და იყო დღეთა მათ გამოჴდა ბრძანებაჲ აგუსტოს კეისრისაგან - აღწერაჲ ყოვლისა სოფლისაჲ.
Verse: 2
ესე პირველი სოფლის აღწერაჲ იყო მსაჯულებასა მას ასურთ(ა) ზედა კჳრინჱს(სა).
Verse: 3
და მივიდოდეს ყოველნი და აღიწ(ერ)ებოდეს თითოეულად თჳსსა ქალაქსა.
Verse: 4
აღვიდა იოსეფც(ა) გალილეაჲთ, ქალაქით ნაზარეთით, ჰურიასტან(დ), ქალაქად დავითისა, რომელსა ჰრქჳან* (ბე)თლემ, რამეთუ იყო იგ(ი) სახლისაგან და ნათესავისა დავითისი.
Verse: 5
შთაწერად მარიამითურთ, რომელი-იგი თხოილ იყო მისა, და იყო იგი მიდგომილ.
Verse: 6
და იყო ვიდრე იგინი* იყვნეს მუნ, აღივსნეს დღენი შობისა მისისანი.
Verse: 7
და შვა ძე იგი თჳსი პირმშოჲ და შეგრაგნა იგი და შთააწვინა ბაგასა, რამეთუ არა იყო მათდა ადგილ სავანესა მას.
Verse: 8
და მწყემსნი იყვნეს მასვე ადგილსა გარე მყოფნი, რომელნი ჴუმილდეს ჴუმილვათა ღამისათა სამწყსოთა თჳსთასა.
Verse: 9
და ანგელოზი უფლისაჲ დაადგა მათ, და დიდებაჲ უფლისაჲ გამობრწყინდა მათ ზედა, და შეეშინა შიშითა დიდითა.
Verse: 10
და ჰრქუა მათ ანგელოზმან: ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელ იყოს ყოვლისა მის ერისა:
Verse: 11
რამეთუ იშვა თქუენდა დღეს მჴსნელი, რომელ არს ცხებულ უფალი, ქალაქსა მას დავითისსა.
Verse: 12
და ესე სასწაულ თქუენდა: ჰპოოთ ყრმაჲ იგი წარგრაგნილი სახუეველთა, მწოლარე ბაგასა.
Verse: 13
და მეყსეულად იყო ანგელოზისა მის თანა სიმრავლე ერთა ზეცისათაჲ, რომელნი აქებდეს ღმერთსა და იტყოდეს:
Verse: 14
დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ*, კაცთა შორის სათნოებაჲ.
Verse: 15
და იყო ვითარ აღიმაღლეს მათგან ანგელოზთა მათ ცად, იტყოდეს ურთიერთას მწყემსნი იგი: მო და მივიდეთ ბეთლემდმდე და ვიხილოთ, რაჲ არს სიტყუაჲ ესე, რომელ იყო, რომელ უფალმან გუაცნობა ჩუენ.
Verse: 16
და მოვიდეს მწრაფლ და პოეს მარიამი და იოსები და ყრმაჲ იგი, შთაწვენილი ბაგასა.
Verse: 17
და მოეგონა სიტყჳსაჲ მის, რომელ ითქუა მათდა მიმართ ყრმისა მისთჳს.
Verse: 18
და ყოველთა, რომელთა ესმოდა, დაუკჳრდებოდა* სიტყუათაჲ მათ, რომელთა ეტყოდეს მათ მწყემსნი იგი.
Verse: 19
ხოლო მარიამი ყოველსა მას სიტყუასა დაჰმარხვიდა და გულისჴმა-ჰყოფდა გულსა თჳსსა.
Verse: 20
და მიიქცეს მწყემსნი იგი, ადიდებდეს და აქებდეს ღმერთსა ყოველსა ამას ზედა, რომელი ესმა და იხილეს, ვითარცა მიეთხრა მათ.
Verse: 21
და ვითარცა აღივსნეს დღენი რვანი წინადაცუეთისა მისისანი, ჰრქუეს მას სახელი იესუ, რომელ წოდებულ იყო ანგელოზისა მისგან, ვიდრე არღა შთავრდომილ იყო იგი მუცელსა.
Verse: 22
და ვითარცა აღესრულნეს დღენი განწმედისა მათისანი მსგავსად შჯულისა მის მოსესისა, აღიყვანეს იგი იერუსალჱმდ წარდგინებად წინაშე უფლისა,
Verse: 23
ვითარცა წერილ არს შჯულსა უფლისასა, ვითარმედ: ყოველმან წულმან რომელმან განაღოს საშოჲ, წმიდა უფლისა ეწოდოს.
Verse: 24
და მიცემად მსხუერპლისა, მსგავსად ვითარცა ბრძანებულ არს შჯულსა უფლისასა, სწორნი გურიტთანი ანუ მართუენი* ტრედთანი.
Verse: 25
და აჰა იყო კაც ერთ იერუსალჱმს*, რომლისა* სახელი სჳმეონ, და იყო კაცი იგი მართალ და მოშიშ და მოელოდა ნუგეშინის-ცემასა ისრაჱლისათჳს*; და სული წმიდაჲ იყო მის თანა*.
Verse: 26
და იყო მისა ბრძანებულ სულისა მიერ წმიდისა არა ხილვად სიკუდილი, ვიდრემდე იხილოს ცხებული უფლისაჲ.
Verse: 27
და მოვიდა სულითა ტაძარსა მას, და ვითარცა მოიყვანეს მშობელთა მათ ყრმაჲ იგი იესუ ყოფად მათა მსგავსად ჩუეულებისა შჯულისაჲსა მის ზედა.
Verse: 28
და მან მიიქუა იგი მჴართა თჳსთა, აკურთხევდა ღმერთსა და თქუა:
Verse: 29
აწ განუტეო მონაჲ შენი, უფალო, მსგავსად სიტყჳსა შენისა მშჳდობით;
Verse: 30
რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი,
Verse: 31
რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა.
Verse: 32
ნათელი გამობრწყინებად წარმართთა* და დიდებაჲ ერისა შენისა* ისრაჱლისაჲ.
Verse: 33
და იყვნეს მამაჲ მისი და დედაჲ მისი დაკჳრვებულ* ზედა სიტყუათა მათ, რომელი ითქუნეს მის ზედა.
Verse: 34
და აკურთხნა იგინი სჳმეონ და ჰრქუა მარიამს: აჰა ესე დგას დაცემად და აღმართებად მრავალთა შორის ისრაჱლსა და სასწაულად ჴდომისა.
Verse: 35
და შენსა თავსა განვლოს მახჳლმან*, რაჲთა გამოცხადნენ მრავალთაგან გულთა ზრახვანი.
Verse: 36
და მუნ იყო ანნა წინაწარმეტყუელი, ასული ფანუელისი, ნათესავისაგან ასჱრისი. ესე გარდასრულ იყო დღეთა მრავალთა. ცხორებულ იყო ქმრისა თჳსისა თანა შჳდ წელ სიქალწულითგან თჳსით.
Verse: 37
და ესე იყო ქურივ ვითარ ოთხმეოც და ოთხ წელ, რომელი არა განეშორებოდა ტაძარსა მას, მარხვითა და ლოცვითა ჰმსახურებდა დღე და ღამე*.
Verse: 38
და ესეცა მასვე ჟამსა აღდგა და ჰმადლობდა უფალსა და ეტყოდა მისთჳს ყოველთა, რომელნი მოელოდეს ჴსნასა მას ისრაჱლისასა.
Verse: 39
და ვითარცა აღასრულეს ყოველივე მსგავსად შჯულისა მის უფლისაჲსა, მიიქცეს მუნვე გალილეად, ქალაქსა მათსა - ნაზარეთდ.
Verse: 40
და ყრმაჲ იგი იესუ აღორძნდებოდა და განძლიერდებოდა და აღივსებოდა სიბრძნითა, და მადლი ღმრთისაჲ იყო მის ზედა.
Verse: 41
და აღვიდიან მშობელნი მისნი წლად-წლად იერუსალჱმდ* დღესასწაულსა მას ზატიკისასა.
Verse: 42
და ვითარ დაეყვნეს მისნი წელნი ათორმეტნი, აღსლვასა მათსა იერუსალჱმდ* მსგავსად ჩუეულებისა დღესასწაულისა მის,
Verse: 43
და ვითარცა აღასრულნეს დღენი იგი, და მოიქცეს და აღვიდა იესუ ყრმაჲ იერუსალჱმდ* და არა უწყოდეს მშობელთა მისთა,
Verse: 44
ჰგონებდეს, ვითარმედ თანამოგზაურთა თანა იყოს. და ვითარ მივლეს დღის ერთის გზაჲ, ეძიებდეს მას ნათესავთა თანა და მეცნიერთა თანა;
Verse: 45
და ვითარ არა პოეს, მიიქცეს მუნვე იერუსალჱმდ* მოძიებად მისა.
Verse: 46
და იყო შემდგომად სამისა დღისა პოეს იგი ტაძარსა მას, რამეთუ ჯდა მოძღუართა მათ თანა, ისმენდა მათსა და ჰკითხვიდა მათ.
Verse: 47
და დაუკჳრდებოდა* ყოველთა, რომელთა ესმოდა სიბრძნე მისი და სიტყჳს-გებაჲ მისი*.
Verse: 48
და ხედვედ მას და დასულბიან. და ჰრქუა მას დედამან მისმან: შვილო, რაჲ საქმჱ მაქმენ ჩუენ? აჰა ესერა მამაჲ შენი და მე, გუელმოდა და გეძიებდით შენ.
Verse: 49
და ჰრქუა მათ: რაჲსა მეძიებდით მე? არა უწყოდეთ, რამეთუ სახლსა მამისა ჩემისასა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ?
Verse: 50
და მათ არა ცნეს სიტყუაჲ მისი, რომელსა ეტყოდა მათ.
Verse: 51
და გარდავიდა მათ თანა და მივიდა ნაზარეთა და იყო დამორჩილებულ მათა. და დედასა მისსა დაემარხნეს ყოველნი ესე სიტყუანი გულსა თჳსსა.
Verse: 52
და იესუ აღორძნდებოდა სიბრძნითა და ჰასაკითა და მადლითა წინაშე ღმრთისა და კაცთა.
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.