რაჲთა გულისჴმა-ჰყო სიტყუათაჲ მათ, რომელთა დაემოწაფე, ჭეშმარიტებით.
Verse: 5
ხ~ იყო დღეთა მათ ჰეროდე მეუფისა მის ჰურიასტანისათა მღდელი ვინმე, სახელი ზაქარია, დასისა მისგან აბიასი, და ცოლი მისი ასულთაგანი აჰრონისთაჲ, და სახელი მისი ელისაბედ.
Verse: 6
და იყვნეს ორნივე მართალ წინაშე უფლისა, ვიდოდეს ყოველთა შინა მცნებათა და სამართალთა ღმრთისათა*, უბიწო იყვნეს,
Verse: 7
და არა ესუა მათ შვილ, რამეთუ ელისაბეთ ბერწ იყო, და ორნივე გარდასრულ იყვნეს დღეთა თჳსთა.
Verse: 8
და იყო მღდელობასა მას მისსა, განწესებულსა მას დღეთა მსახურებასა მისსა წინაშე ღმრთისა.
Verse: 9
მსგავსად მღდელობისა ხუდა* მას კუმევად საკუმეველისა, შევიდა ტაძარსა მას უფლისასა.
Verse: 10
და ყოველი იგი სიმრავლე თაყუანის-სცემდა გარეშე ჟამსა მას საკუმეველთასა.
Verse: 11
გამოეცხადა მას ანგელოზი უფლისაჲ, მდგომარე მარჯულ საკურთხეველისა მის საკუმეველთაჲსა.
Verse: 12
და შეძრწუნდა ზაქარია, ვითარცა იხილა*, და შიში დაეცა მის ზედა.
Verse: 13
ჰრქუა მას ანგელოზმან მან უფლისამან: ნუ გეშინინ, ზაქარია, რამეთუ სასმენელ იქმნეს ლოცვანი შენნი და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძჱ და უწოდი მას სახელი იოვანე.
Verse: 14
და იყოს შენდა სიხარულ და მხიარულება, და მრავალთა უხაროდის შობაჲ იგი მისი.
Verse: 15
რამეთუ იყოს დიდ წინაშე უფლისა და ღჳნოჲ და სათრობელი და იყი არა სუას და სულითა წმიდითა სავსე იყოს მიერვე მუცლით დედისა თჳსისაჲთ.
Verse: 16
და მრავალნი ძეთა მათგან ისრაჱლისათაჲ მოაქცინეს უფლისა მიმართ ღმრთისა მათისა.
Verse: 17
და იგი თავადი წარმოუძღუეს* წინაშე მისა სულითა და ძალითა ელიაჲსითა მოქცევად გულთა მამათა* შვილთა* მიმართ, ურჩნი გონიერებასა მართალთასა განმზადებად უფლისა ერი განგებული.
Verse: 18
და ჰრქუა ზაქარია ანგელოზსა მას: რაჲთა უწყოდი ესე, რამეთუ მე მოხუცებულ ვარ, და ცოლი ჩემი გარდასრულ არს დღეთა?
Verse: 19
მიუგო ანგელოზმან და ჰრქუა: მე ვარ ანგელოზი გაბრიელ, რომელი ვდგა წინაშე ღმრთისა, და მოვივლინე სიტყუად შენდა და ხარებად შენდა ესე.
Verse: 20
და აჰა იყო დადუმებულ და ვერ იტყოდი მიდღემდის, რომელსა ესე იყოს, ამისთჳს, რამეთუ არა გრწმენა სიტყუათა ჩემთაჲ, რომელნი აღესრულნენ ჟამსა თჳსსა.
Verse: 21
და ერი იგი ელოდა ზაქარიას, დაკჳრვებულ* იყვნეს* დაყოვნებასა მას მისსა ტაძარსა მას შინა.
Verse: 22
და ვითარცა გამოვიდა, ვერ ეტყოდა მათ, და გულისჴმა-ყვეს, ვითარმედ ხილვაჲ იხილა ტაძარსა მას. და იგი მოასწავებდა მათ და იგი დგა დადუმებული.
Verse: 23
და იყო ვითარცა აღივსნეს დღენი იგი მსახურებისა მისისანი, წარვიდა სახიდ თჳსა.
Verse: 24
და შემდგომად დღეთა მათ მიუდგა ელისაბეთ, ცოლი მისი, და იმალვიდა თავსა თჳსსა ხუთ თთუე* და თქუა,
Verse: 25
რამეთუ: ესე ქმნა უფალმან ჩემდა მომართ დღეთა მათ, რომელთა მომხედა მე აჴოცად საყუედრელი ჩემი კაცთა შორის.
Verse: 26
და თთუესა* მას მეექუსესა მიივლინა გაბრიელ ანგელოზი ღმრთისა მიერ ქალაქსა გალილეველთასა, რომელსა სახელი ერქუა ნაზარეთ,
Verse: 27
ქალწულისა, განთხოვილისა კაცისა, რომელსა სახელი ერქუა იოსეფ, სახლისაგან დავითისა, და სახელი ქალწულისაჲ მის მა[რი]ამ.
Verse: 28
და მოვიდ[ა] მისა და ჰრქუა: გიხაროდენ, მ[ხი]არულო! უფალი შენ თანა.
Verse: 29
და იგი [სი]ტყუასა მას აღიძრა და განიზრახვიდა, ვითარმედ: ვითარ-მე რაჲ არს მოკითხვაჲ ესე?
Verse: 30
და ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ*, მარიამ, რამეთუ ჰპოე მადლი წინაშე ღმრთისა*.
Verse: 31
და აჰა მიუდგე და შვე ძჱ და უწოდი სახელი მისი იესუ.
Verse: 32
ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ერქუას, და მოსცესა მას უფალმან ღმერთმან* საყდარი დავითის, მამისა თჳსისაჲ*,
Verse: 33
და მეუფებდეს ზედა სახლსა მას იაკობისსა* უკუნისამდე, და მეუფებისა მისისაჲ არა იყოს დასასრულ.
Verse: 34
და ჰრქუა მარიამ ანგელოზსა მას: ვითარ იყოს ესე, რამეთუ მამაკაცი არა ვიცი?
Verse: 35
მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა მას: სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ, რამეთუ რომელ-იგი შობად არს, წმიდა არს და ძე* ღმრთის იწოდის.
Verse: 36
და აჰა ელისაბეთცა მიდგომილ არს, ნათესავი შენი, სიბერესა თჳსსა, და ესე მეექუსე თთუე* არს მისი, რომელსა-იგი ბერწ ერქუა.
Verse: 37
რამეთუ არა არს უ(ძლ)ურება ღ(მრთისა მი)ერ ყოველსა სი(ტყუა)სა*.
Verse: 38
და თქუა მ(არიამ): აჰა ესერა (ვდგა?) მჴევალი (უფლისაჲ; იყ)ავნ ჩემდა (მსგა)ვსად სიტ(ყჳსა) შენისა! და (წარ)ვიდა მის(გან) ანგელოზი იგი.
Verse: 39
აღდგა მარი(ამ) დღეთა მათ (და) წარვიდა მწრაფლ მთით კერძოსა ქალაქსა მას ჲუდაჲსსა.
Verse: 40
და შევიდა სახლსა მას ზაქარიაჲსსა და მოიკითხა ელისაბეთი.
Verse: 41
და იყო ვითარცა ესმა მოკითხვაჲ იგი მარიამისი ელისაბეთს, აღიმღერნა ყრმამან მუცელსა მისსა. და აღივსო ელისაბეთ სულითა წმიდითა.
Verse: 42
და ჴმითა მაღლითა ღაღატ-ყო და თქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაჲ!
Verse: 43
და ვინაჲ არს ესე ჩემდა, ვითარმცა მოვიდა დედაჲ უფლისა ჩემისაჲ ჩემდა?
Verse: 44
რამეთუ აჰა ესერა ვითარცა იყო ჴმაჲ მოკითხვისა შენისაჲ ყურთა მომართ ჩემთა, აღიმღერნა სიხარულით ყრმამან ამან მუცელსა ჩემსა.
Verse: 45
და ნეტარ იყოს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულება თქუმულთა მათ მისა მიმართ უფლისა მიერ.
Verse: 46
და თქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა,
Verse: 47
და იხარებდინ სული ჩემი ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა,
Verse: 48
რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მჴევლისა თჳსისა; რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველი თესლები ქუეყანისანი*;
Verse: 49
რამეთუ ყო ჩემდამო დიდ-დიდნი ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი.
ვითარცა ეტყოდა მამასა* ჩუენსა აბრაჰამს და ნათესავსა მისსა უკუნისამდე.
Verse: 56
და დადგა მარიამი მის თანა სამ თთუე* ოდენ და მიიქცა სახიდ თჳსა.
Verse: 57
და ელისაბეთისნი აღივსნეს დღენი შობისანი, და შვა ძჱ.
Verse: 58
და ესმა გარემო ნათესავ-ტომთა მისთა, რამეთუ განადიდა უფალმან წყალობაჲ მის თანა, და უხაროდა მის თანა.
Verse: 59
და იყო მერვესა მას დღესა მოვიდეს წინადაცუეთად* ყრმისა მის და ვითარმცა უწოდეს მას სახელი სახელად მამისა მისისა ზაქარიაჲსა.
Verse: 60
მიუგო დედამა[ნ] მისმან და თ(ქ)უა: არა, არამედ [ერ]ქუნ მაგას იო[ჰა]ნე.
Verse: 61
და ჰრქუეს მას, რამეთუ: არავინ არს ნათესავსა შ~ნ(სა), რომელსამცა ერქუა სახელი იოჰანე.
Verse: 62
თუალ(ს)-უყოფდეს* მამასა მისსა, რაჲ-მე უნდეს სახელი რქუმად მას.
Verse: 63
და მოითხოვა ფიცარი და დაწერა და თქუა: იოვანე არს სახელი მაგისი. და უკჳრდა ყოველთა.
Verse: 64
და აღეღო მეყსეულად პირი მისი და ენაჲ მისი, და იტყოდა და აკურთხევდა ღმერთსა.
Verse: 65
და დაეცა შიში დიდი ყოველთა მათ ზედა, რომელთა ესმა ესე და რომელნი დამკჳდრებულ* იყვნეს გარემო მათსა, და ყოველსა მას მთით კერძოსა ჰურიასტანისასა მიეთხრა ყოველი ესე სიტყუაჲ.
Verse: 66
და დაიდვეს ყოველთა, რომელთა ესმოდა, გულთა მათთა და იტყოდეს: რაჲ-მე რაჲ იყოს ყრმაჲ ესე? და ჴელი უფლისაჲ იყო მის თანა.
Verse: 67
და ზაქარია, მამაჲ მისი, აღივსო სულითა წმიდითა, წინაწარმეტყუელებდა და თქუა:
Verse: 68
კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ, რამეთუ მოხედნა და ყო ჴსნაჲ ერისა თჳსისაჲ.
Verse: 69
და აღადგინა რქაჲ ცხორებისაჲ შორის სახლსა დავითის, მონისა თჳსისა;
და ყრმაჲ იგი ორძნდებოდა და განძლიერდებოდა სულითა და იყოფოდა უდაბნოთა ვიდრე დღედ გამოცხადებად მისა ისრაჱლსა.
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.