და იყო შაფათსა მეორესა და განვიდოდა თავადი თესულისაგან ყანისა. ხოლო მოწაფენი* მისნი მოჰჭრიდეს თავსა ჴოილისასა, მუსრვიდეს ჴელითა და ჭამდეს.
Verse: 2
ხოლო რომელთამე ფარისეველთა ჰრქუეს მათ: რაჲსა ზამთ, რომელი არა ჯერ-არს შაფათსა* შინა?
Verse: 3
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არცაღა ესე აღმოგიკითხავსა, რომელ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია მას და მისთანათა,
Verse: 4
ვითარ-იგი შევიდა ტაძრად ღმრთისა და პურნი იგი შესაწირავთანი შეჭამნა და სცა მისთანათაცა, რომელთაჲ არა ჯერ-იყო ჭამად, გარნა მღდელთაჲ ხოლო?
Verse: 5
და ეტყოდა მათ: უფალ არს ძჱ კაცისაჲ შაფათისაცა.
Verse: 6
და იყო სხუასა შაფათსა შევიდა იესუ შესაკრებელსა მათსა და ასწავებდა. და იყო მუნ კაცი, რომელსა ჴელი მარჯუენაჲ განჴმელ ედგა.
Verse: 7
უმზირდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი, რაჲთამცა შაფათსა განკურნა, რაჲთა პოონ და შეასმინონ იგი.
Verse: 8
ხოლო თავადმან იცნოდა ზრახვანი მათნი და ჰრქუა კაცსა მას, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა: აღდეგ და წარმოდეგ შორის! ხოლო იგი აღდგა და დადგა შორის.
Verse: 9
და იესუ ჰრქუა მათ: გკითხო თქუენ სიტყუაჲ: რაჲ ჯერ-არს შაფათსა შინა: კეთილისა საქმე ანუ ბოროტისაჲ? სულისა ცხორებაჲ ანუ მოკლვაჲ?
Verse: 10
და მიხედა ყოველთა მათ და ჰრქუა კაცსა მას: განირათხ* ჴელი შენი! ხოლო მან განირთხა, და მოეგო ჴელი მისი ვითარცა იგი სხუაჲ.
Verse: 11
ხოლო იგინი აღივსნეს მანკიერებითა და ზრახვიდეს ურთიერთას, უკუეთუმცა უყვეს რაჲ იესუს.
Verse: 12
და იყო მათ დღეთა და განვიდა თავადი ლოცვად მთად კერძო და ღამესა ათევდა ლოცვითა ღმრთისა მიმართ.
Verse: 13
და ოდეს განთენა, მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და გამოირჩინა ათორმეტნი მათგანნი, რომელთაცა მოციქულ უწოდა:
Verse: 14
სიმონ, რომელსა ჰრქჳან პეტრე, და ანდრია, ძმაჲ მისი, იაკობ და იოვანე*, ფილიპე და ბართლომე.
Verse: 15
მათეოზ და თომა, იაკობ ალფესი და სიმონ* მოშურნე,
Verse: 16
და იუდა (ი)აკობისი და იუდა ისკარიოტელი, რომელი-იგი იყო გამომცემელი.
Verse: 17
და გარდამოვიდა მათ თანა და დადგა ადგილსა ერთსა ველსა, და ერი მოწაფეთა მისთაჲ და სხუაჲ* (ე)რისა სიმრავლ(ე) ფრიად ჰურიასტანით და იერუსალჱმით* და ზღჳს* კიდისაჲთ, ტჳროსით და სიდონით,
Verse: 18
რომელნი მოსრულ იყვნეს სმენად მისგან და განკურნებად სნეულებათაგან მათთა*; და ურვილნი სულთაგან არაწმიდათა განიკურნებოდეს.
Verse: 19
და ყოველი იგი ერი ეძიებდეს შეახლებად მისა, რამეთუ ძალნი გამოვიდოდეს მისგან, და განჰკურნებდა ყოველთა.
Verse: 20
და თავადმან აღიხილნა თუალნი* თჳსნი მოწაფეთა მიმართ და ეტყოდა: ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენია* სასუფეველი ღმრთისაჲ.
Verse: 21
ნეტარ ხართ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ; ნეტარ ხართ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდით;
Verse: 22
ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასხნენ* და გაყუედრებდენ თქუენ და განჴადონ სახელი თქუენი ვითარცა ბოროტთაჲ ძისათჳს კაცისა.
Verse: 23
გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ აჰა ესერა სასყიდელი თქუენი დიდ არს ცათა შინა, რამეთუ ესრევე უყოფდეს წინაწარმეტყუელთა* მამანი მათნი.
Verse: 24
ხოლო ვაჲ თქუენდა, მდიდარნო, რამეთუ მიგიღებიეს ნუგეშინის-ცემაჲ თქუენი;
Verse: 25
ვაჲ თქუენდა, განმაძღარნო აწ, რამეთუ გშიოდის; ვაჲ თქუენდა, რომელნი იცინით აწ, რამეთუ იგლოვდეთ და სტიროდით;
Verse: 26
ვაჲ თქუენდა, რამეთუ რაჟამს კეთილსა გეტყოდიან თქუენ ყოველნი კაცნი, რამეთუ ესრევე კეთილსა უყოფდეს ცრუ წინაწარმეტყუელთა მამანი მათნი.
Verse: 27
არამედ თქუენ გეტყჳ, რომელთა გესმის*: გიყუარდედ მტერნი თქუენნი, კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა
Verse: 28
და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და ილოცევდით მათთჳს, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ.
Verse: 29
რომელმან გცეს ყურიმალსა შენსა, მიუპყარ ერთკერძოჲცა; და რომელი მიგიღებდეს სამოსელსა შენსა, კუართსაცა შენსა ნუ აყენებ.
Verse: 30
ყოველსა, რომელი გთხოვდეს, მიეც, და რომელი მიგიღებდეს, ნუ მოჰჴდი.
Verse: 31
და ვითარცა-იგი თქუენ გნებავს, რაჲთა გიყონ* კაცთა, და თქუენცა ეგრევე მსგავსად ჰყოფდით.
Verse: 32
და უკუეთუ გიყუარდენ თქუენ მოყუარენი თქუენნი, რაჲ არს მადლი თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა მოყუარეთა მათთა ჰყუარობენ.
Verse: 33
და უკუეთუ კეთილის მყოფელთა თქუენთა კეთილსა უყოფდეთ, რომელი მადლი არს თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა ამას ჰყოფენ.
Verse: 34
და უკუეთუ ავასხებდეთ მათ, რომელთაგან ესავთ კუალად მოღებასა, რომელი მადლია* თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა ცოდვილთა ავასხებენ, რაჲთა მოიღონ სწორი.
Verse: 35
ხოლო თქუენ გიყუარდედ მ(ტ)ერნი თქუენნი*, კეთილსა უყოფდით და ავასხებდით, და იყოს სასყიდელი თქუენი მრავალ, და იყვნეთ ძე მაღლი(ს), რამეთუ იგი თავადი ტკბილ არს უმადლოთ(ა)თჳსცა და უკეთურთა.
არა არს მოწაფე უფროჲს მოძღურისა, ხოლო განკრძალული იგი ყოველი იყავნ ვითარცა მოძღუარი თჳსი.
Verse: 41*
რაჲსა ხედავ წუელსა თუალსა* შინა ძმისა შენისასა და დჳრესა თუალისა შენისასა არა განიცდი?
Verse: 42*
ანუ ვითარ ჴელ-გეწიფების რქუმად* ძმისა შენისა: ძმაო, მიტევე, და აღმოგიღო წუელი თუალისაგან შენისა, და შენ დირესა თუალისა შენისასა არა ჰხედავ? ორგულო, აღმოიღე პირველად დირჱ* თუალისაგან შენისა და მერმე იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა.
Verse: 43*
რამეთუ არა არს ხჱ* კეთილი, რომელმან გამოიღოს ნაყოფი ხენეში; არცა კუალად ხჱ* ხენეში, რომელმან ყვის ნაყოფი კეთილი.
Verse: 44*
რამეთუ თითოეული* ხჱ* თჳსისაგან ნაყოფისა საცნაურ არნ; რამეთუ არა ეკალთაგან შეკრიბიან* ლეღჳ, არცა მაყუალთაგან მოსთულიან ყურძენი.
Verse: 45*
კეთილმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა* გულისა თჳსისა გამოიღის კეთილი, და ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა* გულისა თჳსისა გამოიღის ბოროტი; რამეთუ ნამეტავისაგან გულისა იტყჳნ პირი მისი.
Verse: 46*
რაჲსა მეტყჳთ მე: უფალო, უფალო! და არა ჰყოფთ, რომელსა გეტყჳ თქუენ?
Verse: 47*
ყოველი რომელი მოვალს ჩემდა და ისმენს* სიტყუათა ჩემთა და ჰყოფს მათ, გიჩუენო თქუენ, ვისა იყოს მსგავს.
Verse: 48*
მსგავს არს იგი კაცსა, რომელი აღაშენებნ სახლსა, რომელმან მოთხარა და დააღრმო და დადვა საფუძველი* კლდესა ზედა; და დიდროვაჲ რაჲ იყო, ეკუეთა მდინარჱ* იგი სახლსა მას და ვერ შეუძლო შეძრვად სახლსა მას, რამეთუ დაფუძნებულ* იყო იგი კლდესა ზედა.
Verse: 49*
ხოლო რომელმან ისმინა* და არა ყოს, მსგავს არს იგი კაცსა, რომელმან აღაშჱნა სახლი მიწასა ზედა თჳნიერ საფუძველისა*, რომელსა ეკუეთა მდინარჱ* და მეყსეულად დაეცა; და იყო დაცემაჲ სახლისაჲ მის დიდ.
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.