TITUS
Tetraevangelium e codice Adisi: Part No. 75

Chapter: 7 


Verse: 1 
   და ამისა შემდგომად იქცეოდა იესუ გალილეას, რამეთუ არა უნდა, ვითარმცა ჰურიასტანს* იქცეოდა, რამეთუ ეძიებდეს მას ჰურიანი იგი მოკლვად.
Verse: 2 
   და იყო მახლობელ დღესასწაული იგი ჰურიათა ტალავრობისაჲ.
Verse: 3 
   ჰრქუეს მას ძმათა მისთა: წარვედ ამიერ და მივედ ჰურიასტანდ*, რაჲთა მოწაფეთა მათ იხლნენ საქმენი ეგე, რომელთა იქმ.
Verse: 4 
   რამეთუ არა არს, რომელი დაფარულად რას ვინ იქმნ და გამოაჩინებნ თავსა თჳსსა კადნიერ ყოფად. უკუეთუ მაგას იქმ, გამოუცხადე თავი შენი სოფელსა.
Verse: 5 
   რამეთუ ძმათა მისთაცა არავე ჰრწმენა მისი.
Verse: 6 
   ჰრქუა მათ იესუ: ჟამი ჩემი არღა მოწევნულ არს, ხოლო თქუენი ჟამი ყოველსა ჟამსა განმზადებულ არს.
Verse: 7 
   ვერ ჴელ-ეწიფების სოფელსა ამას მოძულებაჲ თქუენი, ხოლო მე ვსძულ, რამეთუ ვამხილებ მას, რამეთუ საქმენი მისნი* ბოროტ არიან.
Verse: 8 
   თქუენ აღვედით, მე არა აღვიდე დღესასწაულსა ამას, რამეთუ ჩემი ჟამი არღა აღვსებულ არს.
Verse: 9 
   ესე ვითარცა თქუა, თავადი დადგა მუნვე გალილეას.
Verse: 10 
   ვითარცა აღვიდეს ძმანი მისნი, მაშინ თჳთცა აღვიდა დღესასწაულსა მას არა ცხადად, არამედ ფარულად.
Verse: 11 
   და ჰურიანი იგი ეძიებდეს დღესასწაულსა მას და იტყოდეს: სადა-მე არს იგი?
Verse: 12 
   და დრტჳნვაჲ იყო შორის ერსა მას მისთჳს. რომელნიმე იტყოდეს, ვითარმედ: კეთილ არს; სხუანი იტყოდეს: არა, არამედ აცთუნებს ერსა ამას.
Verse: 13 
   და ვერვინ განცხადებულად იტყოდა მისთჳს შიშისათჳს ჰურიათაჲსა.
Verse: 14 
   განზოგებასა ოდენ მის დღესასწაულისასა აღვიდოდა იესუ ტაძარსა მას და ასწავებდა.
Verse: 15 
   და დაუკჳრდებოდა ჰურიათა მათ და იტყოდეს: ვითარ-მე წიგნი იცის ამან, რამეთუ უსწავიეს მებრ არა?
Verse: 16 
   მიუგო მათ იესუ და ჰრქუა: ჩემი ესე მოძღურებაჲ არა არს ჩემი, არამედ მისი არს, რომელმან მომავლინა მე.
Verse: 17 
   უკუეთუ უნდეს ვისმე ნებისა მისისა ყოფად, გულისხმა-ყავნ მოძღურებისაჲ ამის: ღმრთისაგან თუ არს, ანუ მე თავით ჩემით ვიტყჳ.
Verse: 18 
   რომელი თავით თჳსით იტყჳნ, დიდებასა თავისა თჳსისასა ეძიებნ; რამეთუ რომელი ეძიებნ დიდებასა მომავლინებელისა* თჳსისასა, იგი ჭეშმარიტ არს, და ზაკუვა არა არს მის თანა.
Verse: 19 
   არა მოსე მოგცა* თქუენ შჯული, და არავინ თქუენგანი ჰყოფს შჯულსა მას. რაჲსა მეძიებთ მე მოკლვად?
Verse: 20 
   მიუგეს ერმან მან და ჰრქუა: ეშმაკი არს შენ თანა. ვინ გეძიებს შენ მოკლვად?
Verse: 21 
   მიუგო* იესუ და ჰრქუა მათ: ერთ საქმე ვქმენ, და გიკჳრს ამისთჳს.
Verse: 22 
   მოსე მოგცა თქუენ წინადაცუეთაჲ, რამეთუ არა მოსესგან იყო, არამედ მამათა მათგან, და დღესა შაფათსა წინადასცჳთით კაცსა.
Verse: 23 
   უკუეთუ წინადაეცჳთის კაცსა დღესა შაფათსა, რაჲთა შჯული იგი მოსესი ნუმცა დაჰჴსნდების, ჩემდა გული გიწყრების, რამეთუ სრულიად კაცი განვაცხოველე შაფათსა შინა?
Verse: 24 
   ნუ თუალთ-ხუმით შჯით, არამედ მართალი საშჯელი შაჯეთ.
Verse: 25 
   იტყოდეს ვინმე იერუსალჱმელთაგანნი*: არა ესე იგი არს, რომელსა ეძიებდეს მოკლვად?
Verse: 26 
   აჰა ესერა განცხადებულად იტყჳს, და არას ეტყჳს მაგას. ნუთუ ჭეშმარიტად უცნობიეს მთავართა მათ, ვითარმედ ესე არს ქრისტე* იგი?
Verse: 27 
   არამედ ესე ვიცით, ვინაჲ არს. ხოლო ქრისტე* იგი რაჟამს მოვიდეს, არავინ უწყის, ვინაჲ იყოს.
Verse: 28 
   ღაღატ-ყო იესუ ტაძარსა მას შინა, ასწავებდა* და ეტყოდა: მეცა მიცით და უწყით, ვინაჲ ვარი; და თავით ჩემით არა მოსრულ ვარ, არამედ ჭეშმარიტ არს, რომელმან მომავლინა მე, რომელი-იგი თქუენ არა იცით.
Verse: 29 
   მე ვიცი იგი, რამეთუ მისგან ვარ, და მან მომავლინა* მე.
Verse: 30 
   და ეგულვა მისი შეპყრობაჲ, და გამოვიდა ჴელთა მათთაგან, და არავინ მიყო მისა ჴელი, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი.
Verse: 31 
   და მრავალთა მის ერისაგანთა ჰრწმენა მისი და იტყოდეს: ქრისტე* იგი რაჟამს მოვიდეს, ნუთუ უმეტესსა სასწაულსა რას* ჰყოფდეს, რომელ-ესე იქმს?
Verse: 32 
   და ესმა ფარისეველთა მათ დრტჳნვაჲ ერისაჲ მის მისთჳს. წარავლინეს მღდელთ-მოძღუართა* მათ და ფარისეველთა მსახურნი, რაჲთამცა* შეიპყრეს იგი.
Verse: 33 
   ჰრქუა იესუ: მცირედ ჟამ თქუენ თანა ვარი და მივალ მომავლინებელისა ჩემისა.
Verse: 34 
   მეძიებდეთ მე და არა მპოვოთ; და სადა-იგი ვარ მე, თქუენ ვერ მოხჳდეთ.
Verse: 35 
   იტყოდეს ჰურიანი იგი ურთიერთას: ვიდრე-მე ეგულების მისლვად, და ჩუენ ვერ ვპოოთ ეგე? ნუუკუე მიმოგანბნეულთა მათ წარმართთა მივიდეს და ასწავებდეს წარმართთა მათ?
Verse: 36 
   რაჲ არს სიტყუაჲ ესე, რომელ თქუა: მეძიებდეთ მე და არა მპოოთ, და სადა-იგი ვარ მე, თქუენ ვერ მოხჳდეთ?
Verse: 37 
   დასასრულსა მას დღესა დიდისა* მის დღესასწაულისასა დგა იესუ, ღაღადებდა და იტყოდა: ჰწყურის თუ ვისმე, მოვედინ ჩემდა, სუნ.
Verse: 38 
   რომელსა ჰრწმენეს ჩემდამო, ვითარცა იტყჳს წიგნი, მდინარენი მუცლისა მისისაგან გამოდიოდიან წყალთა ცხოველთანი.
Verse: 39 
   ამას იტყოდა სულისა მისთჳს, რომელ მოღებად იყო, რომელთა ჰრწმენა იგი, რამეთუ არღა იყო სული, რამეთუ იესუ არღა დიდებულ იყო.
Verse: 40 
   რომელთამე* ერისა მისგანთა ვითარცა ესმოდა სიტყუაჲ ესე, იტყოდეს: ესე არს ჭეშმარიტი წინაწარმეტყუელი*;
Verse: 41 
   სხუანი იტყოდეს: ესე არს ქრისტე* იგი; ხოლო ზოგნი იტყოდეს: ნუ გალილეაჲთ მოსლვად არს ქრისტე*?
Verse: 42 
   არა წიგნნი იტყჳან, ვითარმედ ნათესავისაგან დავითისი და ბეთლემით დაბით, სადა-იგი დავით იყო, მიერ მოსლვად არს ქრისტე*?
Verse: 43 
   და იყო წვალება შორის ერსა მას მისთჳს.
Verse: 44 
   და რომელთამე უნდა შეპყრობაჲ მისი, ხოლო ვერვინ მიყო მისა ჴელი.
Verse: 45 
   და მოვიდეს მუნვე მსახურნი იგი მღდელთანი და ფარისეველთანი და ჰრქუეს მათ ამათ: რად არა მოიყვანეთ იგი?
Verse: 46 
   მიუგეს მსახურთა მათ და ჰრქუეს: არასადა ეგრე ვის უთქუამს კაცსა, ვითარ მას კაცსა.
Verse: 47 
   მიუგეს ფარისეველთა მათ და ჰრქუეს: ნუთუ თქუენცა შესცეთით?
Verse: 48 
   ნუთუ მთავართა* მათგანსა ვის ჰრწმენა მისი ანუ თუ ფარისეველთაგანსა?
Verse: 49 
   ხოლო იგი ამბოხებაჲ აღრეული, რომელთა არა იციან შჯული, შეჩუენებულ არიან.
Verse: 50 
   ჰრქუა ნიკოდემოს მათ, რომელი-იგი მოსრულ იყო მისა ღამე* წინაჲსწარ, და იგი იყო ერთი მათგანი.
Verse: 51 
   ნუთუ შჯული ჩუენი დაშჯის* კაცსა, არა თუ ესმეს პირველ მისგან, ანუ თუ გულისხმა-ყონ, რასა იქმს?
Verse: 52 
   მიუგეს მას და ჰრქუეს: ნუთუ შენცა გალილეველ ხარ? გამოიძიე და იხილე, რამეთუ წინაწარმეტყუელი გალილეაჲთ არა აღდგეს.
Verse: 53 





Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.