TITUS
Tetraevangelium e codice Adisi: Part No. 53

Chapter: 9 


Verse: 1 
   და მოუწოდა ათორმეტთა მათ და მისცა მათ ძალი და ჴელმწიფებაჲ ყოველთა ზედა ეშმაკთა და სენთა განკურნებად.
Verse: 2 
   და წარავლინნა იგინი ქადაგებად სასუფეველსა ღმრთისასა* და განკურნებად უძლურთა.
Verse: 3 
   და ჰრქუა მათ: ნურარაჲ გაქუნ გზასა ზედა: ნუცა ვაშკარანი, ნუცა პური, ნუცა ვეცხლი, ნუცა ორი სამოსელი გაქუნ.
Verse: 4 
   და რომელსაცა სახლსა შეხჳდეთ*, მუნ დაადგერით და მიერ გამოედით.
Verse: 5 
   და რავდენთა არა შეგიწყნარნენ თქუენ, და გამო-რაჲ-ხჳდოდით* მიერ ქალაქით, მტუერი ფერჴთაგან თქუენთა განიყარეთ საწამებელად მათდა.
Verse: 6 
   და გამოვიდეს და მიმოვიდოდეს დაბნებსა მას და ახარებდეს და განჰკურნებდეს სნეულთა ყოველთა ადგილთა.
Verse: 7 
   ხ~ ესმა ეროდეს მეოთხედ მთავარსა საქმჱ იგი, რომელ მის მიერ იქმნებოდეს, და განიზრახვიდა, რამეთუ იტყოდეს ვინმე, ვითარმედ: იოვანე ნათლის-მცემელი აღდგოლმილ არს მკუდრეთით.
Verse: 8 
   ხოლო რომელნიმე იტყოდეს: ელია გამოჩნდა, და სხუანი იტყოდეს: წინაწარმეტყუელთაგანი* პირველთაჲ აღდგომილ არს.
Verse: 9 
   ხოლო ეროდე თქუა: იოვანეს მე თავი მოვჰკუეთე, ხოლო ესე ვინაჲ არს, რომლისათჳს ესევითარი [მ]ესმის, არა ვიცი. და უნდა ხილვაჲ მისი.
Verse: 10 
   და მოიქცეს მოციქულნი და უთხრეს იესუს, რავდენი ქმნეს. და წარიყვანნა იგინი და განაშორა თჳსაგან ადგილსა ქალაქისასა, რომელსა ჰრქჳან* ბეთსაიდა.
Verse: 11 
   ხოლო ერმან მან აგრძნა და მისდევდა მას. და შეიმთხჳნა იგინი და ეტყოდა მათ სასუფეველისათჳს ღმრთისა, და რავდენთა უჴმდა განკურნებაჲ, განჰკურნებდა.
Verse: 12 
   და ვითარცა იწყო დღემან მიდრეკად, მოუჴდეს მოწაფენი და ჰრქუეს მას: განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ გარემო დაბნებსა და დაადგრენ მუნ და იყიდონ თავისა მათისა საზრდელი,რამეთუ აქა უდაბნოსა ადგილსა ვართ.
Verse: 13 
   ხოლო იესუ ჰრქუა მათ: თქუენ ეცით მაგათ ჭამადი. და მათ ჰრქუეს: არა არს ჩუენ თანა უფროჲს ხუთ ჴუეზა პური და ორი თევზი, გარნა თუ ჩუენ წარვიდეთ და უყიდოთ ყოველსა ამას ერსა საზრდელი.
Verse: 14 
   რამეთუ იყვნეს კაცნი ვითარ ხუთ ათას ოდენ. ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: დასხით კაცები ეგე პურისმტედ-პურისმტედ ერგასეული.
Verse: 15 
   და მათ ყვეს ეგრე და დასხეს იგი ყოველი.
Verse: 16 
   ხოლო თავადმან მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი და აღიხილნა თუალნი* ზეცად და აკურთხნა იგინი და დამუსრა და მისცემდა მოწაფეთა, რაჲთა დაუგონ ერსა მას.
Verse: 17 
   და ჭამეს და განძღეს ყოველნი, და აღიღეს, რომელი დაუშთა მათ ნამუსრევი, ათორმეტი გოდორი.
Verse: 18 
   და იყო ლოცვასა მისსა* თჳსაგან, და მის თანა იყვნეს მოწაფენი მისნი. ჰკითხვიდა მათ და ჰრქუა: ვინ ვჰგონიე მე ერსა ამას, რაჲ თქჳან* ჩემთჳს ყოფაჲ?
Verse: 19 
   ხოლო მათ მიუგეს და თქუეს: იოვანე ნათლის-მცემელი; და სხუათა - ელია; და რომელნიმე იტყოდეს: წინაწარმეტყუელი ვინმე პირველთაგანი აღდგომილ არს.
Verse: 20 
   ხოლო იესუ ჰრქუა მათ: თქუენ ვინ გგონიე* მე? მიუგო პეტრე და თქუა: ცხებული ღმრთისაჲ.
Verse: 21 
   ხოლო თავადი შეჰისხნა მათ და ამცნო, რაჲთა არავის უთხრან ესე.
Verse: 22 
   და ჰრქუა, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისა ფრიად ვნებაჲ და შეურაცხ-ყოფაჲ მოხუცებულთაგან და მღდელთ მოძღუართა და მწიგნობართა, მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად.
Verse: 23 
   და ეტყოდა ყოველთა: რომელსა უნებს შემოდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი დღითი-დღედ და მომდევდინ მე.
Verse: 24 
   რამეთუ რომელსა უნდეს თავისა თჳსისა განრინებად, წარწყმიდოს იგი; და რომელმან წარწყმიდოს თავი თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი.
Verse: 25 
   რაჲ-მე სარგებელ არს კაცისა, შე-თუ-იძინოს სოფელი ყოველი და თავი თჳსი წარიწყმიდა, გინა* იზღვია?
Verse: 26 
   რომელსა სირცხჳლ უჩნდეს ჩემდა მომართ და სიტყუათა ჩემთა, ამას ძემან კაცისამან არცხჳნოს*, ოდეს მოვიდეს დიდებითა თჳსითა და მამისაჲთა და წმიდათა ანგელოზთაჲთა.
Verse: 27 
   გეტყუ თქუენ ჭეშმარიტად: არიან ვინმე მანდა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ.
Verse: 28 
   და იყო შემდგომად სიტყუათა ამათ ვითარ რვა ოდენ დღე, და წარიყვანა იესუ პეტრე, იაკობ და იოვანე და აღვიდა მთასა ლოცვად.
Verse: 29 
   და იყო ლოცვასა მას მისსა ხილვაჲ პირისა მისისაჲ სხუა* სახე, და სამოსელი მისი სპეტაკ და ელვარე*.
Verse: 30 
   და აჰა ესერა ორნი კაცნი მის თანა ზრახვიდეს, რომელნი იყვნეს მოსე* და ელია,
Verse: 31 
   რომელნი გამოჩნდეს დიდებითა და იტყოდეს განსლვასა მას მისსა, რომელი ეგულებოდა აღსრულებად იერუსალჱმს.
Verse: 32 
   ხოლო პეტრე და მისთანანი დამძიმებულ იყვნეს ძილითა; ხოლო გან-რაჲ-იღჳძეს*, იხილეს დიდებაჲ მისი და ორნი კაცნი მის თანა მდგომარენი.
Verse: 33 
   და იყო განშორებასა მას მისსა მათგან ჰრქუა პეტრე* იესუს: მოძღუარ, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ; ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსჱსა და ერთი ელიაჲსა*, რამეთუ არა იცოდა, რასა იტყოდა.
Verse: 34 
   და ვითარცა ამას იტყოდა, აჰა ღრუბელი აგრილობდა მათ, და შეეშინა მათ შესლვად ღრუბელსა მას.
Verse: 35 
   და ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო: ესე არს ძჱ* ჩემი საყუარელი*, ამისი ისმინეთ.
Verse: 36 
   და ესე რაჲ იყო ჴმაჲ, იესუ იპოვა მარტოჲ. და მათ დაიდუმეს და არარაჲ ვის უთხრეს მათ დღეთა შინა, რაჲ იხილეს.
Verse: 37 
   და იყო მერმესა დღესა გარდამოსლვასა მათსა მიერ მთით მოეგებვოდა მას ერი მრავალი.
Verse: 38 
   და აჰა კაცმან ვინმე ღაღატ-ყო ერსა მას შორის და თქუა: მოძღუარ, გევედრები შენ მოიხილე ძესა ზედა ჩემსა, რამეთუ ეგე ხოლო მარტოჲ მივის.
Verse: 39 
   და სულმან უკეთურმან შეიპყრის იგი და მეყსეულად ღაღატ-ყვის და დაჰკუეთის* იგი, და პეროინ, და ძნიად განეშორის მისგან და შემუსრის იგი.
Verse: 40 
   და ვევედრე მოწაფეთა შენთა, რაჲთამცა განაშორეს იგი, და ვერ შეუძლეს.
Verse: 41 
   ხოლო იესუ ჰრქუა: ჵ ნათესავი გულარძნილი! ვიდრემდე ვიყო თქუენ თანა და თავს-ვიდებდე თქუენსა? მომგუარე მე აქა ძჱ შენი!
Verse: 42 
   და ვიდრე იგი მოვიდოდა, დაჰკუეთა იგი ეშმაკმან მან და აძწოლებდა მას. შეჰრისხნა იესუ სულსა მას არაწმიდასა, და განიკურნა ყრმაჲ იგი, და მისცა იგი მამასა თჳსსა.
Verse: 43 
   და განუკჳრდებოდა* ყოველთა დიდებასა მას ზედა ღმრთისასა და ყოველნი დაკჳრვებულ იყვნეს ყოველსა მას ზედა, რომელსა იქმოდა იესუ. ხოლო იესუ ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა:
Verse: 44 
   დაისხენით სიტყუანი ესე ყურთა თქუენთა, რამეთუ ძჱ კაცისაჲ მიცემად არს ჴელთა კაცთასა.
Verse: 45 
   ხოლო იგინი უმეცარ იყვნეს სიტყუასა მას, და იყო დაფარულ მათგან, რაჲთა ვერ გულისჴმა-ყონ იგი, და ეშინოდა მათ კითხვად მისა ამის სიტყჳსათჳს*.
Verse: 46 
   შევიდა მათდა გულის სიტყუაჲცა*: ვინ-ძი იყოს უდიდეს შორის მათსა?
Verse: 47 
   ხოლო იესუ იცნოდა გულის ზრახვანი მათნი და მოიყვანა ყრმაჲ და დაადგინა იგი წინაშე მისა
Verse: 48 
   და ჰრქუა: რომელმან შეიწყნაროს ესე ყრმაჲ სახელითა ჩემითა, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნარა მომავლინებელი ჩემი, რამეთუ უმცირესი თქუენ ყოველთა შორის იგი არს დიდ.
Verse: 49 
   მიუგო იოვანე და ჰრქუა: მოძღუარ, ვიხილეთ ვინმე, რომელი სახელითა შენითა ეშმაკთა განასხმიდა, და ჩუენ ვაყენებდით მას, რამეთუ არა შემოგჳთქს ჩუენ.
Verse: 50 
   ჰრქუა მას იესუ: ნუ აყენებთ მას, რამეთუ რომელი არა არს ჩუენდა მტერ, იგი ჩუენ კერძო არს.
Verse: 51 
   და იყო აღსრულებასა მას დღეთა* აღმაღლებისა მისისათა და თავადმან დაამტკიცა პირი თჳსი აღსლვად იერუსალჱმდ*.
Verse: 52 
   და წარავლინნა მოციქულნი წინაშე მისსა. და იგინი წარვიდეს და მივიდეს დაბასა სამარიტელთასა, რაჲთა მო-რაჲმე-უმზადონ მას.
Verse: 53 
   და არა შეიწყნარნეს იგინი, რამეთუ პირი მისი იყო მისლვად იერუსალჱმდ*.
Verse: 54 
   ვითარცა იხილეს მოწაფეთა* მათ იაკობ იოვანე, ჰრქუეს: უფალო, გუნებავს, ვითარმცა ვთქუთ, რაჲთა გარდამოჴდეს ცეცხლი ზეცით და აჴოცნეს იგინი.
Verse: 55 
   მიექცა, შეჰრისხნა მათ თქუა: არა უწყითა, რომლისა სულისანი ხართ თქუენ?
Verse: 56 
   რამეთუ ძჱ კაცისაჲ არა მოვიდა სულთა კაცთასა წარწყმედად*, არამედ ცხორებად. და წარვიდეს სხუასა დაბასა.
Verse: 57 
   და იყო სლვასა მათსა გზასა ზედა ჰრქუა ვინმე მას: მიგდევდე შენ, ვიდრეცა მიხუალ*.
Verse: 58 
   ჰრქუა მას იესუ: მელთა ჴურელი უჩნს და ფრინველთა* ცისათა საყუდელი, ხოლო ძესა კაცისასა არა უჩს, სადა თავი მიიდრიკოს.
Verse: 59 
   ხოლო სხუასა ჰრქუა: მომდევდი მე. და მან ჰრქუა: უფალო, მიბრძანე მე პირველად მისლვად და დაფლვად მამისა ჩემისა.
Verse: 60 
   ჰრქუა მას იესუ: აცადენ მკუდარნი დაფლვად თჳსთა მკუდართა, ხოლო შენ წარვედ და მიმოდევ სასუფეველი ღმრთისაჲ.
Verse: 61 
   ხ~ ჰრქუა მას სხუამანცა: მიგდევდე შენ, უფალო, ხოლო პირველად მიბრძანე მე ჯმნაჲ სახლეულთა ჩემთაგან.
Verse: 62 
   ჰრქუა მას იესუ: არავინ დასდვის ჴელი საჴნველსა და ხედავნ გარეუკუნ და წარმართებულ არნ სასუფეველსა ღმრთისასა.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.