TITUS
Tetraevangelium e codice Adisi: Part No. 83

Chapter: 16 


Verse: 1 
   ამას გეტყოდე, რაჲთა არა დაჰბრკოლდეთ.
Verse: 2 
   კრებულით მათით განგჴადნენ* თქუენ. არამედ მოვიდეს ჟამი, რამეთუ ყოველი, რომელი მოგკლვიდეს თქუენ, შეირაცხოს ვითარცა სამსახურებელი წინაშე ღმრთისა.
Verse: 3 
   და ამას გიყოფენ* თქუენ, რამეთუ არა იცნეს მამაჲ, არცა მე.
Verse: 4 
   ხოლო ამასცა გეტყოდე თქუენ, რაჲთა რაჟამს მოვიდეს ჟამი, მოიჴსენოთ ესე, რამეთუ მე გა(რ)ქუ თქუენ. ესე დასაბამითგან არა გარქუ თქუენ, რამეთუ თქუენ თანა ვიყავ.
Verse: 5 
   ხოლო აწ მივალ მომავლინებელისა ჩემისა, და არავინ თქუენგანი მკითხავს მე, ვითარმედ: ვიდრე ხუალ?
Verse: 6 
   ხოლო ამას-ღა გეტყოდე თქუენ: მწუხარებამან აღავსნა გულნი თქუენნი.
Verse: 7 
   არამედ ჭეშმარიტებასა გეტყჳ თქუენ: უმჯობე არს თქუენდა, მე თუ მივიდე; უკუეთუ მე არა მივიდე, ნუგეშინის-მცემელი იგი არა მოვიდეს თქუენდა; უკუეთუ მივიდე, მოგივლინო იგი თქუენდა.
Verse: 8 
   და იგი მოვიდეს და ამხილოს სოფელსა ცოდვათათჳს და სიმართლისათჳს და სასჯელისათჳს:
Verse: 9 
   ცოდვათათჳს, რამეთუ არა ჰრწმენა ჩემი;
Verse: 10 
   სიმართლისათჳს, რამეთუ მე მამისა ჩემისა მივალ, და არღარა მხედვიდეთ მე.
Verse: 11 
   სასჯელისათჳს, რამეთუ მთავარი ამის სოფლისაჲ დასჯილ არს.
Verse: 12 
   მერმეცა მრავალი მაქუს სიტყუაჲ თქუენდა, ხოლო ვერ შეუძლოთ დატევად აწვე.
Verse: 13 
   რაჟამს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, გიძღოდის თქუენ ყოვლითა ჭეშმარიტებითა, რამეთუ არა თავით თჳსით რას იტყოდის, არამედ რავდენი ესმეს*, იტყოდის და მოსლვათაჲ მათ გითხრას თქუენ.
Verse: 14 
   მან მე მადიდოს, რამეთუ ჩემისაგან* მიიღოს და გითხრას თქუენ.
Verse: 15 
   რამეთუ ყოველივე, რაჲ აქუს მამასა, ჩემი არს. ამისთჳს გარქუ თქუენ, რამეთუ ჩემისაგან მიიღოს და გითხრას თქუენ.
Verse: 16 
   კნინ, და არღარა მიხილოთ მე; და მერმე მცირედ-ღა, და მიხილოთ მე, და მე მივალ მამისა ჩემისა.
Verse: 17 
   იტყოდეს ვინმე მოწაფეთა მისთაგანნი ურთიერთას: რაჲ არს ესე, რომელსა გუეტყჳს* ჩუენ, ვითარმედ: მცირედ, და არა მიხილოთ მე; კნინ-ღა და მიხილოთ მე; და მე მამისა მივალ?
Verse: 18 
   და იტყოდეს: რაჲ არს მცირედ-ღა იგი? არა უწყით, რასა იტყჳს.
Verse: 19 
   ცნა იესუ, რამეთუ უნდა მისა კითხვად, და ჰრქუა მათ: მაგისთჳს რასა გამოეძიებთ ურთიერთას, რამეთუ გარქუ თქუენ, ვითარმედ: კნინ-ღა, და არღა მიხილოთ მე; და მერმე: მცირედ-ღა, და მიხილოთ მე?
Verse: 20 
   მართლიად მართალსა გეტყჳ თქუენ, რამეთუ სტიროდით და ჰგოდებდეთ თქუენ, და სოფელსა უხაროდის, თქუენ ჰწუხდეთ, ხოლო მწუხარებაჲ თქუენი სიხარულად გექმნეს.
Verse: 21 
   დედაკაცი რაჟამს შობნ, მწუხარება არნ მისა, რამეთუ მოწევნულ არნ ჟამი მისი. ხოლო რაჟამს შვის ყმაჲ, არღარა მოიჴსენის მწუხარებაჲ იგი სიხარულისა მისთჳს, რამეთუ იშვა კაცი სოფელსა.
Verse: 22 
   და თქუენ აწ მწუხარე ხართ, ხოლო მერმე გიხილნე* თქუენ, და უხაროდის გულთა თქუენთა, და სიხარული იგი თქუენი ვერვინ მიგიღოს თქუენგან.
Verse: 23 
   და მას დღესა მე არა მკითხვიდეთ. მართლიად მართალსა გეტყჳ თქუენ, რამეთუ რაჲცა ითხოოთ მამისა ჩემისაგან სახელითა ჩემითა, მოგცეს თქუენ.
Verse: 24 
   აქამომდე* არაჲ ითხოეთ სახელითა ჩემითა. ითხოეთ და მოიღოთ, რაჲთა სიხარული თქუენი სავსე იყოს.
Verse: 25 
   ამას იგავით გეტყოდე თქუენ; მოვიდეს ჟამი, რაჟამს* არღარა იგავით გეტყოდი თქუენ, არამედ განცხადებულად მამისაჲ გითხრა თქუენ.
Verse: 26 
   მას დღესა ითხოვდეთ სახელითა ჩემითა, და არა გრქუა თქუენ, ვითარმედ: მე ვჰკითხო მამასა თქუენთჳს.
Verse: 27 
   რამეთუ თჳთ მამასა უყუართ თქუენ, რამეთუ თქუენ მე შემიყუარეთ და გრწმენა, ვითარმედ მე ღმრთისაგან მოვედ.
Verse: 28 
   გამოვედ მამისაგან და მოვედ სოფლად, მერმე დაუტევებ სოფელსა და მივალ მამისა.
Verse: 29 
   ჰრქუეს მას მოწაფეთა მათ: აჰა აწ განცხადებულად იტყჳ და იგავსა არცა ერთსა რას იტყჳ.
Verse: 30 
   აწ უწყით, რამეთუ იცი ყოველი და არა* საჴმარ არს, ვითარმცა ვინმე გკითხა რაჲ შენ. ამისთჳს გრწამს, რამეთუ ღმრთისაგან მოხუედ*.
Verse: 31 
   მიუგო მათ იესუ და ჰრქუა: აწ გრწამს?
Verse: 32 
   აჰა მოვიდენ ჟამნი და მოსრულ არს, რამეთუ განიბნინეთ თითოეულად ადგილდ თჳსა, და მე მარტოჲ დამიტეოთ; და არა ვარ მე მარტოჲ, რამეთუ მამაჲ ჩემ თანა არს.
Verse: 33 
   ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა ჩემ თანა მშჳდობა გაქუნდეს. სოფელსა ამას იწროებით იყვნეთ, არამედ ნუგეშინის-ცემულ იყვნეთ, რამეთუ მე ვსძლე სოფელსა.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.