მე ვარ, რომელი ვწამებ ჩემთჳს, და წამებს ჩემთჳს მომავლინებელი ჩემი მამაჲ.
Verse: 19
ჰრქუეს* მას: სადა არს მამაჲ შენი? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არცა მე მიცით, არცა მამაჲ ჩემი. უკუეთუმცა მე მიცოდეთ, ვინ უწყის, მამაჲცამცა ჩემი იცოდეთ.
Verse: 20
ამას სიტყუასა ეტყოდა სახლსა მას შინა საფასისასა, რაჟამს ასწავებდა ტაძარსა მას შინა, და არავინ შეიპყრა იგი, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი.
Verse: 21
ჰრქუა მათ: მე ვარ იესუ. მე წარვალ, და მეძიებდეთ მე და არა მპოოთ, და ცოდვათა შინა თქუენთა მოსწყდეთ, რამეთუ მე ვიდრე-იგი მივალ, თქუენ ვერ მოხჳდეთ*.
Verse: 22
იტყოდეს ჰურიანი იგი: ნუთუ მოიკლავს თავსა თჳსსა, რამეთუ იტყჳს: ვიდრე-იგი მე მივალ, თქუენ ვერ მოხჳდეთ?
Verse: 23
და ჰრქუა მათ: თქუენ ქუესკნელისა მისგანნი ხართ, და მე ზესკნელისა მისგანი ვარ; თქუენ ამის სოფლისაგანნი ხართ, მე არა ვარ ამის სოფლისაგანი.
Verse: 24
ხოლო გარქუ თქუენ, ვითარმედ: ცოდვათა შინა თქუენთა მოსწყდეთ; უკუეთუ* არა გრწმენეს ჩემი, ვითარმედ მე ვარ, მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა.
Verse: 25
ჰრქუეს მას: შენ ვინ ხარ? ჰრქუა მათ იესუ: პირველ ესე, რამეთუ გეტყჳცა თქუენ.
Verse: 26
მრავალი მაქუს თქუენთჳს სიტყუაჲ და საშჯელი, ხოლო რომელმან მომავლინა მე მამამან, ჭეშმარიტ არს, და მე რაჲ მესმა მისგან, მას ვეტყჳ სოფელსა ამას.
Verse: 27
და არა გულისჴმა-ყვეს, რამეთუ მამისა თჳსისათჳს ეტყოდა მათ.
Verse: 28
ჰრქუა მათ იესუ: რაჟამს აღამაღლოთ ძე კაცისაჲ, მაშინ გულისჴმა-ჰყოთ, რამეთუ მე ვარ და თავით ჩემით არას ვიქმ, არამედ ვითარცა მასწავლა* მე მამამან*, მას ვიტყჳ*.
Verse: 29
და რომელმან მომავლინა მე, ჩემ თანა არს; არა დაუტევებიე მე მარტოჲ, რამეთუ მე სათნოებათა მისთა ვჰყოფ მარადის.
უწყი, რამეთუ ნათესავნი აბრაამისნი ხართ, ხოლო მეძიებთ მე მოკლვად, რამეთუ სიტყუაჲ ჩემი ვერ დაიტია თქუენ შორის.
Verse: 38
მე რაჲ ვიხილე მამისა ჩემისა თანა, ვიტყჳ; და თქუენ რაჲ გესმა მამისა თქუენისაგან, იქმთ.
Verse: 39
მიუგეს და ჰრქუეს მას: მამაჲ ჩუენი აბრაამი არს. მიუგო იესუ და ჰრქუა: უკუეთუმცა* შვილნი აბრაამისნი იყვენით, საქმეთამცა აბრაამისთა იქმოდეთ.
Verse: 40
ხოლო აწ მეძიებთ მე მოკლვად, კაცსა ერთსა, რომელი ჭეშმარიტსა გეტყჳ, რაჲ მესმა მამისაგან ჩემისა. ეგე აბრაამმან* არა ქმნა.
Verse: 41
თქუენ იქმთ საქმეთა მამისა თქუენისათა. ჰრქუეს მას: ჩუენ სიძვისაგან არა შობილ ვართ, ერთი არს მამაჲ ჩუენი - ღმერთი.
Verse: 42
ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუმცა* ღმერთი იყო მამაჲ თქუენი, გიყუარდი* სამემცა მე, რამეთუ მე ღმრთისაგან გამოვედ და არა თუ თავით თჳსით მოვედ, არამედ მან მომავლინა მე.
Verse: 43
რად არა სიტყუანი ჩემნი გულისჴმა-ჰყვენით? ამისთჳს, რამეთუ ვერ შემძლებელ ხართ სმენად სიტყუათა ჩემთა.
Verse: 44
თქუენ მამისა ეშმაკისაგანნი ხართ და გულის თქუმათა მამისა თქუენისათა გნებავს საქმედ; იგი კაცის-მკლველი იყო დასაბამითგან და ჭეშმარიტებასა არა დაადგრა, რამეთუ არა არს ჭეშმარიტებაჲ მის თანა. რაჟამს იტყჳნ ცრუსა, თჳსთა მათ მიმართ იტყჳნ, რამეთუ ცრუ არს და მამაჲცა მისი.
Verse: 45
ხოლო მე რამეთუ ჭეშმარიტსა გეტყჳ, არა გრწამს ჩემი.
Verse: 46
ვინ თქუენგანი შემეტყუების* მე ცოდვათათჳს? უკუეთუ* ჭეშმარიტსა გეტყჳ, ვითარ არა გრწამს ჩემი?
Verse: 47
რომელი-იგი არს ღმრთისაგან, სიტყუათა* ღმრთისათა ისმენს, და თქუენ ამისთჳს არა გესმის, რამეთუ არა ხართ ღმრთისაგანნი.
Verse: 48
მიუგეს ჰურიათა მათ და ჰრქუეს მას: არა კეთილად ვთქუთ, ვითარმედ: სამარიტელ ხარ, და ეშმაკი არს შენ თანა?
Verse: 49
მიუგო* იესუ და ჰრქუა: ჩემ თანა ეშმაკი არა არს, არამედ პატივ-უყოფ მამასა ჩემსა, და თქუენ მაგინებთ მე.
Verse: 50
მე არა ვეძიებ დიდებასა ჩემსა; არს, რომელმან იძიოს და საჯოს.
Verse: 51
მართლიად მართალსა გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ვინმე სიტყუანი* ჩემნი დაიმარხნეს, სიკუდილი არა იხილოს უკუნისამდე*.
Verse: 52
ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: აწ უწყით, რამეთუ ეშმაკ(ი) არს შენ თანა: აბრაამი მოკუდა და წინაწარმეტყუელნიცა* იგი, და შენ იტყჳ: სიტყუანი ჩემნი თუ ვინმე ისმინნეს, არა იხილოს გემოჲ სიკუდილისაჲ უკუნისადმდე.
Verse: 53
ნუთუ შენ უდიდეს ხარ, მამისა ჩუენისა აბრაამისა, რომელი-იგი მოკუდა, და წინაჲსწარმეტყუელნიცა იგი მოწყდეს? აწ შენ ვინ გგონიეს თავი შენი?
Verse: 54
მიუგო იესუ და ჰრქუა: მე თუ ვადიდებდე თავსა ჩემსა, დიდებაჲ ჩემი არარაჲ არს. არს მამაჲ, რომელმან მადიდოს მე, რომლისათჳს თქუენ იტყჳთ, ღმერთი ჩუენი არს.
Verse: 55
და არა გიცნობიეს იგი, ხოლო მე ვიცი იგი; და თუ ვთქუა, თუ: არა ვიცი იგი, თქუენებრ ცრუ ვიპოო, არამედ ვიცი იგი და სიტყუათა მისთა ვიმარხავ.
Verse: 56
აბრაამს, მამასა თქუენსა, სწადოდა ხილვაჲ დღისა ჩემისაჲ, იხილა და განიხარა.
Verse: 57
ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: ერგასის წელ არღა არს შენი, და აბრაამი იხილეა?
ქვები აღიღეს, რაჲთამცა დაჰკრიბეს მის ზედა. იესუ მიჰრიდა და განვიდა ტაძრისა მისგან.
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.