TITUS
Tetraevangelium e codice Adisi: Part No. 79

Chapter: 12 


Verse: 1 
   ხოლო იესუ წინა ექუსით დღით ზატიკისა მის მოვიდა ბეთანიად, სადა-იგი იყო ლაზარე მომკუდარი, რომელი-იგი აღადგინა მკუდრეთით.
Verse: 2 
   და დაუმზადეს მუნ სერი, და ჰმსახურებდა მას მართა და ლაზარე, ერთი მეინაჴეთაგანი მის თანა.
Verse: 3 
   ხოლო მარიამ მოიღო ლიტრაჲ ერთი ნელსაცხებელი ლარდიონი რჩეული მრავალ-სასყიდლისაჲ, სცხო ფერჴთა იესუსთა და თმითა თჳსითა წარჰჴოცდა ფერჴთა მისთა, და სახლი იგი აღივსო სურნელებითა მით ნელსაცხებლისაჲთა.
Verse: 4 
   ჰრქუა ერთმან ვინმე მოწაფეთაგანმან, იუდა სკარიოტელმან, რომელსა ეგულებოდა მიცემაჲ მისი:
Verse: 5 
   რაჲსა არა ნელსაცხებელი ეგე განიყიდა სამასის დრაჰკნის და მიეცა გლახაკთა?
Verse: 6 
   ესე თქუა, არა თუ გლახაკთაჲ რაჲ გულს-ედვა* მას, არამედ რამეთუ მპარავი იყო, და გადრუცი* იგი მის თანა იყო, და რაჲ იგი შთაიდებოდა, მას აქუნ.
Verse: 7 
   ჰრქუა იესუ: მიუტევე მაგას, რაჲთა დღესა მას სამკუდროჲსა შემოსისა ჩემისათჳს დაჰმარხოს ეგე.
Verse: 8 
   გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, ხოლო მე მარადის არა თქუენ თანა ვარ.
Verse: 9 
   აგრძნა ერმან მრავალმან ჰურიათაგანმან, რამეთუ მუნ არს, მივიდეს არა თუ იესუსთჳს ხოლო, არამედ რაჲთა ლაზარეცა* იხილონ, რომელი-იგი აღადგინა მკუდრეთით.
Verse: 10 
   ზრახვა ყვეს მღდელთ მოძღუართა მათ, რაჲთამცა ლაზარეცა მოკლეს.
Verse: 11 
   რამეთუ მის გამო მრავალნი ჰურიათა მათგანნი მივიდოდეს და ჰრწმენა.
Verse: 12 
   ხვალისაგან სიმრავლჱ ერისაჲ მის რომელ მოსრულ იყო დღესასწაულსა მას, ვითარცა ესმა, რამეთუ იესუ მოვალს იერუსალჱმდ*,
Verse: 13 
   აღიღეს რტოები ფანაკისაჲ* და განვიდეს წინა-მიგებებად მისა: ღაღადებდეს და იტყოდეს: ჵსანნა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა და მეუფჱ ისრაჱლისაჲ!
Verse: 14 
   და პოვა იესუ ვირი ერთი და დაჯდა მას ზედა, ვითარცა წერილ არს:
Verse: 15 
   გიხაროდენ, ასულო სიონისაო! აჰა მეუფე შენი მოვალს და ზე ზის კიცუსა ვირსა.
Verse: 16 
   და ესე არა ცნეს მოწაფეთა მისთა პირველ; ხოლო რაჟამს იდიდა იესუ, მაშინ მოიჴსენეს, რამეთუ ესრე წერილ იყო მის ზედა, და ესე უყვეს* მას.
Verse: 17 
   და ერი იგი ეწამებოდა, რომელ იყო მის თანა, რაჟამს ლაზარეს უწოდა სამარით და აღადგინა იგი მკუდრეთით.
Verse: 18 
   ამისთჳს მიეგებვოდა ერი იგი, რამეთუ ესმინა, ვითარმედ ესევითარი სასწაული ექმნა მას.
Verse: 19 
   ხოლო ფარისეველნი იგი იტყოდეს ურთიერთას: ხედავთ, რამეთუ არარას ირგებთ? აჰა სოფელი ყოველი შეუდგს მას.
Verse: 20 
   იყვნეს მუნ წარმართთაგანნიცა, რომელნი აღსრულ იყვნეს თაყუანის-ცემად დღესასწაულსა მას.
Verse: 21 
   იგინი მიუჴდეს ფილიპეს, რომელ ბეთსაჲდაჲთ გალილეელთაჲთ იყო, ევედრებოდეს მას და ეტყოდეს: უფალო, გუნებავს იესუს ხილვაჲ.
Verse: 22 
   მოვიდა ფილიპე და უთხრა ანდრიას; ანდრია და ფილიპე ჰრქუეს იესუს.
Verse: 23 
   ხოლო იესუ მიუგო მათ და ჰრქუა: მოწევნულ არს ჟამი, რაჲთა იდიდოს ძე კაცისაჲ.
Verse: 24 
   მართლიად მართალსა გეტყჳ თქუენ: არა თუ მარცუალი იფქლისაჲ დავარდეს ქუეყანასა და მოკუდეს, იგი ხოლო ეგოს; უკუეთუ მოკუდეს, მრავალი ნაყოფი გამოიღოს.
Verse: 25 
   რომელსა უყუარს თავი თჳსი, განუტეოს იგი. და რომელსა სძულდეს თავი თჳსი სოფელსა ამას, ცხორებასა მას საუკუნესა დაიმკჳდროს იგი.
Verse: 26 
   თუ ვინმე მე მსახურებს, მე მომდევდინ; და სადა-იგი მე ვარ, მუნ მსახური იგი ჩემი იყოს. მე თუ ვინმე მსახუროს, პატივ უყოს მას მამამან ჩემმან.
Verse: 27 
   ხოლო აწ სული ჩემი აღძრულ არს, და რაჲ ვთქუა? მამაო, განმარინე მე ჟამისა ამის- გან. არამედ ამისთჳს მოვედ ჟამსა ამას.
Verse: 28 
   მამაო, აღიდე სახელი შენი. მოვიდა ჴმაჲ ზეცით: გადიდე და მერმე გადიდო.
Verse: 29 
   და ერი იგი რომელ დგა, ესმოდა და იტყოდეს: ქუხილ არს; და სხუანი იტყოდეს: ანგელოზი ეტყჳს მას.
Verse: 30 
   მიუგო იესუ და თქუა: არა ჩემთჳს მოვიდა ჴმაჲ ესე, არმედ თქუენთჳს.
Verse: 31 
   აწ არს სასჯელი სოფლისაჲ, აწ მთავარი ამის სოფლისაჲ დაეცეს.
Verse: 32 
   და მე მას ჟამსა აღვიმაღლო ქუეყანით, ყოველი მოვიზიდო ჩემდა.
Verse: 33 
   ამას ეტყოდა, მოასწავებდა, რომლითა სიკუდილითა მოსიკუდიდ იყო.
Verse: 34 
   მიუგო მას ერმან მან: ჩუენ გუესმა* შჯულისაგან, ვითარმედ ქრისტე* უკუნისამდე დგეს. და შენ ვითარ იტყჳ, ვითარმედ: აღმაღლებაჲ ჯერ-არს ძისა კაცისაჲ? ვინ არს იგი ძე კაცისაჲ?
Verse: 35 
   ჰრქუა მათ იესუ: მცირედ ჟამ-ღა ნათელი თქუენ თანა* არს. ვიდოდეთ, ვიდრე-ღა ნათელი თქუენ თანა არს, რაჲთა არა გეწიოს თქუენ ბნელი, რამეთუ რომელი ვალნ ბნელსა, არა უწყინ, ვიდრე ვალნ.
Verse: 36 
   ვიდრე ნათელი თქუენ თანა* არს, გრწმენინ ნათლისაჲ მის, რაჲთა ნაშობ ნათლის იყვნეთ. ამას ეტყოდა იესუ და წარვიდა და მიეფარა მათგან.
Verse: 37 
   და ესთენი სასწაული ექმნა მათ წინაშე, და მათ არა ჰრწმენა მისი.
Verse: 38 
   რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი ესაჲა წინაწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა: უფალო, ვის-მე ჰრწმენა სასმენელთა ჩუენთაჲ? ანუ მკლავი უფლჲსაჲ ვის გამოეცხადა?
Verse: 39 
   ამისთჳს (არა)* ჰრწმენა, რამეთუ მერმეცა თქუა ესაია,
Verse: 40 
   ვითარმედ: დაუბრმნა თუალნი* მათნი, და შეუსულიბნა გულნი მათნი, რაჲთა არა ხედვიდენ თუალითა და გულისჴმა-ყონ გულითა და მოიქცენ, და განვკურნე იგინი.
Verse: 41 
   ესე თქუა ესაჲა, რამეთუ იხილა დიდებაჲ მისი და იტყოდა მისთჳს.
Verse: 42 
   ხოლო მთავართა მათგანცა მრავალთა ჰრწმენა მისი, და ფარისეველთა მათგან ვერ გამოაცხადიან, რაჲთა არა განვარდენ ერისა მისგან.
Verse: 43 
   რამეთუ შეიყუარეს დიდებაჲ კაცთაჲ უფროჲს ვიდრე დიდებაჲ ღმრთისაჲ.
Verse: 44 
   და იესუ ღაღადებდა და იტყოდა: რომელსა ვრწმენე მე, არა მე ვჰრწმენე, არამედ იგი, რომელმან მომავლინა მე.
Verse: 45 
   და რომელმან მიხილოს მე, იხილოს მომავლინებელი იგი ჩემი.
Verse: 46 
   მე ნათელი სოფლისაჲ მოვედ, რაჲთა ყოველსა რომელსა ვჰრწმენე, ბნელსა შინა არა დაშთეს.
Verse: 47 
   უკუეთუ ვინმე მისმინნეს სიტყუანი ჩემნი და არა დაიმარხნეს, მე არა ვსჯი მას, რამეთუ არა მოვედ, ვითარმცა დავსაჯე სოფელი, არამედ რაჲთა ვიჴსნე სოფელი.
Verse: 48 
   რომელმან შეურაცხ-მყოს მე და არა შეიწყნარნეს სიტყუანი ჩემნი, არს, რომელმან საჯოს იგი: სიტყუასა მას, რომელსა ჰუეტყოდე, მან დასაჯოს იგი დღესა მას უკუანაჲსკნელსა.
Verse: 49 
   რამეთუ მე თავით ჩემით არას ვიტყოდე, მან მამცნო მე, რაჲ ვთქუა და რასა ვიტყოდი.
Verse: 50 
   და უწყი, რამეთუ მცნებაჲ მისი ცხორება არს საუკუნოჲ*. რომელსა უყუარ მე, ვითარცა მამცნო მე მამამან*, ეგრე ვიტყჳ*.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.