და ერთშაფათსა მას მარიამ მაგდანელი მოვალს* განთიად რიჟურაჟუ ოდენ სამარესა მას და იხილა ლოდი იგი აღღებული კარისა მისგან საფლავისაჲსა.
Verse: 2
მაშინ-ღა სრბით მივიდა სიმონ-პეტრესა და ერთისა მის მოწფისა*, რომელი უყუარდა იესუს, და ჰრქუა მათ: აიღეს* უფალი სამარისა მისგან და არა უწყი, სადა დადვეს იგი.
Verse: 3
გამოვიდა პეტრე და ერთი იგი მოწაფჱ და მივიდოდეს სამარესა მას.
Verse: 4
რბიოდეს ორნივე ერთად. და ერთი იგი მოწაფჱ წინა წაჰთქრა უადრეს პეტრესა და მიიწია პირველ სამარესა მას.
Verse: 5
შთახედა და იხილნა მჩუარნი იგი, ხოლო შინა არა შევიდა.
Verse: 6
მივიდა სიმონ-პეტრეცა შემდგომად მისა და შევიდა სამარესა მას და იხილნა მჩუარნი იგი, რამეთუ ისხნეს*.
Verse: 7
და (ვ)არშამაგი იგი, რომელ იყო თავსა მისსა, არა სხუათა მათ მჩუართა თანა იდვა, არამედ თჳსა* შეკეცილი ერთსა ადგილსა.
Verse: 8
მაშინ მოვიდა ერთი იგიცა მოწაფჱ, რომელ მოსრულ იყო წინაჲსწარ სამარესა მას, იხილა და ჰრწმენა.
Verse: 9
რამეთუ არღა მეცნიერ იყო წიგნთა, ვითარმედ ჯერ-არს მისა მკუდრეთით აღდგომად.
Verse: 10
შეკრბეს ერთად მერმე მოწაფენი იგი.
Verse: 11
ხოლო მარიამ დგა გარეშე* სამარესა მას თანა და ტიროდა. და ვიდრე-იგი ტიროდა, შთახედნა სამარესა მას
Verse: 12
და იხილნა ორნი ანგელოზნი, მოსილნი სპეტაკითა*, რამეთუ სხდეს ერთი თავით და ერთი ფერჴით, სადა ისხნეს ჴორცნი იგი იესუჲსნი.
Verse: 13
და მათ ჰრქუეს მას: დედაკაცო, რად სტირ? ჰრქუა მათ: რამეთუ აჲღეს უფალი ჩემი სამარისაგან, და არა უწყი, სადა დადვეს იგი.
Verse: 14
და ესე ვითარცა თქუა, მიიქცა გარე და იხილა იესუ მდგომარე* და არა* უწყოდა, რამეთუ იესუ ა[რს].
Verse: 15
ჰრქუა მას იესუ: დედაკაცო, რად სტირ? ვის ეძიებ? იგი ესრე ჰგონებდა, ვითარმედ მემტილე იგი არს. ჰრქუა მა(ს)*: უფალო, შენ თუ აღიღე იგი, მითხარ, სადა დასდევ*, და მე აღვიღო იგი.
Verse: 16
ჰრქუა მას იესუ: მარიამ! და იგი მოექცა და ჰრქუა მას ებრაელებრ: ჰრაბბუნი, რომელ ითარგმანების: მოძღუარ.
Verse: 17
ჰრქუა მას იესუ: ნუ მომეხები, რამეთუ არღა ასრულ ვარ მამისა ჩემისა; არამედ მივედ ძმათა ჩემთა და არქუ მათ: აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა.
Verse: 18
მოვალს მარიამ მაგდალენელი* და ახარებს მოწაფეთა მათ, ვითარმედ იხილა მან უფალი, და ესე ჰრქუა მას.
Verse: 19
და მწუხრი დღესა მას ერთშაფათისასა შევიდა იესუ ბჭეთა* ჴშულთა, სადა-იგი შეკრებულ იყვნეს მოწაფენი შიშისათჳს ჰურიათაჲსა, მოვიდა იესუ, დადგა შორის მათსა და ჰრქუა* მათ: მშჳდობაჲ* თქუენ თანა!
Verse: 20
ვითარცა ესე თქუა, უჩუენნა ჴელნი და გუერდნი, და განიხარეს მოწაფეთა მათ, ვითარცა იხილეს უფალი.
Verse: 21
ჰრქუა მათ მერმე: მშჳდობაჲ თქუენ თანა! ვითარცა მომავლინა მე მამამან, და მეცა წარგავლინებ თქუენ.
Verse: 22
და ესე ვითარცა თქუა, შთაჰბერა და თქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ.
ხოლო თომა, ერთი ათორმეტთა მათგანი, რომელსა ერქუა მარჩბივ, არა მათ თანა იყო, რაჟამს მოვიდა იესუ.
Verse: 25
უთხრობდეს სხუანი იგი მოწაფენი, ვითარმედ: ვიხილეთ უფალი. და მან ჰრქუა მათ: არა თუ ვიხილო ჴელთა მისთა სასწაული სამსჭუალთაჲ მათ და შთავჴადო თითი ჩემი ადგილსა მას სამსჭუალთასა და შევახო ჴელი ჩემი გუერდთა მისთა, არა მრწმენეს.
Verse: 26
და შემდგომად (რ)ვისა დღისა შეკრბეს კუალად მოწაფენი მისნი, და თომაცა მათ თანა. შევიდა იესუ მათ თანა ბჭეთა* ჴშულთა და დადგა შორის მათსა და ჰრქუა: მშჳდობაჲ თქუენ თანა!
Verse: 27
მაშინ ჰრქუა თომას: მოყვენ თითნი შენნი და შემახე აქა და იხილენ ჴელნი ჩემნი და მოყავ ჴელი შენი და შთაჴადე გუერდსა ჩემსა და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ.
Verse: 28
მიუგო და ჰრქუა თომა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!
Verse: 29
ჰრქუა მას იესუ*: რამეთუ მიხილე და გრწმენა; ნეტარ, რომელთა არა უხილავ და ჰრწმენეს.
Verse: 30
მრავალ სხუაცა* სასწაულ ყო იესუ წინაშე მოწაფეთა მათ თჳსთა, რომელ არა წერილ არს წიგნსა ამას.
Verse: 31
ხოლო რავდენი დაიწერა, რაჲთა გრწმენეს, რამეთუ იესუ ქრისტე არს ძჱ ღმრთისაჲ, და რაჲთა გრწმენეს და ცხორებაჲ საუკუნოჲ მოიღოთ სახელითა მისითა.
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.