ამისა შემდგომად მერმე განუცხადა იესუ თავი თჳსი მოწაფეთა თჳსთა ზღუასა მას ზედა ტიბერიაჲსასა, და განეცხადა ესრე:
Verse: 2
იყვნეს ერთად სიმონ-პეტრე და თომა, რომელსა ერქუა მარჩბივ, და ნათანაელ, რომელ იყო კანა* გალილეაჲსაჲთ, და ძენი ზებედესნი და სხუანი მოწაფეთა მათგანნი ორნი.
Verse: 3
ჰრქუა მათ სიმონ-პეტრე: მივიდე თევზობად. ჰრქუეს მას: მივიდეთ ჩუნცა შენ თანა. და გამოვიდეს და აღჴდეს ნავსა. მას ღამესა არცა ერთ იპყრეს.
Verse: 4
ვითარცა განთენა, დგა იესუ ზღჳს* კიდესა მას, ხოლო არა იცნეს იესუ მოწაფეთა მათ, ვითარმედ იესუ არს.
Verse: 5
ჰრქუა მათ იესუ: ყრმანო, გაქუს რაჲ ჭამადი? მიუგეს და ჰრქუეს: არა.
Verse: 6
ჰრქუა მათ: სდევით-ღა მარჯულ კერძო ნავისა მაგის სათრომელი ეგე და ჰპოოთ. სდვეს და ვერ უძლებდეს გამოზიდვად სიმრავლითა მით თევზთაჲთა.
Verse: 7
ჰრქუა მოწაფემან მან, რომელი უყუარდა იესუს, პეტრეს: უფალი არს. სიმონ-პეტრეს ვითარცა ესმა, ვითარმედ უფალი არს, მოირტყა საბრადნელი, რამეთუ შიშუელ იყო, და შთავარდა ზღუასა.
Verse: 8
და სხუანი იგი მოწაფენი მოვიდოდეს ნავითა, რამეთუ არა შორს იყვნეს ჴმელად, არამედ ვითარ ორას წყრთა ოდენ, მოეთრია ბადე იგი თევზებითურთ.
Verse: 9
ვითარცა გამოვიდეს ჴმელად, ჰხედვენ: ნაკუერცხალი იდვა და თევზი ერთი მის ზედა და პური.
Verse: 10
ჰრქუა მათ იესუ: მომართუთ თევ[ზ]თა მაგათგან, რომელ თქუენ იპყართ აწ.
Verse: 11
შევიდა სიმონ-პეტრე და გამოზიდვიდა სათრომელსა მას ჴმელად სავსესა დიდ-დიდითა თევზებითა, ას ერგასის და სამითა. ესთენითა სავსე იყო და არა განსთქდა ბადე იგი.
Verse: 12
ჰრქუა იესუ: მოედ(ი)თ, ვისადილნეთ. და ვერვინ მოწაფეთაგანი იკადრებდა კითხვად მისა, ვითარმედ: შენ ვინ ხარ? უწყოდეს, რამეთუ უფალი არს.
Verse: 13
მოიღო პური იგი იესუ და მისცემდა მათ, ეგრეცა თევზსა მას.
Verse: 14
ესე სამ გზის განეცხადა იესუ მოწაფეთა მათ, ვინაჲთგან აღდგა მკუდრეთით.
Verse: 15
და ვითარ ისადილნეს, ჰრქუა სიმონ-პეტრეს იესუ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მე უმეტეს ამათსა? ჰრქუა მან: ჰე*, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას: დამწყსენ კრავნი ჩემნი.
Verse: 16
მერმე ჰრქუა მას: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მე? ჰრქუა მას: ჰე*, უფალო, რამეთუ მიყუარ შენ, ჰრქუა მას: დამწყსენ საცხოვარნი ჩემნი.
Verse: 17
ჰრქუა მას სამ გზის: სიმონ ჲონაჲსო, გიყუარ მე? დაწუხნა პეტრე, რამეთუ ჰრქუა მას სამ გზის: გიყუარ მე, და ჰრქუა მას: უფალო, შენ ყოველი უწყი და შენ ყოველი სცნი და რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი.
Verse: 18
მართლიად მართალსა გეტყჳ შენ, რ~ ვ~ე ყრმა იყავ, თავით შეირტყი სარტყელი და მიხჳდი*, ვ~ეცა გნებავნ. ხოლო რაჟამს დაჰბერდე, აღგიპყრნენ ჴელნი და სხუანი შეგარტყმიდენ და მიგიყვანებდენ, სადაჲთ შენ არა გინდეს.
Verse: 19
ესე თქუა, რამეთუ მოასწავებდა, რომლითა სიკუდილითა ადიდოს ღმერთი. და ესე ვითარცა თქუა, ჰრქუა მას: მომდევდი მე.
Verse: 20
მიექცა პეტრე და იხილა მოწაფე იგი, რომელ უყუარდა იესუს*, რამეთუ მისდევდა, რომელცა მიეყრდნა მკერდსა და ჰკითხა: უფალო, ვინ არს მიმცემელი შენი?
Verse: 21
ესე ვითარ იხილა პეტრე, ჰრქუა იესუს: უფალო, ამისა რაჲ?
Verse: 22
ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ მინდეს, რაჲთა დგეს ეგე ჩემდა მოსლვადმდე. შენდა რაჲ? შენ მომდევდ მე.
Verse: 23
და განჴდა სიტყუაჲ (იგი) ძმათა მიმართ, ვითარმედ მოწაფჱ იგი არა მოკუდეს. და არა ჰრქუა მას იესუ: არა მოკუდეს, არამედ: თუ მინდეს, ვითარმედ თუ დგეს ჩემდა მოსლვადმდე.
Verse: 24
ესე არს მოწაფჱ იგი, რომელი წამებს მისთჳს, რომელმანცა აღწერა ესე, და უწყით, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი.
Verse: 25
ხოლო არს სხუაცა მრავალ, რავდენი ქმნა იესუ, რომელი თუმცა აღწერილ იყო თითოეულად, ვერმცა სოფელმან ამან დაიტია დაწერილი იგი წიგნები.
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.