TITUS
Tetraevangelium e codice Adisi: Part No. 44

Chapter: 16 


Verse: 1 
   და ვითარ წარჴდა შაფათი იგი, მარიამ მაგდანელმან და მარიამ იაკობისმა* და სალომე იყიდეს ნელსაცხებელი, რაჲთამცა მო[ვი]დეს და სცხეს მა[ს].
Verse: 2 
   და მსთუად გა[ნ]თიად ერთშაფათსა მას მოვიდეს სამარესა მას ზედა აღმოსლვასა ოდენ მზისასა
Verse: 3 
   და იტყოდეს ურთიერთას: ვინ-მე გარდაგჳგორვოს ჩუენ ლოდი იგი კარისა მისგან სამარისაჲსა?
Verse: 4 
   და მიხედეს და იხილეს, რამეთუ გარდაგორვებულ იყო ლოდი იგი, რამეთუ დიდ იყო ფრიად.
Verse: 5 
   და შევიდეს სამარესა მას, იხილეს ჭაბუკი ერთი, მჯდომარე მარჯუენით კერძო, რომელ მოსილ იყო სამოსლითა სპეტაკითა, და დაუკჳრდა*.
Verse: 6 
   და მან ჰრქუა მათ: ნუ გეშინინ! იესუს* ეძიებთ ნაზორეველსა, რომელ ჯუარ-ცუმულ არს; აღდგა, არა აქა არს. იხილეთ ეგერა ადგილი მისი, სადა დადვეს იგი.
Verse: 7 
   და მივედით და არქუთ მოწაფეთა მისთა და პეტრეს, ვითარმედ: წარგიძღჳს თქუენ გალილეად, და მუნ იხილოთ იგი, ვითარცა გრქუა თქუენ.
Verse: 8 
   და ვითარ ესმა ესე, გამოვიდეს და ივლტოდეს მიერ სამარით, რამეთუ შეშინებულ იყვნეს და დაკჳრვებულ და არავის უთხრეს, რამეთუ ეშინოდა.
Verse: 9* 
   ხოლო აღდგა განთიად პირველსა მას შაბათისასა და ეჩუენა პირველად მარიამს მაგდანელსა*, რომლისაგან განსრულ იყო შჳდი ეშმაკი.
Verse: 10* 
   იგი წარვიდა და უთხრა მის თანა მოყუასთა მათ*, რომელნი ეგლოვდეს* და ტიროდეს.
Verse: 11* 
   ხოლო მათ რაჲ ესმა, რამეთუ ცხოველ არს და ეჩუენა მას, და მათ არა ჰრწმენა.
Verse: 12* 
   ამისა შემდგომად ორთა მათგანთა სლვასა შინა გამოეცხადა* სხჳთა ხატითა, მი-რაჲ-ვიდოდეს დაბასა*.
Verse: 13* 
   და იგინი მოვიდეს და უთხრეს სხუათა მათ, და არცა მათი ჰრწმენა.
Verse: 14* 
   უკუანაჲსკნელ მსხდომარეთა მათ ათერთმეტთა ეჩუენა და აყუედრა ურწმუნოვებაჲ* მათი და გულ-ფიცხელობაჲ მათი, რამეთუ რომელთა იხილეს იგი* აღდგომილი, მათი არა ჰრწმენა.
Verse: 15* 
   და ჰრქუა მათ: წარვედით ყოველსა სოფელსა და ქადაგეთ სახარებაჲ ესე ყოველსა დაბადებულსა.
Verse: 16* 
   რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნდეს*, და რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს.
Verse: 17* 
   ხოლო სასწაული მორწმუნეთა მათ ესე თანა-უვიდოდის: სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმიდენ*, ენათა ახალთა იტყოდიან.
Verse: 18* 
   გუელთა შეიპყრობდენ; და ღათუ სასიკუდინჱ* სუან, არარაჲ ავნოს მათ; სნეულთა ზედა ჴელი დასდვან და განცოცხლდენ.
Verse: 19* 
   ხოლო შემდგომად სიტყჳსა მის მისისა მათა მიმართ*, აღმაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით ღმრთისა.
Verse: 20* 
   ხოლო იგინი გამოვიდეს და ქადაგებდეს ყოველსა ქუეყანასა უფლისა შეწევნითა და სიტყჳსა* მის დამტკიცებითა მისა მიმართ, რომელნი-იგი შეუდგეს მათ სასწაულნი.





Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.