ესე ვითარ თქუა იესუ, განვიდა მოწაფითურთ თჳსით წიაღ ჴევსა მას კედრონისასა, სადა-იგი იყო მტილი, რომელსა შევიდა თჳთ და მოწაფენიცა* მისნი.
Verse: 2
იცოდა იუდაცა, მიმცემელმან მისმან, ადგილი იგი, რამეთუ მრავალ გზის მისრულ იყო მუნ იესუ მოწაფითურთ თჳსით.
Verse: 3
და იუდა წარიყვანა მის თანა გუნდი ერთი, და მღდელთ მოძღუართა მათ და ფარისეველთაგანნი მსახურნი, მოვალს მუნ ლამპრებითა და სანთლებითა და მახჳლებითა.
Verse: 4
ხოლო იესუ ვითარცა იხილა ყოველი იგი მომავალი მისა*, გამოვიდა და ჰრქუა მათ: რასა* ეძიებთ?
Verse: 5
მიუგეს მას: იესუს ნაზორეველსა. ჰრქუა მათ იესუ: მე ვარ. დგა იუდაცა მათ თანა, რომელი მისცემდა მას.
Verse: 6
ვითარცა ჰრქუა მათ: მე ვარ, უკუმართ ვიდოდეს და დაეცნეს ქუეყანასა.
Verse: 7
მერმე ჰკითხა მათ: ვის ეძიებთ? და მათ ჰრქუეს*: იესუს ნაზორეველსა.
Verse: 8
მიუგო მათ იესუ: გარქუ თქუენ, ვითარმედ: მე ვარ. უკუეთუ მე მეძიებთ, აცადეთ მაგათ წარსლვად.
Verse: 9
რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელ თქუა, ვითარმედ: რომელნი მომცენ მე, არავინ წარვწყმიდო მათგანი.
Verse: 10
ხოლო სიმონ-პეტრეს რამეთუ აქუნდა მახჳლი, აღმოიჴადა იგი და სცა მღდელთ მოძღურისა მონასა და წარჰკუეთა ყური მარჯუენაჲ. და იყო სახელი მონისაჲ მის მალქოს.
Verse: 11
ჰრქუა იესუ პეტრეს: მიაქციე მახჳლი ეგე მუნვე ქარქაშსა თჳსსა! სასუმელი იგი, რომელ მომეც, მამაო, არა ვსუა მე იგი?
Verse: 12
ხოლო გუნდმან მან და ათასისთავმან მან და მსახურთა მათ ჰურიათა შეიპყრეს იესუ და შეკრეს.
Verse: 13
და მიიყვანეს იგი პირველ ანნაჲსა, და იგი იყო სიმამრი კაჲაფაჲსა*, რომელი-იგი იყო მღდელთ მოძღუარ წელიწადისა მის.
Verse: 14
ესე იგი კაჲაფა იყო, რომელმან აზრახა ჰურიათა, ვითარმედ: უმჯობე არს ერთისა კაცისა სიკუდილი ერსა ამას ზედა.
Verse: 15
შეუდგეს სიმონ-პეტრე და სხუაჲ იგი მოწაფჱ. და მოწაფჱ იგი, რამეთუ მეცნიერ იყო მღდელთ მოძღურისა მის, შევიდა იესუს თანა, შევიდა ეზოსა მას მღდელთ მოძღურისასა.
Verse: 16
და პეტრე დგა გარეშე ბჭეთა მათ. გამოვიდა სხუაჲ იგი მოწაფჱ, რომელი-იგი იყო მეცნიერ მღდელთ მოძღურისა მის, და ჰრქუა ქალსა მას მეკარესა და შეიყვანა პეტრე.
Verse: 17
ჰრქუა მეკარემან მან მჴევალმან პეტრეს: ნუთუ შენცა მის კაცისა მოწაფეთაგანი* ხარ? და მან ჰრქუა: არა.
Verse: 18
დგეს მუნ მსახურნი იგი და მონანი, და ეგზნა, რამეთუ ყინელ იყო, და ჰიკუსოდეს. დგა მათ თანა პეტრეცა და ჰიკუსოდა.
Verse: 19
და მღდელთ მოძღუარმან მან ჰკითხა იესუს მოწაფეთა მისთათჳს და მოძღურებისა მისისათჳს.
Verse: 20
მიუგო* მას იესუ და ჰრქუა: მე განცხადებულად ვეტყოდე სოფელსა, მე მარადის ვასწავებდ ერსა მას ტაძარსა მას შინა, სადა ყოველნი იგი ჰურიანი შეკრბიან, და დაფარულად არას ვიტყოდე.
Verse: 21
რაჲსა მკითხავთ მე? ჰკითხეთ მათ, რომელთა ესმა, რასა ვეტყოდე მათ. აჰა მათ უწყიან, რაჲ ვარქუ მათ.
Verse: 22
ვითარცა ესე რქუა* მათ, ერთმან მსახურთაგანმან მუნ მდგომარემან ჰსცა ღაწუსა იესუს და ჰრქუა: ესრე სიტყუას უგებ მღდელთ მოძღუარსა მაგას?
Verse: 23
და იესუ ჰრქუა მას: ბოროტი თუ რაჲმე ვთქუ, წამე ბოროტისა მისთჳს; უკუეთუ კეთილი, რაჲსა მცემ მე?
Verse: 24
და მიუძღუანა იგი კრული ანა კაიაფას მღდელთ მოძღუარსა.
Verse: 25
და სიმონ-პეტრე დგა მუნ და იკუსოდა. ჰრქუეს მას: ნუთუ შენცა მოწაფეთა მისთაგანი ხარ? მან უვარ-ყო და თქუა: არა.
Verse: 26
და ჰრქუა ერთმან ვინმე მღდელთ მოძღურისა მონამან - ნათესავი იყო მისი, რომელსა წარჰკუეთა პეტრე ყური - არა მე გიხილე მტილსა მას მის თანა?
Verse: 27
მერმე უვარ-ყო პეტრე. და მუნქუესვე ქათამი ყივა ხოლო.
Verse: 28
და მოჰყვანდა იესუ სახლით კაჲაფაჲსით ტაძრად მსაჯულისა მის. და იყო განთიად ოდენ. და იგინი არა შევიდეს ტაძარსა მას, რაჲთა არა შეიგინნენ, არამედ რაჲთა შეჭამონ ზატიკი იგი.
Verse: 29
გამოვიდა მათდა პილატეცა და ჰრქუა: რას ძჳრის* საქმესა შესწამებთ კაცსა მაგას?
Verse: 30
მიუგეს და ჰრქუეს მას: არა თუმცა ძჳრის მოქმედ იყო კაცი იგი, არამცა მიგეცით იგი შენ.
Verse: 31
ჰრქუა მათ პილატე: თქუენ მიიყვანეთ ეგე და მსგავსად შჯულისა თქუენისა დასაჯეთ. ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: ჩუენდა არა წეს-არს მოკლვად არავისა.
Verse: 32
რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი იესუსი, რომელ თქუა მოსწავებით, რომლითა სიკუდილითა მოსიკუდიდ იყო.
Verse: 33
შევიდა მეორედ ტაძართა მათ პილატე*, მიუწოდა იესუს და ჰრქუა: შენ ხარ მეუფე იგი ჰურიათაჲ?
Verse: 34
მიუგო იესუ: შენით თავით იტყჳ მაგას, ანუ სხუათა ვიეთ გრქუეს შენ ჩემთჳს?
Verse: 35
ჰრქუა პილატე*, ნუთუ მე ჰურია ვარ? ნათესავთა შენთა და მღდელთ მოძღუართა მომცეს შენ ჴელთა ჩემთა. რაჲ საქმე გიქმნიეს შენ?
Verse: 36
მიუგო იესუ და ჰრქუა: ჩემი მეუფებაჲ* არა ამის სოფლისაგანი არს. უკუეთუმცა ამის სოფლისაგანი იყო მეუფებაჲ ჩემი, მსახურნი იგიმცა ჩემნი ჰბრძოდეს, რაჲთამცა არა მივეცი ჰურიათა. ხოლო აწ მეუფებაჲ ჩემი არა ამის სოფლისაგანი არს.
Verse: 37
ჰრქუა მას პილატე: უკუეთუ ეგრე არს, მეუფე* ხარ შენ? მიუგო იესუ: შენ სთქუ, ვითარმედ მეუფე* ვარ. ხოლო მე ამისთჳს ვიშევ და ამისთჳსცა მოვედ სოფლად, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტებისათჳს. ყოველი რომელი ჭეშმარიტებისაგან არს, ესმის ჴმისა ჩემისაჲ.
Verse: 38
ჰრქუა მას პილატე: რაჲ არს ჭეშმარიტებაჲ? და ესე ვითარ თქუა, მერმე გამოვიდა გარე და ჰრქუა ჰურიათა მათ: მე არცა ერთსა რას ბრალსა ვჰპოებ მაგის თანა.
Verse: 39
ხოლო არს თქუენი ჩუეულებაჲ, რაჲთა ერთი მიგიტეო თქუენ დღესასწაულსა ამას. ინებეთ, რაჲთა მიგიტეო თქუენ მეუფჱ იგი ჰურიათაჲ.
Verse: 40
ღაღატ-ყვეს ყოველთავე და იტყოდეს: ნუ ეგე, არამედ ბარაბა*. და ბარაბა* იგი იყო ავაზაკ.
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.