TITUS
Tetraevangelium e codice Adisi: Part No. 77

Chapter: 9 


Verse: 1 
   და ვითარ წარვიდოდა, იხილა კაცი ერთი ბრმაჲ შობითგანი.
Verse: 2 
   ჰკითხეს მას მოწაფეთა მათ მისთა და ჰრქუეს: ჰრაბბი, ვისი ბრალი არს: ამისი ანუ მშობელთა თჳსთაჲ, რამეთუ ბრმაჲ იშვა*?
Verse: 3 
   მიუგო იესუ: არა მაგისი ბრალი არს და არცა მშობელთა მაგისთაჲ, არამედ რაჲთა განცხადნენ საქმენი ღმრთისანი მაგის ზედა.
Verse: 4 
   და ჩუენდა ჯერ-არს საქმედ საქმისა, რომელმან მომავლინა მე, ვიდრე დღისი არს; მოვალს ღამჱ, რომელსა ვერვინ იქმოდის.
Verse: 5 
   ვიდრე სოფელსა ამას ვარ, ნათელ ვარ სოფლისა.
Verse: 6 
   ესე ვითარცა თქუა, ნერწყუა ქუეყანასა და შექმნა თიჴაჲ ნერწყჳსა მისგან და ჰგოზა თიჴაჲ იგი ზედა თუალთა* ბრმისა მის
Verse: 7 
   და ჰრქუა მას: მივედ და მოიბანე ემბაზსა მას სილოამს, რომელ ითარგმანების: მოვლინებულ. მივიდა, დაიბანა, მოვიდა და ხედვიდა.
Verse: 8 
   ხოლო მეზობელთა მათ და რომელთა ეხილვა იგი პირველ, რამეთუ მთხოველ იყო, იტყოდეს: არა ესე იგი არს, რომელი-იგი ჯდა და ითხოვდა?
Verse: 9 
   ზოგნი იტყოდეს: იგი არს; სხუანი იტყოდეს: არა, არამედ მსგავსი მისი არს. იგი იტყოდა: (მე ვარ.
Verse: 10 
   ჰრქუეს მას)*: და ვითარ აღგეხუნეს თუალნი* შენნი?
Verse: 11 
   მან მიუგო: რომელსა-იგი იესუ ჰრქჳან*, თიჴაჲ ქმნა და მომგოზა თუალთა* ჩემთა და მრქუა მე: მივედ სილოამდ და მოიბანე. მივედ და მოვიბანე და ვხედავ.
Verse: 12 
   ჰრქუეს მას: სადა არს იგი? ჰრქუა მათ: არა უწყი.
Verse: 13 
   მოიყვანეს იგი წინაშე ფარისეველთა მათ, რომელი-იგი ოდესმე ბრმა იყო.
Verse: 14 
   და იყო შაბათი, რაჟამს ქმნა თიჴაჲ იგი იესუ და აღუხილნა თუალნი* ბრმისანი მის.
Verse: 15 
   მერმე ჰკითხვიდეს მას ფარისეველნი იგი და ეტყოდეს, ვითარმედ: ვითარ ხედავ? და მან ჰრქუა მათ: თიჴაჲ დამდვა თუალთა* ჩემთა, და მოვიბანე და ვხედავ.
Verse: 16 
   თქუეს ვიეთმე ფარისეველთა მათგანთა: არა არს კაცი იგი ღმრთისა მიერ, რამეთუ შაბათსა არა იმარხავს. ზოგნი იტყოდეს: ვითარ-მე შემძლებელ არს კაცი ცოდვილი ესევითრისა* სასწაულისა ყოფად? და იყო წვალება შორის მათსა.
Verse: 17 
   მერმე ჰრქუეს ბრმასა მას: შენ ვითარ იტყჳ მისთჳს, რამეთუ აღგიხილნა თუალნი შენნი? და მან ჰრქუა: წინაწარმეტყუელი* არს.
Verse: 18 
   და ჰურიათა მათ არა ჰრწმენა მისი, ვითარმედ ბრმა იყო და აღუხილნა, ვიდრემდე მოუწოდეს მშობელთა აღხილულისა მის.
Verse: 19 
   ჰკითხვიდეს მათ და ჰრქუეს: ესე არს ძჱ იგი თქუენი, რომლისათჳს თქუენ სთქუთ, ვითარმედ ბრმაჲ იშვა? აწ ვითარ ხედავს?
Verse: 20 
   მიუგეს მშობელთა მისთა და ჰრქუეს: უწყით, რამეთუ ესე არს ძჱ იგი ჩუენი და რამეთუ ბრმაჲ იშვა*.
Verse: 21 
   ხოლო აწ ვითარ ხედავს, არა უწყით; ანუ ვინ აღუხილნა თუალნი* მაგისნი, ჩუენ არა უწყით, მაგას ჰკითხეთ, გასრულებულ არს, თჳთ თავისა თჳსისათჳს თქუნ.
Verse: 22 
   ესე თქუეს მშობელთა მისთა, რამეთუ ეშინოდა ჰურიათა მათგან, რამეთუ აღთქუმა ეყო ჰურიათა მათგან: უკუეთუ აღ-ვინმე-იაროს იგი ქრისტედ*, განჴდეს კრებულისაგან.
Verse: 23 
   ამისთჳს თქუეს* მშობელთა მისთა, ვითარმედ: გასრულებულ არს, მაგას ჰკითხეთ.
Verse: 24 
   მერმე მეორედ მოხადეს კაცსა მას, რომელი-იგი ოდესმე ბრმა იყო, და ჰრქუეს მას: მიეც დიდებაჲ ღმერთსა; ჩუენ უწყით, რამეთუ კაცი იგი ცოდვილ არს.
Verse: 25 
   და მან ჰრქუა: ცოდვილ თუ არს*, არა უწყი; ხოლო ერთი ესე უწყი, რამეთუ ბრმა ვიყავ და აწ ვხედავ.
Verse: 26 
   მერმე ჰრქუეს მას: რაჲ გიყო შენ და რაჲთა აღგიხილნა თუალნი* შენნი?
Verse: 27 
   მიუგო მათ: აწ ესერა გარქუ თქუენ, და არა გესმა; რაჲსა გნებავს მეორედ სმენად? ნუთუ თქუენცა გნებავს მისა მოწაფე ყოფად?
Verse: 28 
   მათ განბასრეს იგი და თქუეს: შენმცა ხარ მისა მოწაფე, ჩუენ მოსეს მოწაფენი ვართ.
Verse: 29 
   ჩუენ უწყით, რამეთუ მოსეს ეტყოდა ღმერთი, ხოლო ესე არა ვიცით, ვინაჲ არს.
Verse: 30 
   მიუგო კაცმან მან და ჰრქუა: ეგევე საკჳრველ* არს, რამეთუ არა უწყით* თქუენ, ვინაჲ არს ეგე, და ჩემნი თუალნი* აღმიხილნა.
Verse: 31 
   უწყი, რამეთუ ღმერთმან ცოდვილთაჲ არა ისმინის, გარნა თუ ღმრთის მსახურ ვინმე იყოს და ნებასა მისსა ჰყოფდეს, მისი ისმინოს.
Verse: 32 
   საუკუნითგან არავის ასმიეს, თუ აღ-ვინმე-უხილნა თუალნი ბრმისანი, შობითგან ბრმად შობილისანი*.
Verse: 33 
   თუმცა არა იყო ღმრთისა მიერ, ვერმცა შემძლებელ იყო ყოფად რაჲსმე.
Verse: 34 
   მიუგეს და ჰრქუეს მას: ცოდვასა შინა შობილ ხარ შენ ყოვლადვე და შენცა გუმოძღური ჩუენ? და განჴადეს იგი გარე.
Verse: 35 
   ესმა იესუს, ვითარმედ განჴადეს იგი გარე. და ვითარცა პოვა იგი, ჰრქუა მას: შენ გრწამს ძე ღმრთისაჲ?
Verse: 36 
   მან მიუგო და ჰრქუა: უფალო, ვინ არს, რაჲთა მრწმენეს იგი?
Verse: 37 
   ჰრქუა მას იესუ: და იხილე იგი, და რომელი გეტყჳს, იგი არს.
Verse: 38 
   და მან ჰრქუა: მრწამს, უფალო, და თაყუანის-სცა მას.
Verse: 39 
   და თქუა იესუ: სასჯელად მოვედ სოფლისა ამის, რამეთუ რომელნი არა ხედვიდეს, ხედვიდენ, და რომელნი ხედვიდეს*, დაბრმენ.
Verse: 40 
   ესმა ვიეთმე ფარისეველთაგანთა, რომელნი მის თანა იყვნეს, და ჰრქუეს მას: ნუუკუე ჩუენცა ბრმა ვართ?
Verse: 41 
   ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუმცა ბრმა იყვენით, არამცა ბრალ-გებ(ა)*; ხოლო აწ იტყჳთ, (ვითარმედ): ვხედავთ, და ცოდვაჲ თქუენი თქუენ თანა დამტკიცებულ არს. ც10
Verse: 1 
   მართლიად მართალსა გეტყჳ თქუენ: რომელი არა შევიდეს კარით ეზოსა ცხოვართასა, არამედ სხჳთ შთაჴდეს, იგი მპარავი არს და ავაზაკი.
Verse: 2 
   ხოლო რომელი შევიდეს კარით, მწყემსი არნ იგი ცხოვართაჲ.
Verse: 3 
   მას მეკარემან განუღის, და ცხოვართა* მათ ჴმისა მისისაჲ ესმინ, და თჳსთა მათ ცხოვართა უწესნ სახელით, და გამოისხნის იგინი.
Verse: 4 
   და წინა-წარუძღჳს მათ, და ცხოვარნი იგი მისდევედ მას, რამეთუ იცნიან* ჴმაჲ მისი.
Verse: 5 
   ხოლო უცხოსა არა მისდევედ, არამედ ივლტიედ მისგან, რამეთუ არა იცნიან* ჴმაჲ (უცხ)ოჲსაჲ მის.
Verse: 6 
   ესე იგავი ჰრქუა მათ იესუ, და მათ არა ცნეს, რაჲ არს, რასა ეტყოდა მათ.
Verse: 7 
   მერმე ჰრქუა მათ იესუ: მართლიად მართალსა გეტყჳ თქუენ, რამეთუ მე ვარ კარი ცხოვართაჲ.
Verse: 8 
   ყოველნი, რომელნი ჩემსა წინა მოვიდეს, მპარავნი იყვნეს და ავაზაკნი, და არა ისმინეს მათი ცხოვართა მათ.
Verse: 9 
   მე ვარ კარი: ჩემ გამო თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოოს.
Verse: 10 
   მპარავი სხუად არა მოვიდეს, გარნა თუ იპაროს, დაკლას* და წარწყმიდოს. მე მოვედ, რაჲთა ცხორებაჲ აქუნდეს და უმეტეს აქუნდეს.
Verse: 11 
   მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან თავი თჳსი დადვის საცხოვართა თჳსთა ზედა.
Verse: 12 
   ხოლო სასყიდლითი იგი არა არნ მწყემსი, რომლისაჲ არა არიედ თჳსნი ცხოვარნი. ვითარცა იხილის მგელი მომავალი, დაუტევნის საცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის და განაბნინის.
Verse: 13 
   რამეთუ სასყიდლით დადგინებულ არნ და არარაჲ (სჭი)რნ* ცხოვართა მათთჳს.
Verse: 14 
   მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩ(ე)მნი იგი, და მიციან მე ჩემთა მათ.
Verse: 15 
   ვითარცა მიცის მე მამამან ჩემმან, ვიცი მეცა მამაჲ და თავი ჩემი დავდვა ზედა საცხოვართა მათ.
Verse: 16 
   და სხუაცა ცხოვარ არიან ჩემნი, რომელ არა არიან ამის ბაკისანი, და იგინიცა ჯერ- -არიან ჩემდა მოყვანებად აქა, და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.
Verse: 17 
   ამისთჳს უყუარ მე მამასა ჩემსა, რამეთუ მე დავდვა თავი ჩემი, რაჲთა მერმე აღვიღო იგი.
Verse: 18 
   ვერვინ მიიღოს იგი ჩემგან, არამედ მე დავდვა იგი თავით ჩემით. ჴელმწიფება მაქუს დადებად იგი და ჴელმწიფება მაქუს აღღებად იგი. ესე მცნებაჲ მაქუს მამისა ჩემისაგან.
Verse: 19 
   მერმე წვალებაჲ იყო შორის ჰურიათა მათ სიტყუათა* ამათთჳს.
Verse: 20 
   და იტყოდეს მრავალნი მათგანნი: ეშმაკი არს მის თანა და ბორგის. რაჲსა ისმენთ მისსა?
Verse: 21 
   ზოგნი იტყოდეს: ესევითარნი სიტყუანი არა ეშმაკეულნი* არიან. ნუთუ ეშმაკი შემძლებელ არს თუალთა ბრმისათა ახილვად?
Verse: 22 
   იყო სატფური იგი იერუსალჱმს*, და ზამთარი იყო.
Verse: 23 
   და იქცეოდა იესუ ტაძარსა მას და სტოასა სოლომონისსა.
Verse: 24 
   გარე მოადგეს ჰურიანი იგი და ეტყოდეს: ვიდრემდის წარმჴდი სულთა ჩუენთა? უკუეთუ შენ ხარ ქრისტე* იგი, მარქუ ჩუენ განცხადებულად.
Verse: 25 
   მიუგო მათ იესუ და ჰრქუა: გარქუ თქუენ, და არა გრწმენა ჩემი; საქმეთა რომელთა ვიქმ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, ესენი წამებენ ჩემთჳს.
Verse: 26 
   ხოლო თქუენ არა გრწამს, რამეთუ არა ხართ ცხოვართა ჩემთაგანნი.
Verse: 27 
   ცხოვართა ჩემთა ჴმისა ჩემისაჲ ესმის, და მე ვიცნი იგინი*, და მომდევენ.
Verse: 28 
   და მე მივსცე მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ, და არა წარწყმდენ უკუნისადმდე, და არავინ მიმიტაცნეს იგინი ჴელთაგან ჩემთა.
Verse: 29 
   მამამან ჩემმან რომელმან მომცნა იგინი, უდიდეს ყოველთასა არს, და ვერვინ მიმტაცნეს იგინი ჴელთაგან მამისა ჩემისათა.
Verse: 30 
   მე და მამაჲ ჩემი ერთ ვართ.
Verse: 31 
   ქვები აღიღეს, რაჲთამცა დაქოლეს იგი.
Verse: 32 
   მიუგო მათ იესუ: მრავალი საქმე კეთილი გიჩუენე თქუენ მამისა ჩემისა მიერ; რომლისა სახისათჳს ქვასა დამკრებთ მე?
Verse: 33 
   მიუგეს ჰურიათა მათ: კეთილისა საქმისათჳს ქვასა არა დაგკრებთ* შენ, არამედ გმობისათჳს, რამეთუ შენ კაც ხარ და თავსა თჳსსა ღმრთად* გამოაჩინებ.
Verse: 34 
   მიუგო მათ იესუ: არა შჯულსა თქუენსა წერილ არს: მე ვთქუ: ღმერთნი ხართ?
Verse: 35 
   უკუეთუ მათ ღმერთ ჰრქუა, რომელთა მიმართ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ იყო, და ვერ ეგების დაჴსნად წერილისა მის,
Verse: 36 
   ხოლო რომელი მამამან განწმიდა და მოავლინა სოფლად, თქუენ იტყჳით, ვითარმედ: ჰგმობ, რამეთუ გარქუ, ვითარმედ ძე ღმრთისაჲ ვარ.
Verse: 37 
   თუ არა ვიქმ* საქმეთა მამისა ჩემისათა, ნუ გრწამს ჩემი.
Verse: 38 
   უკუეთუ ვიქმ, და ღათუ ჩემი არა გრწამს, საქმეთა ამათ თუ გრწმენინ, რაჲთა უწყოდით და გულისჴმა-ჰყოთ, რამეთუ მამაჲ ჩემდა, და მე მამისა.
Verse: 39 
   მერმე ეძიებდეს მას შეპყრობად, და განვიდა ჴელთა მათთაგან და წარვიდა მერმე.
Verse: 40 
   და წიაღჴდა იორდანესა, ადგილსა მას, სადა იყო პირველ იოვანე* და ნათელ-სცემდა, და მუნ იყოფოდა.
Verse: 41 
   და მოვიდეს მრავალნი მისა და ეტყოდეს, რამეთუ იოვანე სასწაულ არაჲ ყო, ხოლო ყოველი, რაჲ თქუა იოვანე ამისთჳს, ჭეშმარიტ იყო.
Verse: 42 
   და მრავალთა ჰრწმენა მისი მუნ.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.