და იყო ვითარ ერი დაესხმოდა მას სმენად სიტყუასა ღმრთისასა, და თავადი დგა კიდესა თანა ტბისასა გენესარეთისასა.
Verse: 2
და იხილნა ორნი ნავნი, მდგომარენი კიდესა მის ტბისასა; ხოლო მესათხევლენი იგი გამოვიდეს ნავისა მისგან და განჰრცხიდეს ბადეთა მათთა.
Verse: 3
და შევიდა ერთსა ნავსა, რომელ იყო სიმონისი, და უბრძანა შე-რე-დგინებაჲ მცირედ და დაჯდა და ასწავებდა ნავით გამო ერსა მას.
Verse: 4
და ვითარცა დასცხრა სიტყუად, ჰრქუა სიმონს: შეავლინე ღრმად და სდევით ბადე თქუენი ნადირებად.
Verse: 5
მიუგო სიმონ და ჰრქუა: მოძღუარ, ღამე ყოველ დავშუერით* და არარაჲ მოვიღეთ; ხოლო აწ სიტყჳთა შენითა გარდაუტეოთ ბადჱ.
Verse: 6
და ესე ყვეს და შეაყენეს თევზისა სიმრავლე დიდი, და განსთქდებოდეს ბადენი მათნი.
Verse: 7
და წამს-უყოფდეს, რომელნი იყვნეს ერთსა მას ნავსა, რაჲთა მოვიდენ და შეეწინენ მათ. და მოვიდეს და აღავსნეს ორნივე იგი ნავნი, ვიდრემდე დაინთქმოდეს იგინი.
Verse: 8
ვითარცა იხილა სიმონ-პეტრე, შეურდა მუჴლთა იესუჲსთა და ჰრქუა: განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარი მე, უფალო.
Verse: 9
რამეთუ განკჳრვებამან* შეიპყრა იგი და ყოველნი მისთანანი ნადირობასა* მას თევზისასა, რომელნი შეაყენნა.
Verse: 10
ეგრევე იაკობ და იოვანე, ძენი* ზებედესნი, რომელნი იყვნეს ზიარნი სიმონისნი. და იესუ ჰრქუა სიმონს: ნუ გეშინინ, სიმონ! ამიერითგან იყო კაცთა მონადირე*.
Verse: 11
და გამოადგინეს ნავი იგი ქუეყანად და დაუტევეს ყოველი და მისდევდეს მას.
Verse: 12
და იყო ვითარცა შევიდა იგი ერთსა ქალაქთაგანსა, და აჰა კაცი კეთროვნებითა სავსე, ვითარცა იხილა მან იესუ, დავარდა პირსა ზედა თჳსსა, ევედრებოდა მას და ეტყოდა: უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც განკურნებად ჩემდა.
Verse: 13
და განყო ჴელი, შეახო და ჰრქუა: მნებავს, განწმიდნი. და მეყსეულად განეშორა კეთროვნებაჲ მისგან.
Verse: 14
და თავადმან ამცნო მას, რაჲთა არავის უთხრას, არამედ: წარვედ და უჩუენე* თავი შენი მღდელსა და შეწირე განწმედისა შენისათჳს, ვითარცა ბრძანა მოსე საწამებელად.
Verse: 15
და უფროჲსად მიმოედებოდა სიტყუაჲ იგი მისი და შეჰკრბებოდა ერი მრავალი სმენად და განკურნებად უძლურებათა მათთაგან*.
Verse: 16
ხოლო თავადი განეშორის უდაბნოდ და ილოცავნ.
Verse: 17
და იყო ერთსა შინა დღესა და თავადი ასწავებდა მათ. და სხდეს მუნ ფარისეველნი, რჩულის მოძღუარნი, რომელნი მოსრულ იყვნეს ყოვლისაგან დაბნებისა გალილეაჲს[ა]* და ჰურიასტანისა და იერუსალჱმისა*, და ძალი ღმრთისაჲ იყო განკურნებად მათდა.
Verse: 18
და აჰა ესერა კაცთა მოაქუნდა ცხედრითა კაცი, რომელი იყო განრღუეულ, და უნდა შეღებაჲ მისი და დადგმაჲ წინაშე მისსა
Verse: 19
და ვერ პოვეს, ვინაჲმცა შეიღეს იგი ერისა მისგან; აღჴდეს ერდოსა ზედა და აღიღეს კაცი იგი და შთაუტევეს იგი ცხედრითურთ წინაშე იესუჲსა.
Verse: 20
და იხილა იესუ სარწმუნოებაჲ მათი და ჰრქუა მას: კაცო, მიგეტევნედ შენ ცოდვანი შენნი!
Verse: 21
და იწყეს განზრახვად მწიგნობართა მათ და ფარისეველთა: ვინ არს ესე, რომელი იტყჳს გმობასა? ვის ჴელ-ეწიფების მიტევებად, გარნა მხოლოსა ღმერთსა?
Verse: 22
გულისჴმა-ყვნა იესუ გულის ზრახვანი მათნი, მიუგო და ჰრქუა მათ: რასა-ეგე ზრახავთ გულთა შინა თქუენთა?
Verse: 23
რაჲ უადვილეს არს სიტყუად: მიგეტევნენ ცოდვანი შენნი*, ანუ თქუმად: აღდეგ და ვიდოდე?
Verse: 24
არამედ რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს* ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, და ჰრქუა განრღუეულსა მას: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახიდ შენდა!
Verse: 25
და მეყსეულად აღდგა წინაშე მათსა და აღიღო ცხედარი, რომელსა ზედა იდვა, და წარვიდა სახედ თჳსა და ადიდებდა ღმერთსა.
Verse: 26
და განკჳრვებამან* შეიპყრნა ყოველნი და ადიდებდეს ღმერთსა. და შიში დაეცა მათ ზედა და იტყოდეს, რამეთუ: ვიხილეთ უდიდესი დიდებაჲ დღეს.
Verse: 27
და ამისა შემდგომად გამოვიდა და იხილა მეზუერე, სახელით ლევი, საზუერესა* ზედა და ჰრქუა მას: მომდევდი მე.
Verse: 28
და მან დაუტევა ყოველი და მისდევდა მას.
Verse: 29
და* დაუმზადა ლევი პური დიდი იესუს სახლსა შინა მისსა. და იყო კრებული დიდი მეზუერეთაჲ და სხუათაჲ, რომელნი იყვნეს მათ თანა ინაჴით-მსხდომარენი*.
Verse: 30
და ტრტჳნვიდეს ფარისეველნი და მწიგნობარნი მათნი მოწაფეთა მისთა თანა და იტყოდეს: რაჲსათჳს მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამთ და სუამთ?
Verse: 31
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ რომელნი ბოროტსა სენსა შინა არიედ.
Verse: 32
არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა, რაჲთა შეინანონ.
Verse: 33
ხოლო მათ ჰრქუეს მას: რაჲსათჳს მოწაფენი* იოვანესნი იმარხვენ ზედაჲს-ზედა და ვედრებასა ჰყოფენ და ფარისეველთანი, ხოლო მოწაფენი შენნი ჭამენ და სუმენ?
Verse: 34
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ნუუკუე ჴელ-ეწიფების ძეთა სიძისათა ვიდრემდე სიძე მათ თანა არს, რაჲთა ამარხვებდეს მათ?
Verse: 35
მოვლენან დღენი, ოდეს ამაღლდეს მათგან სიძჱ და მაშინ იმარხვიდენ მათ დღეთა შინა.
Verse: 36
და ეტყოდა მათ იგავითცა, ვითარმედ: არავინ სადგმელი სამოსლისა ახლისაჲ დაადგის სამოსელსა ძუელსა, რაჲთა არა ახ[ა]ლი იგი განაპოს, ძუელსა მას ვერ შეჰგავს სადგმელი ახლისა სამოსლისაჲ.
Verse: 37
და არავინ შთაასხის ღჳნოჲ* ახალი თხიერთა ძუელთა, რაჲთა არა განსთქდენ თხიერნი იგი, და ღჳნოჲ იგი დაითხიოს, და თხიერნი წარწყმდენ.
Verse: 38
არამედ ღჳნოჲ* ახალი თხიერთა ახალთა ჯერ-არს შთასხმად, და ორნივე დაიმარხნენ.
Verse: 39
და არავინ სუამნ ძუელსა ღჳნოსა* და მეყსეულად ჰნებავნ ახალი, რამეთუ თქჳს*: ძუელი უტკბილეს არს.
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.