TITUS
Tetraevangelium e codice Adisi: Part No. 43

Chapter: 15 


Verse: 1* 
   და მეყსეულად, ვითარცა განთენა, ზრახვა-ყვეს მღდელთ მოძღუართა მათ მოხუცებულთა თანა და მწიგნობართა და ყოველმან კრებულმან. და შეკრეს იესუ და წარიყვანეს და მისცეს იგი პილატეს მთავარსა.
Verse: 2* 
   ხოლო* ჰკითხა მას პილატე და ჰრქუა: შენ ხარა მეუფჱ* ჰურიათაჲ*? ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მას: შენ ჰსთქუ*.
Verse: 3* 
   და შეასმენდეს მღდელთ მოძღუარნი იგი ფრიად, და მან არარაჲ მიუგო.
Verse: 4* 
   ხოლო პილატე მერმე ჰკითხა მას და ჰრქუა: არას მიუგება? აჰა რაოდენსა შეგწამებენ შენ!
Verse: 5* 
   ხოლო იესუ არღარა რაჲ მიუგო, ვიდრემდე უკჳრდაცა პილატეს ფრიად.
Verse: 6* 
   და ყოველსა დღესასწაულსა მიუტევის მათ ერთი პყრობილი, რომელიცა გამოითხოვიან* მათ.
Verse: 7* 
   ხოლო იყო ვინმე ბარაბა მეჰომეთა* თანა კრული, რომელთა შფოთსა შინა კაცი ეკლა.
Verse: 8* 
   და ღაღად-ყო ერმან მან გამოთხოვად მისა, ვითარცა-იგი მიჰმადლის მათ მარადის.
Verse: 9* 
   ხოლო პილატე მიუგო და ჰრქუა მათ: გნებავსა, რაჲთა მიგიტევო* თქუენ მეუფჱ* ჰურიათაჲ?
Verse: 10* 
   იცოდა, რამეთუ შურით მიჰსცეს* იგი მღდელთ მოძღუართა მათ.
Verse: 11* 
   ხოლო მათ აღძრეს ერი იგი, რაჲთა ბარაბა მოუტევოს * მათ.
Verse: 12* 
   ხოლო პილატე მერმეცა მიუგო მათ და ჰრქუა: და რაჲ ვყო მეუფჱ* ესე ჰურიათაჲ?
Verse: 13* 
   ხოლო იგინი კუალად ღაღადებდეს-ვე ბირებითა მღდელთ მოძღუართაჲთა და იტყოდეს: ჯუარს-აცუ ეგე.
Verse: 14* 
   ხოლო პილატე* ეტყოდა მათ: რაჲ ბოროტი უქმნიეს? და იგინი უმეტესად ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯუარს-აცუ ეგე.
Verse: 15* 
   ხოლო პილატეს უნდა მომადლებაჲ ერისაჲ მის და მიუტევა მათ ბარაბა*, ხოლო იესუს ჰსცა* შოლტითა და მიჰსცა* მათ, რაჲთა ჯუარს-აცუან.
Verse: 16* 
   ხოლო სტრატიოტთა მათ შეიყვანეს იგი* შინაგან ეზოსა მას, რომელ არს ტაძარი, და შეკრიბეს ყოველივე იგი თესლები.
Verse: 17* 
   და შეჰმოსეს მას ძოწეული და დაადგეს მას შეთხზული ეკლისა გჳრგჳნი.
Verse: 18* 
   და იწყეს მოკითხვად მისა და სიტყუად: გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო!
Verse: 19* 
   და ჰსცემდეს* მას თავსა ლერწმითა და ჰნერწყუვიდეს მას და დაიდგნიან მუჴლნი და თაყუანის-სცემედ* მას.
Verse: 20 
   და რასჟამს დაასრულეს ბასრობაჲ იგი მის ზედა, განჰძარცუეს ძოწეული იგი და შეჰმოსეს მას სამოსელი თჳსი და გამოიყვანეს იგი ჯუარ-ცუმად.
Verse: 21 
   და წარიქციეს პაჰრაკად თანა-წარმავალი ვინმე სჳმონ კჳრენელი*, მომავალი აგარაკით, მამაჲ ალექსანდრესი და ჰრუფჱსი, რაჲთამცა აღიკიდა ჯუარი იგი მისი.
Verse: 22 
   და მოიღეს იგი გოლგოთასა*, ადგილსა, რომელ (არს)* გამოთარგმანებით: თხემისა ადგილი.
Verse: 23 
   და მისცეს სუმუროვანი ღჳნოჲ და მან არა მიიღო.
Verse: 24 
   და ჯუარს-აცუეს* და განიყვეს სამოსელი მისი და წილ-იგდეს მას ზედა, ვისმცა რაჲ ხუდა*.
Verse: 25 
   და იყო ჟამი მესამე და ჯუარს-აცუეს* იგი.
Verse: 26 
   და ზედა დაწერა ბრალად მისა ესე*: მეუფჱ ჰურიათაჲ.
Verse: 27 
   და მის თანა ჯუარს-აცუნეს ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით მისა*.
Verse: 28 
   და აღესრულა წერილი იგი, რომელ თქუა*, ვითარმედ: უსჯულოთა თანა შეირაცხა.
Verse: 29 
   და რომელნი თანა-წარჰვიდოდეს, ეკიცხევდეს მას, ხრიდეს თავსა და იტყოდეს: ვაჲ რომელ-იგი დაარღუევდ* ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშჱნებდ,
Verse: 30 
   განირინე თავი შენი და გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით.
Verse: 31 
   ეგრეცა მღდელთ მოძღუარნი იგი ეკიცხევდეს ურთიერთას მწიგნობართა თანა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ იცხოვნოს.
Verse: 32 
   ქრისტე*, მეუფჱ ისრაჱლისაჲ, გარდამოჴედინ აწ ჯუარით, რაჲთა ვიხილოთ და გურწმენეს იგი. და რომელნი-იგი მის თანა ჯუარ-ცუმულ იყვნეს, იგინიცა აყუედრებდეს*.
Verse: 33 
   და იყო ვითარ მეექუსე ჟამი, დაბნელდა ყოველსა ქუეყანასა ზედა მეცხრე ჟამადმდე.
Verse: 34 
   და მეცხრესა ჟამსა ჴმა-ყო ჴმითა დიდითა იესუ და თქუა: ელოი, ელოი, ელმანა* საბაქთანი? რომელ არს გამოთარგმანებით: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაჲსა დამაგდებ მე?
Verse: 35 
   და რომელთამე თანამდგომარეთა ვითარ ესმა, იტყოდეს: აჰა ელიას უჴმობს.
Verse: 36 
   და მირბიოდეს და აღავსეს ღრუბელი ძმრითა და დაადგეს ლერწამი და ასუმიდეს მას და თქუეს: აცადეთ, ვიხილოთ, მო-ძი-ვიდეს ელია* გარდამოჴსნად* მაგისა.
Verse: 37 
   ხოლო იესუ აღუტევა ჴმაჲ და აღმობერა სული.
Verse: 38 
   და კრეტსაბმელი ტაძრისაჲ მის განიპო ორგან: ზეთგან ქუენამდე.
Verse: 39 
   იხილა რაჲ ასისთავმან მან, რომელი-იგი თანა-უდგა მას, რამეთუ ღაღატ-ყო და აღმოუტევა სული, თქუა: ჭეშმარიტად კაცი ესე ძე ღმრთისაჲ იყო.
Verse: 40 
   და იყვნეს მუნ დედანიცა, რომელ შორით ხედვიდეს და რომელ იყო მარიამ მაგდანელი და მარიამ იაკობის* მცირისაჲ და იოსეს დედაჲ და სალომე,
Verse: 41 
   რომელნი-იგი გალილეას-ღა იყო, მაშინვე შეუდგეს მას, და სხუებიცა* მრავალნი დედანი, რომელნი მოსრულ იყვნეს იერუსალჱმდ*.
Verse: 42 
   და ვითარ დამწუხრდა, - რამეთუ პარასკევი იყო, რომელ არს შაფათისა წინა,-
Verse: 43 
   მოვიდა იოსეფ არიმათიელი, პატიოსანი მზრახვალი, რამეთუ იგიცა მოელოდა სასუფეველსა ღმრთისასა, იკადრა შესლვად პილატესა და გამოითხოვნა ჴორცნი იგი იესუსნი.
Verse: 44 
   ხოლო პილატეს უკჳრდა, ვითარმედ ვითარ ადრე მოკუდა, და მოუწოდა მტარვალსა მას და ჰკითხა, თუ: ადრე მოკუდა?
Verse: 45 
   და ვითარ აგრძნა მტარვალისა მისგან, მიჰმადლნა ჴორცნი იგი იოსეფს.
Verse: 46 
   და იყიდა მუნქუესვე არდაგი* და დადვა იგი სამარესა შინა, რომელ იყო გამოკუეთილ კლდისაგან, და მიაგორვა ლოდი* კარსა მას სამარისასა.
Verse: 47 
   ხოლო მარიამ მაგდანელი და მარიამ იაკობისი და იოსჱსი ხედვიდეს, სადა დასდებდეს.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.