ამისა შემდგომად წარვიდა იესუ წიაღ ზღუასა* მას გალილეაჲთ კერძო ტებერიაჲსასა*.
Verse: 2
და შეუდგა მას ერი მრავალი, რამეთუ ხედვიდეს სასწაულთა მათ, რომელთა ჰყოფდა სნეულთა ზედა.
Verse: 3
აჴდა მთასა იესუ და მუნ დაჯდა მიწაფითურთ.
Verse: 4
და იყო მოახლებულ დღესასწაული იგი ჰურიათაჲ.
Verse: 5
აღიხილნა თუალნი თჳსნი იესუ და იხილა ერი მრავალი, რომელ მოვიდოდა მისა. რქუა* ფილიპეს: ვინაჲ უყიდოთ პური, რაჲთა ჭამონ?
Verse: 6
ამას ეტყოდა გამოცდით, ხოლო თჳთ უწყოდა, რაჲ-იგი ეგულებოდა ყოფად.
Verse: 7
მიუგო მას ფილიპე*: ორასისა დრაჰკნისაჲ პური ვერ ეყოს მათ, და ღათუ თითოეულად* მცირედ რაჲ მიიღონ.
Verse: 8
რქუა* მას ერთმან მოწაფეთაგანმან, ანდრია, (ძმამან)* სჳმონ-კლდისამან:
Verse: 9
არს აქა ყრმაჲ ერთი, რომელსა აქუს ხუთ ჴუეზა ქრთილის და ორ თევზ, ხოლო ესე რაჲ მყოფ არს ესდენსა ამას?
Verse: 10
ჰრქუა იესუ: ინაჴ-უდგთ კაცებსა მაგას. და იყო დიდად თივლოვან ადგილი იგი, და ინაჴ-იდგა კაცებმან* მან, რიცხჳთ ხუთ ათასმან.
Verse: 11
და მოიღო პური იგი იესუ, ჰმადლობდა და განუყო მეინაჴეთა მათ. ეგრეცა თევზთა მათგან, რავდენცა უნდა.
Verse: 12
და ვითარცა განძღეს, ჰრქუა მოწაფეთა მათ თჳსთა: შეკრიბეთ ნეშტი ნამუსრევისაჲ მაგის, რაჲთა არაჲ წარწყმდეს.
Verse: 13
შეკრიბეს და აღავსეს ნამუსრევითა მით ათორმეტი კუელი ხუთთა მათ ქრთილისა პურთაგან, რომელ დაშთა მჭამელთა მათგან.
Verse: 14
ხოლო კაცებმან მან ვითარცა იხილა სასწაული იგი, რომელ ქმნა, იტყოდეს: ჭეშმარიტად ესე არს წინაჲსწარმეტყუელი, რომელი მოსლვად იყო სოფლად.
Verse: 15
იესუ ვითარცა გულისხმა-ყო*, რამეთუ ეგულებოდა წარტაცებაჲ მისი, რაჲთამცა ყუეს* მეუფე, მიჰრიდა მერმე მთად კერძო მარტომან.
Verse: 16
და ვითარცა დამწუხრდა, გარდამოჴდეს* მოწაფენი მისნი ზღჳს* კიდესა მას
Verse: 17
და შესხდეს ნავსა, წიაღვიდოდეს ზღუასა მას კაპარნაუმდ კერძო. და აჰა დაბნელდა, და ვიდრე არღა მოწევნულ იყო მათა* იესუ,
Verse: 18
და ზღუაჲ იგი ძლიერთა ქართაგან აღირღოდა.
Verse: 19
და შესლულ იყვნეს ვითარ ოც და ხუთ ოდენ ასპარეზ ანუ ოც და ათ, ხედვიდეს იესუს, რამეთუ ვიდოდა ზღუასა მას და მოეახლა ნავსა მას. შეძრწუნდეს დიდად.
Verse: 20
და ჰრქუა მათ: მე ვარ, ნუ გეშინინ!
Verse: 21
და უნდა აღსლვაჲ მისი ნავსა მას. და მეყსეულად მიიწია ნავი იგი ქუეყანასა მას, რომელსა მივიდოდეს.
Verse: 22
ხვალისაგან ერი იგი, რომელ დგა წიაღ ზღუასა მას, ხედვიდა, რამეთუ სხუა ნავ არა იყო მუნ, გარნა ერთი ხოლო, რომელსა შინა იყვნეს მოწაფენი იგი იესუსნი, რამეთუ არა შესრულ იყო იესუ მოწაფეთა მათ თჳსთა თანა ნავსა მას, გარნა მოწაფენი იგი ხოლო მისნი წარვიდეს.
Verse: 23
სხუანი ნავნი მოვიდოდეს ტებერიაჲთ მახლობელად ადგილსა მას, სადა-იგი პური ჭამეს.
Verse: 24
და ვითარ იხილა ერმან მან, რამეთუ იესუ არა მუნ* შინა არს და არცა მოწაფენი მისნი, მიიქციეს ნავი იგი და მივიდეს კაპარნაუმდ* მოძიებად იესუჲსა.
Verse: 25
და ვითარცა პოეს იგი წიაღ ზღუასა* მას, ჰრქუეს* მას: ჰრაბი, ოდეს მოხუედ აქა?
Verse: 26
მიუგო მათ იესუ და ჰრქუა: მართლიად მართალსა გეტყჳ თქუენ*: მეძიებდით მე არა თუ სასწაულისა ხილვისათჳს, არამედ რამეთუ ჰჭამეთ პურისა მისგან და განსძეღით.
Verse: 27
წარვედით, იქმოდეთ ნუ წარსაწყმედელსა მას ჭამადსა, არამედ საჭმელსა მას, რომელი დაშთეს ცხორებასა მას საუკუნესა, რომელი ძემან კაცისამან მოგცეს თქუენ, რამეთუ ესე მამამან* დაჰბეჭდა ღმერთმან.
Verse: 28
ჰრქუეს მას: რაჲ ვყოთ, რაჲთა საქმეთა ღმრთისათა ვიქმოდით?
Verse: 29
მიუგო მათ იესუ და ჰრქუა: ესე არიან საქმენი ღმრთისანი, რაჲთა გრწმენეს იგი, რომელმან მომავლინა მე.
მამათა* მათ (ჩუენთა)* ჭამეს მანანაჲ იგი უდაბნოსა მას, ვითარცა წერილ არს: პური ცათაჲ მოსცა მათ ჭამად.
Verse: 32
ჰრქუა მათ იესუ: მართლიად მართალსა გეტყჳ თქუენ: არა თუ მოსე მოგცა თქუენ პური იგი ზეცით, არამედ მამამან* ჩემმან მოგცეს თქუენ პური ზეცით ჭეშმარიტი.
Verse: 33
რამეთუ პური ღმრთისა მიერ არს, რომელი გარდამოვალს ზეცით და ცხორებასა მისცემს სოფელსა.
Verse: 34
ჰრქუეს*: უფალო, გუეც ჩუენ პური იგი ყოველსა ჟამსა.
Verse: 35
ხოლო ჰრქუა მათ იესუ: მე ვარ პური ცხორებისაჲ; რომელი მოვიდეს ჩემდა, არა შიოდის, და რომელსა ვჰრწმენე მე, არასადა ჰსწყუროდის.
Verse: 36
არამედ რამეთუ გარქუ თქუენ, რამეთუ: მიხილეთ მე და არა გრწამს.
Verse: 37
ყოველი, რომელი მომცეს მე მამამან, ჩემდა მოვიდენ; და რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე.
Verse: 38
რამეთუ გარდამოვჴედ ზეცით, არა თუ ვითარმცა ნებაჲ ჩემი ვყავ, არამედ ნებაჲ მისი, რომელმან მომავლინა მე.
Verse: 39
ესე არს ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ, რამეთუ ყოველი, რომელი მომცა მე მამამან, არა წარვწყმიდო მათგანი, არამედ აღვადგინო იგი დღესა მას უკუანაჲსკნელსა.
Verse: 40
ესე არს ნებაჲ მამისა ჩემისაჲ, რაჲთა ყოველმან, რომელმან იხილოს ძჱ და ჰრწმენეს იგი, მიიღოს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი დღესა მას უკუანაჲსკნელსა.
Verse: 41
დრტჳნვიდეს მისთჳს ჰურიანი იგი, რამეთუ თქუა: მე ვარ პური იგი გარდამოსრული ზეცით,
Verse: 42
და იტყოდეს: არა ესე არს იესუ, ძჱ იოსეფისი, რომლისაჲ ვიცით დედაჲ და მამაჲ? აწ ვითარ იტყჳს, ვითარმედ: მე ცით გარდამოვჴედ?
Verse: 43
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: რაჲსა სდრტჳნავთ ურთიერთას?
Verse: 44
ვერვის ჴელ-ეწიფების მოსლვად ჩემდა, არა თუ მამამან, რომელმან მომავლინა, მიიზიდოს იგი, და მე აღვადგინო იგი დღესა მას უკუანაჲსკნელსა.
Verse: 45
წერილ არს წინაწარმეტყუელთა: და იყვნენ ყოველნი განსწავლულ ღმრთისა მიერ. ყოველსა რომელსა ისმეს მამისაგან და ისწაოს, მოვიდეს ჩემდა.
Verse: 46
არა თუ მამაჲ ვის უხილავს, გარნა რომელი-იგი არს ღმრთისაგან, მან იხილა მამაჲ.
Verse: 47
მართლიად მართალსა გეტყჳ თქუენ: რომელსა ჰრწმენეს, მოიღოს ცხორებაჲ იგი საუკუნჱ.
Verse: 48
მე ვარ პური ცხორებისაჲ.
Verse: 49
მამათა* თქუენთა ჭამეს მანანაჲ უდაბნოსა და მოწყდეს.
Verse: 50
ესე არს პური იგი ზეცით გარდამოსრული, რამეთუ რომელმან ჭამოს ამისგან, არა მოკუდეს.
Verse: 51
მე ვარ პური ცხოველი, რომელი ზეცით* გარდამოვჴედ. რომელმან ჭამოს პურისა ამისგან, ცხონდეს* უკუნისამდე*. და პური იგი, რომელი მე მივსცე, ჴორცი ჩემი არს, რომელი მე მივსცე ცხორებისათჳს სოფლისაჲსა.
Verse: 52
ჰჴდებოდეს ურთიერთას ჰურიანი იგი და იტყოდეს: ვითარ შემძლებელ არს ესე მოცემად ჩუენდა ჴორცი იგი თჳსი ჭამად?
Verse: 53
ჰრქუა მათ იესუ: მართლიად* მართალსა (გეტყჳ)* თქუენ: არა თუ ჰჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორებაჲ თავთა თქუენთაჲ.
Verse: 54
რომელმან ჭამოს ჴორცი ჩემი და სუას სისხლი ჩემი, აქუნდეს ცხორებაჲ* საუკუნოჲ, მე აღვადგინო იგი დღესა მას უკუანაჲსკნელსა.
Verse: 55
რამეთუ ჴორცი ჩემი ჭეშმარიტი არს საჭმელი, და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი არს სასუმელი.
Verse: 56
რომელმან ჭამოს ჴორცი ჩემი და სუას სისხლი ჩემი, ჩემ თანა დაიმკჳდროს, და მე მის თანა.
Verse: 57
ვითარცა მომავლინა მე მამამან ცხოველმან, და მე ცხოველ ვარ მამისა თანა; და რომელმან ჭამოს ჴორცი ჩემი, იგი ცხონდეს ჩემ გამო.
Verse: 58
ესე არს პური ზეცით გარდამოსრული, არა ეგრე, ვითარ-იგი ჭამეს მამათა თქუენთა მანანაჲ იგი და მოწყდეს*. რომელმან ჭამოს პური ესე, ცხონდეს უკუნისამდე*.
Verse: 59
ამას ეტყოდა* ერსა მას სწავლასა მას შინა კაფარნაუმს.
Verse: 60
და მრავალთა მოწაფეთა მისთაგანთა ვითარცა ესმა, იტყოდეს და თქუეს: ფიცხელ არს (სი)ტყუაჲ ეგე. ვინ უძლოს სმენად მაგის?
აწ უკუეთუ იხილოთ ძჱ კაცისაჲ, რამეთუ აღვიდოდის, სადა იყო პირველ?
Verse: 63
სული არს განმაცხოველებელი, ჴორცი არას არგებს. სიტყუასა, რომელსა გეტყოდე* მე თქუენ, სული არს და ცხორება არს.
Verse: 64
რამეთუ უწყოდა იესუ დასაბამითგან ვინ არიან, რომელთა არა ჰრწმენეს, და ვინ არს, რომელმან მისცეს იგი.
Verse: 65
და თქუა: ამისთჳს გეტყოდე თქუენ, ვითარმედ: ვერვინ მოვიდეს* ჩემდა, არა თუ მიცემულ იყოს მისა მამისა მიერ ჩემისა.
Verse: 66
ამის გამო მრავალნი მოწაფეთა მისთაგანნი უკუნდგეს და არა იქცეოდეს მის თანა.
Verse: 67
ჰრქუა იესუ ათორმეტთა მათ მოწაფეთა: ნუუკუე თქუენცა გნებავს წარსლვად?
Verse: 68
მიუგო სჳმონ-პეტრე და ჰრქუა: უფალო, ვიდრე ვიდეთ? სიტყუაჲ ცხორებისა საუკუნოჲსაჲ გაქუს.
Verse: 69
და ჩუენ გურწმენა და გიცანთ, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძჱ ღმრთისაჲ.
Verse: 70
მიუგო მათ* იესუ: არა თქუენ ათორმეტნი გამოგირჩიენ? და ერთი თქუენგანი ეშმაკი არს.
Verse: 71
და იტყოდა იუდა* სჳმონის სკარიოტელისათჳს, რამეთუ მას ეგულებოდა მიცემაჲ მისი და იგი იყო* ერთი ათორმეტთაგანი.
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.