წინაჲსწარ დღესასწაულსა მის ზატიკისასა უწყოდა იესუ, რამეთუ მოწევნულ არს ჟამი მისი, რაჲთა იცვალოს ამიერ სოფლით მამისა; შეიყუარნა თჳსნი იგი, რომელ სოფელსა ამას არიან, სრულიად შეიყუარნა იგინი.
Verse: 2
და ვითარცა სერისა ჟამი იყო, ეშმაკსა შთაეგდო გულსა თჳსსა, რაჲთა მისცეს იგი იუდა სიმონისმან, სკარიოტელმან.
Verse: 3
უწყოდა იესუ, რამეთუ ყოველი მისცა მამამან ჴელთა მისთა, და რამეთუ ღმრთისაგან გამოვიდა და ღმრთისა მივალს.
Verse: 4
აღდგა სერისა მისგან და დადვა სამოსელი თჳსი და აღიღო მჩუარი ერთი, მოირტყა.
Verse: 5
და შემდგომად მოიღო წყალი, შთაასხა კონქსა და იწყო ბანად ფერჴთა მათ მოწაფეთასა და წარჰჴოცდა მჩურითა მით, რომელ მოერტყა.
Verse: 6
მოვალს სიმონ-პეტრესა; და მან ჰრქუა მას: უფალო, შენ დაჰბანია ფერჴთა ჩემთა?
Verse: 7
მიუგო მას იესუ და ჰრქუა: რასა ესე მე ვიქმ, აწ არა უწყი, ხოლო მერმე უწყოდი.
Verse: 8
ჰრქუა მას პეტრე: არა დამბანნე ფერჴნი ჩემნი უკუნისადმდე: მიუგო იესუ: თუ არა დაგბანო, არა გაქუნდეს ჩემ თანა ნაწილი.
Verse: 9
ჰრქუა მას სიმონ-პეტრე: უფალო, ნუ ხოლო ფერჴნი ჩემნი, არამედ ჴელნი და თავიცა.
Verse: 10
ჰრქუა მას იესუ: ბანილსა მას არა უჴმს ბანა, გარნა ფერჴთა ხოლო ბანაჲ, რამეთუ ყოვლად* წმიდა არს, და თქუენ წმიდა ხართ, ხოლო არა ყოველნი.
Verse: 11
რამეთუ უწყოდა, რომელი-იგი მიცემად ვიდოდა მას. ამისთჳს თქუა, ვითარმედ: არა ყოველნი წმიდა ხართ.
Verse: 12
და მას ჟამსა დაჰბანნა ფერჴნი მათნი, აღიღო სამოსელი თჳსი და მერმე ინაჴ-იდგა. და ჰრქუა მათ: უწყით რაჲ-ესე ვყავ თქუენდა მიმართ?
Verse: 13
თქუენ მხადით მე მოძღურით და უფლით, და კეთილად სთქუთ, რამეთუ ვარვე ეგრე.
Verse: 14
უკუეთუ მე დაგბანნე ფერჴნი თქუენნი, რომელ ესე უფალ და მოძღუარ ვარ, და თქუენცა თანა-გაც ურთიერთას დაბანაჲ ფერჴთაჲ.
Verse: 15
რამეთუ სახე ერთ მიგეც თქუენ: ვითარცა-ესე თქუენდა მიმართ ვყავ, და თქუენცა ჰყოფდით.
Verse: 16
მართლიად მართალსა გეტყჳ თქუენ: არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა, და არცა მოციქული უფროჲს მომავლინებელისა თჳსისა.
Verse: 17
უკუეთუ სცნათ, უსანატრელეს იყვნეთ, თუ ჰყოფდეთ ამას.
Verse: 18
არა თქუენ ყოველთათჳს ვიტყჳ, რამეთუ მე გიცნი, რომელნი-ეგე გამოგირჩიენ, არამედ რაჲთა აღესრულოს წერილი იგი, ვითარმედ: რომელი ჭამდა პურსა ჩემ თანა, მან დაასრულა ჩემ თანა ტყუვილი.
Verse: 19
ამიერითგან გეტყჳ თქუენ,ვიდრე არღა ყოფილ არს, რაჲთა რაჟამს იყოს, გრწმენეს, ვითარმედ მე ვარ.
Verse: 20
მართლიად მართალსა გეტყჳ თქუენ: რომელმან შეიწყნაროს, რომელი მე წარვავლინო, მე შემიწყნაროს; რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი.
Verse: 21
ესე ვითარცა თქუა იესუ, აღიძრა სულითა თჳსითა, წამა და თქუა: მართლიად მართალსა გეტყჳ თქუენ, რამეთუ ერთი თქუენგანი მიმცემს მე.
Verse: 22
შეიხილნეს ურთიერთას მოწაფეთა მისთა და შეზრუნდეს: ვისთჳს-მე იტყჳს?
Verse: 23
და იყო ერთი მოწაფეთა* მისთაგანი, რომელსა ინაჴ-ედგა იესუს თანა, რომელი-იგი უყუარდა იესუს.
Verse: 24
თუალ-უყვნა* მას სიმონ-პეტრე*, რაჲთა ჰკითხოს, ვინ არს, რომლისათჳს იტყჳს?
Verse: 25
და იგი მიეყრდნა მკერდსა იესუსსა და ჰრქუა: უფალო, ვინ არს?
Verse: 26
მიუგო იესუ და ჰრქუა: იგი არს, რომელსა მე დავაწო* შესასუმელი და მივსცე*. და დააწო შესასუმელი და მისცა იუდას სკარიოტელსა.
Verse: 27
და შემდგომად შესასუმელისა მის მაშინ შევიდა ეშმაკი. და ჰრქუა მას იესუ: აწ რაჲ გეგულების საქმედ, იქმოდე ადრე.
Verse: 28
და ესე არავინ გულისჴმა-ყო მეინაჴეთა* მისთაგანმან, რაჲსათჳს ჰრქუა მას.
Verse: 29
რომელნიმე ჰგონებდეს, რამეთუ გადრუცი იგი აქუნდა იუდას, და ჰრქუა იესუ: გჳყიდე, ნუ რაჲ* გჳჴმდეს დღესასწაულსა ამას, ანუ თუ გლახაკთა რაჲ მიცემად.
Verse: 30
და ვითარცა მიიღო შესასუმელი იგი, განვიდა გარე. და იყო ღამე.
Verse: 31
და ვითარცა განვიდა, თქუა იესუ: აწ იდიდა ძჱ კაცისაჲ, და ღმერთი იდიდა მის თანა.
Verse: 32
და რამეთუ იდიდა მის თანა, და ღმერთმან ადიდოს იგი თავისა* თჳსისა თანა და მყის ადიდოს იგი.
Verse: 33
შვილნო ჩემნო, წუთერთ ჟამ თქუენ თანა ვარ. მეძიებდეთ მე და, ვითარცა ვარქუ მე ჰურიათა მათ: ვიდრე-იგი მივალ, თქუენ ვერ მოხჳდეთ; და აწ თქუენ გეტყჳ.
ამით უწყოდიან ყოველთა, რამეთუ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარობდეთ ურთიერთას.
Verse: 36
ჰრქუა მას სიმონ-პეტრე: უფალო, ვიდრე ხუალ? მიუგო იესუ: ვიდრე-იგი მე მივალ, შენ ვერ მომდევდე აწვე, ხოლო მერმე მომდევდე.
Verse: 37
ჰრქუა მას პეტრე: უფალო, რაჲსა ვერ მიგდევდე? აწვე თავი ჩემი დავდვა შენ ზედა.
Verse: 38
მიუგო იესუ: თავი შენი სამე დასდვა ჩემ ზედა? მართლიად მართალსა გეტყუ შენ: არღა ქათამსა ეყივნოს, უვარ-მყო მე სამ გზის.
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.