TITUS
Tetraevangelium e codice Adisi: Part No. 81

Chapter: 14 


Verse: 1 
   ნუ შეძრწუნდებიედ გულნი თქუენნი, არამედ გრწმენინ ღმერთი და ჩემი გრწმენინ.
Verse: 2 
   სახლსა მამისა ჩემისასა* მრავალ სადგურ არს. უკუეთუ არა, გარქუმცა* თქუენ, ვითარმედ: მივალ და განგიმზადო თქუენ ადგილი.
Verse: 3 
   და თუ მივიდე, განგიმზადო თქუენ ადგილი და მერმე მოვიდე და წარგიყვანნე თქუენ ჩემ თანა, რაჲთა, სადა-იგი მე ვიყო, მუნცა თქუენ იყვნეთ.
Verse: 4 
   და ვიდრე-იგი მივალ, უწყით და გზაჲცა იცით.
Verse: 5 
   ჰრქუა მას თომა: უფალო, არა უწყით, ვიდრე-იგი მიხუალ*, და ვითარ-მე გზაჲ იგი უწყოდით?
Verse: 6 
   ჰრქუა მას იესუ: ვარ გზაჲ და ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ. ვერვინ მივიდეს მამისა, არა თუ ჩემ გამო.
Verse: 7 
   და თუმცა მე მიცოდეთ, იცოდეთმცა მამაჲცა ჩემი. და ამიერითგან იცანთ და იხილეთ იგი.
Verse: 8 
   ჰრქუა ფილიპე: უფალო, გჳჩუენე* ჩუენ მამაჲ, და კმა არს ჩუენდა.
Verse: 9 
   ჰრქუა მას იესუ: ესთენ ჟამ თქუენ თანა ვარ, და არა მიცით მე, ფილიპე? რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ, და შენ ვითარ იტყჳ: გჳჩუენე ჩუენ მამაჲ?
Verse: 10 
   არა გრწამს, რამეთუ მე მამისა თანა, და მამაჲ ჩემ თანა არს? სიტყუათა*, რომელთა გეტყუ, არა თავით ჩემით გეტყჳ, არამედ მამაჲ, რომელი ჩემ თანა დამკჳდრებულ არს, იგი იქმს საქმეთა.
Verse: 11 
   გრწამს ჩემი, რამეთუ მე მამისა თანა, და* მამაჲ ჩემ თანა? უკუეთუ არა, საქმეთა მათ გამო თუ გრწმენინ ჩემი.
Verse: 12 
   მართლიად მართალსა გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელსა ვჰრწმენე მე, საქმეთა მათ, რომელთა მე ვიქმ, იგიცა იქმოდის და უდიდეს-ღა ამათსა იქმოდის, რამეთუ მე მამისა მივალ.
Verse: 13 
   და რასა ითხოვდეთ* სახელითა ჩემითა, ვყო იგი, რაჲთა იდიდოს მამაჲ ძისა თანა.
Verse: 14 

Verse: 15 
   უკუეთუ გიყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით.
Verse: 16 
   და მე ულოცვიდე მამასა და სხუაჲ ნუგეშინის-მცემელი მოგცეს თქუენ, რაჲთა თქუენ თანა დაიმკჳდროს უკუნისადმდე.
Verse: 17 
   სული ეგე ჭეშმარიტებისაჲ, რომელი სოფელმან ვერ შეიწყნაროს იგი, რამეთუ არა იხილოს და არცა იცნას იგი, ხოლო თქუენ იცანთ იგი, რამეთუ თქუენ თანა დამკჳდრებულ არს და თქუენ თანაცა იყოს.
Verse: 18 
   არა დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვალ თქუენდა.
Verse: 19 
   მცირედ-ღა ჟამ, და სოფელი ესე არღარა მხედვიდეს მე, ხოლო თქუენ მხედვიდეთ, რამეთუ მე ცხოელ ვარ, და თქუენცა ცხოელ ყოფად ხართ.
Verse: 20 
   მას დღესა უწყოდით თქუენ, რამეთუ მე მამისა თანა, და თქუენ ჩემ თანა, და მე თქუენ თანა.
Verse: 21 
   რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და* დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე, და რომელსა უყუარდე* მე, საყუარელ იყოს იგი მამისა ჩემისა, და მე შევიყუარო იგი და გამოუცხადო მას თავი ჩემი.
Verse: 22 
   ჰრქუა მას იუდა, არა ისკარიოტელმან: უფალო, რაჲ არს, რამეთუ ჩუენდა გეგულების გამოცხადების და არა სოფელსა?
Verse: 23 
   მიუგო იესუ და ჰრქუა: უკუეთუ ვისმე უყუარ მე, სიტყუაჲ ჩემი დაიმარხოს, და მამამან ჩემმან შეიყუაროს იგი, და მისა მოვიდეთ და მის თანა* დავადგრეთ.
Verse: 24 
   და რომელსა არა უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი არა დაიმარხნეს, და სიტყუაჲ ჩემი რომელი გესმის, არა არს ჩემი, არამედ მამისაჲ, რომელმან მომავლინა მე.
Verse: 25 
   ამას გეტყოდე თქუენ, ვიდრე-ესე თქუენ თანა ვარ.
Verse: 26 
   ხოლო ნუგეშინის-მცემელი იგი სული წმიდაჲ რომელ მოგივლინოს მამამან* სახელითა ჩემითა, მან გასწაოს თქუენ ყოველი და მოგაჴსენოს* თქუენ ყოველი, რავდენი გარქუ თქუენ.
Verse: 27 
   მშჳდობასა დაგიტევებ თქუენ, მშჳდობასა* ჩემსა მიგცემ თქუენ, არა ვითარმცა სოფელმან მიგცა, მიგცემ თქუენ. ნუ შეძრწუნდებიედ გულნი თქუენნი, და ნუცა დაჰმედგრდებით.
Verse: 28 
   გესმა, რამეთუ გარქუ თქუენ, ვითარმედ: მივალ და მოვალ თქუენდა. უკუეთუმცა გიყუარდი მე, იხარეთ სამემცა, ვითარმედ მე მამისა მივალ, რამეთუ მამაჲ ჩემი უდიდეს არს ჩემსა.
Verse: 29 
   და აწ გარქუ თქუენ, ვიდრე ყოფადმდე*, რაჲთა, ოდეს იყოს, გრწმენეს.
Verse: 30 
   არღარა მრავალსა გეტყოდი თქუენ; მოვალს მთავარი ამის სოფლისაჲ და ჩემ თანა არაჲ პოოს.
Verse: 31 
   არამედ რაჲთა ცნას სოფელმან, რამეთუ მიყუარს* მამაჲ, და ვითარცა მამცნო მე მამამან, ეგრე ვიქმ. აღდეგით, წარვიდეთ ამიერ.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.