მეათხუთმეტესა წელსა უფლებასა ტიბერია კეისრისასა, მსაჯულებასა პონტიელისა პილატჱსსა ჰურიასტანსა ზედა და მეოთხისა* მის ჴელმწიფებისა გალილეელთა ზედა ჰეროდესსა და ფილიპეს, ძმისა მისისა, მეოთხისა* მის ჴელმწიფისა ტურელთა და ტრაქონელთა სოფელსა მას და მეოთხისა მის ჴელმწიფისა ლუსანიაჲსა აბი( )ლენელთა ზედა,
Verse: 2
და მღდელთ-მოძღურებასა მას ანაჲსსა და კაჲაფაჲსსა იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იოვანეს ზედა, ძესა* ზაქარიაჲსსა, უდაბნოსა მას.
Verse: 3
და მოვიდა გარემო ყოველსა მას სოფლებსა იორდანისასა, ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მისატევებელად (ცოდვათა)*,
Verse: 4
ვითარცა წერილ არს წიგნსა სიტყუათა ესაჲა წინაწარმეტყუელისათა: ჴმაჲ მღაღადებელისაჲ უდაბნოსა ზედა: განჰმზადეთ გზაჲ უფლისაჲ და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი.
Verse: 5
ყოველი ჴევნები აღმოივსოს, და ყოველნი მთანი და ბორცუნი დამდაბლდენ, და იყვნენ ძნელოვანნი ადვილად და ღჳრღლოვანნი გზად წრფელად.
Verse: 6
და იხილოს ყოველმან ჴორციელმან მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ.
Verse: 7
ხ~ ეტყოდა ერსა მას, გამომავალსა ნათლის-ღებად მისგან: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გასწავა თქუენ სივლტოლაჲ რისხვისა მისგან მომავალისა?
Verse: 8
ყავთ ამიერითგან ნაყოფი ღირსი სინანულისაჲ და ნუღარა იტყჳთ, ვითარმედ: არს მამად ჩუენდა აბრაამი. ამას გეტყჳ თქუენ, რამეთუ შემძლებელ არს ღმერთი აღდგინებად ქვათა ამათგან ნაშობად აბრაამისა.
Verse: 9
რამეთუ აწვე ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს; ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას.
Verse: 10
და ჰკითხვიდა მას ერი იგი და ეტყოდეს: და რაჲ-მე ვყოთ?
Verse: 11
მიუგო და ჰრქუა მათ: რომელსა აქუნდეს ორი სამოსელი, მიეცინ ერთი მას, რომელსა არა აქუნდეს; და რომელსა აქუნდეს საზრდელი, ეგრევე მსგავსად ყავნ.
ხოლო მან ჰრქუა: ნურას უფროჲს განწესებულისა თქუენისა იქმთ.
Verse: 14
ჰკითხვიდეს მას ერად განწესებულნიცა* იგი და ეტყოდეს: და რაჲ-მე ვყოთ? და მან ჰრქუა მათ: ნუვის აჭირვებთ, ნუცა ცილსა შესწამებთ და კმა გეყავნ როჭიკი თქუენი.
Verse: 15
და ვითარცა მოელოდა ერი იგი და განიზრახვიდეს ყოველნი გულთა მათთა იოჰანესთჳს, ნუუკუე იგი არს ქრისტე*,
Verse: 16
მიუგო ყოველთა და ეტყოდა: მე ნათელს-გცემ თქუენ წყლითა; მოვალს უძლიერესი ჩემსა, რომლისა არა ვარ ღირს ჴამლთა მისთა ტჳრთვად; მან ნათელს-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა,
Verse: 17
რომლისა ნიჩაბი ჴელთა შინა მისთა, განწმიდოს კალოჲ მისი და შეკრიბოს იფქლი საუნჯესა თჳსსა, ხოლო ბზე დაწუას ცეცხლითა უშრეტითა.
Verse: 18
და ფრიად სხუასაცა მრავალსა ჰლოცვიდა და ახარებდა ერსა მას.
Verse: 19
ხოლო ჰეროდე ოთხთა საბრძანებელთა მთავარსა, რამეთუ ამხილებდა მას ჰეროდიასთჳს, ცოლისა ძმისა მისისა, და ყოვლისა მისთჳს, რომელი ქმნა ბოროტი ჰეროდე,
Verse: 20
შესძინა ესეცა მას ყოველსა თანა და შეაყენა იოვანე საპყრობილესა.
Verse: 21
და იყო ნათლის-ღებასა მას ყოვლისა ერისასა და იესუცა ნათელ-იღო და ილოცვიდა, განეხუნეს ცანი,
Verse: 22
და გარდამოჴდა სული წმიდაჲ ჴორციელითა ხილვითა ვითარცა ტრედი მის ზედა, და ჴმაჲ იყო ზეცით და თქუა: შენ ხარ ძჱ* ჩემი საყუარელი, შენ სათნო-გიყავ.
Verse: 23
და თავადსა იესუს ეწყო ოდენ მეოცდაათესა წელსა, რომელი საგონებელ იყო ძედ იოსებისა, იაკობისა, ელისა,
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.