და ერისა კაცთა მათ ქმნეს გჳრგჳნი* ეკალთაგან და დაადგეს თავსა მისსა და შეჰმოსეს მას ძოწეული.
Verse: 3
და მოვიდიან მის წინაშე და ეტყჳედ: გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო! და ღაწუსა სცემდეს მას.
Verse: 4
გამოვიდა მერმე პილატე* და ჰრქუა მათ: აჰა გამოგგუარო იგი გარე, რაჲთა გულის- ჴმა-ჰყოთ, რამეთუ მე ბრალსა მის თანა არას ვჰპოებ.
Verse: 5
გამოვიდა იესუ, და ედგა გჳრგჳნი* ეკლისაჲ და ემოსა სამოსელი ძოწეული. ჰრქუა პილატე: აჰა კაცი იგი!
Verse: 6
ვითარცა იხილეს იგი მღდელთ მოძღუართა მათ და მსახურთა, ღაღატ-ყვეს და იტყოდეს: ჯუარს-აცუთ, ჯუარს-აცუთ ეგე! ჰრქუა პილატე*: მიიყვანეთ ეგე* და თქუენ ჯუარს-აცუთ, რამეთუ მაგას თანა ბრალსა* არას ვჰპოებ.
Verse: 7
მიუგეს მას ჰურიათა მათ: ჩუენ შჯული გუაქუს, და მსგავსად შჯულისა ჩუენისა თანა-აც მაგას სიკუდილი, რამეთუ თავი თჳსი ძე ღმრთის ყო.
Verse: 8
ვითარცა ესმა სიტყუაჲ ესე პილატეს, უფროჲს შეეშინა.
Verse: 9
შევიდა მუნვე ტაძართა მათ და ჰრქუა იესუს: ვინაჲ ხარ? ხოლო იესუ არაჲ მიუგო.
Verse: 10
ჰრქუა პილატე: არას მომიგებ მე? არა უწყი, რამეთუ ფლობა მაქუს ჯუარს-ცუმაჲ შენი და ჴელ-მეწიფების* განტევებაჲ შენი.
Verse: 11
მიუგო იესუ: არამცა გაქუნდა ჴელმწიფებაჲ ჩემ ზედა არცა ერთ, არა თუმცა მოცემულ იყო შენდა ზეგარდამო. ამისთჳს რომელმან მიმცა მე შენ, უფროჲსი ბრალი აქუს.
Verse: 12
ამისთჳს უნდა პილატეს განტევებაჲ მისი, და ჰურიანი იგი ღაღადებდეს და იტყოდეს: ეგე თუ განუტევო, არა მიყუარ ხარ კეისრისა: ყოველი, რომელი მეუფედ გამოაჩინებნ თავსა თჳსსა, მჴდომ არნ იგი კეისრისა.
Verse: 13
ხოლო პილატეს ვითარცა ესმა სიტყუაჲ ესე, გამოჰგუარა იესუ გარე* და დაჯდა საყდარსა მას ზედა, ადგილსა მას, რომელსა ერქუმის ქვაფენილ, რომელ არს ებრაელებრ კაპპათა.
Verse: 14
და იყო პარასკევი ზატიკისაჲ მის; და იყო ვითარ ექუს ჟამ ოდენ. და ჰრქუა ჰურიათა მათ: აჰა მეუფჱ თქუენი თქუენდა!
Verse: 15
და იგინი ღაღადებდეს: აღიღე, აღიღე* და ჯუარს-აცუ*! ჰრქუა მათ პილატე*: მეუფჱ ეგე თქუენი მე ჯუარს-ვაცუა*? მიუგეს მღდელთ მოძღუართა მათ და ჰრქუეს: არა გჳვის* ჩუენ მეუფჱ გარნა კეისარი.
Verse: 16
მაშინ მისცა იგი ჴელთა მათთა, რაჲთა ჯუარს-ეცუას. და მათ წარიყვანეს იგი.
Verse: 17
და მიჰყვანდა, და ეკიდა მას თჳსი იგი ჯუარი, და აღვიდოდა ადგილსა მას, რომელსა ჰრქჳან* თხემ, რომელსა ერქუმის ებრაელებრ გოლგოლთა*.
Verse: 18
სადა ჯუარს-აცუეს იგი, და მის თანა ორნი სხუანი, იმიერ და ამიერ და საშოვალ იესუ.
Verse: 19
დაწერა ფიცარსა პილატე* და დადვა ზედა ჯუარსა მას. და წერილ იყო: იესუ ნაზარეველი, მეუფჱ ჰურიათაჲ.
Verse: 20
იგი ფიცარი წარიკითხეს ჰურიათა მრავალთა, რამეთუ მახლობელ იყო ქალაქსა მას ადგილი იგი, სადა ჯუარს-ეცუა იესუ. და წერილ იყო ებრაელებრ, ფრომინებრ და ბერძლ.
Verse: 21
ჰრქუეს პილატეს მღდელთ მოძღუართა* მათ ჰურიათა: ნუ დასწერ, ვითარმედ: მეუფე ჰურიათაჲ, არამედ რამეთუ იტყოდა, ვითარმედ: მე ვარ მეუფჱ ჰურიათაჲ.
Verse: 22
მიუგო პილატე: რაჲ დავწერე, დავწერე.
Verse: 23
და ერისა კაცთა მათ, ვითარცა ჯუარს-აცუეს იესუ, წარმოიღეს სამოსელი მისი და განიყვეს ოთხად ნაწილად, თითოეულად ერისა კაცთა მათ ნაწილად. ხოლო კუართი იგი, რამეთუ იყო უკერველ, მიერვე გამოქსოილ ყოვლადვე*,
Verse: 24
თქუეს ურთიერთას: არა განვაპოთ ეგე, არამედ წილ-ვიგდოთ მაგას ზედა, ვისაცა იყოს, რაჲთა აღესრულოს წერილი იგი: განიყვეს სამოსელი ჩემი მათად და ზედა კუართსა ჩემსა წილ-იგდეს. და ერისა კაცთა მათ ესე ყვეს.
Verse: 25
და დგეს ჯუარსა მას თანა იესუსსა დედაჲ მისი*, და დედის დაჲ მისი, მარიამ კლეოპაჲსი და მარიამ მაგდალენელი*.
Verse: 26
იესუ ვითარცა იხილა დედაჲ იგი და მოწაფჱ, რომელი უყუარდა, რამეთუ დგა მახლობელად, ჰრქუა დედასა: დედაკაცო*, აჰა ძჱ შენი!
Verse: 27
და მოწაფესა მას ჰრქუა: აჰა დედაჲ შენი! მიერ ჟამითგან წარიყვანა იგი სახედ თჳს(ა).
Verse: 28
ამისა შემდგომად იხილა იესუ, რამეთუ ყოველივე აღსრულებულ არს, თქუა: მწყურის.
Verse: 29
და მუნ დგა ჭურჭერი ერთი სა[ვ]სე ძმრითა. დ[ა] მათ აღავსეს ღ[რ]უბელი ერთი ძ[მ]რითა და ნავღლითა და ყუ[ ]ვილი* დადვეს დ[ა] მიუპყრეს პ[ირ]სა მისსა.
Verse: 30
ვითარცა მიიღო იესუ ძმარი იგი ნავღლითურთ, თქუა: ყოველივე აღსრულებულ არს. და მიიდრიკა თავი და აღმოუტევა სული.
Verse: 31
ხოლო ჰურიათა მათ, რამეთუ პარასკევი იყო, რაჲთა არა მუნვე დაადგრენ ჴორცნი იგი, შაფათისა მისთჳს, რამეთუ იყო დიდ დღე იგი მის შაფათისაჲ, ჰევედრებოდეს პილატეს, რაჲთა დამუსრნენ* წჳვნი მათნი და აღიხუნენ.
Verse: 32
მოვიდეს ერისა* კაცნი იგი და პირველსა მას დაუმუსრნეს წჳვნი*; ეგრცა ერთსა მას, რომელ მის თანა ჯუარ-ცუმულ იყვნეს.
Verse: 33
ხოლო ვითარცა მოვიდეს იესუსა და იხილეს, რამეთუ მუნქუეს ოდენ მომკუდარ იყო, არა დაუმუსრნეს წჳვნი მისნი.
Verse: 34
ხოლო ერთმან ვინმე ერისაგანმან ლახურითა უგმირა გუერდსა* მისსა, და გამოჴდა ადრე-ადრე სისხლი და წყალი.
Verse: 35
და რომელმან იხილა, წამა, და ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი, და მან უწყის, რამეთუ ჭეშმარიტს[ა] იტყჳს, რაჲთა თქუენცა გრწმენეს.
Verse: 36
ესე იყო, რაჲთა აღესრულოს წერილი* იგი, ვითარმედ: ძუალი მისი არა შეიმუ[ს]როს.
Verse: 37
და მერმე სხუაჲ წიგნი [იტ]ყჳს: ჰხედვიდენ [მ]ას, რომელსა-იგი უ[გ]მირეს.
Verse: 38
ამისა შემდგომ[ა]დ ევედრებოდ[ა] პილატეს იოსე[ბ] არიმათიელი, რომელი მოწაფე ყოფილ იყო იესუჲსა ფარულად, შიშისათჳს ჰურიათაჲსა, რაჲთა გარდამოიხუნეს ჴორცნი იგი იესუჲსნი. და ბრძანა პილატე.
Verse: 39
მოვიდა ნიკოდემოსცა, რომელი მოსრულ იყო ღამე იესუჲსა პირველ, და მოიღო მური, შეზავებული ჰალოჲთურთ ვითარ ას ლიტრა.
Verse: 40
გარდამოიხუნეს ჴორცნი იგი იესუჲსნი და შეგრაგნეს იგი მჩუართა საკუმეველითურთ, ვითარცა ჩუეულებაჲ აქუნდა ჰურიათა და ღუწოლაჲ სამკუდროჲთა.
Verse: 41
და იყო ადგილსა მას, რომელსა ჯარს-აცუეს, მტილი, და მტილსა მას შინა სამარე ახალი, რომელ არავინ დადებულ იყო მუნ.
Verse: 42
და პარასკევისა მისთჳს* ჰურიათაჲსა, რამეთუ ახლოს იყო სამარე იგი, სადა დადვეს იესუ.
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.