TITUS
Tetraevangelium e codice Adisi: Part No. 52

Chapter: 8 


Verse: 1 
   და იყო ამისა შემდგომად თავადი ვიდოდა ქალაქად-ქალაქად და დაბად-დაბად, ქადაგებდა და ახარებდა სასუფეველსა* ღმრთისასა; და ათორმეტნი მოწაფენი მის თანა.
Verse: 2 
   და დედანი ვინმე, რომელნი განკურნებულ იყვნეს სულთაგან არაწმიდათა და უძლურებათა, მარიამ, რომელსა ერქუა მაგდანელი, რომლისაგან შჳდნი* ეშმაკნი განსრულ იყვნეს,
Verse: 3 
   და იოჰანა, ცოლი ქოზაჲსი, ეზოჲს მოძღურისა ეროდესი, და სუსანა და სხუანი მრავალნი, რომელნი ჰმსახურებდეს მას ნაყოფთაგან მათთა*.
Verse: 4 
   ხოლო რომელი-იგი მის თანა იყვნეს ერნი მრავალნი და ქალაქად-ქალაქად რომელნი მოვიდეს მისა*, და ეტყოდა მათ იგავით:
Verse: 5 
   გამოვიდა მთესვარი თესვად თესლისა თჳსისა; და თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა და დაითრგუნა, და მფრინველთა ცისათა შეჭამეს იგი.
Verse: 6 
   და სხუაჲ დავარდა კლდესა ზედა და აღმოსცენდა და განჴმა, რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისა[ჲ].
Verse: 7 
   და რომელიმე დავარდა შორის ეკალთა; და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი.
Verse: 8 
   და სხუაჲ დავარდა ქუეყანასა კეთილსა და აღმოსცენდა და ყო ნაყოფი ასი წილი. ამას ეტყოდა ჴმითა: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!
Verse: 9 
   ჰკითხეს მას მოწაფეთა: რაჲ არს იგავი ესე?
Verse: 10 
   ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: თქუენდა მოცემულ არს ცნობად* (საიდუმლოჲ)* სასუფეველისა ღმრთისაჲ, ხოლო სხუათა - იგავით, რაჲთა ხედვიდენ და ვერ იხილონ, ესმოდის და ვერ გულისჴმა-ყონ.
Verse: 11 
   ხოლო იგავი იგი ესე არს: თესლი იგი არს სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ.
Verse: 12 
   ხოლო გზასა ზედა იგი არიან, რომელთა ესმის, და მერმე მოვიდის ეშმაკი და მოუღის სიტყუაჲ იგი გულისაგან მათისა, რაჲთა არა ჰრწმენეს და ცხონდენ.
Verse: 13 
   ხოლო რომელი-იგი კლდესა ზედა, - იგი, რომელთა ისმინიან, სიხარულით შეიწყნარიან, და ამათ ძირი არა უბნ, რომელთა-იგი ჟამ ერთ ჰრწმენა და ჟამსა განსაცდელისასა განაგდიან.
Verse: 14 
   ხოლო რომელი-იგი ეკალთა შიდა დავარდა, ესე არიან, რომელთა ისმინიან სიტყუაჲ და ზრუნვისაგან და სიმდიდრისა და გემოთაგან ამის სოფლისათა ვლენედ და შეაშთვიან და არა ნაყოფიერ იქმნის.
Verse: 15 
   ხოლო რომელი იგი კეთილსა ქუეყანასა, - რომელთა გულითა კეთილითა და სახიერითა ისმინიან სიტყუაჲ და შეიკრძალიან და ნაყოფი გამოიღიან მოთმინებითა.
Verse: 16 
   არავინ სანთელი აღანთის და დაფარის ჭურჭლითა, გინა ქუეშე* ცხედარსა შედგიან, არამედ სასანთლესა ზედა დადგიან, რაჲთა შემავალნი იგი ნათელსა ხედვიდენ.
Verse: 17 
   რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და არცა საიდუმლოჲ, რომელი არა საცნაურ იყოს და ცხადად მოვიდეს.
Verse: 18 
   იხილეთ უკუე, ვითარ ისმენთ: რომელსა აქუნდეს, მიეცეს მას, და რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი ჰგონიეს*, ვითარმედ აქუს*, მო-ვე-ეღოს მას.
Verse: 19 
   მოვიდეს მისა დედაჲ და ძმანი მისნი და ვერ ეძლო შემთხუევად* მისა ერისა მისგან.
Verse: 20 
   უთხრეს მას და ეტყოდეს: დედაჲ შენი და ძმანი შენნი გარეშე დგანან და გეძიებენ შენ და ხილვაჲ შენი ჰნებავს.
Verse: 21 
   ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი ესენი არიან, რომელთა სიტყუაჲ ღმრთისაჲ ისმინონ და ყონ იგი.
Verse: 22 
   და იყო ერთსა შინა დღესა და თავადი შევიდა ნავსა, და მოწაფენი მის თანა, და ჰრქუა მათ: განვედით* წიაღკერძო ტბასა მას; და აღვიდეს.
Verse: 23 
   და მი-რაჲ-ვიდოდეს იგინი ნავითა, მიეძინა. და გარდამოჴდა არმური ქარისაჲ ზღუასა ზედა და აღივსებოდა ნავი იგი, და იურვოდეს.
Verse: 24 
   და მოუჴდეს და განაღჳძეს* და ეტყოდეს: მოძღუარ, წარვწყმდებით. ხოლო თავადი აღდგა და* შეჰრისხნა ქარსა მას და ღელვასა წყალთასა; და დასცხრეს, და იყო დაყუდება დიდ.
Verse: 25 
   და ჰრქუა მათ: სადა არს სარწმუნოებაჲ თქუენი? ხოლო მათ შეეშინა და დაუკჳრდა* და იტყოდეს ურთიერთას: ვინ-მე არს ესე, რამეთუ ქართაცა უბრძანებს და წყალთა, და ერჩიან მას?
Verse: 26 
   და განვიდეს სოფელსა მას გერგესეველთასა, რომელი არს წიაღ იორდანესა და გალილეასა.
Verse: 27 
   და ვითარცა განვიდეს იგინი ქუეყანად, მო-ვინმე-ეგებვოდა კაცი ქალაქისაგან, რომლისა თანა იყვნეს ეშმაკნი; და მრავალ ჟამ სამოსელი არა შეემოსა და სახლსა შინა არა იყოფოდა, არამედ საფლავებსა.
Verse: 28 
   და ვითარცა იხილა იესუ, ღაღატ-ყო და შეურდა ფერჴთა* მისთა და ჴმითა დიდითა იტყოდა: რაჲ ძეს ჩემი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისა მაღლისაო? გევედრები, ნუ მტანჯავ მე.
Verse: 29 
   რამეთუ უბრძანა სულსა მას არაწმიდასა განსლვად კაცისა მისგან; რამეთუ მრავალ გზის წარიტაცის, და შებორკილიან იგი ჯაჭჳთა და საკრველითა და სცვედ, და განხეთქის საკრველი და იდევნებინ ეშმაკისა მისგან უდაბნოთა.
Verse: 30 
   ჰკითხა მას იესუ: რაჲ არს სახელი შენი? ხოლო მან ჰრქუა: ლეგეონ, რამეთუ ეშმაკნი მრავალნი შესრულ იყვნეს მისა.
Verse: 31 
   და ევედრებოდეს მას, რაჲთა არა უბრძანოს მათ უფსკრულთა შთასლვაჲ.
Verse: 32 
   და იყო მუნ კოლტი ღორთაჲ მრავალი, მძოვარი მთასა გარე; და ევედრებოდეს მას, რაჲთა უბრძანოს მათ ღორებსა მას შესლვაჲ. და თავადმან უბრძანა მათ.
Verse: 33 
   და გამოვიდეს ეშმაკნი იგი კაცისა მისგან და შევიდეს ღორთა მათ. და მიიმართა* ყოველან კოლტმან კბოდესა მას ზღუად და დაიშთვნეს.
Verse: 34 
   ვითარცა იხილეს მწყემსთა მათ საქმე ესე, ივლტოდეს და შევიდეს და უთხრეს ქალაქსა და დაბნებსა.
Verse: 35 
   და მოვიდეს ხილვად, რომელი-იგი ექმნა, და მოვიდეს იესუჲსა და იხილეს კაცი იგი მჯდომარე, რომლისაგან ეშმაკნი განსრულ იყვნეს, შემოსილი, გონიერი ფერჴთა თანა იესუჲსთა, და შეეშინა.
Verse: 36 
   რამეთუ უთხრეს, რომელთა-იგი ეხილვა, ვითარ-იგი ცხონდა ეშმაკეული იგი.
Verse: 37 
   და ევედრებოდა მას ყოველი იგი სიმრავლე სოფლებისაჲ მის გერგესეველთაჲ, რაჲთა წარვიდეს საზღვართაგან მათთა, რამეთუ შიშითა დიდითა შეპყრობილ იყვნეს. ხოლო თავადი შევიდა ნავსა და მიიქცა მუნვე.
Verse: 38 
   ხოლო ევედრებოდა მას კაცი იგი, რომლისაგან ეშმაკნი განსრულ იყვნეს, რაჲთა იყოს მის თანა. ხოლო თავადმან განუტევა იგი და ჰრქუა:
Verse: 39 
   მიიქეც სახიდ შენდა და მიუთხარ, რავდენი გიყო შენ ღმერთმან. და წარვიდა და ყოველსა მას ქალაქებსა ქადაგებდა, რაჲ-იგი ყო მისთჳს იესუ.
Verse: 40 
   და მიქცევასა მას იესუჲსსა* მუნვე შეიწყნარა იგი ერმან მან, რამეთუ მოელოდეს მას.
Verse: 41 
   და აჰა ესერა მოვიდა კაცი და სახელი მისი იაროს, და ესე მთავარი იყო შესაკრებელისაჲ; და დავარდა ფერჴთა თანა იესუჲსთა და ევედრებოდა მას, რაჲთა შევიდეს სახედ მისა.
Verse: 42 
   რამეთუ ასული მარტოჲ ესუა მას, რომელი იყო ათორმეტ წლის, და იგი მოკუდებოდა. და მისლვასა ოდენ მისსა ერი შეკრბებოდა მისა.
Verse: 43 
   და იყო ვინმე დედაკაცი წყაროჲთა სისხლისაჲთა ათორმეტ წლითგან, რომელი ვერვისგან განიკურნა.
Verse: 44 
   და მოუჴდა ზურგით კერძო და შეახო ფესუსა სამოსლისა მისისასა. და მეყსეულად დასცხრა წყაროჲ იგი სისხლისა მისისაჲ.
Verse: 45 
   და თქუა იესუ: ვინ შემახო მე? ვითარ ყოველნი უვარებდეს, ჰრქუა პეტრე: მოძღუარ, ერნი გარე მოგადგან შენ და შეგაიწრებენ, და შენ იტყჳ: ვინ შემახო მე?
Verse: 46 
   ხოლო იესუ ჰრქუა: შე-ვინმე-მახო, რამეთუ მე ვცან ძალი, განსრული ჩემგან.
Verse: 47 
   და იხილა რაჲ დედაკაცმან მან, რამეთუ არა დაეფარა, მოვიდა ძრწოლით და შეურდა, რომლისა ბრალისათჳს შეახო მას და უთხრა წინაშე ყოვლისა ერისა და ვითარ-იგი მეყსეულად განიკურნა.
Verse: 48 
   ხოლო იესუ ჰრქუა მას: ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშჳდობით*!
Verse: 49 
   და ვითარ იგი ეტყოდა ოდენ, მო-ვინმე-ვიდა შესაკრებელის მთავრისაჲ მის და ჰრქუა: ასული შენი მოკუდა, ნუ დააშრობ მოძღუარსა.
Verse: 50 
   ხოლო იესუს ვითარცა ესმა, ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ, და ცხონდეს იგი.
Verse: 51 
   და ვითარცა მოვიდა სახლსა მას, არავინ უტევა შესლვად მის თანა, გარნა პეტრე, იაკობ და იოვანე და მამაჲ და დედაჲ მის ყრმისაჲ.
Verse: 52 
   სტიროდეს მას ყოველნი და ეტყებდეს. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ნუ სტირთ, რამეთუ ყრმაჲ ეგე არა მომკუდარ არს, არამედ სძინავს.
Verse: 53 
   ხოლო იგინი ჰბასრობდეს მას, უწყოდეს, რამეთუ მომკუდარ იყო.
Verse: 54 
   და თავადმან გამოასხა ყოველი და უპყრა ჴელი ყრმისაჲ მის და ჴმა-ყო: ყრმაო, აღდეგ!
Verse: 55 
   და მოიქცა სული ყრმისაჲ მის, და მეყსეულად აღდგა. და უბრძანა, რაჲთა სცენ მას ჭამადი*.
Verse: 56 
   და განუკჳრდებოდა* მამა-დედათა. ხოლო თავადმან ამცნო მათ, რაჲთა არავის უთხრან საქმე იგი.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.