მე ვარ ვენაჴი ჭეშმარიტი, და მამაჲ ჩემი მოქმედი არს.
Verse: 2
ყოველმან ვენაჴმან, რომელ ჩემ თანა დამკჳდრებულ* არს, და არა გამოიღოს ნაყოფი, მოჰკუეთოს იგი; და ყოველმან რომელმან გამოიღოს ნაყოფი, განწმიდოს იგი და უფროჲსი ნაყოფი გამოიღოს.
Verse: 3
თქუენ აწვე წმიდა ხართ სიტყჳსა მისთჳს, რომელსა გეტყოდე თქუენ.
Verse: 4
დაადგერით ჩემ თანა, და მე თქუენ თანა: ვითარცა ვენაჴმან ვერ გამოიღოს ნაყოფი თავით თჳსით, არა თუ დამტკიცებულ არნ ძირსა ზედა, ეგრეცა თქუენ, არა თუ ჩემ თანა დამტკიცებულ იყვნეთ*.
Verse: 5
მე ვარ ვენაჴი, და თქუენ რტონი. რომელი დამტკიცებულ იყოს ჩემ თანა, და მე მის თანა, მან გამოიღოს ნაყოფი ფრიად, რამეთუ თჳნიერ ჩემსა ვერ შეუძლოთ ყოფად.
Verse: 6
არა თუ ვინმე დაადგრა ჩემ თანა, განვარდა იგი გარე ვითარცა ვაზი, განჴმა, და შეკრიბონ იგი და ცეცხლთა დაასხან იგი, და დაიწუას.
Verse: 7
უკუეთუ დაადგრეთ ჩემ თანა, და სიტყუანი ჩემნი თქუენ თანა დაადგრენ, რაჲცა გინდეს, ითხოვდით, და გეყოს თქუენ.
Verse: 8
ამით იდიდა მამაჲ ჩემი, რაჲთა ნაყოფი დიდი გამოიღოთ და იყვნეთ ჩემდა მოწაფე*.
Verse: 9
ვითარცა შემიყუარა მე მამამან, და მე შეგიყუარენ თქუენ, მტკიცედ ეგენით სიყუარულსა მას ჩემსა.
Verse: 10
უკუეთუ დაიმარხნეთ მცნებანი ჩემნი, ეგნეთ სიყუარულსა ჩემსა, ვითარცა მე მცნებანი მამისა ჩემისანი დავიმარხენ და ვჰგიე* სიყუარულსა მისსა.
Verse: 11
ამას გეტყოდი თქუენ, რაჲთა სიხარული ჩემი გაქუნდეს, და სიხარული თქუენი აღივსოს.
Verse: 12
ესე არს მცნებაჲ ჩემი, რაჲთა თქუენ იყუარობდეთ ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ.
Verse: 13
ხ~ უფროჲს ამისსა სიყუარული არავის აქუნ, ვითარმცა თავი თჳსი დადვა მეგობართა ზედა თჳსთა.
Verse: 14
თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ, უკუეთუ ჰყოფდეთ, რასა-ესე მე გამცნებ თქუენ.
Verse: 15
არღარა გრქუა თქუენ მონა, რამეთუ მონამან არა უწყინ, რასა იქმნ უფალი თჳსი, ხოლო თქუენ გიწოდე მეგობრად, რამეთუ ყოველი, რაჲ მესმა მამისა ჩემისაგან, გარქუ თქუენ.
Verse: 16
არა თუ თქუენ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ და დაგსხენ თქუენ, რაჲთა თქუენ წარხჳდეთ და ნაყოფის გამომღებელ იყვნეთ, და ნაყოფი იგი თქუენი ეგენ; და რაჲ ითხოოთ მამისა ჩემისაგან სახელითა ჩემითა, მოგცეს თქუენ.
Verse: 17
ამას გამცნებ თქუენ, რაჲთა იყუარობდეთ* ურთიერთას.
Verse: 18
უკუეთუ სოფელმან თქუენ მოგიძულოს, უწყოდეთ, რამეთუ პირველ მე მომიძულა.
Verse: 19
უკუეთუმცა სოფლისა ამისგანნი იყვენით, სოფელსა ამას თჳსნიმცა უყუარდეს; ხოლო რამეთუ არა ხართ სოფლისაგანნი*, არამედ მე გამოგირჩიენ სოფლისაგან, ამისთჳს სძულთ თქუენ სოფელსა.
Verse: 20
მოიჴსენეთ სიტყჳსაჲ მის*, რომელსა გეტყოდე თქუენ, რამეთუ: არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა. უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნენ; უკუეთუ სიტყუაჲ ჩემი დაიმარხეს, თქუენიცა დაიმარხონ.
Verse: 21
არამედ ესე ყოველი ყონ თქუენდა მიმართ სახელისა ჩემისათჳს, რამეთუ არა იციან იგი, რომელმან მომავლინა მე.
Verse: 22
უკუეთუმცა მე არა მოსრულ ვიყავ და ვეტყოდე მათ, ბრალმცა* არა იყო მათდა; ხოლო აწ მიზეზ არა არს ცოდვათა მათთათჳს.
Verse: 23
რომელსა მე ვსძულდე*, მამაჲცა ჩემი სძულს.
Verse: 24
უკუეთუმცა საქმენი იგი არა მექმნეს მათ შორის, რომელ სხუამან არავინ ქმნა, ბრალმცა არა იყო მათდა, ხოლო აწ მიხილეს და მომიძულეს* მეცა და მამაჲცა ჩემი.
Verse: 25
არამედ რაჲთა აღესრულოს (სიტყუაჲ)* იგი*, რომელ შჯულსა მათსა წერილ არს, ვითარმედ: მომიძულეს მე ცუდად.
Verse: 26
ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელ მოგივლინო თქუენ მამისა მიერ, სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, რომელ მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთჳს.
Verse: 27
და თქუენ მოწამე ხართ, რამეთუ დასაბამითგან ჩემ თანა ხართ.
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.