ხოლო მართლიად გეტყჳ თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა, და რომელი-ესე ყო ამან, მიმოგანითქუას საჴსენებელად მაგისა.
Verse: 10
და იუდა სკარიოტელი, ერთი ათორმეტთაგანი, მივიდა მღდელთ მოძღუართა, რაჲთამცა მისცა იგი.
Verse: 11
ხოლო მათ განიხარეს და აღუთქუეს მას ვეცხლი მიცემად. და ეძიებდა, ვითარმცა განმარჯუებულად მისცა იგი.
Verse: 12
და პირველსა მას დღესა ბალარჯობისასა, რაჟამს ვნებათასა მას დაჰკლვიდეს, ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: სადა გნებავს, მივიდეთ და დაგიმზადოთ, რაჲთა ჰჭამო ზატიკი იგი?
Verse: 13
და წარავლინნა ორნი მოწაფეთა მისთაგანნი და ჰრქუა მათ: წარვედით თქუენ ქალაქად, და შეგემთხჳოს თქუენ კაცი, რომელსა ლაგუნითა [წ]ყალი ზე ედგას, შეუდეგით, და ვიდრეცა შევიდეს,
Verse: 14
არქუთ მამასახლისსა მის სახლისასა, ვითარმედ: მოძღუარმან ეგრე (თქუა)*: სადა არს ვანი იგი ჩემი, სადა ვნებათაჲ იგი მოწაფეთა ჩემთა თანა შევჭამო?
Verse: 15
და მან გიჩუენოს თქუენ ქორი დიდი, დაგებული და განმზადებული; მუნ დაგჳმზადეთ* ჩუენ.
Verse: 16
და წარვიდეს დამზადებად მისა მოწაფენი იგი და შევიდეს ქალაქად და პოეს, ვითარცა ჰრქუა მათ, და დამზადეს ვნებათაჲ იგი.
Verse: 17
და რაჟამს დამწუხრდა, მოვიდა ათორმეტითურთ.
Verse: 18
და ვითარ ინაჴ-ედგა მათ და ჭამდეს, ჰრქუა მათ იესუ: მართლიად გეტყუ თქუენ: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე, რომელ ჭამს ჩემ თანა.
Verse: 19
ხოლო მათ იწყეს ზრუნვად და სიტყუად მისა თითოეულმან: ნუმცა მე ვარ, უფალო? და სხუამან: ნუმცა მე ვარ?
Verse: 20
ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: ერთმან ათორმეტთაგანმან, რომელმან* შთამოყოს ჩემ თანა პინაკსა, მან მიმცეს მე.
Verse: 21
რამეთუ ძე კაცისაჲ მისლვად არს, ვითარცა წერილ არს მისთჳს; ხოლო ვაჲ მის კაცისაჲ, რომლისაგან ძე კაცისაჲ მიეცემის; უმჯობეს* იყო მისა, არათუმცა შობილ იყო კაცი იგი.
Verse: 22
და ვიდრე ჭამდეს-ღა, მოიღო პური, აკურთხა, განტეხა და მისცა მათ და ჰრქუა: მიიღეთ, ესე არს ჴორცი ჩემი.
Verse: 23
და მოიღო სასუმელი, ჰმადლობდა და მისცა მათ, და სუეს* მისგანი ყოველთა.
Verse: 24
და ჰრქუა მათ: ესე არს სისხლი ჩემი (ახლისა)* შჯულისაჲ, რომელ მრავალთათჳს დაითხევის.
Verse: 25
მართლიად გეტყუ თქუენ, რამეთუ არღარა ვსუა ნაყოფისაგანი ვენაჴისაჲ ვიდრე მუნ დღედმდე, რაჟამს-იგი ვსუა ახალი სასუფეველსა შინა ღმრთისასა.
Verse: 26
და ჰმადლობდეს და გამოვიდეს მთასა მას ზეთის ხილთასა.
Verse: 27
და ჰრქუა მათ იესუ, ვითარმედ: ყოველნი თქუენ დაჰბრკოლდეთ ჩემდა მომართ ამას ღამესა, რამეთუ წერილ არს: დავსცე მწყემსი, და ცხოვარნი განიბნინენ.
Verse: 28
არამედ რაჟამს აღვდგე, წინაჲსწარ თქუენსა მივიდე გალილეად.
Verse: 29
ხოლო პეტრე მიუგო და ჰრქუა მას: ყოველნი ღათუ დაბრკოლდენ, ხოლო მე არა.
Verse: 30
და ჰრქუა მათ იესუ: მართლიად გეტყჳ შენ, რამეთუ დღეს ღამესა ამას ვიდრე ქათმისა ორ გზის ყივიდმდე სამ გზის უვარ-მყო მე.
Verse: 31
ხოლო პეტრე ფრიად უმეტესად ხ~ იტყოდა, ვითარმედ: შე-ღათუ-მხუდეს* შენ თანა სიკუდილი, არავე უვარ-გყო შენ. ეგრეცა ყოველნი იტყოდეს.
Verse: 32
და მოვიდეს დაბასა, რომელსა სახელი ერქუა გესემანი, და ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: დასხედით აქა, ვიდრემდის თაყუანის-ვსცე.
Verse: 33
და მიიყვანნა* მის თანა პეტრე და იაკობ და იოვანე და იწყო გულის სიტყუად* და ურვად.
Verse: 34
და ჰრქუა მათ: შეჭუვნებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკუდიდმდე; ელოდეთ აქა და იღჳძებდით.
Verse: 35
და წარვიდა კნინ და დავარდა ქუეყანასა და ილოცვიდა: უკუეთუ ჯერ-არს, რაჲთამცა გარე-წარჰჴდა მას ჟამი იგი.
Verse: 36
და იტყოდა: აბბა მამაო, ყოველი შესაძლებელ არს შენდა; გარე-წარმჴადე* მე სასუმელი ესე. ხოლო არა რაჲ-იგი მე მნებავს, არამედ რაჲ შენ.
Verse: 37
და მოვიდა და პოვნა იგინი მძინარენი და ჰრქუა პეტრეს: სიმონ, გძინავსა?* და ვერ უძლე ჟამ ერთ ღჳძებად?
Verse: 38
მღჳძარე* იყვენით და ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა. სული გულს- -მოდგინე არს, ხოლო ჴორცნი უძლურ.
Verse: 39
და მერმე წარვიდა, თაყუანის-სცა და იგივე სიტყუაჲ თქუა.
Verse: 40
და მოიქცა და პოვნა იგინი მძინარენი, რამეთუ იყვნეს თუალნი მათნი დამძიმებულ, და არა უწყოდეს, რაჲმცა მიუგეს მას.
Verse: 41
და მოვიდა მესამედ და ჰრქუა მათ: დაიძინეთ ამიერითგან და განისუენეთ*. აღესრულა და მოიწია ჟამი. აჰა ესერა მიეცემის (ძჱ კაცისაჲ)* ჴელთა ცოდვილთასა.
Verse: 42
აღდეგით, წარვიდეთ. აჰა ესერა მიმცემელი ჩემი მოახლებულ არს.
Verse: 43
და ვიდრე იგი ამას იტყოდა-ღა, მოიწია იუდა, ერთი ათორმეტთაგანი, და მის თანა ერი მახჳლოსნები* და წათოსნები მღდელთ მოძღუართაგან და მწიგნობართა და მოხუცებულთა.
Verse: 44
და მიეცა მიმცემელსა მას მისსა სასწაული და ჰრქუა მათ: რომელ მე მოვიკითხო, იგი არს, შეიპყართ იგი და წარიყვანეთ კრძალულად.
Verse: 45
და მუნქუესვე მოუჴდა მას და ჰრქუა: მოძღუარ! და მოიკითხა იგი.
Verse: 46
ხოლო მათ შეასხნეს ჴელნი მათნი და შეიპყრეს იგი.
Verse: 47
და ერთმან ვინმე მის თანა მდგომარემან აღმოიჴადა მახჳლი* და სცა მონასა მღდელთ მოძღურისასა და წარჰკუეთა ყური.
Verse: 48
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოსრულ ხართ მახჳლითა და წათითა შეპყრობად ჩემდა.
Verse: 49
მარადღე თქუენ თანა ვიყავ ტაძარსა მას შინა, გასწავებდ თქუენ და არა შემიპყართ მე; ა~დ რაჲთა აღესრულოს წიგნები იგი წინაწარმეტყუელთაჲ.
Verse: 50
და დაუტევეს იგი ყოველთა და ივლტოდეს.
Verse: 51
და ერთი ვინმე ჭაბუკი მისდევდა მას და ემოსა არდაგი შიშულივ. და ჭაბუკთა შეიპყრეს იგი.
Verse: 52
ხოლო მან მიუტევა არდაგი იგი და შიშუელი ივლტოდა მათგან.
Verse: 53
და მიიყვანეს იგი მღდელთ მოძღურისა კაიაფაჲსა. და მივიდეს მის თანა მღდელთ-მოძღუარნი, მოხუცებულნი და მწიგნობარნი.
Verse: 54
და პეტრე შორს მისდევდა მას ვიდრე შინა ეზოდმდე მღდელთ მოძღურისა, დაჯდა იგი მსახურთა თანა და იკუსვოდა მგზებელსა მას.
Verse: 55
ხოლო მღდელთ მოძღუარნი იგი და ყოველი კრებული ეძიებდეს იესუსთჳს წამებას, რაჲთამცა მოკლეს იგი, და ვერ ჰპოვებდეს.
Verse: 56
რამეთუ მრავალნი ცრუსა წამებდეს მისთჳს, და არა ერთ იყო წამებაჲ იგი მათი.
Verse: 57
და რომელნიმე აღდგეს, ცრუსა წამებდეს მისთჳს და იტყოდეს,
Verse: 58
ვითარმედ: ჩუენ გუესმა მაგისგან, რამეთუ იტყოდა, ვითარმედ: მე დავარღჳო ტაძარი ესე ჴელით ქმნული და მესამესა დღესა სხუაჲ, ჴელით უქმნელი*, აღვაშენო.
Verse: 59
და ეგრჱცა არავე ერთ იყო წამებაჲ იგი მათი.
Verse: 60
და აღდგა მღდელთ მოძღუარი იგი მათი შორის, ჰკითხა იესუს და ჰრქუა: არას მოუგებ, რასა ესენი შეგწამებენ შენ?
Verse: 61
ხოლო იგი დუმნა და არას მიუგებდა მათ. მერმე მღდელთ მოძღუარი იგი ჰკითხვიდა მას სიტყუასა მეორედ და ჰრქუა: შენ ხარ ქრისტე*, ძჱ კურთხეულისაჲ?
Verse: 62
ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მას: შენ სთქუ, ვითარედ მე ვარ. და იხილოთ ძჱ კაცისაჲ მარჯუენით მჯდომარე ძლიერებასა და მომავალი ღრუბელთა თანა ცისათა*.
Verse: 63
ხოლო მღდელთ მოძღუარმან დამოიპო კუართი თჳსი და თქუა: რასა-ღა გჳჴმან მოწამებ?
Verse: 64
გესმა ყოველთა ბასრობაჲ იგი მისი. ვითარ გიჩს თქუენ? და ყოველთა დასაჯეს იგი: ყვეს თანა-მდებ სიკუდილისა.
Verse: 65
და იწყეს რომელთამე ნერწყუვად* პირსა მისსა და ფიჩჳ დაჰბურიან პირსა მისსა, ჰრეკედ მას და ეტყჳედ: გჳწინაწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე*, ვინ არს, რომელმან გცა შენ? და მსახურნი იგი სცემდეს ღაწუსა მისსა.
Verse: 66
და იყო პეტრე ეზოსა მას შინა; მოვიდა ერთი მჴევალთაგანი მღდელთ მოძღურისათაჲ.
Verse: 67
და იხილა იგი მკუსოლარე, მიხედა მას და ჰრქუა: შენცა ნაზორეველისა იესუს თანა იყავ.
Verse: 68
ხოლო მან უვარ-ყო და ჰრქუა მას: არცა ვიცი და არცა უწყი, რასა-ეგე შენ იტყჳ. და გამოვიდა იგი გარეშე ეზოსა.
Verse: 69
და მჴევალმან მან იხილა იგი, იწყო სიტყუად, რომელ* დგეს მუნ, ვითარმედ: ესე მათგანივეა.
Verse: 70
ხოლო მან უვარ-ყო. და შემდგომად მცირედისა ჟამისა რომელნი-იგი გარემოჲს დგეს მისა, ეტყოდეს პეტრეს: ჭეშმარიტად მათგანი ხარ, რამეთუ ხარ-ვე გალილეველ.
Verse: 71*
ხოლო მან იწყო წყევად და ფიცად, ვითარმედ: არა ვიცი ესე, რომელსა იტყჳთ.
Verse: 72*
და მეყსეულად მეორედ ქათამმან ჴმა-ყო. და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი, რომელ ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: პირველად ქათმისა ჴმობადმდე სამ გზის უვარ-მყო მე. და იწყო ტირიდ.
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.