ამას იტყოდა იესუ და აღიხილნა თუალნი თჳსნი ზეცად და თქუა: მამაო, მოწევნულ არს ჟამი, ადიდე ძჱ შენი, რაჲთა ძემანცა შენმან გადიდოს (შენ).
Verse: 2
ვითარცა მიეც ჴელმწიფებაჲ* ყოველსა ზედა ჴორციელსა, რაჲთა ყოველი რომელი მიეც მას, მისცეს მათ ცხორებაჲ საუკუნე.
Verse: 3
რაჲთა გიცნან შენ მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე იესუ ქრისტე*.
Verse: 4
მე შენ გადიდე ქუეყანასა ზედა, საქმჱ აღვასრულე, რომელი მომეც მე, რაჲთა ვყო.
Verse: 5
და აწ მადიდე მე, მამაო, შენ თანა დიდებითა მით, რომელ მაქუნდა წინაჲსწარ შესაქმედმდე სოფლისა შენგან.
Verse: 6
გამოუცხადე სახელი შენი კაცთა, რომელნი მომცენ მე სოფლისაგან; შენნი იყვნეს, და მე მომცენ იგინი, და სიტყუაჲ შენი დაიმარხეს.
Verse: 7*
აწ უწყიან, რამეთუ ყოველი რაჲ მომეც, მე მივეც მათ, შენგანნი არიან.
Verse: 8*
რამეთუ სიტყუანი შენნი, რომელნი მომცენ მე, მივსცენ მათ, და მათ შეიწყნარეს ჭეშმარიტად, ვითარმედ შენგან მოვედ, და ჰრწმენა, ვითარმედ შენ მომავლინე მე.
Verse: 9
აწ მე მათთჳს გლოცავ, და არა თუ სოფლისათჳს გლოცავ, არამედ ამათთჳს, რომელნი მომცენ მე, რამეთუ შენნი არიან.
Verse: 10
და ჩემი ყოველი შენი არს, და შენი ჩემია, და დიდებულ ვარ მე მათ ზედა.
Verse: 11
და მე არღარა ვარ სოფელსა, და ესენი სოფელსა არიან, და მე შენდა მივალ, მამაო წმიდა(ო), დაიცვენ ესენი სახელითა შენითა, რომლითა მომცენ მე, რაჲთა იყვნენ ერთ, ვითარცა ჩუენ ერთ ვართ.
Verse: 12
ვიდრე ვიყავ სოფელსა ამას, მე დავიცვენ იგინი სახელითა შენითა, რომლითა მომცენ მე, დავიცვენ იგინი*, და არავინ მათგანი წარწყმდა, გარნა შვილი იგი წარსაწყმედელისაჲ, რაჲთა აღესრულოს წერილი იგი.
Verse: 13
ხოლო აწ შენდა მივალ და ამას ვიტყჳ* სოფელსა ამას, რაჲთა აქუნდეს სიხარული ჩემი სავსებით თავთა თჳსთა თანა.
Verse: 14
მე მივეც მათ სიტყუაჲ შენი, და სოფელმან მოიძულნა იგინი, რამეთუ არა სოფლისა ამისგანნი არიან, ვითარცა მე არა სოფლისაგანი ვარ.
Verse: 15
ხოლო არა ესრე გევედრები, ვითარმცა აღიხუნეს სოფლისაგან, არამედ რაჲთა დაიცვნე ესენი ბოროტისაგან.
Verse: 16
სოფლისა ამისგანნი არა არიან, ვითარცა მე არა სოფლისაგანი ვარ.
Verse: 17
წმიდა-ყვენ ესენი ჭეშმარიტებითა, რამეთუ შენი სიტყუაჲ ჭეშმარიტება არს.
Verse: 18
ვითარცა მე მომავლინე სოფლად, და მეცა წარვავლინნე იგინი სოფლად.
Verse: 19
და მათ ზედა განვსწმედ თავსა ჩემსა, რაჲთა იყვნენ იგინიცა განწმედილ ჭეშმარიტებითა.
Verse: 20
და არა ამათთჳს ხოლო გლოცავ, არამედ ყოველთა მორწმუნეთათჳს სიტყჳთა* მათითა ჩემდა მომართ,
Verse: 21
რაჲთა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაჲ, (ჩემ თა)ნა, და მე შენ (თა)ნა, რაჲთა იგინიცა ჩუენ თანა იყვნენ*, რაჲთა სოფელსაცა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე.
Verse: 22
და მე დიდებაჲ იგი, რომელი მომეც, მივსცე მათ, რაჲთა იყვნენ ერთ, ვითარცა ჩუენ ერთ ვართ.
Verse: 23
მე მათდა, და შენ ჩემდა, რაჲთა იყვნენ იგინი სრულ ერთად, და ცნას სოფელმან, რამეთუ შენ მომავლინე მე, და მე შევიყუარნე იგინი, ვითარცა შენ (მ)ე შემიყუარე.
Verse: 24
მამაო, რომელ-ესე* მომცენ მე, მნებავს, რაჲთა, სადაცა მე ვიყო, იგინიცა ჩემ თანა იყვნენ, რაჲთა ხედვიდენ დიდებასა ჩემსა, რომელი მომეც მე, რამეთუ შევიყუარე მე წინავე სოფლისა შესაქმედმდე*.
Verse: 25
მამაო მართალო, და სოფელმან შენ არა გიცნა, ხოლო მე გიცან შენ, და მათ მიცნეს მე, რამეთუ შენ მომავლინე მე.
Verse: 26
და ვაცნობე მათ სახელი შენი, და ვაცნობო, რამეთუ სიყუარულითა მით, რომლითა შემიყუარე მე, მათ თანა იყოს, და მეცა მათ თანა.
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.