TITUS
Tetraevangelium e codice Adisi: Part No. 78

Chapter: 11 


Verse: 1 
   და იყო ვინმე სნეულ ლაზარე ბეთანიაჲთ, დაბით მარიამისით და მართაჲსით, დისა მისისა.
Verse: 2 
   ესე იგი მარიამი არს, რომელმან სცხო უფალსა ნელსაცხებელი და წარჰჴოცნა ფერჴნი თმითა მისითა, რომლისაჲ ძმაჲ მისი ლაზარე სნეულ იყო.
Verse: 3 
   მიავლინეს მისა დათა მისთა და ჰრქუეს: უფალო, აჰა ესერა რომელი-ესე შენ გიყუარს, სნეულ არს.
Verse: 4 
   ვითარცა ესმა იესუს, თქუა: იგი სნეულებაჲ არა არს სასიკუდინე, არამედ დიდებისათჳს ღმრთისაჲსა*, რაჲთა იდიდოს ძჱ ღმრთისაჲ მის გამო.
Verse: 5 
   და უყუარდა იესუს მარიამი და მართა, დაჲ მისი, და ლაზარე.
Verse: 6 
   ვითარცა ესმა, ვითარმედ სნეულ არს, ადგილ-იპყრა მუნ, სადა იყო, ორ დღე.
Verse: 7 
   მერმე ამისა შემდგომად ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: მოვედით მივიდეთ* მერმე ჰურიასტანდ.
Verse: 8 
   ჰრქუეს მას მოწაფეთა მათ: მოძღუარ, აწ-ღა გეძიებდეს შენ ჰურიანი ქვისა დაკრებად, და მერმე მიხუალ მუნვე?
Verse: 9 
   მიუგო იესუ: არა ათორმეტ ჟამ არს დღისაჲ? უკუეთუ* ვინმე ვიდოდის დღისი, არა უბრკუმეს, რამეთუ ნათელსა ამის სოფლისასა ხედავს.
Verse: 10 
   და თუ ვინმე ვიდოდის ღამე, უბრკუმეს, რამეთუ ნათელი არა არნ მას შინა.
Verse: 11 
   ესე ვითარცა თქუა, ამისა შემდგომად ჰრქუა მათ: ლაზარე, მეგობარმან ჩუენმან, დაიძინა, არამედ მე მივიდე და განვაღჳძო* იგი.
Verse: 12 
   ჰრქუეს მას მოწაფეთა მათ: უკუეთუ სძინავს, ცხონდეს.
Verse: 13 
   ხოლო იესუ სიკუდილისა მისისათჳს თქუა, და მათ ეგრე ეგონა, მძინარებასა ძილისასა ნუ იტყოდა.
Verse: 14 
   მაშინ ჰრქუა მათ იესუ განცხადებულად: ლაზარე მოკუდა.
Verse: 15 
   და მე მიხარის თქუენთჳს, რაჲთა თქუენ გრწმენეს, რამეთუ მე არა მუნ ვიყავ. ხოლო აწ მო და მივიდეთ მისა.
Verse: 16 
   ჰრქუა თომა, რომელსა ერქუა მარჩბივ, მოდგამთა თჳსთა: მივიდეთ ჩუენცა, რაჲთა მის თანა მოვკუდეთ.
Verse: 17 
   მოვიდა იესუ და პოვა ოთხ დღისაჲ სამარესა* შინა.
Verse: 18 
   და იყო ბეთანია* მახლობელ იერუსალჱმსა ვითარ ათხუთმეტ ასპარეზ ოდენ.
Verse: 19 
   მრავალნი ჰურიათა მათგანნი მოსრულ იყვნეს მარიამისა და მართაჲსა, რაჲთამცა ნუგეშინის-სცეს* მათ ძმისა მის მათისათჳს.
Verse: 20 
   მართას* ვითარცა ესმა, ვითარმედ იესუ მოვალს, მიეგებვოდა მას, ხოლო მარიამი ჯდა მუნვე სახლსა შინა.
Verse: 21 
   ჰრქუა მართა* იესუს: უფალო, აქა თუ(მ)ცა იყავ*, ძმაჲ იგი ჩემი (არა)მცა* მოკუდა.
Verse: 22 
   არამედ აწცა უწყი: რაოდენი-რაჲ სთხოო ღმერთსა, მოგცეს შენ ღმერთმან.
Verse: 23 
   ჰრქუა მას იესუ: აღდგეს ძმაჲ იგი შენი.
Verse: 24 
   ჰრქუა მას მართა*: უწყი, რამეთუ აღდგეს აღდგომასა მას უკუანაჲსკნელსა დღესა.
Verse: 25 
   ჰრქუა მას იესუ: მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ, რომელსა ვრწმენე მე, და ღათუ მოკუდეს, ცხონდეს.
Verse: 26 
   და ყოველი, რომელი ცოცხალ იყოს და ჰრწმენეს ჩემი, არა მოკუდეს უკუნისამდე. გრწამს ესე?
Verse: 27 
   ჰრქუა მას: ჰე, უფალო, მე მრწამს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, რომელი მოსლვად ხარ სოფლად.
Verse: 28 
   და ვითარცა ესე თქუა, წარვიდა და მოხადა მარიამს, დასა თჳსსა, ფარულად და ჰრქუა: მოძღუარი აქა არს და გიწესს* შენ.
Verse: 29 
   მას ვითარცა ესმა, აღდგა ადრე და მივიდა მისა.
Verse: 30 
   არღა მოსრულ იყო იესუ დაბასა მას, არამედ იყო მუნვე ადგილსა მას, რომელსა მიეგებვოდა მართა.
Verse: 31 
   ხოლო ჰურიანი იგი, რომელნი იყვნეს მის თანა სახლსა მას და ნუგეშინის-ჰსცემდეს მას, და ვითარცა იხილეს მარიამი, რამეთუ აღდგა ადრე-ადრე და განვიდა, განვიდეს იგინიცა, და მისდევდეს, ჰგონებდეს, ვითარმედ სამარედ მივალს ტირიდ მუნ.
Verse: 32 
   ხოლო მარიამი ვითარცა მივიდა მუნ, სადა-იგი იყო იესუ, და იხილა იგი, შეურდა ფერჴთა მისთა და ჰრქუა: უფალო, თუმცა აქა ყოფილ იყავ, არამცა მოკუდა ძმაჲ იგი ჩემი.
Verse: 33 
   იესუ ვითარცა იხილა იგი, რამეთუ ტიროდა, და რომელნი-იგი მის თანა ჰურიანი იყვნეს ტიროდეს, აღიძრა სულითა თჳსითა* ვითარცა განრისხებული
Verse: 34 
   და თქუა: სადა დასდევით იგი? ჰრქუეს მას: უფალო, მოვედ და იხილე.
Verse: 35 
   და ცრემლოოდა იესუ.
Verse: 36 
   და იტყოდეს ჰურიანი იგი: იხილეთ, ვითარ სამე უყუარდა იგი!
Verse: 37 
   რომელნიმე მათგანნი იტყოდეს: ვერ-მემცა შეუძლო ამან, რომელმან აღუხილნა თუალნი* ბრმისანი მის, ყ(ო)ფად, რაჲთამცა ესეცა არა მოკუდა?
Verse: 38 
   იესუ მერმე, განრისხებული გონებასა თჳსსა*, მოვიდა სამარედ. იყო ქუაბი ერთი და ლოდი ერთი და იდვა მას ზედა.
Verse: 39 
   და ჰრქუა მათ იესუ: აღიღეთ ლოდი ეგე. ჰრქუა მას მართა, დამან მის მკუდრისამან: უფალო, აწ ყროდის, რამეთუ ოთხისა დღისაჲ არს.
Verse: 40 
   ჰრქუა მას იესუ: არა გარქუ შენ: გრწმენეს თუ, იხილო დიდებაჲ ღმრთისაჲ?
Verse: 41 
   და ვითარცა აღიღეს ლოდი იგი, და იესუ აღიხილნა თუალნი* თჳსნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი.
Verse: 42 
   და მე უწყოდე, რამეთუ ყოველსა ჟამსა ისმინი ჩემი, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარემო დგას, უყოფ, რაჲთა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე.
Verse: 43 
   ესე ვითარ თქუა, ჴმითა მაღლითა ღაღატ-ყო და თქუა: ლაზარე, აღდეგ და გამოგუალე!
Verse: 44 
   და გამოვიდა მკუდარი იგი, კრული ფერჴით, ჴელით რეზითა, და პირი მისი დახუეულ* იყო სუდრითა. ჰრქუა მათ იესუ: განჰჴსენით ეგე და აცადეთ წარსლვად.
Verse: 45 
   და მრავალნი ჰურიათა მათგანნი რომელნი მოსრულ იყვნეს მარიამეთა, ვითარცა იხილეს, რაჲ-იგი ქმნა, ჰრწმენა მისი.
Verse: 46 
   და რომელნიმე მათგანნი მივიდეს ფარისეველთა მათ და უთხრეს მათ, რაჲ-იგი ქმნა იესუ.
Verse: 47 
   და შეკრბეს მღდელთ მოძღუარნი და ფარისეველნი ჰურაკპარაკსა* და თქუეს: რაჲ ვყოთ, რამეთუ კაცი იგი მრავალთა სასწაულთა ჰყოფს?
Verse: 48 
   უკუეთუ მიუშუათ ესრეთ, ყოველთა ჰრწმენეს იგი, და მოვიდენ ბერძენნი და აღჴოცონ ნათესავი ჩუენი და ადგილი ესე.
Verse: 49 
   ერთი ვინმე მათგანი, რომელსა სახელი ერქუა კაჲაფა რომელი-იგი მღდელთ მოძღუარ იყო წელიწადისა მის, ჰრქუა მათ: თქუენ არაჲ იცით,
Verse: 50 
   და არცა შე-რაჲ-გირაცხიეს, რამეთუ უმჯობეს არს ჩუენდა, კაცი თუ ერთი მოკუდეს ერისა ამის წილ, და ნუმცა ყოველი ესე ნათესავი წარწყმდების.
Verse: 51 
   ხოლო ესე არა თავით თჳსით თქუა, არამედ მღდელთ მოძღუარ იყო წელიწადისა მის, წინაწარმეტყუელებით თქუა, რამეთუ მოსიკუდიდ იყო იესუ ზედა ნათესავსა მას.
Verse: 52 
   არა თუ ნათესავსა ამას ზედა, არამედ რაჲთა შვილნი იგიცა განბნეულნი შეკრიბნეს ერთად.
Verse: 53 
   და მიერ დღითგან ზრახვიდეს, ვითარმცა მოკლეს იგი.
Verse: 54 
   და იესუ მიერითგან არღარა ცხადად იქცეოდა შორის ჰურიათა მათ, არამედ წარვიდა მიერ ქუეყანასა ერთსა, რომელ მახლობელ იყო უდაბნოსა ქალაქსა ერთსა, რომელსა ერქუა ეფრაიმ, და მუნ იქცეოდა მოწაფითურთ.
Verse: 55 
   და მახლობელ იყო ზატიკი იგი ჰურიათაჲ, და მრავალნი აღვიდეს წინაჲსწარ ზატიკისა მის იერუსალჱმდ, რაჲთა განიწმიდონ თავი თჳსი.
Verse: 56 
   ეძიებდეს იესუს ხილვად და იტყოდეს ურთიერთას, რომელნი დგეს ტაძარსა მას შინა: ვითარ ჰგონებთ თქუენ, არა-მე მოვიდეს დღესასწაულსა ამას?
Verse: 57 
   ამცნეს მღდელთ მოძღუართა მათ და ფარისეველთა, თუ ვინმე უწყოდის, სადა არს, გჳთხარნ*, რაჲთა შეიპყრან იგი.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.