TITUS
Nevm.dzlisp.
Part No. 9
Previous part

Canon: b-add  
Ode: moix.  
Ms. page: 180r  
Page of ed.: 841 
მოიხილესა ჴმაჲ


Hymn number: 815(1)  
Hymn type: h     კუალად იესო განკაცნა საიდუმლოდ, იხარებდინ დღეს ცანი და იშუებდინ ქუეყანაჲ, რამეთუ მომატყუებელ არს ესე ზეცისა ბრწყინვალებასა.
Hymn type: t     
უბიწო[ო] ქალწულო, ევედრე [მას], რომელი ჰშევ ღმერთი და ყოველთა შემოქმედი, რაჲთა მიჴსნენ ვნებათაგან მორწმუნენი.

Hymn number: 816(2)  
Hymn type: h     
ემბაზ ექმნა მოსეს კიდობანი იგი, რომელი სცვიდა მწყურნებთა სინა ზღჳსათა და დაცვულ იქმნა იგი ღმრთისა მიერ მაღლისა; და არა ეუფლა მას მოკლვად მახჳლი ფარაოსი, რამეთუ განმზადებუ[ლ] ყო მწყსად ერსა ისრაელისასა და მოასწავა მოქცევაჲ და თქუა: იხარებდით წარმართნი ერთა თანა ზეცისათა გამოჴსნილნი სა[ც]თურისაგან.
Hymn type: t     
--



Ode: gandzl.  
განძლიერდასა


Hymn number: 817(1)  
Hymn type: h     
რომელი პირველ ბერწ იყო წარმართთა ეკლესია, უფროჲსად შვილ-მრავალ იქმნა. წყლითა და საღმრთოჲთა სისხლითა და დაემტკ[ი]ცა საფუძველსა ზედა ქრისტეს სარწნუნოებისასა და სიხარულით შვილთა თანა Ms. page: 180v   Page of ed.: 843  მას მხოლოსა უღაღადებს: არავინ არს წმიდაჲ შენებრ, კაცთ-მოყუერე უფალო.
Hymn type: t     
რომელი პირველ უდედოდ იშვა გამოუთქუმელად უხილავისაგან მამისა, მხოლოდ-შობილი სიტყუაჲ ღმრთისაჲ აღსასრულსა ჟამთასა შენგან იშვა უმამოდ, დედაო უსძლო[ო], მხოლოჲ ორითა ბუნებითა, რომელსა უღაღადებთ: არავინ არს წმიდაჲ შენებრ, კაცთ-მოყუარე უფალო.

Hymn number: 818(2)  
Hymn type: h     
რომელმან პირველ კლდისაგან მყარისა აღმოუცენა წყაროჲ ისრაელთა ერსა და მოესწავებოდა სახე ეკლესიისაჲ, რომელსა შინა ჩუენ, მორწმუნენი საღმრთოჲთა გალობითა შევამკობთ, რამეთუ არავინ არს წმიდაჲ შენსა გარეშე, უფალო.
Hymn type: t     
რომელმან მუცლად-იღე სიტყუაჲ ღმრთისაჲ ხარებითა მთავარანგელოზისაჲთა და გჳშევ უმაღლესი ყოველთა მთავრობათაჲ, შემოქმედი ცათა და ქუეყანისაჲ, დამბადებელი ანგელოზთაჲ და ყოველთა ადამეანთაჲ, მისა მიმართ მეოხ გუეყავ ჩუენ.



Ode: upm.  
უფალო მესმასა


Hymn number: 819(1)  
Hymn type: h     
საშინელი საიდუმლოჲ, ქალწულისაგან ჴორცთა შესხმაჲ შენი, ქრისტე, კაცთა ჴსნისათჳს, რაჟამს ეუწყა ამბაკუმს, განკჳრვებულმან ღმრთისმეტყუელებით ჭე[შ]მარიტად ღაღატ-ყო; მოხუედ მაცხოვრად ერისა შენისა, სახიერ, და ჴსნად ცხორებულთა, Ms. page: 181r   Page of ed.: 845  რომელნი სიხა/რულით იტყჳან: ძალსა შენსა დიდებაჲ, უფალო კაცთ-მოყუარე.
Hymn type: t     
საშინელი საიდუმლოჲ უთესლოდ მუცლად-ღებისა შენისაჲ, ქალწულო, კაცთა ჴსნისათჳს, რაჟამს იხილა ამბაკუმ, განცხადებულად ღაღატ-ყო: მზე ამაღლდა და მთოვარე დადგა წესსა ზედა თჳსსა; შენგან იშვა, ღირსო, მზე სიმართლისაჲ ჴორცითა და ქალწულებაჲ შენი დაიცვა ქალწულად, ვითარცა პირველ შობისა.



Ode: gham.  
ღამითგანსა


Hymn number: 820(1)  
Hymn type: h     
განმანათლებელო დაბადებულთაო და მაცხოვარო განწირულთაო, ქრისტე მაცხოარ, შენდა აღვიმსთობთ, მეუფეო საუკუნეო, განგუანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, რამეთუ სხუაჲ ღმერთი ჩუენ არა ვიცით.
Hymn type: t     
--

Hymn number: 821(2)  
Hymn type: h     
ნათლიგსაგან მამისა გამოჰბრწყინდი, ქრისტე, შეუხებელი ნათელი და კუალად ქალწულისაგან დედისა იშევ ჴორცითა მზე სიმართლისაჲ, რომელმან განაქარვე ბნელი უმეცრებისაჲ და განათლებულნი ღაღადებენ: მშჳდობაჲ შენი მომეც, უფალო კაცთ-მოყუარე.
Hymn type: t     
--



Ode: ghagh.  
ღაღატყავსა


Hymn number: 822(1)  
Hymn type: h     
უფსკრულსა ბრალთა ჩემთა სიღრმისასა შთავრდომილ ვარ ურჩებითა ჩემითა და ჰნებავს შთანთქმაჲ უწყალოდ Ms. page: 181v   Page of ed.: 847  მჴეცსა მას ბო/როტად წარმწყმედელსა, არამედ შენდა მოვილტი, ქრისტე, ცხორებისა ნავთსაყუდელო, და მსგავსად იონაჲსა გიღაღადებ: აღმოიყვანე განხრწნისაგან ცხორებაჲ ჩემი, სახიერ, და მაცხოვნე, კაცთ-მოყუარე.
Hymn type: t     
უწმიდესსა წმიდათასა მარიამს, უვრცელესსა ცათასა ღმრთისმშობელსა და უაღრესსა ქერაბინთასა, ეტლსა და საყდარსა ღმრთისასა, განმქარვებელსა წყევისასა და უხუებით მომატყუე[ბე]ლსა საუკუნოჲსა მის კურთხევისასა უგალობენ ზეცისა გუნდნი და მათ თანავე აქებენ ერთობით მკჳდრნი ქუეყანისანი.



Ode: kurtx.  
კურთხეულარსა


Hymn number: 823(1)  
Hymn type: h     
სამებით სამთა ყრმათა ბაბილონს სამებაჲ გამოსახეს და ალი ცეცხლისაჲ ცუარად შ[ე]ცვალეს, რამეთუ ფრთისა შენისაგან მაგრილობელად აქუნდა მხოლოდ-შობილი სიტყუაჲ ღმრთისაჲ და, ვითარცა ერთისა პირითა მას მხოლოსა უღაღადებდეს: ღმერთო საუკუნეთა მფლობელო, კურთხეულ ხარ შენ საუკუნითგან უკუნისამდე.
Hymn type: t     
სარწმუნოებ[ით] აღვიარებთ ჩუენ ერთობით მორწმუნენი სამებასა დაუბადებელსა, გამოუთქუმელსა და მოუწდომელსა, სამგუამოვნად ცნობილსა Ms. page: 182r   Page of ed.: 849  და ერთარსებით / დიდებულსა, მამასა ძით და სულით წმიდითურთ ყრმათა თანა ღმრთისმეტყუელთა უღაღადებთ: ღმერთო, საუკუნეთა მფლობელო, [კურთხეულ ხარ შენ საუკუნითგან უკუნისამდე].



Ode: adid.  
ადიდებდითსა


Hymn number: 824(1)  
Hymn type: h     
შენ, საცნაურსა და სულიერსა კიბესა, რომელსა ღმერთი ჩუენი დამკჳდრებულ არს, შენ მიერ ღირს ვიქმნენით აღსლვად სასუფეველსა, ამისთჳს, ღმრთისმშობელო, გალობით გადიდებთ.
Hymn type: t     
შენ, უბიწოსა ღრუბელსა ნათლისასა, რომლისაგან გამობრწყინდა მზე სიმართლისაჲ -- ქრისტე ღმერთი ჩუენი, ამისთჳს, სძალო ღმრთისაო, ყოველნი მორწმუნენი გალობით გადიდებთ.

Hymn number: 825(2)  
Hymn type: h     
შენ გადიდებთ, ღმრთისმშობელო, უსძლო[ო] სძალო, მშობელო ცათა დაუტევნელისაო რომელი მოვიდა ჩუენდა და ჯუარსა ზედა ამაღლდა მხოლოჲ, რომელმან ყო ცხორებაჲ შორის ქუეყანასა.
Hymn type: t     
შენ გადიდებთ, ღმრთისმშობელო უსძლო[ო], მშობელო ცათა დაუტევნელისაო, მიზეზო კაცთა ჴსნისაო, გიხაროდენ, სიხარულო, მეოხ გუეყავ სულთა ჩუენთათჳს.

Hymn number: 826(3)  
Hymn type: h     
სიტყუაჲ დაუსაბამოჲ, არსებაჲ დაუბადებელი, ყოველთავე არსთა სიბრძნით დამბადებელი, შობილი ღმრთეებით მამისაგან აღსასრულსა ჟამთასა დაებადა ჴორცითა Ms. page: 182v   Page of ed.: 851  სა/შოსა შენსა, უსძლო[ო], რომელსა შინა მი[ი]ღო დაწყებაჲ კაცთა არსებისაჲ და შეა[ე]რთა ყოვლითურთ ღმრთეებასა შეურწყმელად, ამისთჳს ყოველი მეტყუელებაჲ, ღმრთისმშობელო, გადიდებს.
Hymn type: t     
--





Next part



This text is part of the TITUS edition of Nevm.dzlisp..

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.