TITUS
Tetraevangelium e codice Adisi: Part No. 40

Chapter: 12 


Verse: 1 
   და იწყო იგავით სიტყუად მათა: ვენაჴი დაასხა კაცმან და გარემოჲს მოზღუდა და აღმოთხარა ტაგარი და ქმნა გოდოლი და მისცა იგი მოქმედთა და წარვიდა.
Verse: 2 
   და მიუვლინა მოქმედთა მათ ჟამსა მონაჲ, რაჲთა მოქმედთა მათგან მოიღოს ნაყოფი ვენაჴისაჲ მის.
Verse: 3 
   ხოლო მათ შეიპყრეს იგი, გუემეს* და წარავლინეს იგი ცუდი.
Verse: 4 
   და მერმე მიუვლინა მათ სხუაჲ* მონაჲ, და იგიცა წარავლინეს გინებული.
Verse: 5 
   და მერმე სხუაჲ მიავლინა, და მოკლეს; და მრავალნი სხუანიცა - რომელნიმე გუემნეს*, რომელნიმე მოწყჳდნეს.
Verse: 6 
   მერმე ერთ-ღა ძჱ ესუა საყუარელი, მიუვლინა უკუანაჲსკნელს და თქუა, ვითარმედ: შეიკდიმონ ძისა ჩემისაგან.
Verse: 7 
   ხოლო მათ მოქმედთა იხილეს რაჲ იგი მიმავალი მათა, თქუეს, ვითარმედ: ესე არს მკჳდრი*, მოვედით და მოვკლათ იგი და ჩუენდა იყოს სამკჳდრებელი იგი.
Verse: 8 
   და შეიპყრეს და მოკლეს და განაგდეს იგი გარეშე საყურძენსა მას.
Verse: 9 
   რაჲ-მე უკუე უყოს უფალმან მის ვენაჴისამან? მოვიდეს და წარწყმიდნეს მოქმედნი იგი მის ვინაჴისანი და მისცეს ვენაჴი იგი სხუათა.
Verse: 10 
   წერილიცა ესე არავე აღმოგიკითხავსა: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ კიდეთა.
Verse: 11 
   უფლისა მიერ იყო ესე და არს საკჳრველ* წინაშე თუალთა* ჩუენთა.
Verse: 12 
   და ეძიებდეს მას შეპყრობად და შეეშინა ერისაგან, გულისჴმა-ყვეს, რამეთუ მათთჳს თქუა იგავი ესე. და დაუტევეს იგი და წარვიდეს.
Verse: 13 
   და მოავლინეს მისა ფარისეველთაგანი ვინმე და ჰეროდიანთაგანი, რაჲთამცა მონადირეს იგი სიტყჳთა*.
Verse: 14 
   ხოლო იგინი ვითარ მოვიდეს, იწყეს კითხვად მისა ზაკვით* და ჰრქუეს: მოძღუარ, უწყით, რამეთუ ჭეშმარიტ ხარ და არარაჲ გჭირს შენ რომლისათჳსვე, რამეთუ არა თუალთ-აღებ* პირსა კაცისასა, არამედ ჭეშმარიტად გზასა ღმრთისასა ასწავებ. აწ მარქუ ჩუენ: ჯერ-არს თუ ხარკისა კეისარსა მიცემაჲ, ანუ არა მივსცეთ?
Verse: 15 
   ხოლო მან უწყოდა ზაკულებაჲ იგი მათი და ჰრქუა მათ: რაჲსა გამომცდით მე, მზაკუვარნო? მომართუთ* მე* დრაჰკანი, რაჲთა ვიხილო.
Verse: 16 
   ხოლო მათ მოართუეს*. და ჰრქუა მათ: ვისი არს ხატი ესე ანუ ზედადაწერილი? მათ ჰრქუეს: კეისრისაჲ.
Verse: 17 
   და მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა. და დაუკჳრდა* მათ მას ზედა.
Verse: 18 
   და მოვიდეს სადუკეველნი მისა, რომელთა თქჳან*, აღდგომაჲ არა არსო, და ჰკითხეს; მას და ჰრქუეს:
Verse: 19 
   მოძღუარ*, მოსე დაგჳწერა ჩუენ: ძმაჲ თუ ვისიმე მოკუდეს და ესუას მას ცოლი, და შვილი არა დაშდეს, რაჲთა შეირთოს ძმამან ცოლი იგი მისი და აღუდგინოს თესლი ძმასა მას თჳსსა.
Verse: 20 
   შჳდ ძმა იყვნეს. და პირველმან მან შეირთო ცოლი და მოკუდა და არა დაუტევა მკჳდრი*;
Verse: 21 
   და მეორემან შეირთო იგი და მოკუდა* იგიც[ა] და არა დაუტევა მანცა მკჳდრი; და მესამემან ეგრევე;
Verse: 22 
   და შჳდთავე არა დაუტევეს მკჳდრი. უკუანაჲსკნელ ყოველთა დედაკაცი იგი მოკუდა*.
Verse: 23 
   აღდგომასა მას, რაჟამს აღდგენ, რომლისა მათგანისა იყოს ცოლად, რამეთუ შჳდთავე* მათ ესუა იგი ცოლად?
Verse: 24 
   [მ]იუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა ამისთჳს სცთებით, რამეთუ არა იცით წიგნი და არცა ძალი ღმრთისაჲ?
Verse: 25 
   [რ~] ოდეს მკუდრეთით აღდგენ, არცა იქორწინებოდიან*, არცა განჰქორწინებდენ, არამედ იყვნენ ვითარცა ანგელოზნი ცათა შინა.
Verse: 26 
   ხოლო მკუდარნი რამეთუ აღდგენ, არა აღმოგიკითხავსა წიგნსა მას მოსესსა, მაყულოვანსა ზედა ვითარ ეტყოდა მას ღმერთი და ჰრქუა: მე ვარ ღმერთი აბრაამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი?
Verse: 27 
   არა არს ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ცხოველთაჲ. აწ თქუენ ფრიად სცთებით.
Verse: 28 
   და მოუჴდა მას ერთი მწიგნობართაგანი, რომელსა ესმოდა მათი ჴმაჲ, იხილა რაჲ მან, რამეთუ კეთილად მიუგო მათ, ჰკითხა მას: რომელი არს პირველი მცნებაჲ?
Verse: 29 
   ჰრქუა მას იესუ: პირველად ყოვლისა: გესმოდენ ისრაჱლსა: უფალი ღმერთი ჩუენი ერთი არს.
Verse: 30 
   და შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს პირველი მცნებაჲ.
Verse: 31 
   და მეორე, მსგავსი მისი: შეიყუარო მოყუასი შენი ვითარცა თავი შენი. უფროჲს ამათსა სხუაჲ მცნებაჲ არა არს.
Verse: 32 
   და ჰრქუა მას მწიგნობარმან მა[ნ]: კეთილად, მოძღუარ, ჭეშმარიტად სთქუ, რამეთუ ერთ არს, და არა არს სხუაჲ მისა გარეშე;
Verse: 33 
   და შეყუარებად იგი ყოვლითა გულითა და ყოვლითა ძალითა და ყოვლითა გულისჴმითა, და შეყუარებად მოყუასი ვითარცა თავი თჳსი, და უფროჲს არს ყოელთა მრგულიად* დასაწუველთა და მსხუერპლთა.
Verse: 34 
   და იესუ ვითარ იხილა, რამეთუ გონებულად მოუგო, ჰრქუა მას: არა შორს ხარ სასუფეველისაგან ღმრთისა*. და არავინ არღარა იკადრა კითხვად მისა.
Verse: 35 
   და მიუგო იესუ და ეტყოდა სწავლასა მას სამღდელოსა შინა: ვითარ თქჳან* მწიგნობართა, ვითარმედ: ქრისტე ძე (არს) დავითისი?
Verse: 36 
   რამეთუ თავადმან დავით თქუა სულითა წმიდითა: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრმედე დავსხნე მტერნი შენნი* ქუეშე ფერჴთა შენთა.
Verse: 37 
   თავადი დავით ეტყჳს მას უფლით, და ვითარ ძჱ მისი არს? და მრავალი ერი ისმენდა მისა წადიერად.
Verse: 38 
   და ეტყოდა მათ სწავლასა მას შინა მისსა: ეკრძალენით მწიგნობართაგან. რომელთა ჰნებავს სამოსლითა შუენიერითა სლვაჲ და მოკითხვას* ეძიებენ* უბნებსა ზედა.
Verse: 39 
   და პირველად საჯდომელსა შესაკრებელთა შინა და მჴნისთაობასა ტაძრობასა;
Verse: 40 
   რომელნი შეშჭამენ სახლთა ქურივთასა და მიზეზით განგრძელებულად თაყუანის- -სცემედ, რომელთა მოიღონ უმეტესი საშჯელი.
Verse: 41 
   დადგა იესუ წინაშე ფასის შესაწირავსა და ხედვიდა, ვითარ ერი იგი დასდებდა კერმასა ფასის შესაწირავსა მას ზედა. და მრავალთა მდიდართა დადვეს დიდადი.
Verse: 42 
   და მოვიდა ერთი ქურივი გლახაკი და დასხნა ორნი ფშიტნი, რომელ არს დანგ* ერთ.
Verse: 43 
   და მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: მართლიად გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქურივმან გლახაკმან უფროჲს ყოველთასა შეწირა შესაწირავსა ამას ზედა.
Verse: 44 
   რამეთუ ყოველთა მათ ნეშტისაგან მათისა შემოწირეს, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თჳსისა ყოველივე, რაჲცა ედვა, შეწირა ყოველივე საცხორებელი თჳსი*.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.