მიუგო* და ჰრქუა მას იესუ, რამეთუ: თქუმულ არს: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი.
Verse: 13
და აღასრულნა ყოველნი განსაცდელნი ეშმაკმან მან და განეშორა მას ვიდრე ჟამად რავდენადმდე.
Verse: 14
და მოიქცა იესუ ძალითა სულისა წმიდისაჲთა გალილეად; და ჰამბავი განჴდა მისთჳს ყოველსა მას გარემო სოფლებსა.
Verse: 15
და იგი თავადი ასწავებდა შესაკრებელთა მათთა და იდიდებოდა ყოველთაგან.
Verse: 16
და მოვიდა ნაზარეთა, სადაცა აღზრდილ იყო, და შევიდა, ვითარცა ჩუეულ იყო იგი, დღესა შაფათსა შესაკრებელსა მათსა, და მისცეს მას წიგნი ესაჲა წინაწარმეტყუელისაჲ.
Verse: 17
აღდგა და განყო წიგნი იგი კითხვად და პოვა ადგილი, რომელსა წერილ იყო:
და შეყო წიგნი იგი და მისცა მსახურსა და დაჯდა; და თუალნი* ყოვლისა კრებულისანი მას ხედვიდეს.
Verse: 21
და იწყო სიტყუად მათა, ვითარმედ: დღეს აღესრულა წერილი მისი ყურთა მიმართ თქუენთა.
Verse: 22
[დ]ა ყოველნი ეწამებოდეს მას და უკჳრდა სიტყუათა მათ მისთა ზედა მადლისათა, რომელნი გამოვიდოდეს პირისაგან მისისა, და ეტყოდეს: ანუ არა ესე არსა ძჱ იოსებისი?
Verse: 23
და თავადმან ჰრქუა მათ: მრქუათ სამე იგავი ესე: მკურნალო, განიკურნე თავი შენი. რავდენი გუესმა საქმე კაფარნაომს, ქმენ აქაცა მამულსა შენსა.
Verse: 24
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არავინ წინაწარმეტყუელი შეწყნარებულ არს თჳსსა სოფელსა.
Verse: 25
ხოლო ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ, რამეთუ მრავალნი ქურივნი იყვნეს დღეთა ელიაჲსთა* ისრაჱლსა შორის, ოდეს-იგი დაეჴშნეს ცანი სამ და ექუს თუე*, რაჟამს- -იგი იყო სიყმილი ყოველსა ქუეყანასა.
Verse: 26
და არავის ერთისა მათგანისა მიივლინა ელია, გარნა სარეფთად სიდონიაჲსა, დედაკაცისა ქურივისა.
Verse: 27
და მრავალნი კეთროვანნი იყვნეს ისრაჱლსა შორის ელისეს ზე, წინაჲსწარმეტყუელისა*, და არავინ მათგანი განიკურნა, გარნა ნემან ასური.
Verse: 28
და აღივსნეს ყოველნი გულის წყრომითა, რომელნი-იგი იყვნეს შესაკრებელსა მას შინა, ესმოდა რაჲ ესე.
Verse: 29
და აღდგეს და განაძეს იგი გარეშე ქალაქისა მისგან და მოიყვანეს იგი ვიდრე წუერადმდე მის მთისა, რომელსა ზედა ქალაქი მათი დაშენებულ იყო, რაჲთა გარდააგდონ იგი.
Verse: 30
ხოლო თავადმან განვლო შორის მათსა და წარვიდა.
Verse: 31
და შთავიდა კაფარნაომდ, ქალაქად გალილეაჲსა*, და ასწავებდა მათ შაბათსა* შინა.
Verse: 32
და უკჳრდა* მოძღურებაჲ იგი მისი, რამეთუ ჴელმწიფებით იყო სიტყუაჲ მისი.
Verse: 33
და იყო შესაკრებელსა მათსა კაცი, რომელსა თანა* იყო სული არაწმიდაჲ, და ღაღატ-ყო ჴმითა დიდითა:
Verse: 34
ეჰა, რაჲ არს ჩემი და შენი, იესუ ნაზორეველო? მოხუედ* წარწყმედად ჩუენდა, გიცით შენ, ვინ ხარ წმიდაჲ ეგე ღმრთისაჲ.
Verse: 35
და შეჰრისხნა მას იესუ და ჰრქუა: პირი დაიყავ და გავედ* მაგისგან! და დასცა იგი შორის მათსა ეშმაკმან მან და განვიდა მისგან და არარაჲ ავნო მას.
Verse: 36
და იყო განკჳრვებაჲ მათ ყოველთა ზედა და ზრახვიდეს ურთიერთას და იტყოდეს: რაჲ არს სიტყუაჲ ესე, რამეთუ ჴელმწიფებითა და ძალითა უბრძანებს სულთა არაწმიდათა*, და განვლენ?
Verse: 37
და მიმოეფინებოდა ჰამბავი მისი ყოველთა მათ ადგილთა გარემო მის სოფლებისათა.
Verse: 38
და აღდგა მის კრებულისაგან და შევ[ი]და სახლსა სიმონი[სსა; ხ~] სიდედრი სიმონისი შეპყრობილ იყო სიცხისაგან დიდისა. და უთხრეს მას მისთჳს.
Verse: 39
და დაადგა მას ზედა და შეჰრისხნა სიცხესა მას. და დაუტევა იგი მეყსეულად, და აღდგა და ჰმსახურებდა მას.
Verse: 40
[დ]ა დასლვასა ოდენ მზისასა რავდენთა აქუნდა უძლურები იგი თითო-სახეთაგან სენთა, მოიყვანეს* მისა, ხოლო თავადმან კაცად-კაცადსა მათსა დასდვა ჴელი და განკურნა იგინი.
Verse: 41
და გამოვიდოდეს ეშმაკნი მრავალთაგან, ღაღადებდეს და იტყოდეს, ვითარმედ: შენ ხარ ქრისტე, ძჱ ღმრთისა ცხოელისაჲ. და შეჰრისხნა მათ და არა უტევებდა სიტყუად, რამეთუ იცოდეს, ვითარმედ ესე არს ქრისტე*.
Verse: 42
და ვითარცა განთენა, გამოვიდა მიერ და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა, და ერი ეძიებდა მას და მოვიდეს მისა და იყენებდეს მას, რაჲთამცა არა წარვიდა მათგან.
Verse: 43
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ, ვითარმედ: სხუათაცა ქალაქთა ჯერ-არს ჩემდა ხარებად სასუფეველი ღმრთისაჲ, რამეთუ ამისთჳს მოვივლინე.
Verse: 44
და ქადაგებდა ყოველთა შესაკრებელთა გალილეაჲსათა.
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.