ო], მეოხ გუეყავ სულთა ჩუენთათჳს.
Hymn type: t     
--

Hymn number: 806(32)  
Hymn type: h     
დაუდუმებელად გნატრიან ყოველთა ადამეანთა ენანი, ვითარცა თჳთ იტყოდე, ღირსო ნეტარებისაო, ქალწულო, რამეთუ ყო შენ თანა დიდებული ძლიერმან Ms. page: 178v   Page of ed.: 835  და / შეიწყნარა მან ისრაელი -- მონაჲ თჳსი, მოჴსენებითა მოწყალებისა თჳსისაჲთა, იშვა შენგან, წმიდაო სულიერო ღმრთი[სა] საყდარო, და იზარდებოდა, ვითარცა ყრმაჲ ჩჩჳლი, მზრდელი ყოველთაჲ, ღმერთი საუკუნეთაჲ, არსებაჲ უხილავი ძალთაგან ზეცისათა, თანასწორი მამისაჲ და თანა-განმგებელი სულისა წმიდისაჲ. გიხაროდენ, მარიამ, შუამდგომელო ღმრთისა და კაცთაო, მეოხ გუეყა[ვ], წმიდაო, წინაშე ღმრთისა, რომელი ჰშევ შენ, გჳთხოე ჩუენ მოტევებაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ.
Hymn type: t     
--

Hymn number: 807(33)  
Hymn type: h     
მთავარი იგი ზეცისა ანგელოზთაჲ გაბრიელ გამოგ[ი]ჩნდა შენ ბრწყინვალედ, უბიწო[ო] ქალწულო, რომელმანცა გახარა მჴ[ს]ნელი დაბადებულთაჲ, და შენგან იშვა სიხარული ყოველთაჲ, მას ევედრე, მარიამ, ცხორებად სულთა ჩუენთათჳს, რომელი სიხარულით დაუცხრომელად გადიდებთ შენ.
Hymn type: t     
--



Ode: adid.  
ადიდებენი


Hymn number: 808(1)  
Hymn type: h     
ადიდე[ბ]ს სული ჩემი უფალსა და იხ[არებდინ]...
Hymn type: t     
--

Hymn number: 809(2)  
Hymn type: h     
აჰა, ესერა, ამიერითგან გნატრიან შენ ყოველნი ნათესავნი, ღმრთისა დედაო, ღირსად სანატრელო წმიდაო დედოფალო, ნაშობო ადამ პირველისაო, დედაო ადამ მეორისაო და ნაშობო Ms. page: 179r   Page of ed.: 837  მიწისაგანისაო და მშობელო ანგელოზ[თ]ა შემოქმედისაო, რომელმან გჳშევ ღმერთი, უხილავთა შემოქმედი, რომელსა ყოველნი გალობით შევასხამთ.
Hymn type: t     
--

Hymn number: 810(3)  
Hymn type: h     
ყო სიმტკიცითა მკლავისა თჳსისაჲთა, ღმერთმან უსხეულომან გამოაცხადა თჳსი იგი სიყუარული, რომელი აქუნდა ჩუენდა მომართ და გამოჩნდა მადლი მისი მაცხოვრად სოფლისა, სათნო-იყო შენგან განკაცებაჲ, უბიწო[ო] სძალო, და შენგან იშვა უფალი დიდებისაჲ სიმდაბლით მონისა ხატითა, ღმერთი [გარე-]შეუწერელი, ამას ყოველნი გალობ[ით შევასხამთ].
Hymn type: t     
--

Hymn number: 811(4)  
Hymn type: h     
შეიწყნარა ისრაელი მონაჲ თჳსი შენგან ჴორცთ-შესხმითა, ღმრთისა დედაო, რამეთუ ჩუენთჳს დაგლახაკნა მდიდარი, რომლისა სავსებისაგან მოვიღეთ მადლი მადლისა წილ, შენ ხარ კარავი აბრაჰამის გამოსახული, და კიბე იაკობის ხილული, შენ ხარ მაყუალი მოსეს მოსწავებული, და კუერთხი აჰრონის გამოსახული, რომელმან გჳშევ ღმერთი, რომელსა ყოველნი გალობით შევასხამთ.
Hymn type: t     
--

Hymn number: 812(5)  
Hymn type: h     
კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისაჲ, რომლისათჳსცა ღაღატ-ყო იოანე: ესე არს რომლისათჳსცა მე ვთქუ: კრავი ღმრთისაჲ და ძე მაღლისაჲ, Ms. page: 179v   Page of ed.: 839  რომელი შეიწირვის მამისა და იზიარებს ადამეანთა უკუდავსა მას ცხორებასა; ესე არს, რომელი წმიდა ჰყოფს მორწმუნეთა წყლითა და სულითა წმიდითა, ამ[ას ყოველნი გალობით შევასხამთ].
Hymn type: t     
--

Hymn number: 813(6)  
Hymn type: h     
ვითარცა იტყოდა პირითა წმიდათაჲთა საუკუნითგან წინაჲსწარმეტყუელთა თჳსთაჲთა: იშვა შენგან ღმერთი ჴორცითა, უბიწო[ო], შენ ხარ კიდობანი დავითის ხილული და ყუავილი სოლომონის მოსწავებული, შენ ხარ ბჭე ეზეკიელის ხილული და მთაჲ წმიდაჲ დანიელის გამოკუეთილი, შენ ხარ საწმისი გედეონის ხილული, და ქუეყანაჲ იობის გამოსახული, რომელმან გჳშევ ღმერთი გამოუკულეველი, ამას ყოველნი გალობით შევასხმიდეთ.
Hymn type: t     
--

Hymn number: 814(7)  
Hymn type: h     
ადიდებდ, ღირსო, მაღალსა მეუფესა, მპყრობელსა ყოველთავე არსთასა, რაჟამს სათნო-იჩინა მოსლვაჲ ზეც[ი]თ და დამკჳდრებაჲ საშოსა შენსა.
Hymn type: ta     
აჰა ესერა, ქალწულო, გნატრიან ყოველნი ენანი და შეგასხმენ, რამეთუ მოიხილა მაღალმან ქრისტემან და სათნო-იყო სიკეთე შენი.
Hymn type: tb     
ყო სიმტკიცითა ძლიერმან განბნევაჲ უღმრთოთაჲ წინაშე პირსა მისსა, ხოლო ჩუენ, მორწმუნენი, განგუაძლიერნა და სათნო-იყო სიკეთე შენი.
Hymn type: tg     
შეიწყნარე შენ, ქალწულო, ხარებაჲ სიხარულისაჲ, სასმენელთა სიწმიდით, დაღაცათუ გურ[ი]დი მოკითხვასა მას, ხოლო გფარვიდა ძალი მაღლისაჲ...





Next part



This text is part of the TITUS edition of Nevm.dzlisp..

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.