და ვითარცა აღასრულნა იესუ სიტყუანი ესე სასმენელთა მიმართ ერისათა, შევიდა კაფარნაომდ.
Verse: 2
და ასისთავისა ვისმე მონაჲ სნეულ იყო და მიახნდა აღსრულებად, რომელი იყო პატიოსან მისა.
Verse: 3
და ესმა მას იესუსთჳს და მიავლინა მისა მოხუცებულნი ჰურიათანი ვედრებად მისა, რაჲთა მოვიდეს და განკურნოს მონაჲ იგი მისი.
Verse: 4
ხოლო რომელნი-იგი მივიდეს იესუჲსა, ჰლოცვიდეს მას მწრაფლ და ეტყოდეს, ვითარმედ: ღირს, რომელ ესე* ჰყო მისთჳს,
Verse: 5
რამეთუ უყუარს ნათესავი ჩუენი და შესაკრებელი ესე მან აღმიშენა ჩუენ.
Verse: 6
და იესუ წარვიდა მათ თანა; ხოლო თავადი ვითარ მიახლებულ იყო სახლსა მას, მოავლინნა ასისთავმან მან მეგობარნი და ჰრქუა მას: უფალო, ნუ მოშურები, რამეთუ არა ვარ ღირს, რაჲთა სართულსა სახლისა ჩემისასა შემოხჳდე*.
Verse: 7
რომლისაგან არცა თავი ჩემი ღირს მიჩნდა მისლვად შენდა; არამედ თქუ სიტყჳთ, და განიკურნოს მონაჲ ესე ჩემი.
Verse: 8
რამეთუ მეცა კაცი ვარ ჴელმწიფებასა ქუეშე განწესებულ და მქონან ჩემ ქუეშე ერისა კაცნი; და ვჰრქჳ* მას: წარვედ! და წარვიდის; და სხუასა ვჰრქჳ*: მოვედ! და მოვიდის; და მონასა ჩემსა: ყავ ესე! და ყვის.
Verse: 9
ვითარცა ესმა ესე იესუს, უკჳრდა სარწმუნოებაჲ იგი მისი, მიექცა ერსა მას და ჰრქუა: ამენ გეტყჳ თქუენ, არცა ისრაჱლსა შორის ვპოე ესოდენი სარწმუნოებაჲ.
Verse: 10
და მიიქცეს* რომელნი-იგი მოსრულ იყვნეს, სახიდ თჳსა და პოეს მონაჲ იგი მისი ცოცხალი.
Verse: 11
და იყო ამისა შემდგომად და წარვიდა ქალაქად, რომელსა ჰრქჳან* ნაიდ, და თანა-უვიდოდეს მოწაფენი მისნი და ერი მრავალი.
Verse: 12
და მიეახლა ბჭეთა ქალაქისათა, და აჰა ესერა გამოაქუნდა მკუდარი, ძჱ მხოლოდ-შობილი დედისა თჳსისაჲ, და იგი იყო ქურივ; და ერი მრავალი იყო ქალაქისაჲ მის თანა.
Verse: 13
და იხილა დედაკაცი იგი იესუ, შეეწყალა იგი და ჰრქუა: ნუ სტირ.
Verse: 14
და მოვიდა ცხედარსა მას და შეახო. ხოლო რომელთა აქუნდა ცხედარი იგი, დადგეს. და ჰრქუა მას: შენ გეტყჳ, აღდეგ!
Verse: 15
და ზე აღდგა მკუდარი იგი და იწყო სიტყუად; და მისცა იგი დედასა თჳსსა.
Verse: 16
შიში დაეცა მათ ყოველთა ზედა და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს: ვითარმედ წინაწარმეტყუელი დიდი აღდგომილ არს ჩუენ შორის და რამეთუ მოხედვა-ყო ღმერთმან ერსა თჳსსა*.
Verse: 17
და განეფინა სიტყუაჲ ესე ყოველსა ჰურიასტანსა მისთჳს და ყოველსა მას გარემო სოფლებსა.
Verse: 18
და უთხრეს მოწაფეთა მისთა იოვანეს ამის ყოვლისათჳს.
Verse: 19
და მოუწოდა იოვანე ორთა მოწაფეთა* თჳსთა და მიავლინნა იესუჲსა და ჰრქუა: შენ ხარა მომავალი, ანუ სხუასა მოველოდით?
Verse: 20
და მი-რაჲ-ვიდეს მისა კაცნი იგი, ჰრქუეს*: იოვანე ნათლის-მცემელმან მომავლინნა შენდა და თქუა: შენ ხარა მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით?
Verse: 21
მას ჟამსა შინა განკურნნა მრავალნი სნეულებათაგან და სალმობათა და სულთაგან უკეთურთა და მრავალთა ბრმათა მიჰმადლებდა ხედვასა.
Verse: 22
და მიუგო და ჰრქუა მათ იესუ: მივედით და უთხართ იოვანეს, რაჲ-ესე იხილეთ და გესმა: ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროვანნი განწმდებიან, ყრუთა ესმის, მკუდარნი აღდგებიან და გლახაკთა ეხარების*.
Verse: 23
და ნეტარ იყოს, რომელი არა დაბრკოლდეს ჩემდა მომართ.
Verse: 24
და ვითარცა წარვიდეს მოციქულნი იგი იოვანესნი, იწყო იესუ სიტყუად ერისა მიმართ იოვანესთჳს: რაჲსა გამოხუედით ხილვად უდაბნოდ? ლერწმისა, ქარისაგან შერყეულისა?
Verse: 25
არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? კაცისა, ჩჩჳლითა* სამოსლითა შემოსილისა? აჰა ესერა რომელნი სამოსლითა და საშუებელითა* არიან, სამეუფოთა შინა არიან.
Verse: 26
არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად წინაწარმეტყუელისა? ჰე*, გეტყუ თქუენ, და უმეტეს წინაწარმეტყუელისა.
Verse: 27
რამეთუ ესე არს, რომლისათჳს წერილ არს: აჰა ესერა მე წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე შენსა, რომელმან განმზადნეს გზანი შენნი წინაშე შენსა.
Verse: 28
გეტყჳ თქუენ: უფროჲს შობილთაგანი დედათასა იოვანესა წინაწარმეტყუელთაგანი არავინ არს, ხოლო უმცირესი სასუფეველსა* ცათასა უფროს* მისა არს.
Verse: 29
და ყოველსა ერსა ესმა და მეზუერეთა* და განამართლეს ღმერთი და ნათელ-იღეს ნათლის-ცემითა იოვანესითა.
Verse: 30
ხოლო ფარისეველთა და რჩულისაგანთა ზრახვაჲ ღმრთისაჲ შეურაცხ-ყვეს თავისა თჳსისა, რამეთუ არა ნათელ-იღეს მისგან.
Verse: 31
ვის ვამსგავსნე კაცნი ამის ნათესავისანი, და ვისა არიან მსგავს?
Verse: 32
მსგავს არიან ყრმათა, უბანთა ზედა მსხდომარეთა, რომელნი მოუწესედ მოყუასთა თჳსთა* და ეტყჳედ: გისტჳნევდით* თქუენ, და არა მოჰროკევდით; გიგოდებდით, და არა სტიროდეთ.
Verse: 33
რამეთუ მოვიდა იოვანე ნათლის-მცემელი, არცა ჭამდა და არცა სუმიდა, და იტყჳთ: ეშმაკეულ არს.
Verse: 34
მოვიდა ძე კაცისაჲ, ჭამს და სუამს, და იტყჳთ: აჰა კაცი მჭამელი ღჳნის მსუმელი, მეგობარი მეზუერეთა (და ცო)დვილთაჲ.
Verse: 35
და განმართლდა* სიბრძნე შვილთაგან მათთა.
Verse: 36
ევედრებოდა ვინმე მას ფარისეველთაგანი, რაჲთა ჭამოს პური მის თანა; და შევიდა სახლსა მას ფარისეველისასა და დაჯდა.
Verse: 37
და იყო დედაკაცი ვინმე ქალაქსა მას შინა, რომელი იყო ცოდვილ. ესმა, რამეთუ არს იგი სახლსა შინა ფარისეველისასა, მოიღო ალაბასტრი* ნელსაცხებლისაჲ
Verse: 38
და დადგა ფერჴთა თანა მისთა, ტიროდა და იწყო დალტობად ცრემლითა ფერჴთა მისთა და თმითა თავისა თჳსისაჲთა წარჰჴოცდა და ამბორს-უყოფდა ფერჴთა მისთა და სცხებდა ნელსაცხებელსა.
Verse: 39
ვითარცა იხილა ფარისეველმან მან, რომელმანცა* ხადა მას, თქუა გულსა თჳსსა: ესე თუმცა იყო წინაწარმეტყუელი, უწყოდამცა, რაბამი დედაკაცი შეეხების მას, რამეთუ ცოდვილ არს.
Verse: 40
მიუგო იესუ და ჰრქუა: სიმონ, მაქუს რაჲმე სიტყუად შენდა. ხოლო მან ჰრქუა: მოძღუარ, იტყოდე!
Verse: 41
და ჰრქუა: ორნი თანა-მდებნი იყვნეს მავასხებელისა ვისნიმე. ერთსა თანა-ედვა ხუთასი დრაჰკანი, ხოლო ერთსა მას - ერგასისი.
Verse: 42
და ვითარ არარაჲ აქუნდა მათ, რაჲ მისცენ, ორთავე მიუტევა. აწ თქუ შენ, ვინ უფროჲს შეიყუაროს იგი?
Verse: 43
მიუგო სიმონ და ჰრქუა: მე ესრეთ ვჰგონებ, ვითარმედ რომელსაცა-იგი უფროჲსი მიუტევა. ხოლო თავადმან ჰრქუა მას: მართლიად საჯე.
Verse: 44
და მოექცა დედაკაცსა მას და სიმონს* ეტყოდა: ხედავა ამას დედაკაცსა? შემოვედ სახლსა შენსა, წყალი ფერჴთა ჩემთა არა მეც, ხოლო ამან ცრემლითა დაალტვნა ფერჴნი ჩემნი და თმითა თჳსითა წარმჴოცნა;
Verse: 45
ამბორის-ყოფაჲ არა მომეც მე, ხოლო ესე ვინაჲთგან შემოვიდა, არა დააცადებს ამბორის-ყოფითა ფერჴთა ჩემთაჲთა;
Verse: 46
ზეთი თავსა ჩემსა არა მცხე, ხოლო ამან ნელსაცხებელი მცხო მე.
Verse: 47
რომლისა მადლისათჳს გეტყჳ შენ: მიეტევნენ მაგას ცოდვანი მაგისნი მრავალნი, რამეთუ შეიყუარა ფრიად. ხოლო რომელსა მცირედ მიეტეოს, მცირედცა შეიყუაროს.
Verse: 48
და ჰრქუა მას: მიგეტევნენ შენ შეცოდებანი შენნი!
Verse: 49
და იწყეს მის თანა მეინაჴეთა სიტყუად გულთა შინა მათთა: ვინ არს ესე, რომელი ცოდვათა მიუტევებს?
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.