TITUS
Tetraevangelium e codice Adisi: Part No. 41

Chapter: 13 


Verse: 1 
   და ვითარ გამოვიდოდა იგი ტაძრით, ჰრქუა მას ერთმან მოწაფეთა* მისთაგანმან: მოძღუარ, იხილე, რაბამნი ქვანი არიან ესე და რაბამი შენებული!
Verse: 2 
   და მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ხედავთ ამათ დიდ-დიდთა* შენებულთა? არა დაშდეს ქვაჲ ქვასა ზედა, რომელ არა დაირღუეს.
Verse: 3 
   და ვითარ ჯდა იგი მთასა მას ზეთის ხილთასა, ჰკითხვიდეს მას თჳსაგან პეტრე და იაკობ და იოვანე და ანდრეა:
Verse: 4 
   მითხარ ჩუენ, ოდეს იყოს ესე, და რაჲ სასწაული იყოს, ოდეს ესე ყოველი აღესრულებოდის?
Verse: 5 
   და მიუგო მათ იესუ და იწყო სიტყუად: იგულეთ, გაცთუნნეს ნუვინ თქუენ.
Verse: 6 
   რამეთუ მრავალნი მოვიდენ სახელითა ჩემითა და თქუან, ვითარმედ: მე ვარ, და მრავალნი აცთუნნენ.
Verse: 7 
   ხოლო რაჟამს გესმოდის თქუენ ბრძოლაჲ და ჴმაჲ წყობისაჲ,ნუ აღტყდებთ*, რამეთუ ყოფად არს, ხოლო აღსასრული არღა იყოს.
Verse: 8 
   აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაჲ მეუფებასა ზედა; და იყოს ძრვა ადგიდ-ადგიდ და სიყმილი და წყუედაჲ*. ხოლო ესე იყოს დასაბამ სალმობათა.
Verse: 9 
   და მიგცნენ თქუენ კრებულებსა და შესაკრებელთა შინა მათთა და გგუემდენ* თქუენ და წინაშე მსაჯულთა და მეფეთა წარგადგინნენ თქუენ საწამებელად მათა და ყოველთა ნათესავთა.
Verse: 10 
   ხოლო პირველად იქადაგოს სახარებაჲ ესე.
Verse: 11 
   და რაჟამს მოჰყვანდეთ თქუენ და მიგცემდენ თქუენ, ნუ წინაჲსწარ ზრუნავთ, რასა იტყოდით; არამედ რაჲცა მოგცეს* თქუენ მას ჟამსა შინა, მასცა იტყოდეთ, რამეთუ არა თქუენ ხართ მეტყუელნი იგი, არამედ სული წმიდაჲ.
Verse: 12 
   ხოლო მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდიდ და მამამან შვილი, და აღდგენ შვილნი მამა-დედათა თჳსთა ზედა და მოწყჳდნენ* იგინი.
Verse: 13 
   და იყვნეთ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს; და რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს.
Verse: 14 
   ხოლო რაჟამს იხილოთ ბილწი იგი მოოჴრებისაჲ მდგომარე, სადა არა ჯერ-იყოს,- რომელი-იგი აღმოიკითხვიდეს, გულისჴმა-ჰყოფდინ,- მაშინ ჰურიასტანისანი წარივლტოდეთ მთად*.
Verse: 15 
   და რომელ ერდოებსა ზედა იყვნენ, ნუ გარდამოვლენედ სახიდ, ნუცა შევლენედ აღებად რაჲსმე სახლისაგან თჳსისა.
Verse: 16 
   რომელი ველსა გარე იყოს, ნუ უკუმოიქცევინ კუალსა აღღებად* სამოსლისა თჳსისა.
Verse: 17 
   ხოლო ვაჲ მუცელ-ქმნულთა მათ და მაწოვნებელთა მათ დღეთა შინა.
Verse: 18 
   ხოლო ილოცევდით, რაჲთა არა იყოს სივლტოლაჲ თქუენი ზამთრის.
Verse: 19 
   რამეთუ იყვნენ დღენი იგი ჭირისანი, რომელ არა ყოფილ არს ეგევითარი დასაბამითგან, ვინაჲთგან დაჰბადა ღმერთმან, მოაქამდე და მერმეცა არა იყოს.
Verse: 20 
   და თუმცა არა შეამოკლნა დღენი იგი, ვერმცა განერა ყოველი ჴორციელი; არამედ რჩეულთათჳს, რომელნი გამოირჩინა*, შეამოკლნა დღენი იგი.
Verse: 21 
   და მაშინ გრქუას თუ ვინმე თქუენ: აჰა ესერა აქა არს ქრისტე*, გინა თუ ეგერა, ნუ გრწამნ.
Verse: 22 
   რამეთუ აღდგენ ცრუ ქრისტენი და ცრუ წინაწარმეტყუელნი და ჰცენ სასწაულებ და ნიშებ საცთუნებელად, შე-თუმცა-უძლეს, რჩეულთაცა.
Verse: 23 
   ხოლო თქუენ ეკრძალენით, რამეთუ ესერა წინაჲსწარ გითხარ თქუენ ყოველი.
Verse: 24 
   არამედ მათ დღეთა შინა შემდგომად ჭირისა მის მზე დაბნელდეს, და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თჳსი;
Verse: 25 
   და მასკულავნი ზეცით დამოცჳვნებულ* იყვნენ, და ძალნი ცათანი შეიძრნენ.
Verse: 26 
   და მაშინ იხილონ ძჱ კაცისაჲ, მომავალი ღრუბლითა ძალითა დიდითა და დიდებითა.
Verse: 27 
   და მაშინ წარავლინნეს ანგელოზნი თჳსნი და შეკრიბნეს რჩეულნი იგი ოთხთა ქართაგან კიდითგან ქუეყანისაჲთ კიდემდე ცისად*.
Verse: 28 
   ხოლო ლეღჳსაგან* გულისჴმა-ყავთ იგავი ესე: რაჟამს რტონი მისნი მოლბიან, და გამოაქუნ ფურცელი, უწყოდეთ, რამეთუ ახლო არნ არჱ.
Verse: 29 
   ეგრეცა თქუენ*, ოდეს იხილოთ ესე ყოველი, გულისჴმა-ყავთ, რამეთუ ახლოს არს კართა ზედა.
Verse: 30 
   მართლიად გეტყუ თქუენ, რამეთუ არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდის არა ყოველი ესე იყოს.
Verse: 31 
   ცაჲ და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა წარჴდენ.
Verse: 32 
   ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ უწყის, არცა ანგელოზთა ცათა შინა, არცა ძემან, გარნა მამამან ხოლო მარტომან.
Verse: 33 
   ხოლო ხედევდით და იღჳძებდით* და თაყუანის-სცემდით, რამეთუ არა უწყით, ოდეს იყოს ჟამი იგი.
Verse: 34 
   ვითარცა კაცი რაჲ გზად ვალნ, დაუტევის სახლი თჳსი და მისცის ჴელმწიფებაჲ მონათა თჳსთა და კაცად-კაცადსა საქმე თჳსი და მეკარესა ამცნის, რაჲთამცა მღჳძარე იყო .
Verse: 34 
   აწ მღჳძარე* იყვენით, რამეთუ არა უწყით, ოდეს უფალი იგი სახლისაჲ მის მოვიდეს: მწუხრი ანუ შუვა ღამეს ანუ ქათმის ყივილს ანუ განთიად;
Verse: 35 
   ნუუკუე მოვიდეს მყის და გპოვნეს თქუენ მძინარენი.
Verse: 36 
   რომელსა-ესე თქუენ გეტყუ, (ყოველთა ვეტყუ*): მღჳძარე* იყვენით.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.